გენიოსები ხუმრობენ

მიუხედავად 26 წლიანი საპარლამენტო კარიერისა, ისააკ ნიუტონმა მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა. “ბატონებო” – მიმართა მან შეკრებილ ლორდებს – “გთხოვთ დახუროთ ფანჯარა, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე”

***
ერთხელ მარკ ტვენმა ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა – “ღორი” ეწერა. “ანონიმურ წერილებს მე საერთოდ ხელმოწერის გარეშე ვიღებ” – პრესის საშუალებით უპასუხა ანონიმს მწერალმა – “მაგრამ გუშინ, ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ ხელმოწერით მივიღე”

***
“რა თანხას ინატრებდით, რომ ბედნიერად გეგრძნოთ თავი?” – ჰკითხეს ერთხელ ბერნარდ შოუს. “ზუსტად იმდენს, რამდენსაც ჩემი მეზობლების ვარაუდით ვშოულობ…” – უპასუხა დრამატურგმა

***
“ქალს მხოლოდ ერთი საიდუმლოს შენახვა შეუძლია და ეს არის ასაკი” – ამბობდა ვოლტერი

***
ვეტერანი ალპინისტი ჟერარ ომელი, რომელიც ევერესტზე ექვსჯერ ავიდა, სახლში ნათურის გამოცვლისას კიბიდან ჩამოვარდა, თავი ფანჯრის რაფას ჩამოარტყა და გარდაიცვალა.

***
ერთი გოგოს თვითმკვლელობის საყურებლად ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ხიდზე უამრავმა ცნობისმოყვარემ მოიყარა თავი. ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. გოგონა გადარჩა, მაგრამ ცხრა კაცი დაიხრჩო.

***
“ნურასოდეს დაგეგმავთ თვითმკვლელობას ცუდ ამინდში” – ხუმრობენ ნიუ-იორკელები მას შემდეგ, რაც მათი ერთ-ერთი თანამოქალაქე თავის მოსაკლავად “EMPIRE STATE BUILDING”-ის 86-ე სართულიდან გადმოხტა, მაგრამ ძლიერმა ქარმა ისევ უკან, 83-ე სართულის ღია ფანჯარაში შეაგდო.

***
1994 წლის 16 აპრილს ბელფასტში, ჩრდილოირლანდიელმა ქალმა ანალიზ რეიმ 121,7 დეციბალის სიმძლავრის ყვირილი გამოსცა. საინტერესოა, რომ სიტყვა, რომელიც მან იყვირა, იყო “სიჩუმე”

***
რემბრანდტმა ერთხელ საკუთარი გარდაცვალების შესახებ ხმა გაავრცელა, რათა მისი ნახატები უფრო ძვირად გაყიდულიყო.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: