თქვენ…


ჩემო ძვირფასო თაობავ, საზოგადოებავ, ადამიანებო, წარმატებულებო, უიღბლოებო, გაბოროტებულებო, კეთილებო, მამაკაცებო, დედაკაცებო, ქალებო, მეძავებო, ლოთებო, კრიმინალებო, ჭორიკნებო, ნათესავებო, მშიშრებო, შურიენბო და ყველავ, რა მინდა გითხრათ…

თქვენ ის თაობა ხართ, ვინც დღემდე ტვინს ჭამთ თქვენი უაზრო საუბრებით;
თქვენ ის თაობა ხართ, ვინც ჩამოიწერეთ;
თქვენ ის თაობა ხართ, სადაც უმრავლესობა უიღბლოები ხართ;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისაც მეზობლის „დუტის“ გშურთ;
თქვენ ის თაობა ხართ, სამლოცველოებში რომ დადიხართ, საღამოს კი მთელს ქალაქს განიკითხავთ, მეზობლის საყვარლიდან დაწყებული ბაზრის ლოთამდე დამთავრებული;
თქვენ ის თაობა ხართ, ომამდე რომ გარბიხართ ბრძოლის ველზე, მაგრამ ომში წითელხიდსა და სარფის საბაჟოზე რიგებში დგომას ამჯობინებთ;
თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც „დასტაევსკიზე“ გაიზარდეთ, ხოლო გოეთესა და შექსპირის კითხვას „გოიმობად“ თვლით, ეს ხომ „არაეროვნულია“, „ევროპული“ და „გარყვნილი“;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისაც „ცოდნა“ სამარშუტო ტაქსის მძღოლებთან „გიფასდებათ“, ხოლო თქვენზე განათლებულებს „მხატვრულად“ აბეზღებთ უფროსებთან;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისთვისაც სიკეთე და ადამიანობა უცხოა, ხოლო კეთილებსა და ადამიანურებს მტრობთ და ისევ აბეზღებთ „უფროსებთან“;
თქვენს ის თაობა ხართ, ვისაც 37 მანეთი დღემდე გიდევთ „ტანიას“ მიერ ნაჩუქარ „კაშილიოკში“, იმის იმედით, რომ „დედა რუსეთს“ შეურთდებით ერთ დღესაც;
თქვენს ის თაობა ხართ, ვისაც გურჯული, რომანტიული, მგზნებარე ყურადღება გიყვართ, ეტრფით და საყვარელი ადამიანები გავიწყდებათ, სიყვარულზე ხომ არაფერს ვამბობ;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისაც შეუძლია მეუღლე საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში ბავშვის ან მოხუცის მოსავლელად გაუშვათ, თქვენ კი სახლში წამოგორდეთ და REN-TV ღამის სეანსებით დატკბეთ;
თქვენ ის თაობა ხართ, ვინც მეუღლეს ქორწინებამდე წინა დღით ადრე გაიცნობთ და მომავალი მეუღლის „ეშკათი, დედამთილის „ტროიკათი“ და მულის კულონით იხიბლებით;
თქვენ ის თაობა ხართ, მოკლე კაბის ჩაცმას რომ არ კადრულობთ, იმ მიზეზით, რომ „ხალხი რას იტყვის“, მაგრამ გვიან ღამით ატეხილ საქონელს გავხართ ღამის კლუბებში;
თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც საკუთარ მამასაც კი გაიმეტებს მოსაკლავად მიწის გამო;
თქვენ ის თაობა ხართ, ბიძაშვილისშვილის ცოლის დის მულის ქონებაზე რომ ჭორაობთ;
თქვენ ის თაობა ხართ, ვინც მუდამ ჭკუას არიგებთ ახალგაზრდებს ოჯახის შექმნის საკითხში, თავად კი დაუოჯახებლები ხართ;
თქვენ ის თაობა ხართ, ვინც უბრალოდ მიწამებთ, მირთულებთ ცხოვრებას, თუნდაც იმით რომ სულ ცოტა 10 წუთით განიკითხავთ ჩემს თავს;
თქვენ ის თაობა ხართ, ვინც მზადაა პირველი ისროლოს;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისაც სიმართლეს ეტყვი, ის კი „მხატვრულად“ დაგაბეზღებს „უფროსთან“;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისაც შეუძლია 21 წლის ასაკში 5 თვიანი დეპრესია გამომიწეროთ;
თქვენ ის თაობა ხართ, ვისაც არ დაგიტირებთ, გაქრებით უკვალოდ;

„თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ“, მაგრამ არა ტიციანისეული, „არამედ რაღაც სხვა“…

ავტორი: ლაშა ფალავანდიშვილი

    • anutebi
    • May 31st, 2010

    კარგად წერია, მაგრამ ცუდი რეალობაა,,,,

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: