შერატონი VS რელიგია

არ ვიცი მართალია თუ ტყუილი, არ ვიცი ვინ მოიგონა თუ ვინ გამოიტანა ნათქვამი, მაგრამ ამბობენ რომ თურმე შერატონის მეპატრონეს არ მოსწონს ხედად ბარბარეს ეკლესია და მისი გადატანა მოუთხოვია.

იმასაც კი ამბობენ რომ აჭარის კულტურის მინისრტი იმის გამო მოხსნესო, რომ ხელი არ მოაწერა ეკლესიის გადატანის ბრძანებასო.

ეგ კიდევ არაფერი, თურმე გუშინ (სავარაუდოდ გეი აღლუმის დროს) ეკლესიის გადაწვას აპირებდნენ, უბრალოდ ამ აღლუმის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ხალხის წინ ვერ გაბედესო.

სავარაუდო სცენა ასეთი უნდა ყოფილიყო:

აღლუმის მსვლელობისას, ვინმე ვერ მოითმენდა და ეკლესიისა და ქრისტეს სახელით გაექანებოდა “უწმინდურთა” საცემრად, რათქმაუნდა ისინიც არ შეარჩენდნენ და ატყდებოდა ჩხუბი. შუა ბრძოლაში სრულიად შემთხვევით ვინმე შეამჩნევდა, რომ თურმე ეკლესიას ცეცხლი მოსდებია, რაც რათქმაუნდა აღლუმის მონაწილეთა ნახელავი იქნებოდა, რადგან ისინი “უწმინდურები” არიან, მართლმადიდებლები ურტყამდენ და სამაგიეროც ამით გადაუხადესო.
ყველა მშრალი გამოძვრებოდა, მთავრობაც, შერატონის მეპატრონეც და კულტურის ახალი მინისტრიცო.

აი ასეთი ხმები დადის ქალაქში.

პ.ს.

ისე, ეს თუ ყველაფერი მართალია, “ცოდვილებს” ეკლესია გადაურჩენიათ.

  1. ეს ამბავი მეც მოვისმინე გუშინ პირადად ბათუმელებისგან. სასტუმროს წინ მდებარე ეკლესიის აღების შესახებ, მთლად ჭორიც არ უნდა იყოს მგონი.

  2. ხო, უკვე საკმაოდ გახსნილად ლაპარაკობს ხალხი. ვნახოთ რა მოხდება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: