სუიციდი, როგორც ფსიქოლოგიური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემა

სუიციდი, როგორც ფსიქოლოგიური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემა

ბათუმი
2011 წელი

გ ე გ მ ა

1. შესავალი
2. სუიციდის არსი და მოკლე ისტორიული მიმოხილვა
3. სუიციდის სტატისტიკური მაჩვენებელი
4. სუიციდის ფსიქო-სოციალლური ასპექტები
5. სუიციდის სამართლებრივი ასპექტები
6. დასკვნა

შ ე ს ა ვ ა ლ ი

როგორც სათაურიდან იკვეთება ჩვენს მიერ არჩეული საკითხი გახლავთ სუიციდი, როგორც კაცობრიობის გლობალური პრობლემა, მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება, გამომწვევი მიზეზების ჩვენება და მათი სამართალთან მიმართების პრობლემატიკა. ჩვენს მიერ არჩეული თემა მიზნად ისახავს სუიციდის, როგორც არსებული პრობლემის შესწავლას, განხილვასა და მის მიმართებებს სისხლის სამართლის კოდექსთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ განსახილველი საკითხი დღეისათვის აქტუალურია და იგი იმსახურებს შესაწავლას და ყურადღების გამახვილებას, ვინაიდან დღეისათვის სუიციდის რიცხვი გაცილებით უფრო გაიზარდა გასულ წლებთან შედარებით. საინტერესოა როგორც თვითმკლელობის ფენომენი ასევე მსხვერპლის გადაწყვეტილების მიზეზი და თუნდაც მიზანი, გარდა ამისა ჩვენთვის, როგორც იურისტებისათვის (სამართალმცოდნეებისათვის) ეს საკითხი საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქვეყნის პრობლემაა არამედ იმიტომ, რომ უშუალოდ კავშირშია კანონთან კერძოდ, სისხლის სამართლის 115-ე მუხლთან, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თვითმკლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანისათვის. რამდენადაც ცნობილია ზოგადად საკითხის აქტუალობა მისი პრობლემატურობიდან გამომდინარეობს, ამიტომაც ვთვლით რომ სუიციდი საჭიროებს გახილვას. ჩვენი მიზანია საზოგადოებას ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მათი დაინტერესება მივმართოთ ამ კუთხით. გარდა ამისა განვიხილავთ სამართლებრივ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს დავსახავთ. როგორც უკვე ავღნიშნეთ ჯერ შევეცდებით თავად სუიციდი განვიხილოთ, მისი სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტები, გამომწვევი მიზეზები და ზოგადი თავისებურებები, ხოლო შემდეგ მისი როგორც პრობლემის და საკითხის მთლიანობის მიმარება სამართალთან და სამართლებრივ ჭრილში გადაჭრა.

ს უ ი ც ი დ ი ს ა რ ს ი და მ ო კ ლ ე ი ს ტ ო რ ი უ ლ ი მ ი მ ო ხ ი ლ ვ ა

თვითმკვლელობის დეფინიცია საკმაოდ პრიმიტიულია და ამავე დროს ბევრის მომცველი, ის შემდეგში მდგომარეობს – ნებაყოფლობით საკუთარ სიცხოცხლეზე ხელის აღება. ეს არის ქმედება, რომელიც თავის მხრივ არის კარგად მოფიქრებული და გააზრებული. ადამიანი რომელიც ჩადის სუიციდს ან სუიციდურ ქმედებას არის კარგად მოტივირებული, მას ამოძრავებს კონკრეტული მიზანი, რომ თავის მოკვლის განზრახვა მოიყვანოს სისრულეში. ის რაც ბევრისთვის სიცოცხლის მთავარი მიზეზია, სუიციდიანტებისათვის შეიძლება პირიქით, სიკვდილის ძალიან კარგი მოტივი იყოს. რთული სათქმელია თუ როდის გამოიკვეთა პირველად სუიციდის პრობლემა, შეიძლება ითქვას, რომ იგი კაცობრიობის გაჩენიდან მოყოლებული არსებობს, თმუმცა როგორც ზოგიერთ მასალაშია აღნიშნული, პირველი თვითმკვლელობის ცნობა გვხვდება ეგვიპტურ ლექსებში, რომელიც დაწერილია დაახლოებით 4000 წლის წინ. იქ გამოთქმულია აზრი, თუ როგორ დაღალა ადამიანი ცხოვრებამ და როგორ უნდა სიკვდილი.
ძველად, თვითმკვლელობა სურვილის და ნების გამოხატვის თავისუფლებაზე მეტად, ვალდებულება იყო, რომელსაც ადამიანებს ტრადიციები კარნახობდა. ბევრ პირველყოფილ ტომში თავს იკლავდნენ იმიტომ, რომ კვდებოდა მათი ბელადი. ასევე თვითმკვლელობის ტრადიციული მომენტია მაგალითად ხარაკირი იაპონიაში, ეს სიმამაცის და ვაჯკაცობის ერთგვარი გამოხატულება იყო. ინდოეთში, ქვრივი თავს იწვავდა თავისი მეუღლის გვამთან ერთად, ამ ქმედებით ის იცავდა თავის ღირსებას და საკუთარ თავს, რომ შემდეგში არ გამხდარიყო რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლი. სატის ტრადიციის აღმოსაფხვრელად კანონმდებელმა შემოიღო სასჯელი თვითმკვლელობის მცდელობისათვის, რაც ითვალისწინებს 1 წლამდე ვადით პატიმრობას ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმის გადახდის სახით, თუმცა საბოლოოდ ვერ იქნა მიღწეული შედეგი. დღესაც გვევლინება ფაქტები, როდესაც ქვრივები ჩუმად, მაგრამ მაინც იწვავენ თავს გარდაცვლილ მეუღლეებთან ერთად.
პარადოქსია და რიგ ევროპულ ქვეყნებში თვითმკვლელობის მცდელობა ისჯებოდა სიკვდილით. მაგალითად აღნიშნული სასჯელი, მე-19 საუკუნემდე მოქმედებდა ინგლისში. თუმცა აქ საინტერესოა რა მიზანი ამოძრავებდა სახელმწიფოს და რა იყო მისი დაცვის ობიექტი, რა იდეას ხედავდა ამგვარ სასჯელში.
საინტერესოა, რომ სუიციდი გარკვეულ ვითარებასა და სიტუაციაში ძველადაც და დღეს-დღეობითაც გმირობის ტოლფასად ითვლებოდა. სუიციდის მიმზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მსოფლიოში მრავალი ფაქტი მოწმობს სუიციდის შემთხვევებს, არაერთი ისტორიულ პირს დაუსრულებია სიცოცხლე თვითმკვლელობით (ჰიტლერი, სტალინის მეუღლე, გალაქტიონი, ჰემანგუეი), აგრეთვე არა ერთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმობის გმირია სუიციდის მსხვერპლი. ეს ფაქტები მხოლოდ იმის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ, რომ სუიციდი ნებისმიერი საზოგადოების, ეპოქისა თუ ფორმაციის პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ დასკვინს გაკეთება საკმაოდ მარტივია, რომ სუიციდი მხოლოდ თანამედროვე სამყაროს პრობლემას არ წარმოადგენს.

ს უ ი ც ი დ ი ს ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ უ რ ი მ ა ჩ ვ ე ნ ე ბ ე ლ ი

ამ თემაზე მუშაობისას არ შეიძლება არ მოვიშველიოთ (მოვიხმოთ) სხვა და სხვა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს სტატისტიკა, აღსანიშნავია, რომ დღითიდღე იმატებს თვითმკვლელობების სტატისტიკური მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში, ერთადერთი რაც იკლებს, ეს სუიციდიანტების ასაკია და ეს ყველაზე შემაშფოთებელია.
სუიციდის გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე შემაშფოთებელი სტატისტიკა იაპონიაშია, სადაც თვითმკვლელობას, იაპონურ ეპიდემიად მოიხსენიებენ. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 11 წლის მანძილზე მთლიანად იაპონიაში ყოველ 15 წუთის ინტერვალით ხდებოდა თვითმკვლელობები. ეს სტატისტიკა, რომ შევადაროთ მცირე რიცხოვან ერს, შეიძლება ამ 11 წლის მანძილზე ეს ერი საერთოდ გამქრალი ყოფილიყო. აპონიის პოლიციის ანგარიშით ყოველ წლიურად 30,000 – მდე იაპონელი იკლავს თავს. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა კი 2008 წელს დაფიქსირდა, ამ წელს 32 ათასმა იაპონელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამხელა ციფრი უკავშირდება სერიოზულ სოციალურ და ფრიქოლოგიურ პრობლემებს. ოჯახური პრობლემებს, ჯანმრთელობის პრობლემა, ვალები და ასე შემდეგ ეს ყვეალფერი სასიკვდილო ზეგავლენას ახდენს იაპონელებზე.
2009 წელს 40% – მა იაპონელმა თავი მოიკლა სამსახურის დაკარგვის, ხოლო 20% – მა სამსახურის ვერ პოვნის მიზეზით. უფრო მეტად ჭარბობს მამაკაცები, რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებულები.
საქართველოშიც, სუიციდის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური თემაა. რეალობა ძალიან მძიმეა და შემთხვევათა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ზოგდად მიიჩნევა, რომ საქართველოში სუიცდითან დაკავშირებული სწორი სტატისტიკა რა არსებობს, ამას ფსიქიატები იმით ხსნიან რომ საზოგადოებაში გარკვეული სტიგმა და ტაბუ არსებობს ამ საკითხებთან მიმართებაში და ისისნი მაქსიმალურად ცდილობენ რომ დამალონ შემთხვევები როცა მათი ახლობელები თუ ოჯახის წევრები სიცოცხლეს თვითმკვლელეობით ასრულებენ ამის უამრავი მოტივი აქვთ, ეს იქნება გამოძიება თუ რელიგიური ფაქტორი, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეალური სტატისტიკა არ მოიპოვება, მართალია არსებობს ოფიციალური მონაცემები სუიციდთან დაკავშირებით მაგრამ არა სრული, რადგან უამრავი ფაქტი არ ფიქსირდება. ამ ფონზე კი შეემდეგი სტატისტიკა გვაქვს: 2010 წელსი საქართველოში 292 თვითმკვლელეობის შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თვითმკვლელობას უმეტეს შემთხვევაში 44 წელს გადაცილებული მამაკაცები ჩადიან, თუმცა აღრიცხულია რამოდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც სიცოცხლე თვითმკვლელობით 16-დან 25 წლამდე ასაკის ახლგაზრდებმა დაასრულეს. აქაც მსხვერპლის მეტი ნაწილი მამაკცია. უფრო ზუსტად კი 161 თვითმკვლელთაგან 134 მამაკაცია, 27 კი ქალი. ხოლო, რაც შეეხება თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობის 593 შემთხვევა გამოვლინდა. ამათგან 375 მამაკაცია ხოლო 218 ქალი. უკანასკნელი 18 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლიდან 2008 წლის ჩათვლით საქართველოში 5300-მა ადამიანმა მოიკლა თავი. უდა ითქვას რომ ისეთი მცირე რიცხოვანი ერისთვის როგორიც საქართველოა, ეს ნამდვილად შემაშფოთებელი ციფრია.
მოვიყვანთ რამოდენიმე ფაქტს, რათა უკეთ გაერკვე არსებულ მდგომარეობაში, მაგალითად: 2009 წლის თებერვლის თვეში 15 წლის ნათია შერმადინი გადახტა მტკვარში, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ 12 წლის ლაურა მაილიანმა ჩამოიხრჩო თავი, ამას მოყვა 15 და 19 წლის ვაჟების თვითმკვლელობის ფაქტი. ერთმა ცეცხლსასროლი იარაღით მოისწრაფა სიცოცხლე, ხოლო მეორემ სახლში ჩამოიხრჩო თავი.
მაგალითად საფრანგეთში, 100 ათას ადამიანზე 26 თვითმკველობა ფიქსირდება, მათგან მხოლოდ 9 არის ქალი, დანარჩენი კი მამაკაცი. ამ სტატისტიკიდან იმაზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ სუიციდს მამაკაცები უფრო სჩადიან, ვიდრე ქალები.
თუ ასაკობრივად დავყობთ სტატისტიკას არასრულწლოვანთა თვითმკვლელობა არის მხოლოდ 3% მთლიანად საერთო რაოდენობის , ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის 50 – წელს გადაცილებულთა შორის. რაც შეადგენს 20% , შემდეგ 60 წელს გადაცილებულები 18% და 40 წელს გადაცილებულ იაპონელებში 15%.

ს უ ი ც ი დ ი ს ფ ს ი ქ ო – ს ო ც ი ა ლ ლ უ რ ი ა ს პ ე ქ ტ ე ბ ი

სუიციდი თავისი მნიშვნელობით და შინაარსით ვრცელი, მრავალგვარი, საინტერესო და ამავე დროს რთული ფენომენია. ამიტომ თუ თავად სუიციდი არ შევისწავლეთ ძნელია მისი გაანალიზება და სამართალთან ერთად განხილვა.
დავიწყოთ იქედან, რომ სუიციდზე, როგორც კაცობრიობის და მსოფლიოს გლობალურ პრობლემაზე არაერთი ფსიქოლოგი თუ სოციოლოგი მუშაობს და ატარებს კვლევებს, ამათგან აღსანიშნავია ფრანგი სოციოლოგის – ემილ დიურკემის მიერ შემუშავებული სუიციდის ტიპები, ესენია:
1. ეგოისტური თვითმკვლელობა, რომელსაც მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები.
2. ანომიური თვითმკვლელობა – ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;
3. ალტრუისტული თვითმკვლელობა – ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. ძირითადად ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.
4. ფატალისტური თვითმკვლელობა – ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად.
გარდა ამისა, მკვლევარის აზრით, არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როცა ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად სიცოცხლეს გაურბის. ამ ნაწილში ჩვენ განსხვავებული შეხედულება გაგვაჩნია, როგორც ცნობილიოა არსებობს სუიციდი და სუიციდური ქცევა, ამ უკანასკნელთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ადამიანი სჩადის ისეთ ქმედებებს, რომელიც მიუთითებს, რომ ის დაუდევრად ეპყრობა თავის სიცოცხლეს და იგი არც თუ ისე ფასეულია მისთვის, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენ ვთვლით რომ სწორედ სუიციდური ქცევაა, ისევე როგორც გადაჭარბებული სიჩქათ მოძრაობა, უყურადღებოდ ქუჩაზე გადასვლა და სხვა.
თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ ესენია: სულიერი აშლილობა, როცა ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს. სტრესი – შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. დეპრესიული მდგომარეობა, როცა პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს – ამით გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ადამიანი თვითმკვლელობამდე მხოლოდ გარემო პირობებს არ მიჰყავს, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს გენეტიკური სუიციდი, აქვე საინტერესოა, გენეტიკური თავად სუიციდია, თუ სუიციდისკენ მიდრეკილება. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ სუიციდური ქმედებები შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, ამის დასამტკიცებლად მეცნიერებმა, კერძოდ გერმანიის ერთ-ერთი ფსიქიატრიული ინსტიტუტის მარტინ კოლის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, მეცნიერები შეეცადნენ ეპოვნათ გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ სერიოზულ დეპრესიულ დარღვევას და სუიციდურ ქმედებებს. ამ მიზნით ისინი შეისწავლიდნენ NTRK2 გენის სხვა და სხვა ვარიანტებს, რომლებიც იწვევენ ტვინის ნეიროტროფიკული ფაქტორის რეცეპტორის კოდირებას. ზემოთ აღნიშნული რეცეპტორი წარმოადგენს ცილას, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული, უჯრედების ფორმირებასა და აქტივობაზე.
მკვლევარებმა გააანალიზეს დეპრესიის მქონე 394 პაციენტის გენომი, ამათგან 113 ეცადა ჩაედინა თვითმკვლელობა. მიღებული მონაცემები მათ შეადარეს 366 ჯანმრთელი მოხალისის მემკვიდრულ ინფორმაციას. ამას გარდა, ჩატარებული იქნა საკონტროლო კვლევა 744 გერმანელისა და 921 აფრო-ამერიკელის მონაწილეობით, რომელთაგანაც სუიციდური ქმედების ჩადენის მცდელობა ქონდა, შესაბამისად, 152 და 119 ადამიანს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის პაციენტები, რომლებიც იყვნენ გენის NTRK2 სამი ”სახიფათო” მუტაციის მატარებლები, საშუალოდ 4,5-ჯერ უფრო ხშირად ეცადნენ თვითმკვლელობის ჩადენას, ვიდრე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ ამ გენის ნორმალური ვარიანტი. ავტორების სიტყვებით, კვლევის შედეგები ამტკიცებს სუიციდური ქმედების ფორმირებაში მემკვიდრეობითი ფაქტორების როლს. საინტერესოა ზემოთ ნახსენები „გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ სერიოზულ დეპრესიულ ფაქტორებს,“ აქ აღსანიშნავი ის არის რომ, სუიციდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ დეპრესიაა, აქედენ შესაძლოა ვივარაუდოთ რომ გენეტიკური არა სუიციდი არამედ დეპრესიაა, ხოლო ყოველი დეპრესია რა თქმა უნდა არ სრულდება სუიციდით, გენის დეპრესიისკენ მიდრეკილება ან ჩამოყალიბებული არსებობა შესაძლოა ფსიქიკური აშლილობით დასრულდეს და არა დავუშვათ თვითმკვლელობით. ზემო თქმულიდან გამომდინარე შესაძლოა ითქვას რომ სუიციდი კი არ არის გენეტიკური და თანდაყოლილი, არამედ თავად დეპრესია, ხოლო ეს უკანასკნელი კი როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი, თუნდაც უკვე ხანდაზმულობაში, ხშირად სწორედ სუიციდში ვლინდება. ანუ ჩვენ მივიჩნევთ. რომ მეცნიერების ზემოთ მოყვანილი კვლევის შედეგი არ არის საკმარისი, რომ სუიციდის გენეტიკურ კატეგორიაზე ვისაუბროთ.
უშუალოდ სოციალურ ასპექტებს რაც შეეხება აქ შესაძლოა გამოვყოთ პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, სოციალური და ეკონომიკური ფონი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, თვითდამკვიდრების პრობლემა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. იმის ცოდნა თუ რა სოციალური მოვლენა არის სუიციდის ხელშემწყობი ფაქტორი, დაგვეხმარება შემდგომში, მასთან ბრძოლაში.
ეკონომიკური წარუმატებლობა – ძალიან რთული გადასალახია, როგორც დაბალი ასევე მაღალი ფენის წარმომადგენლებისათვის. თუმცა ამ უკანასკნელთათვის გაცილებით რთული გადასატანია ეკონომიკური ვარდნა. ადამიანი რომელიც მიჩვეულია ნორმალურ პირობებში ცხოვრებას, უჭირს გაჭირვებასთან ადაპტირება.
პროფესიული – ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები 11 წლის განმავლობაში იკვლევდნენ სუიციდს ამ კრიტერიუმის მიხედვით და დაადგინეს, რომ ექიმები და იურისტები, 3 ჯერ უფრო ხშირად იკლავენ თავს ვიდე სხვა პროფესიის ადამიანები და უბრალო კლერკები. იმედგაცრუების დროს, ისინი გაცილებით ხშირად ეწევიან სუიციდურ ქმედებას, ან ჩადიან სუიციდს.
სქესი – თვითმკვლელობის მცდელობა ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია, მაგრამ დასრულებული სუიციდი რაოდენობრივად კაცებში ჭარბობს. რომ შევადაროდთ მამაკაცის და ქალის თვითმკვლელობის რაოდენობრივი თანაფარდობა, არის 4:1.
სუიციდისკენ მიდრეკილ ქალებს ყოველთვის აინტერესებს თუ რა მოუვა მათ სხეულს, განსხვავებით კაცებისაგან.
ასევე გვხვდება განსხვავება თვითმკვლელობის ჩადენის მეთოდებში, კაცები უპირატესობას ანიჭებენ თავის ჩამოხრჩობას, იარაღიდან გასროლას, ან სიმაღლიდან გადახტომას. ქალები კი ყოველთვის შედარებით პასიურ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგალითად საძილე საშუალებები, საწამლავები, გაზი და მსგავსი სხვა მეთოდები.
რაც შეეხება განსხვავებას მოტივაციაში, ქალების თვითმკვლელობა ეს არის ადეკვატური პასუხი რომანტიკულ თუ ოჯახურ წარუმატებლობაზე. მამაკაცების თვითმკვლელობა კი არის პასუხი, სამსახურეობრივ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სამართლებრივ და ა.შ. პრობლემებზე. ცოტა არ იყოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ძლიერი სქესი ვერ უძლებს ძლიერ პრობლემებს, ხოლო სუსტი სქესი სუსტ პრობლემებს.
ოჯახური მდგომარეობა – როგორც კვლევები აჩვენებს, 20-დან 24 წლამდე ასაკის დაოჯახებულ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის ფაქტი უფრო ხშირია, ვიდრე დაუოჯახებელ თანატოლებში. უფრო უარესი სიტუაციაა ამ მხრივ 20 წლამდე დაოჯახებულ ახალგაზრდებში. რეალურად ამ სეგმენტისთვის, ოჯახური ტვირთის თავზე აღება, არის სუიციდის წინაპირობა. მსგავსი პრობლემები არ გვხვდება ასაკით უფროს წყვილებს შორის და შესაბამისად სუიციდის რისკიც ნაკლებია.
რაც შეეხება განქორცინებულ წყვილებს, აქ თვითმკვლელობის რაოდენობა 4-5 ჯერ აღემატება, დაქორწინებულ წყვილებში არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს.
ასაკიანი ადამიანები – გავრცელებული აზრი იმის სესახებ რომ მოზარდებში სუიციდი, ყველაზე ხშირია, მცდარია, იმიტომ რომ სუიციდის გამოვლინება ყველაზე ხშირად ასაკიან ადამიანებში ხდება. როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს ძალიან რთულად გადააქვთ კლიმაქსის და მისი თანმდევი პერიოდი, თუმცა ამ უკანასკნელებში სტატისტიკური მაჩვენებელი გაცილებით მეტია.
საინტერესოა კითხვა არის თუ არა სუიციდი დაკავშირებული დროის რაიმე კონკრეტულ მონაკვეთთან, ანუ სეზონთან? ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სუიციდი განსაკუთრებით პროგრესირებს შემოდგომასა და ზამთარში. ბევრი ფაქტორი განაპირობებ ამას, ერთერთი ასეთი ფაქტორი ფერთა პალიტრაცაა, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. ამ დროს, სხვა სიტყვებით, დეპრესიის დროც შეგვიძლია ვუწოდოთ.

ს უ ი ც ი დ ი ს ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი ა ს პ ე ქ ტ ე ბ ი

როგორც ზემოთ განხილული თავებიდან გამოიკვეთა, სუიციდი წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკეული ქვეყვნების არამედ, ფსიქო და სამართლებრივ პრობლემებსაც. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ სიუციდს სამართლებრივ ჭრილში, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან მიმართებაში, რომლის 115-ე მუხლიც დასჯადად აცხადებს პირის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას. საინტერესოა მუხლის დისპოზიცია, რომელიც განმარტავს შემდეგს: „თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით.“ ალბათ დაგვეთნხმებით რომ ეს დისპოზიცია მეტისმეტად მწირ ინფორმაციას შეიცავს იმისათვის, რომ ესა თუ ის პიროვნება პასუხისმგებლობაში მივცეთ სიცოცხლის წინააღმგეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. რამდენადაც დავინახეთ, თვითმკვლელობა არ არის მარტივად გადასაწყვეტი, პარადოქსია მაგრამ იგი ერთდროულად არის როგორც სისუსტე და სუსტი ნებისყოფის გამოვლინება პიროვნებაში, ასევე განუსაზღვრელი სიძლიერე, რადგან პიროვნება ერთბაშად ამბობს უარს ყველაფერზე, მის წარსულზე მომავალზე, აწმყოზე, მის ცხოვრებაზე, საკუთარ თავსა და მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. ჩვენ მიგვაჩნია რომ ლოგიკური იქნება სუიციდის სამი ტიპი გამოვყოთ:
1. შანტაჟური სუიციდი, რომლის დროსაც ადამინი სუიციდის იმიტაციას აწყობს, თითქოსდა ამის ჩამდენი იყოს, რადგან ზეგანლენა მოახდინოს გარშემო მყოფებზე.
2. მეორე ეს არის აფექტური სუიციდი, როცა ადამიანი მომენტალურად იღებს გადაწყვეტილებას რაიმე ძლიერი დარტყმის თუ ტკივილის დროს რათა თავიდან აიცილოს და თვალი არ გაუსწოროს მის თავს დატრიალებულ ტრაგედიას და ამიტომ ადამიანი მისდა გაუცნობიერებლად აფექტურ, ძლიერი სულიერი აღელვების დროს ღებულობს თვითმკვლელობის ჩადენის მომენტალურ გადაწყვეტილებას, თუმა თუ მას ვინმე შეაჩერებს შესაძლოა არასოდეს აღმოუცენდეს იგივე განზრახვა და შემდეგ ინანოს კიდეც მისი საქციელი.
3. ეს არის განზრახული ანუ კარგად დაგეგმილი სუიციდი, რომელსაც ადამინაი ახლოერციელებს ყველასაგან დამოუკიდებლად, ასეთ დროს ადამიანის გადაწყვეტილება იმდენად ძლიერია და კარგად გათავისებული თუ გაცნობიერებული, რომ მისი არამც თუ გადაფიქრება არამედ შემჩნევაც კი ზოგჯერ შეუძლებელია, ასეთს როგორც წესი ბოლომდე მიჰყავთ ხოლმე თავისი განზრახვა. ხშირად ჩარევას შედეგი არ გამოაქვს (ერთ-ერთი ფსიქიატრის გადმოცემით, პაციენტები, რომლებიც ერთხელ ჩაიფიქრებენ თვითმკვლელობას მათი გადარწმუნება სხვა და სხვა თერაპიის მიუხედავად ძალიან რთულია და ისისნი, როგორც წესი, ადრე თუ გვიან სიცოცხლეს მაინც თვითმკვლელეობით ასრულებენ), გარდა ამისა ასეთი სუიციდიანტი არავითარ გზას არ უტოვებს არც გარშემო მყოფებს და არც თავის თავს, რომ გადარჩეს. ამიტომ უკვე თვითმკვლელობის დაწყების და განხორციელების პროცესში თვით გადარჩენის ინსტინქტმა რომც გაიღვიძოს მაინც ვერ უშველის თავის თავს. ასეთი პიროვნებები გადაწყვეტილებას ჩუმათ იღებს და სისრულეშიც ისე მოჰყავს, რომ გარშემო მყოფები მის განზრახვას ვერ ამჩნევენ, ამ ტიპის სუიციდში შესაძლოა მოვიაზროთ „გენური“ სუიციდიც, განვიხილოთ სუიციდის სამივე სახე კოდექსის 115-ე მუხლთან მიმართებაში, როგორც დისპოზიციიდან იკვეთება შანტაჟური სუიციდის შემთხევვაში, როცა ადამიანს უნდა, რომ სხვა აშანტაჟოს შესაძლოა არც ხორციელდებოდეს მის მიმართ ისეთი ქმედებები რომელიც დისპოზიციაში არის აღწერილი და რაც მთავარია ასეთი პიროვნებები თავის „მოკვლას“ იმიტომ კი არ წყვეტენ რომ მის მიმართ არამართლზომიერი ქმედებები ხორციელდება, იგი უბრალოდ მანიპულირებს თავისი სიცოცხლით, ხოლო კანონში რა თქმაუნდა არ იგულისხმება მართლზომიერი ქმედებები. ამიტომ ასეთ შემთხვევაში სუიციდი ბოლომდე არც მიდის ანუ შედეგი „სიკვდილი“ არ დგება, ამიტომ, ცდის გამოც ვერ მივცემთ პასუხისგებაში რადგან დაზარალებულები ამტკიცებენ რომ თავის მოკვლა კი არ სურდა არამედ შემთხვევითობა იყო, ან დამნაშავეს უბრალოდ არ ასახელებენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შანტაჟური სუიციდის შემთხვევაში თუ მაინც დადგა სიკვდიდლი იმიტომ რომ სცენარს გადააჭარბა სუიციდიანტმა ეს უბედურ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს.
აფექტური სუიციდის შემთხვევაში, აქ, როგორც წესი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საერთოდ არ იკვეთება პირი ვინც შეიძლება დაისაჯოს, მაგ: აფექტური სუიციდის დროს ადამიანს თავზარი აქვს დაცემული მისი ახლობლის, ნათესავის ან თავს მოულოდნელად დამტყდარი ტრაგედიისა თუ უბედურების გამო იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ლოგიკურია რომ არ არის დასასჯელი სუბიექტი, აფექტური სუიციდის შემტვევასი პასუხისმგებლობის ვერ დადგომასთან დაკავსირებით არსებობს მაგალითი, კლდის პირას ორი პიროვნება დგას X და Y. X-მა იცის რომ Y-ს ჰყავს ერთადერთი შვილი, ამიტომ ეს უკანასკნელი მას მოულოდნელად იმ მიზნით, რომ მან შესაძლოა თავი მოიკლას ეუბნება (ატყუებს), რომ შვილი გარდაეცვალა, Y-ი კლდიდან ხტება და თავს იკლავს. ადგილი აქვს თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანას, აქ წინა პლანზე უნდა დავაყენოთ X-ის განზრახვა, რაც ფაქტიურად განზრახი მკვლელობაა, და გარდა მაგისა დისპოზიცია არ ითვალისწინებს ტყუილისთვის პასუხისმგებლობას.
ყველაზე საინტერესო მაინც განზრახი (დაგეგმილი) თვითმკვლელობაა, ცხოვრების კანონზომიერებიდან გამომდინარე უმიზეზოდ არაფერია არ ხდება, ამიტომ თვითმკვლელობამდე ადამიანი შექმნილ ვითარებას მიჰყავს, ამ ვითარებას კი ადამინი საზოგადოებასთან ერთად ანუ სხვა ადამიენთან ერთდ ქმნის, რასაც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სოცოიალური ფონიც უწყობს ხელს, იდეალური ამ ქვეყნად არაფერი არ არსებობს და მით უმეტეს ადამიანის ცხოვრება, ამიტომ გარშემო არსებული უამრავი სირთულე და დაბრკოლება ადამიანს ყოველდღიურად ხვდება, ზოგი მათგანი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და ძლიერია ზოგი კი არა, ასეთი ანუ სუსტი ნებისყოფის ადამიანების დიდ ნაწილი პრობლემიდან გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავენ და ასეც იქცევიან. აქ საინტერესო ერთი მომენტია, სტატისტიკური მონაცემებით ჯანმრეთელობის მდგომარეობის გამო თვითმკვლელობა მხოლოდ ფსიქიკურ აშლილობას, თანდაყოლილი ან შეძენილი სიმახიჯეების ან სომატური დაავადებებს უკავშირდება. აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სწორედ ჯანმრთელობის პროვბლემებთან დაკავშირებული პრობლემენის გამო ჩადენილ თვითმკვლელობები. ჩვენ ყურადღება იმაზე გვინდა გავამახვილოთ, რომ პრობლემები რის გამოც ადამიანები თვს იკლავენ ხშირად ისეთ ყოფით პრობლემებს უკავშირდება, რომლებიც მხოლოდ ჯანმრთელობას არ ეხება, ეკონომიკური, სოციალური.აგრეთვე ოჯახური თუ სხვა სახის კონფლიქტებია, ამიტომ აღნიშნული გარემოებები ერთიანობაში ან ცალცალკე ქმნიან კომპლექსს, რომელიც მსხვერპლს გადაულახავ პრობლემად ეჩვენება და იგი იღებს თვად გადაწყვეტილებას, რომ მოიკლას თავი. ესეთი ტიპის გადაწყვეტილება კი შეუძლებელია მიგაღებინოს სხვამ, ვინმე მესამე პირმა. მებრძოლი და ძლიერი სულის ადამინი პრობლემებს თავად უმკლავდება, ამიტომ იგი არ იფიქრებს თვითმკვლელობაზე არამედ არსებული საკითხის გადაწყვეტაზე. საზოგადოება კი არაა ვალდებული უყვარდეს და ფრთხილად ექცეოდეს ყველას, რომ გული არ ატკინოს ამა თუ იმ ადამიანს, რომ მან მერე სუიციდი არ ჩაიდინოს, ვერც სახელმწიფო და ვერც თავად საზოგადოება ვერ იკისრებს ამგვარ აკრძალვას. თუ რომელიმე ოჯახის წევრს ან გარეშე პირს არ მოწონს პოტენციური სუიციდიანტი და მის მიმართ გამოხატავს აგრესიას, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მისი მიზანი პირის თვითმკვლელობამდე მიყვანაა, ამას არც ითავლისწინებს და არც ფიქრობს როგორც წერსი „აგრესორი” და ე.წ. დამნაშავე. ხოლო თუ ფიქრობს და მოქმედებს იმიტყომ რომ ვინმე მიიყვანოს თვითმკვლელობამდე და ამ შედეგს მოელის, მაშინ ეს უბრალო და მარტივი მკვლელობაა, რომელსაც ჩვენ უფრო კონკრეტუოლად სუიციდის სამართლებრივ ანალიზში განვიხილავთ.
სამართლებრივ ანალიზში კი შემდეგს ვგულისხმობთ: ვინაიდან სუიციდი მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოუდგენელია მიზეზოობრივი კავშირის არსებობისა და დადგენის გარეშე, საინტერესოა სწორედ მიზეზობრივი კავშირის თეორიების მიმართება მასთან, როგორც „დანაშაულთან“. ქ. მზია ლეკვეიშვილის კომენტარებიდან ჩანს, რომ 115-ე მუხლის არსებობისას აუცილებელია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამიტომ საინტერესო და მიზანსეწონილი იქნება განვიხილოთ ბ.მერაბ ტურავას მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით: „ მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა ქმედება წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ ჩვენ შეცევდებით თანმიმდევრულად განვიხილოთ მიზეზობრიობის თეორიები სსკ-ის მე-15 მუხლთან მიმართებაში. დასრულებულ სუიციდში (და არა ინსცენირებულში), როცა ყველასათვის ნათელია, რომ პიროვნებამ ნამდვილლად მოიკლა თავი, გამომზიებლისთვის ვიწროვდება იმ გარემოებათა წრე და რიცხვი, რომლის მიხედვითაც მიზეზობრივი კავშირი უნდა დაადგინოს დამნაშავესა და დაზარალებულის ქმედებას შორის, განსხავებით სხვა დანაშაულებისგან.
მიზეზობრიობის სამ სახეს გამოყოფენ:
1. ალტერნატიულს, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ როცა ერთი ამ პირობათაგან სავსებით საკმარისი იყო შედეგის დადგომისთვის.
2. კულმინაციური- როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ.
3. ჰიპოთეზური როცა ქმედებამ დააჩქარა შედეგი. საკმაოდ საინტერესოა 115-ე მუხლის ამ სამი სახის მიზეზობრივ კავშირთან მიმართებაში განხილვა. მაგალითად პიროვნებამ მოიკლა თავი და გამოძიებით გამოიკვეთა სამი პოტენციური დამნაშავე, რომელთაც 115-ე მუხლის დისპოზიციაში მოყვანილი სამივე ქმედება ცალცალკე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განახორციელეს და ამავე დროს გამოიკვეთა, რომ პიროვნება გაკოტრდა რის შემდეგაც მოიკლა თავი, ვინ უნდა მივცეთ პასუხისგებაში ან რა სახით? ამ შენთხვევაში ამოსავალი შეიძლება იყოს ის რომ ვერც მუქარას, ვერც სასტიკ მოპყრობას და ვერც სისტემატურ დამცირებას ექსპერტიზას ვერ ჩავუტარებთ, ვერც დოზის დასადგენად და ვერც იმის თუ რეალურად რამ გადააწყვეტინა პირს სუიციდის ჩადენა, ამიტომ შეუძლებელი და აფსურდულია პიროვნების პასუხისგებაში მიცემა ალბათობასა და ვარაუდზე დაყრდნობით.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის უმოქმედობის მიზეზობრიობა, რომელიც სრულად წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, აქ იგულისხმება ის, რომ თითეული შემთხვევა სათანადოდ უნდა იქნეს შესაწვლილი და გამოკვლეული, ისმის კითხვა შეიძლება თუ არა, თვითმკლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა ჩადენილი იქნეს უმოქმედობით და იგი განვიხილოთ არა 115-ე მუხლად არამედ ჩვეულებრივ უმოქმედობით ჩადენილ მკლელობად? საინტერესოა ერთი გარემოება, მეცნიერები დაობენ იმაზე თუ რომელი ტიპის დანაშაულია სსკ-ის 115-ე მუსხლი განზრახით თუ გაუფრთხილებელი. დავიწყოთ იქედან, რომ მუხლის დისპოზიციაში არწერილი ქმედებები რამაც შეიძლება მუხლის შემადგენლობა მოგვცეს, შეუძლებელია ჩადენილი იქნეს გაუფრთხილებლობით, თავათ მათი შინაარსიდან გამომდინარე. ხოლო თუ სახეზე განზრახვა მაშინ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს და სახეზეა მკვლელობა, ვინაიდან უმოქმედობის მიზეზობრივობა შეფასებითია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და დამნაშავის უმტკიცდება, რომ მისი უშუალო მიზანი იყო პირი თვითმკლელობამდე მიეყვანა მან ჩაიდინა მკლელობა და ვთვლით, რომ მნიშვნელობა არა აქვს მის უშუალო მოქმედებას. თუ შესაძლოა, რომ მაგალითად პირმა მანქანაში მიატოვოს დაჭრილი და მოკვდეს იმიტომ, რომ მას ეს სურდა და მის მიერ განხორციელებული უმოქმედობა მანქანიდან გადმოსვლაში გამოიხატება შეიძლება, რომ პირმა თავისი მოქმედება ასევე გამოხატოს თუნდაც მუქარაში და სისრულეში მოიყვანოს თავისი განზრახვა და დააყენოს სასურველი შედეგი. დაახლოებით ამ აზრს იზიარებენ რუსი მეცნიერები ნაუმოვა და კუდრავცევა.
საინტერესოა ერთი გარემოება: სსკ-ის 115-ე მუხლის დისპოზიცია შედგება ისეთი ქმედებებისაგან რომლებიც ცალკე მუხლად არის გამოყოფილი და ისინი დასჯადია, თუმცა კაკონი არ აკონკრეტებს მაგალითად რა იგულისხმება მუქარაში, ამიტომ უნდა ვივარაუდოდ, რომ მასში მოსააზრებელია მუქარის ის გარემოება რაც მოცემულია სსკ-ის 151-ე მუხლში, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში და ჩვენ თვითნებურად ვერ შევძენთ მას დამატებით მნიშვნელობას, ამიტომ მივიჩნევთ, რომ თუ სუიციდის შემთხვევაში გამოძიებით დგინდება მუქარის არსებობა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მივცეთ სწორედ 151-ე მუხლით მიუხედავად იმისა პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია თუ არა აღნიშნული შედეგი (სუიციდი), გარდა ესეთი მიდგომა იმით შეიძლება აიხსნას იმით, რომ მუქარა ფორმალური დანაშაულია.
115-ე მუხლის უფუნქციობა. ჩვენს მიერ განსახილველი მუხლის დისპოზიციის კარგად და სამართლებრივად გაანალიზების და რეალურად მომხდარი სუიციდის ფაქტებიდან იკვეთება, ეს მუხლი გარდა იმისა რომ ბუნდოვანია და მწირ ინფორმაციას შეიცავს, ამავე დროს პრაქტიკულად და თეორიულად უფუნქციოა, თუ წმინდა თეორიულად მივუდგებით ძნელია 115-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებაც და მისი ბოლომდე მიყვანაც, ასევე პრაქტიკულადაც იმ მიზეზით თითქმის არავინ იკლავს თავს რაც მუხლის დისპოზიციაშია აღწერილი, ან ამის მტკიცება პრაქტიკულად ვერ ხერხდება. საქართველოში თითქმის არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ ამ დანაშაულით დაწყებული გამოძიების გამო ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას თავად ღებულობს მასზე ზეგავლენას ვერ ახდენენ, გარემო კი დასჯადი ფიზიკურად ვერ გახდება ამიტომ ასეთი საქმეები როგორც წესი მალევე წყდება ხოლმე. ჩვენ ვთვლით, რომ სამართალი მეტისმეტად იოლად და ზედაპირულად უდგება სუიციდის გაგებას, კანონმდებელს ალბათ არ გაუმახვილებია ყურადღება წმინდა ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე როცა ამ მუხლს დასჯადად აცხადებდა. რაც შეეხება კითხვას თუ ასეთი უფუნქციოა აღნშნული მუხსლი მაშინ რატომ იწყება გამოძიება ამ მუხლით? პასუხად შესაძლოა მოვიტანოთ ის, რომ, გამოძიებამ ამ მუხლს გამოყენება მოუძებნა და თითქოსად ფუნქციურად დატვირთა, ისევ თაევის სასარგებლოდ, რაც იმაში გამოიხატება, რომ როცა შემთხვევა ხდება შესაძლოა ადგილი ქონდეს არა უბრალო სუიციდს არამედ სუიციდის ინსცენირებას, ანუ პიროვნება იყოს მოკლული, ხოლო, მკვლელმა შექმნას ისეთი ვითრება თითქოსდა თავი მოიკლა მსხვერპლმა. ამიტომ გამოძიების დაწყება აუცილებელია, რომ დანაშაულის გადაფარვა არ მოხდეს. თუმცა საინტერსოა რომელი მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება? გასულ წლებში ასეთ შემთხვევაში გამოძიება იწყებოდა მკვლელობის მუხლით, რაც ქვეყნისთვის საზიანო და არარეალურ სტატისტიკურ მონაცემებს ქმნიდა, ამიტომ გამოსავალი იპოვეს იმაში, რომ გამოძიება დაეწყოთ 115-ე მუხლით. აღნიშნული მუხლი იმდენად სუსტი და ჩვენ ვიტყოდით უფუნქციოა, რომ ჯერ არავან დასჯილა საქართველოს რეალობაში ამ მუხლით, ამიტომ დასკვნის გაკეთება მარტივია, ჩვენ ვთვლით, რომ ურიგო არ იქნება თუ მოხდება ამ მუხლის დეკრიმინალიზაცია. ამრიგად, ჩვენი აზრით სუიციდი იმდენად პიროვნებისეულია, იმდენად დამუკიდებელი გადაწყვეტილების შედეგია, რომ ამ მუხლით პირის დასჯის მტკიცებაც და დასჯაც აბსურდულია. გარდა ამისა ჩვენ გავესაუბრეთ ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, ყოფილ და მოქმედ სამართლ დამცავებს, და მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მუხლი უფუნქციოა და მისი არსებობა აიხსნება სწორედ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებით. ასე რომ ჩვენი ღრმა რწმენით უმჯობესი იქნება თუ ქართულ კანონმდებლობაში არ იქნება უსარგებლო მუხლები. მოხდეს კოდექსის გადახედვა და თანამედროვეობასთნ ადაპტირება.

დ ა ს კ ვ ნ ა

ჩვენ მოგვაჩნია რომ მსმენელამდე სრულად მივიტანეთ სათქმელი და დავარწმუნეთ ჩვენი შეხედულების სისწორეში და ამავე დროს აუცილებლობაშიც, სუიციდის შესწავლამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება აუცილებელია და ეს არ არის მხოლოდ ცვენი დამოკიდებულება და ცალმხრივი მიდგომა ამ პრობლემოსადმი. სსკ-ისთვის უფრო რეკომენდირებლი იკნება ზედმეტი და უფუნქციო მუხლების ამოღება და გადახედვა. დასასრულს კი გავიმეორებტ ერთ-ერთი ფსიქიატრის მიერ ჩამოყალიბებულ მიდგომას თუ რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ არის შეუძლებელი პირის მიყვანა სუიციდამდე,იმიტომ რომ სუიციდზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კონკრეტულად სუიციდიანტს სეუძლია, თან ეს კომპიუტერულ პროგრამას ჰგავს, რომელსაც ვერავინ წაშლის, მანამ სანამ ისე არ გაანადგრურებს ადამიანს როგორც ვირუსი კომპიუტერს.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

1. “უცხო სიტყვათა ლექსიკონი“- ავტორთა კოლექტივი
თბილისი 1998 წ.
2 . “სისხლის სამართალი“-მერაბ ტურავა
თბილისის 2006 წ.
3.“ სისხლის სამართლის კერძო ნაწილი“ – ავტორთა კოლექტივი
თბილისის 2006 წ.
4. “ ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა“- შორენა ვაშაძე
ბათუმი 2007 წ.
5. http://www.suicide.org
6. http://www.internet.ge
7. http://www.ick.ge
8. http://www.netgazet.ge
9. http://www.rambler.ru
10. http://www.yandex.ru
11www.yahoo.com
12. http://www.mail.ru
13. http://www.police.ge
14. http://www.Google.ru

ავტორები: ანა აკოფოვა და ნინო ლიკუჩოვა

    • Permweri
    • June 20th, 2011

    ვგიჟდები ამ თემაზე და ანტი სუიციდურ აქციებზე :დ ეხლა დრო არ მაქვს, მერე აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე. როგორ მიხარია ამ თემაზე ღიად რომ ლაპარაკობენ ან წერენ ვერ წარმოიდგენ. მიხარია იმიტომ, რომ ვთვლი თუ არ ისაუბრე და მეტი ინფორმაცია არ გაავცელე ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა არ შემცირდება ))

    • Nika
    • June 8th, 2012

    დიდი მადლობა. ძალიან ძალიან მაგარი პოსტია.🙂

  1. მადლობა თქვენ🙂

  2. კარგიააააააა.

    • vache
    • October 22nd, 2013

    momewona dzalian. chamoyalibebuli da kargi analizia temis.
    ra tqma unda temac mravalganxriania

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: