ინტელექტუალური სიცრუე

პოსტი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე ინტელექტუალურად მქენჯნავი მზერა მიუპყრიათ და შეშფოთებანარევი გაკვირვებით: “სირცხვილი შენ… ეს წაკითხული როგორ არ გაქვსო?” უკითხავთ
რჩევა #1: აირჩიეთ რომელიმე აღიარებული მწერალი. დაიზეპირეთ მისი ძირითადი ნაწარმოებების სათაურები. გაარკვიეთ, რომელი ითვლება მათ შორის საუკეთესოდ და იქიდან საკვანძო პერსონაჟები, ან ტერმინები ამოარჩიეთ.

სავარაუდო ფრაზა: “ვგიჟდები მარკესზე… აი, “მარტოობის 100 წელიწადი” ხო საერთოდ პროზის მწვერვალია…
ჯერ მარტო რა დასაწყისი აქვს: “გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და დასახვრეტ კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია…” – უჰ, გენიალურია!
არა, ნუ, “პატრიარქის შემოდგომაც” კარგია და “ჩემი ნაღვლიანი მეძავების მოგონებაც”, მაგრამ მაკონდოელი ბუენდიების პიროვნულ ტრაგედიასთან ვერცერთი ვერ მოვა…”
(რეალურად, თქვენ ამ ნაწარმოების მთავარი არსი ნორმალურად ვერც გაიგეთ. ის კი არადა, პირველად წაკითხვა რომ სცადეთ, სახელებში აიბენით და ლამის შუა გზაში მიატოვეთ კიდეც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მარკესის სხვა ნაწარმოებები შეიძლება წაკითხული არც გქონდეთ და როგორც ბევრი, დასკვნას თქვენც მხოლოდ ერთი წიგნით აკეთებდეთ)
რჩევა # 2: აიტაცეთ, იაპონური ლიტერატურა – მოდაშია…
ფრაზა: “ეგ კი არადა, ამ ბოლო ხანებში იაპონურმა მწერლობამ გამიტაცა… რა ქვია იმ მწერალს? აი, ძალიან მაგარია… (მოსაუბრე “გახსენებთ”: კავაბატა თუ მურაკამი?) ჰო, კავაბატა… მაგის წიგნს ვკითხულობდი და ისე გამიტაცა, ღამე თეთრად გავათენე… ვაი, სახელი როგორ დამავიწყდა… (მოსაუბრე, აღტაცებული: “ათასფრთიანი წერო!!!”). ჰო, ეგ. აი, სკურპულოზური (რეკომენდირებული სიტყვაა) სიზუსტით ასახავს რეალობას.
ჰაიკუებზე ხომ საერთოდ მეკეტება (აქ თქვენი სიტყვების დასტურად იზეპირებთ ერთი-ორ ჰაიკუს, ან, უბრალოდ თქვენით თხზავთ ექსპრომტად და რომელიმე იაპონელ მწერალს მიაწერთ). მაგალითად ის:

“ქვიშის საათი მოხერხებულ ადამიანს ჰგავს
რაც ზევითაა,
ათი იმდენი ქვევით არის ხოლმე, მიწაში”
(სასურველია, რომ ეს იაპონელი – ვისაც პოეტობას დააბრალებთ – საქვეყნოდ იყოს ცნობილი. ფაქტია, რომ ადამიანებზე “ცნობილის ავტორიტეტი” დიდად მოქმედებს. ამის გამო, თუნდაც უდიდესი სისულელე შეთხზათ, ისინი ვერ გაბედავენ, აღიარებული მწერალი დაიწუნონ და ჩათვლიან, რომ ის “ჩაუწვდომლად ღრმაა”. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ იტყვიან და მხოლოდ: “დიდებულია, ღმერთო, საოცარია”-ს თქმით შემოიფარგლებიან)
რჩევა # 3: გამოიყენეთ უცნობი გვარები, თუნდაც არარსებული…

ფრაზა: “ის იცი? ჯეისონ სმიტი… არა, არა, შმიდტი არა… სმიტი. აი, ძალიან მაგარი მწერალია. უბრალოდ, საქართველოში ჯერ არ იშოვება, ახალია და ვერ დააფასეს სათანადოდ. მე ხომ იცი, ინტერნეტში კითხვას როგორ ვერ ვიტანდი, მაგრამ ამ კაცმა ისე შემითრია, რომ უბრალოდ ვერ მოვწყდი…”
(შენიშვნა: გამოიყენეთ მხოლოდ ინგლისურის არმცოდნე ადამიანებთან… ვაიდა, ენის მცოდნეებს ინტერნეტში კითხვის სურვილი გაუჩნდეთ)
რჩევა # 4: თქვით, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ორიგინალში გაქვთ წაკითხული

ფრაზა: “უბრალოდ ცოდვაა, რომ დოსტოევსკი, ან, თუნდაც ბულგაკოვი ქართულად წაიკითხო. მე მაგალითად “ოსტატი და მარგარიტა”-ს ორივე ენაზე გავეცანი და შედარებაც კი არ შეიძლება… რუსული ენა უბრალოდ საოცარია”
(რა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს იმის შემოწმებას, თქვენ რომელ ენას რა დონეზე ფლობთ. სამაგიეროდ, დაამახსოვრდებათ ის, რომ წიგნებს ორიგინალში კითხულობთ)
რჩევა # 5: დაიმახსოვრეთ რამდენიმე ლიტერატურული აქსიომა, ანუ, ის შეფასებები, რომელზეც არავინ დავობს!

ფრაზა: “აჰ, არა… კოელიო “პაპსაა”, მაგას მხოლოდ ის კითხულობს, ვისაც ზედმეტი ფიქრი ეზარება და ჰგონია, რომ ღრმა ჭეშმარიტებას ჩაწვდა”, “დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” მსოფლიოს საგანძურია… ყველაზე მეტად ის მომენტი მომწონს, ალექსანდროს ძმის ვინაობა რომ ირკვევა…” , “ჰარი პოტერი? კარგი ზღაპარია… ერთხელ თუ შეგიტყუა, მერე თავს ვეღარ დაანებებ…” (ასეთ ფრაზებზე არავინ შეგედავებათ)
რჩევა # 6: უბრალოდ, თქვით, რომ ესა თუ ის წიგნი წაკითხული გაქვთ

ვინმე ინტრიგანს თუ არ გადაეყარეთ, თქვენი სიტყვების გადამოწმებას არავინ ეცდება და პრინციპში, ზედმეტად ცნობისმოყვარეებისთვისაც არსებობს ერთი უკვდავი არგუმენტი: “ადრე მაქვს წაკითხული და კი არ მახსოვს კარგად… ერთი უნდა გადავიკითხო”
რჩევა # 7: აირჩიეთ რაიმე კარგი წიგნი, რომელსაც შეკითხვაზე: “ბოლოს რა წაიკითხე?” უპასუხებთ ხოლმე
საერთოდ, თუკი მუდმივად არ კითხულობთ ამ შეკითხვაზე პასუხის მყისიერი გაცემა რთულია. შეყოვნება კი თქვენი იმიჯის მტერი შეიძლება გახდეს, ამიტომ შეარჩიეთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გამოგადგებათ. რეკომენდირებულია: თომას მანი, ფრანც კაფკა, ჯერომ სელინჯერი, თეოდორ დოსტოევსკი…
რჩევა # 8: “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”
დაე, პირიქით დაანამუსეთ ისინი, რომ რაიმე წიგნი წაკითხული არ აქვთ. ამის შემდეგ უკვე მათ თქვენი განათლების დონის შემოწმების სურვილი ნაკლებად გაუჩნდებათ. სხვა თუ არაფერი, შეგიძლიათ ურჩიოთ, რომ კითხვა ამ პოსტიდან დაიწყონ. ის ხომ სწორედ მათ ეძღვნებათ…
წყარო: www.doin.ge

    • lex tempus
    • June 5th, 2010

    უკაცრავად, წყარო მითითებული არ არის თუ ინტერნეტსაკითხებში ჩემი უვიცობაა დამნაშავე?

  1. ეტყობა ლინკებში უჭირს WordPress თორე ლინკი ცოცხალი იყო🙂

    • lex tempus
    • June 5th, 2010

    არ უჭირს, ალბათ ვერ ჩასვი სწორად:)
    მთვლელს რაც შეეხება, აგერაა ტუტორიალი, მეც ამის მიხედვით გავაკეთე – მადლობა სვითის:)
    http://sweet.ge/installing-the-topge-counter/

    • lex tempus
    • June 5th, 2010

    ჰოდა, ბოლო პოსტების, საუკეთესო პოსტების და არქივის ვიჯეტები დააყენე, რა… რთულია ასე, პოსტებს ვერ ვპოულობ:(

  2. კარგი ადამიანი ხარ
    გაიხარე !!!

    • lex tempus
    • June 5th, 2010

    ვცდილობ:):):):)

    • მეგობარ ბლოგებში ჩაგამატე, იმედია წინააღმდეგი არ იქნები.

    • lex tempus
    • June 5th, 2010

    პირიქით, დიდი მადლობა:)
    მეც დაგამატებ:)

    • lex tempus
    • June 5th, 2010

    კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი და გავჩუმდები საერთოდ!!!:)

    სახელიც შეურჩიე ბლოგს… თუ გინდა, “ჭ” დაარქვი, მაგრამ ის ცარიელი ზედა სტრიქონი ცუდად ხვდება თვალს🙂

  3. )) O.K. დიდი მადლობა,

    • informated
    • June 9th, 2010

    გამარჯობა. ჩემი ბლოგი დღეს შევქმენი. თქვენი კომენტარი კი საკმაოდ მოულოდნელი იყო.😀

    საქმე ისაა, რომ ბლოგინგით არასდროს დავკავებულვარ და ვერ ვხვდები თუ საიდან იპივეთ ჩემი ბლოგი. ძალიან გთხოვთ ამიხსენით თუ სად შეიძლება სხვა ქართველების ბლოგების მოძებნა/ნახვა. ჩემი ბლოგი სად ნახეთ?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: