რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის სამართლებრივი შეფასება

რუსეთ _ საქართველოს

2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული

კონფლიქტის სამართლებრივი შეფასება

სოც. მეც. ბიზნესისა და
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის
მე-3 კურსის სტუდენტები:
ანა აკოფოვა
კახაბერ ტრეტიაკოვი

გ ე გ მ ა :

1. შესავალი

2. ფაქტების აღწერა

3. ომი თუ უბრალო საბრძლო მოქმედება

4. ფაქტების შეფასება

5. შესაძლო მიზეზები

6. დასკვნა

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღით ადრე ქართულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალიდან, ოსური მხარე ახორციელებდა ბავშვების გახიზვნას და არალეგალური საგუშაგოების შექმნას, რაც ომის მომასწავლებელი იყო. პოლიტოლოგების აზრით, რუსეთი ნიადაგს ამზადებდა რათა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებისათვის ხელი შეეშალა, ამისათვის კი საუკეთესო საშუალება სწორედ აფხაზეთსა და ოსეთში სიტუაციის გამწვავება იქნებოდა. რეალურად ასეც მოხდა, თუმცა აღსანიშნავია ერთი ნიუანსი, რომელიც მოსახლეობის გაყვანას შეეხება: ოფიციალური ქართული მხარის განცხადებით _ “ოსური სოფლების მოსახლეობა ყოველი წლის აგვისტოში დასასვენებლად გადის და ეხლა ეს ყველაფერი ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ შექმნილ დაძაბულობას დააბრალა, რომ თანამეგობრობის თვალში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.” რა მოხდარეალურად? ოსურმა მხარემ გახიზნა მოსახლეობა მათივე უსაფთხოების მიზნით ვითარების გამწვავების გამო, თუ დასასვენებლად მყოფი მოსახლეობა თავისი ინტერესების საყრდენად გამოიყენა? ან იქნებ ქართული მხარის ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებთან გვაქვს საქმე?
თუ ქართული მხარის პირველი ვარაუდი სწორია, მაშინ შეიძლება იოლად დავასკვნათ რომ ოსური მხარე რეალურად გეგმავდა ომის დაწყებას და თუ ასე არ იყო, მაშინ იგი შეეცადა უკვე გამძაფრებულ ვითარებაში მოსახლეობაზე მზრუნველი ხელისუფლების ნიღაბი მოერგო და დასასვენებლად წასული მოსახლეობა თავისი ინტერესების სასარგებლოდ ვითომ გახიზნულად გამოაცხადა.
ფაქტი ერთია და მეტად ნათელი, ქართული სოფლები რუსების წაქეზებით ოსური მხრიდან იბომბებოდა, აგვისტოში კი მოთმინების ფიალა ავსებულმა საქართველომ, ვერ გაუძლო რუსეთ – ოსეთის პროვოკაციას, ჩაება კონფლიქტში და გახსნა ცეცხლი. ეხლა კი ჩნდება კითხვა: ვინ დაიწყო სინამდვილეში ომი? დიახ ომი და არა უბრალოდ საბრძოლო მოქმედება, ომი, რადგან სხვაგვარი შეფასება აგვისტოს მოვლენებისა წარმოუდგენელია. შეიარაღებული კონფლიქტებას, თანაც სრულს სხვა და სხვა კონვენციებში ვერ ამოვიკითხავთ, თუმცაღა შეიძლება დავეყრდნოთ გაეროს წესდებას, რომლის თანახმადაც იკრძალება აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება, ამასთან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, თუ შეიარაღებული კონფლიკტი წარმოიქმნა ორ ან რამოდენიმე სახელმწიფოს შორის, მაშინ მოქმედებაში შედის ჟენევის მეორე კონვენცია, რომლის თანახმადაც “მოცემული კონვენცია გამოყენებულ იქნება ორ ან რამოდენიმე ხელშემკვრელ მხარეს შორის ომის დაწყების, ან ნებისმიერი სხვა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ერთ – ერთი მათგანი არ ცნობს ომის მდგომარეობას.” რამდენადაც ცნობილია წარმოქმნილ კონფლიქტში ჰუმანიტარული სამართალი ავტომატურედ იწყებს ქმედებას, მაშინ როცა, მას სხვაგვარად ომის სამართალსაც უწოდებენ. საერთაშორისო სამართალში ომს ტექნიკური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც, საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმული სახელმწიფოები ხშირად უარყოფენ იმას, რომ ფორმალურად საომარ მდგომარეობაში არიან. საბრძოლო მოქმედებებად მიიჩნევა ყველა მოქმედება დაწყებული სასაზღვრო ინციდენტიდან, ინტენსიური სამხედრო ოპერაციებით დასრულებული. როგორც ცნობილია, ომის დროს ავტომატურად წყდება დიპლომატიური ურთიერთობები, მაშინ როდესაც ასეთ შედეგს არ იწვევს ომისგან განსხვავებული სხვა საბრძოლო მოქმედებები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო – რუსეთს შორის აგვისტოს მოვლენებსის ძირითადი სამართლებრივი შეფასება ომია, თუნდაც იმიტომ რომ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.
იყო თუ არა ძალის გამოყენება ორივე სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი? უკანონობის ერთ – ერთი ნიშანი, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაა. ცხადია რომ საქართველოს მიერ ძალის გამოყენება არცერთი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, უფრო მეტიც, იგი დაკარგული ტერიტორიის, ისტორიული კუთვნილების დაბრუნებას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება საკითხს, იმის თაობაზე, თუ რამდენად ეკუთვნის აღნიშნული ტერიტორია საქართველოს, ეს ალბათ სადაოც არ შეიძლება იყოს, თუმცა ჩვან მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მოგვეძია ისტორიული მასალები სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია ოსები საქართველოში დასახლების შემდეგ მეგობრულად ცხოვრობდნენ ქართველ ხალხთან ერთად, თუმცა გასაბჭოებასთან ერთად მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. კერძოდ “1922 წლის 22 თებერვალს საბჭოთა სინამდვილეში მოხდა უნივარსალური შემთხვევა, როცა მთელ ერს და მის შემადგენელ ნაწილს ცალკ – ცალკე რესპუბლიკები შეუქმნეს. ესეთი იყო აჭარა, აფხაზეთი და ოსეთი”. ჩვენ ასევე მოვიძიეთ საქართველოს საკანონმდებლო აქტები კონფლიქტურ რეგიონებში და იქ არ იყო საქართველოს მიერ გამოცემული არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომლის თანახმადაც საქართველო ირიბად თუ პირდაპირ აღიარებდა ოსეთის დამოუკიდებლობას. ხოლო რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებები, საქართველოსთვის ხელის შესაშლელეად იყო გამიზნული. რუსეთის მიერ უკანონობის ერთ – ერთი გამოვლინება კი იმაში გამოიხატა, რომ იგი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მებრძოლი მხარის სახით ჩაება კონფლიკტში.
საერთაშორისო სამართლის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ძალის გამოყენებაზე და ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმა: “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები ვალდებულებას კისრულობენ რათა მიიღონ ყველა ზომა, რომ თავიდან ააცილონ მომავალ თაობას ომი და დედამიწაზე მტკიცე მშვიდობა და ხალხთა უშიშროება განამტკიცონ, დაიცვან საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება, და ამ მიზნით განახორციელონ ეფექტური კოლექტიური ღონისძიებანი მშვიდობისთვის საფრთხის ღავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად.” მართალია აქ საუბარია გაეროს წევრებზე, რომელში რუსეთიც მოიაზრება, მაგრამ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, თავად გაერომ, მიუხედავად რუსეთის თხოვნისა, არავითარი ღონისძიება არ გაატარა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით რათა თავიდან აეცილებინა ომი. ცნობილია რომ გაეროს წესდება ომს კრძალავს და იგი ასევე კრძალავს ძალის გამოყენების მუქარას, თუმცა არ კრძალავს თავდაცვას, ანუ ძალის გამოყენებას მაშინ, როდესაც სახელმწიფოს თავს ესხმიან. უნდა აღინიშნოს, რომ რვა აგვისტოს, როდესაც რუსეთმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა სამხრეთ ოსეთის პრობლემასთან დაკავშირებით, გაერომ უარი განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით და მხოლოდ შეშფოთება გამოთქვა ანუ არ გადაიდგა არანაირი მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი და არც ამის მცდელობა ყოფილა, ხოლო უკვე დაწყებული ომის შეფასება მკაცრია.
როგორც ცნობილია ყოველი სახელმწიფო რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალას, ითვლება აგრესირად, თუკი უშიშროების საბჭო სხვაგვარად არ შეაფასებს ამ ნაბიჯს.
რომელი მხარეა აგრესირი, საქართველო თუ რუსეთი? ვინ იყო თავდამსხმელი და ვინ იცავდა თავს წესდების მიხედვით? ოფიციალური ინფორმაციით (ქართული მხარის) ქართული მხარე ომისთვის მზადებას ომისწინა პერიოდში არ გეგმავდა და რომ სწორედ ოსური მხარე უზრუნველყოფდა წინა საომარი მოქმედების შექმნას. “ცხინვალის რეგიონში ინტენსიური სროლები ისმოდა და დეფაქტო ხელისუფლება კონფლიქტის ზონიდან ბავშვების და ქალების გახიზვნას ახდენდა.” რაც ომისთვის მზადებად აღიქმება და გასაგებიც არის, რომ ომი შესაძლოა ოსებს დაეწყოთ, მაგრამ თუ ეს ესე არ არის და ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ საკითხი ეხება მაინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთს უფლება არ ჰქონდა ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში და მით უმეტეს როგორც მეომარი მხარე. დაირღვა თუ არა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი საქართველოში? _ ამ კითხვას ცალსახად შეიძლება გაეცეს პასუხი რომ დაირღვა. აღსანიშნავია რომ რუსეთი თავის ქმედებებს ხსნიდა როგორც თავისი მოსახლეობის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, თუმცა დავიწყებული იქნა ამ პრინციპის ძირითადი მნიშვნელობა რომ: ” ყოველი სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავის იურისდიქციას, რომელიც ტერიტორიის საზღვრებითაა შემოფარგლული. ეს ხელისუფლება ვრცელდება ყველა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირსა თუ ორგანიზაციაზე, ყოველი უცხოელი მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, ამ ტერიტორიაზე შევლისთანავე იქცევა მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ. სამხრეთ ოსეთის ანუ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი ისტორიულად აღიარებულია საქართველოს ტერიტორიად, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს იურისდიქცია აღნიშნული მოვლენებისას დროებით შეჩერებული იყო. საქართველო სწორედ ამ იურისდიქციის აღდგენას ისახავდა მიზნად, რისი კანონიერი უფლებაც მას ჰქონდა. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების დაცვაზე რუსეთს სხვაგვარად უნდა ეზრუნა და არა ომში ჩაბმით, რადგან მისი მოქალაქეები სწორედ კონფლიქტურ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ამასთან სხვა სახელმწიფოს არ აქვს უფლება დაარღვიოს ეს უზენაისობა და შეეცადოს შეუფარდოს თავისი იურისდიქცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ თავისსავე მოქალაქეებს, თუ გამონაკლისის სახით თვითონ ეს სახელმწიფო არ მისცემს ამის თანხმობას, საქართველოს კი ასეთი თანხმობა არ მიუცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ეს საერთაშორისო სამართლის ერთ – ერთი მნიშვნელოვან პრინციპთაგანია, რომელიც უკვე აღნიშნული მოქმედებით რუსეთის მიერ დარღვეული იქნა. რუსეთის ჩარევით კონფლიქტმა საერთაშორისო ხასიათი მიიღო, რაც ალბათ მის თვითმიზანს წარმოადგენდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი რამდენადაც ვიცით ერთმანეთისაგან განასხვავებს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს. საერთაშორისოა კონფლიქტი ორ ან მეტ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც
დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ, ხოლო არასაერთაშორისოა კონფლიქტი რომელიც სახელმწიფოს ფარგლებს არ ცილდება. ლოგიკურია და სავსებით სამართლიანი ვთქვათ, რომ ოსეთის უკან თავად რუსეთი იდგა საბრძოლო მოქმედებისათვის მომზადებული. როგორც უკვე ავღნიშნეთ საქართველო შიდა სახელმწიფოებრივ საბრძოლო მოქმედებებს თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად ახორციელებდა, აქედან შეიძლება დავასკვნაღ, რომ რუსეთი მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევდა და გარკვეულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება, რადგან მან გაეროს წესდებაც დაარღვია და არამხოლოდ საქართველოს და მის მოსახლეობას არამედ საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას შეუქმნა საფრთხე.
ომის ერთ -ერთი მახასიათებელია ოკუპაცია, და აგრესიად ითვლება ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც თავდასხმის შედეგია და ასეთ ოკუპაციას სწორედ რომ ჰქონდა და აქვს ადგილი რუსეთის და არა ოსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც არც თუ ისე ახლოს იყო კონფლიქტის ზონასთან, სამხედრო ოკუპაცია კი როგორც ცნობილია განსაკუთრებული რეჟიმით გამოირჩევა, რაც გულისხმობს ერთ – ერთი სახელმწიფოს ჯარის დროებით განთავსებას მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, რუსული ძალების მიერ ქართული ტერიტორიის დაკავებაც სამხედრო ოკუპაციაა.
აგრესიაა ასევე დაბომბვა, რომელსაც ინტენსიურად აწარმოებდა რუსეთის ავიაცია, არა მხოლოდ უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, არამედ მთელი საქათველოს მასშტაბით, როგორც სამხედრო ბაზების, ისევე ქართული პრესის განცხადებით რუსულმა საჰაერო ძალებმა არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაინდო. მაგალითად რაჭაში, ონის რაიონში დაიბომბა სოფელი ლენისი. ჰუმანიტარული სამართლის თანახმად სამოქალაქო ობიექტები დაცვას ექვემდებარებიან, მათზე დავდასხმა აკრძალულია და იგი მოიცავს ყველა არასამხედრო ობიექტს, რაჭის მოსახლეობა კი არ უნდა გამხდარიყო თავდასხმის ობიექტი. ჟენევის კონვენციის I დამატებითი ოქმის შესაბამისად: “თავდასხმა მკაცრად უნდა შეოიფარგლოს სამხედრო ობიექტებით.” აქედან გამომდინარე რუსეთის მხრიდან ეს ფაქტი შესაძლებელია შევაფასოთ როგორც საერთაშორისო სამართლის, ომის კანონების დარღვვად, მიუხედავად იმისა, რომ თავის გამართლებად შესაძლოა ის ფაქტი დასახელდეს, რომ თითქოს არსებობდა ეჭვი იმის შესახებ რომ ზემოხსენებულ სოფელში სამხედრო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული. თუმცა ფაქტი ერთია, მოსახლეობა უსაფუძვლოდ დაიბომბა და ამასთან ადრღვეულ იქნა ჟენევის კონვენციის მოთხოვნა _ მაქსიმალურად იქნეს გამოხატული თავშეკავება სამოქალაქო ობიექტების განადგურებისაგან.
რაც შეეხება თავდასხმას სამხედრო ობიექტებზე, ომის დროს მოწინააღმდეგეს ამის უფლება აქვს I ოქმის თანახმად. სახელმწიფო ობიექტს წარმოადგენენ ისეთი ობიექტები რომლებსაც: “თავისი ხასიათის, განლაგების, დანიშნულების ან გამოყენების თვალსაზრისით ეფექტური წვლილი შეაქვს საომარ მოქმედებებში,” გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ თვალსაზრისით, რუსეთს როგორც მოწინააღმდე მხარეს ჰქონდა უფლება გაენადგურებია ან მწყობრიდან გამოეყვანა სამხედრო ბაზები. ეს შეიძლება მოვათავსოთ კანონის ჩარჩოში, მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო მეომარი მხარე ოსეთ – საქართველოს კონფლიქტში, ამიტომ მისი ქმედება უხეში სამხრედრო ინტერვენციაა.

ქართუმი მხარის მიერ არაერთხელ იქნა გაჟღერებული ბრალდება რუსილი მხარის მიმართ, რომ ისინი იყენებდნენ აკრძალულ იარაღს, ე.წ. კასეტურ ბომბებს. უნდა ითქვას რომ ჰუმანიტარული სამართლის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ნამდვილად ის არის, რომ: “კონფლიქტში მონაწილე მხარეთა უფლება, აირჩიოს მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენების საშუალებები, შეუზღუდავი არაა.” და მართლაც ექვემდებარება ამ პრინციპის დარღვევა პასუხისმგებლობას, მაგრამ ამგვარი განცხადებების დროს, რატომღაც ქართულ მხარეს გამორჩა ერთი გარემოება, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ აღნიშნული იარაღის გამოყენებისა, რომელიც მართლაც აკრძალულ საბრძოლო საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნება საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიოს მიერ, არც რუსეთი და არც საქართველო ამ იარაღის გამოუყენებლობის თაობაზე ხელშეკრულებას არ უერთდებიან და მათ არ უკისრიათ ვალდებულება რომ ბრძოლის ველზე არ გამოიყენებდნენ აღნიშნულ საშუალებას. შესაბამისად უადგილო და მიზანშეუწონელი იქნება ვისაუბროთ რუსეთის მხრიდან ზემოთ აღნიშნული პრინციპის დარღვევაზე.
თუმცა უხეშად იქნა დარღვეული არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, რომელიც დგენს: “აკრძალულია ომის ისეთი მეთოდებაისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავს, ან მოსალოდნელია ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და მძიმე დაზიანება” რასაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი რუსეთის მხრიდან. ამ ნორმის დარღვევამ გამოხატულება ბორჯომ – ხარაგაულის ნაციონალური პარკისათვის ცეცხლის წაკიდებაში ჰპოვა. პარკი არ ნდა გამხდარიყო თავდასხმის ობიექტი, რადგან იქ არ ყოფილა შეიარაღებული და სამხედრო ობიექტები, ამასთან ოფიციალურმა რუსეთმა უარყო აღნიშნული ფაქტი და ხანგრძლივი და გამანადგურებელი ხინძრის ლიკვიდაციისთვის დახმარების გაწევის სურვილი და მზადყოფნაც კი გამოაცხადა. ჩნდება კითხვა, იყო თუ არა ხანძრის გაჩენა რუსეთის ბრალი? სხვა და სხვა ორგანიზაციები და მათ შორის თვითმხილველებიც იუწყებოდნენ რომ სწორედ რუსული შვეულმფრენებიდან იქნა ჩამოყრილი ნაღმები, რომლებმაც შემდგომში აალება გამოიწვიეს, რის შედეგადაც განადგურდა 230 ჰექტარი ტყის მასა, რაც საერთო ჯამში არც თუ ისე ცოტაა და მნიშვნელოვან ზარალს და ზიანს წარმოადგენს ქვეყნისათვის.
ომის დროს მოქმედი კანონებიდან ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი დაზავებაა, რომელშიც გამოყოფენ მაგალითად: ადგილობრივ დაზავებას, რომელიც იდება სამხედრო ნაწილების უფროსთა მიერ სხვა და სხვა მიზნით: დახოცილთა დასაფლავებისა და დაჭრილთათვის დახმარების აღმოჩენისათვის, ალყაშემორტყმულ ზონაში მყოფ დაჭრილთა, ავადმყოფთა, ინვალიდთა, მოხუცთა, ბავშვთა, მშობიარე ქალთა ევაკუაციის მიზნით, ან ამ ზონაში სანიტარული პერსონალის ან მოწყობილობის გატარებისათვის, რუსეთ -ქარულ მხარეს შორის კი ადგილობრივი დაზავების მოღწევა მეტად გართულდა და გაჭიანურდა. რუსული მხარე უარს აცხადებდა სამშვიდობო კორიდორის შექმნაზე. კორიდორის შექმნა საკმაოდ გაიწელა დროში. მაგალითად, ჯერ კიდევ 13 აგვისტოს ქართული მხარე აცხადებდა, რომ დაჭრილების გაყვანის საშუალება არ ჰქონდა და რომ ამას “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციაც ვერ უზრუნველყოფდა, რადგან რუსეთის მხარე უარს აცხადებდა კორიდორის შექმნაზე.
” დაზავება, როგორც წესი, მხარეთა შორის ფორმდება, რომელიც სამხედრო მოქმედებების შეჩერების ზუსტ პირობებს ჩამოთვლის, ერთი მხარის მიერ დაზავების ცალმხრივად დარღვევა აგრესიად ითვლება.” რასაც ასევე ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან როდესაც დაარღვიეს 6 პუნქტიანი დოკუმენტი, რუსეთ _ საქართველოს შორის შეთანხმება, რომელიც ევროსაბჭოს მეთაურის, შუამდგომლობით დაიდო. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული იყო ორივე მხარის მიერ ჯარების დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილზე. თუმცა რუსეთი მაინც არ იშლიდა საქართველოს ტერიტორიაზე თარეშს. რა თქმა უნდა თავისებური ახსნით იმართლა თავი, თან იმით რომ თავდაპირველად აღნიშნულ დოკუმენტზე ორმხრივი ხელმოწერა არ არსებობდა და მეორეც ბოლოდ და ბოლოს ჯარების გაყვანას დრო სჭირდებოდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეტისმეტად გაჭიანურდა რუსული სამხედრო ძალების ყოფნა, მათ დღესაც არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სავალდებულოა აღინიშნოს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებიც. როგორც რუსულ, ასევე ქართულ მხარეს ჰქონდა გარკვეული დარღვევები. ჩვენი აზრით, საკმაოდ ობიექტური რუსული საინფორმაციო წყაროები იძლევიან მასალებს ქართული ჯარების მოქმედების შესახებ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქართველი ჯარისკაცის მცდელობა ყუმბარმტყორცნით გაენადგურებინა რუსი ჟურნალისტები. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა თუ ვინ იყვნენ ისინი, მაინც არ შეიკავა თავი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. ჰუმანიტარული სამართლის ნორმები სხვებთან ერთად, ჟურნალისტებსაც დაცვის ქვეშ მყოფ პირებად მოიაზრებს. ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და ამავე დროს საინტერესოა, დადგება თუ არა ასეთ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი? საერთაშორისო სამართალი განმარტავს: სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი თავისი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ ქმედებაზე, თუ ქმედება შეიძლება სახელმწიფოს მივაკუთნოთ, ომი კი ნამდვილად სახელმწიფოთა მიერ განხორციელებულ ქმედებათა რიცხვს მიეკუთვნება. სახელმწიფო ყოველთვის ვერ გაუწევს კონტროლს კომბატანტების მიერ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევას თან ახლავს ერთი ნიუანსი, იგივე სტატიის მიხედვით, სამხედრო ფორმაში მყოფმა მებრძოლმა, რომელსაც ჟურნალისტისთვის იარაღი ჰქონდა დამიზნებული, გაიგო თუ არა მათი პროფესიის შესახებ, იარაღი დაუშვა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო, ანუ ქართული მხარე არ იყო მოწოდებული ეწარმოებია დაუნდობელი სისხლისღვრა კონფლიქტის ზონაში. მაშასადამე აქ შეიძლება გამოირიცხოს სახელმწიფოს ბრალი.
აღსანიშნავია ასევე ქართული მხარის კიდევ ერთი მოქმედება, რომელიც გამიიხატა საომარი მოქმედებების დროს საინფომაციო სივრცის, იყო ეს სატელევიზიო თუ ინტერნეტ რესურსების ბლოკირება, რითაც ქართული მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელი გახდა იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც უცხოური და მათ შორის რუსული მედია ავრცელებდა. იყო თუ არა ეს ქმედება კანონიერი? ხელისუფლებამ თავისი ქმედება ახსნა იმით, რომ იგი იცავდა მოსახლეობას დეზინფორმაციისაგან, რომელსაც შესაძლოა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი და ზეწოლა მოეხდინა საზოგადოებაზე და ხალხში პანიკა დაეთესა. მეორეს მხრივ, მოსახლეობას შეეზღუდა ინფორმაციის მიღების თავისუფლება, რაც მათი უფლებების დარღვევა იყო. იქნებ ხელისუფლება ცდილობდა მოსახლეობა ყოლოდა იჰფორმაციულ ვაკუუმში, რათა არ წამოსულიყო აგრესია მთავრობისადმი, ან არ გავრცელებულიყო ისეთი მასალები, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გამოიწვევდა. ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს ასეთი ქმედებისაგან თავი უნდა შეეკავებინა, რათა მოსახლეობას შედარებითი ანალიზის საფუძველზე ობიექტური დასკვნა გაეკეთებია.
და ბოლოს, დასკვნი სახით ალბათ უმჯობესი იქნება ვისაუბროთ იმ შესაძლო მიზეზებზე რომელიც ამ ომის რეალურ საფუძველთან უფრო ახლოს იქნება. ალბათ უპრიანიც იქნებოდა თუ ამ კუთხით მივუდგებით დასკვნით ნაწილს, რომელიც უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი, მაგრამ სრულყოფილი არ იქნებოდა მსჯელობა, თუ მიზეზით არ დავინტერესდებით, თუნდაც პოლიტიკურით, რათა გავიგოთ ომის რეალური მოტივი. რუსეთ – საქართველოს ომი მსოფლიო დონის პოლიტიკის შედეგია. ამგვარი “დიდი” პილიტიკა კი როგორც წესი სამართლებრივი შედეგებითა და ჩარჩოებით არ ინტერესდება. ჩვენი აზრით, რუსეთს ორი მიზეზი ამოძრავებდა, პირველი, ხელი შეეშალა საქართველოს ნატოში ინტერგრაციისათვის, რომლითაც საქართველო ამერიკასთან კიდევ უფრო მჭიდრო მეგობრობით გაიმტკიცებდა პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და მეორე, ამერიკა, საქართველოს ტერიტორიაზე განათავსებდა რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარებს და საქართველო ამის ნებას უსათუოდ დართავდა, შემდეგ კი ის სამი _ ოთხიოდე ქვეყანა დარჩებოდა, რომლის დაყოლიებაც არ გაუჭირდებოდა ამერიკას. ეს კი რუსეთისათვის, ლოგიკურია, არ იქნებოდა ხელსაყრელი. იგი, ფაქტიურად მკაფიოდ განსაზღვრულ მკაცრ ჩარჩოებში მოექცეოდა და იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა მსოფლიოს მასშტაბით “შანტაჟი” და ამის გარანტიები და შესაძლებლობა ამერიკისთვის დაეთმო. ანუ გვინდა ვთქვათ, რომ რუსეთი თავის კანონსაწინააღმდეგო მიზნებს ახორციელებდა ოსეთში სიტუაციის გამწვავებით და სწორედ ეს ომი იქნა მის მიერ გამოყენებულ იარაღად და სავარაუდოდ ამიტომაც იქცა აგრესორად და მეომარ მხარედ.
ჩვენი აზრით, სწორედ ეს შეიძლება გამხდარიყო აგვისტოს მოვლენათა რეალური მიზეზი, რისი ვარაუდის საშუალებასაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით შეიძლება. ამიტომ მიგვაჩნია რომ სასურველი იქნებოდა მხარეები შეთანხმდნენ და მიმართონ დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელოვან ორგანოს _ საერთაშორისო არბიტრაჟს რათა მომხდარიყო ფაქტების სრული და ობიექტური გამოძიება და განხილვა. თუმცა ალბათ ამისგან ორივე მხარე თავს შეიკავებს, რადგან თავი აარიდონ სავალდებულო პასუხისმგებლობას, რომელიც შეიძლება დააკისროს სამედიატორო საბჭომ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. თუმცა აშკარაა რომ, ეს მხოლოდ სურვილად დარჩება, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ თავისუფლად აგრძელებს თავისი მიზნის განხორციელებას და არ გაუთავისუფლებია ოკუპირებული ტერიტორიები.
და მაინც უკანასკნელად განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებიროცა რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ჯერაც არ არის გადადგმული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს კანონიერი ინტერესების დაცვას. გვეუფლება განცდა, რომ მთელი რიგი კონვენციებისა და საერთაშორისო სამართალი მთლიანად შექმნილია პატარა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად, ხოლო რაიმე ძლიერი მექანიზმი, რომელიც ისეთი დიდი სახელმწიფოების თვითნებობას შეაჩერებდა როგორიცაა, რუსეთი, ჯერ არ შექმნილა და მათთვის საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები ფარატინა ფურცელზე დაწერილად რჩება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გაეროს წესდება

2. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და მათი დამატეითი
ქმები. თბილისი 2003 წელი

3. პ. მალანჩუკი “აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო
სამართალი” 2005 წელი

4. ჰ. პ. გასერი “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი” 1999 წელი

5. ლ. ალექსიძე “თანამედროვე საერთაშორისო სამართალი” 1998 წელი

6. Коллектив авторов “Международное право”

7. გაზეთი “ალია”

8. გაზეთი “ხალი თაობა”

9. ინტერნეტ რესურსები: http://www.ej.ru http://www.google.com

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: