ელიავაზე

ჩემი მეგობარი სანტექნიკოსი მიამბობს: – ერთხელ ვდგავარ ელიავაზე და ვხედავ, შავი ჯიპი გაჩერდა, იქიდან შუახნის კაცი გადმოვიდა და იქ შეკრებილ მუშებს დაუწყო თვალიერება. ბოლოს, ერთ ადგილას შეჯგუფებულ სამ მუშას დაუძახა. გახარებული მუშები სწრაფად გაემართნენ ჯიპისკენ. ამის შემხედვარე ყველა მუშა შემოვესიეთ შავი ჯიპის პატრონს, მაგრამ ის ჯიუტად მარტო იმ სამ მუშაზე იძახდა, ესენი მჭირდება, თქვენ არაო. რა უნდა გვექნა, დავბრუნდით ჩვენს ადგილებზე.

თუმცა ერთი მუშა არ ეპუებოდა და ჯიპის პატრონს ეხვეწებოდა, მეც, რა, ბატონო, მეცო. ჯიპის პატრონი უარზე იყო, მაგრამ მუშა რომ აღარ მოეშვა, ვეღარ მოითმინა და უთხრა: – კარგი, შენც დადექი ამათთან, არაა პრობლემა.

გახარებული მუშა იმ სამ მუშას გვერდით ამოუდგა და იქიდან ამაყად დაგვიწყო ყურება, აქაოდა, რომ არ მოვეშვი, მეც გავიჩალიჩე სამუშაოო. ჯიპის პატრონმა კი მუშებს თვალი შეავლო და უცებ ხმამაღლა დაიწყო:
– წაგიყვანეთ, გასვით, გაჭამეთ და ესაა რემონტი, თქვენი დედა…?!…

ლევან გ-ძე

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)