ქართველს თურქი მირჩევნია


არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქართველი ქალები (განსაკუთრებით აჭარელი) თითქმის ყოველდღიურად გადადიან თურქეთში პურის ფული რომ იშოვონ. აქედან გამომდინარე სარფი-ბათუმის სამარშრუტო ტაქსს არასოდეს აკლია მგზავრი, განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში. ხოდა ერთ-ერთ ასეთ საღამოს გამოვყევი სამარშრუტო ტაქსს, რომელიც სავსე იყო სამსახურიდან წამოსული მანდილოსნებით. ზოგადად არ მიყვარს სხვის საუბარზე მოსმენა, მაგრამ რამოდენიმე ქალი განსაკუთრებით მაღალ ხმასე ჭორავდნენ მათ მეგობარს, რომელიც თურქს გაყვა ცოლად. – რას ამბობ ქალო, მაღაზიაც ქონია თურმე, მარა მე თურქს არ გავყვებოდი. თქვა ერთ-ერთმა და დაიმანჭა – რას ამბობ, თურქი, ფუ… კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მეორე ქალი ოპოზიციაში ჩაუჯდა: – რატომ ვითომ? სიამოვნებით გავყვებოდი ნორმალურ თურქს, მაღაზია რომ ქონდეს ისეთს, აბა ქართველმა კაცებმა ქალის ყადრი არ იციან, ჩვენ გვამუშავებენ, თვითონ კი… აგერ ამასწინ ”მარშუტკით” რომ ჩამოვიარე, სკოლასთან დავინახე ჩვენი (აქ სახელი თქვა)-ს ქმარი საქანელაზე კატაობდა, როცა მისი ცოლი თურქეთში წელს იწყვიტავს, თურქებმა ცოლიც მოვლა და პატივისცემა იციან, ჩვენებმა კი არა! ალბათ უფრო მეტს გავიგონებდი, რომ არა ჩემი გაჩერება. მოკლედ, რატომ ვწერე ამდენი, იმის თქმა მინდა, რომ მივხედოთ ჩვენს ქალებს, ცოტა გავანებივროთ, სავალდებულო არაა ფულის ქონა, ერთი თბილი სიტყვა რომ ვუთხრათ, უბრალო მადლობაც კი მათ დიდ სიხარულს მიანიჭებს, თორემ ხომ ხედავთ, ზოგიერთს უკვე თურქი ურჩევნია.

  1. ოოო, კარგიჰ რა. ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით დაყოფა ვინ თბილია და ვინ ცივი, ვინ თავაზიანი და ვინ ხეპრე. არა, არა, აშკარად არასწორი მიდგომაა

  2. პლიუს ამას, ვინც მაღაზიას მიყვება ცოლად… ტფუ, მიდი და ეგეთ ქალს პატივი ეცი.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: