Elitარული მომსახურება

ამასწინ Elit Electronics-ში შევიძინეთ მაცივარი, მისი საგარანტიო ტალონებით, სახლში მიტანითა და მონტაჟით. 3 თვეც არაა გასული და მაცივარმა გრუხუნი დაიწყო, რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემს და ძაგძაგებს.
ნუ რადგან გარანტია 2 წლიანია მივაკითხე მაღაზიას და იქ მოხელის ნომერი მომცეს, დაუკავშირდიო.
დავრეკეთ და დილის ათზე დარეკილი საღამოს ათზე მოვიდა.
გამოაჩოჩა მაცივარი ზის და უსმენს…
არ ააქვს ამას არანაირი ხმა–ო
მისდა სამწუხაროდ აგუგუნდა ეგრევე, დაფაცურდა, გამოურთო დენის წყარო, ხან იქ მიადო ყური, ხან აქ, შეაერთა და მეტს არ იზამსო, წუთიც არ იყო გასული თავიდან დაიწყო (მაცივარი ადვილად არ ნებდებოდა). ეგეთი არასოდეს გამოგონია–ო გაგვახარა მერე – ჩუ ჩუ ნახე, გუგუნიდან ხრიწინში გადადისო დაადგინა და ბოლოს როგორც ჰოლმსი გადახედავდა უოთსონს ისე გადმოგვხედა და მბდღვნელი ლოგიკის მქონე კაცივით – ხმა გარედან არაა, შიგნიდან ისმისო, მერე ზაფხულამდე მოითმინეთ იქნებ გასკდეს მისით და შეგიცვალოთო და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილმა დატოვა ჩემი სახლი.
პ.ს.
თუ ვინმეს მოგინდეთ არ მოგერიდოთ, მაქვს იმ კაცის ნომერი, დაურეკეთ და თუ ტექნიკა ვერ შეგიკეთათ კაი მაგარს იღადავებთ🙂
ჰო კიდევ, 3 წელია ამ საქმეში ვარო🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: