Homo homini lupus est

Homo homini lupus est – ადამიანი ადამიანისთვის მგელია, “მიყვარს ეს
გამონათქვამი, ოღონდ არა იმიტომ, რომ ძველია, არც იმიტომ რომ ლამაზად ჟღერს
და არც იმიტომ, რომ მგელი ჩემი საყვარელი ცხოველია… არა, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, სრული სიმართლე, უტყუარი რეალობაა და სამი-ოთხიოდე სიტყვითაა დახასიათებული მთელი კაცობრიობა და ადამიანთა მოდგმა. მგელი ხარ შენ და მგელი ვარ მე, შენ მე დამჩაგრავ თუ მომერევი მე კიდევ მას, თუ ჩემზე სუსტი აგმოჩნდა და ასე უსასრულოდ… არ არსებობენ კრავები, არ შეცდეთ მაგაში, თუ ადამიანს ბოროტმა ფიქრმა შემოუტია, თუ მასში თუნდაც ერტი წამით მგლურმა ბუნებამ გაიღვიძა აღარ არის კრავი და მორჩა. თუ ადამიანთა უმრავლესობამ – ბრბომ, ერთი პიროვნება გარიყა და დაჩაგრა, იმ ერთი დაჩაგრულისთვის ამ დაწყევლილ თუ დალოცვილ სამყაროში აუცილებლად მოიზებნება თუნდაც ერთი მასზე უფრო სუსტი და სწორედ ეს ერთი იქნება ვისზეც გადმოანთხევს ბოღმას, მასთან იქცევა კრავი მგლად და ასე მთავრდება, ქრება და იმსხვრევა ზღაპარი კრავზე.
მგლების ხროვას გავს ჩვენი ყოფა იმ მგლებისას, მოშიებულები ერღმანეთს რომ დაერევიან ხოლმე, ძლიერი სუსტს ჩაგრავს, ის მასზე უფრო დაუცველს და ასე უსასრულოდ… მგელი ხარ შენ და მგელი ვარ მე და არ არის კრავი ჩვენგან გათელილი, რადგან წმინდა არსებაა კრავი, ცრემლივით წმინდა, ხოლო თავისნაირებისაგან დაჭმული და დაგეშილი ადამიანი ვერა და ვერ შეინარშუნებს სისპეტაკეს, სათნოებას წავა და უსათუოდ იძიებს შურს თავისზე სუსტზე და განა კრავს შეუძლია შურისზიება ან აქვს კი სურვილი? არა და ამიტომაცაა იგი წმინდა, ღვრთის რჩეული, სწორედ ამიტომ….

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: