როდესაც სიცოცხლეს გადაარჩენ

სიცოცხლე გადაგირჩენია? ვინმესი, ან რაიმესი. აი მე გადამირჩენია, თან არაერთხელ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც შენიანის სიცოცხლეს არჩენენ, როდესაც ერთი ადამიანის უანგაროდ გაღებულმა სისხლმა გადაარჩინა შენთვის საყვარელი ადამიანი.
ამასწინეებზე ბებიაჩემი ცუდად შეიქმნა, შიდა სისხლდენა დაეწყო და როგორც ექიმებმა გვითხრეს სისხლის და გადარჩენის იმედის 50% დაკარგულიაო, “ახალგაზრდებს უჭირთ ამ დგომარეობიდან გამოსვლა, მას, კი ყველაფერთან ერთად ასაკიც არ უწყობს ხელს”–ო გამიმხილა ექიმმა პირად საუბარში.
სიტუაციიდან გამომდინარე სისხლის გადასხმა დაჭირდა, მეორე დადებითი აღმოაჩნდა. რუსებს ააქვთ კარგი გამოთქმა “беда не приходит одна” და არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი, ყველა ოჯახის წევრს მეორე უარყოფითი აღმოაჩნდა. საავადმყოფოში გვითხრეს გადაგიცვლითო, თქვენ თქვენი სისხლი მოიტანეთ და ჩვენ ჩვენსას მოგცემთო. ბავშვობაში ჰეპატიტი მქონდა, ამიტომ ჩემი სისხლი თავიდანვე გამოირიცხა, დანარჩენმა ოჯახის წევრებმა ჩააბარეს, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ გამონაკლისი არ გამოვდექით და საავადმყოფოში მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი გაუთავდათ. მოგვიწია მეგოგრების და ახლობლების შეწუხება, ბათუმი პატარაა, ხალხიც ცოტა და მეორე დადებითი ჯგუფის მქონე და თან ისეთი რო არაფერი არ ჭირდა უფრო ცოტა.
ნამორიგევი ვიყავი და საშინლად მეძიენბოდა, სახლში მისულმა ისე, ყოველი შემთხვევისთვის Facebook-ში ვიკითხე ვინმეს თუ გაქვთ მეორე დადებითი შემეხმიანეთთქო, ჩემდა გასაოცრად პასუხი სწრაფად მომივიდა და უფრო სწრაფად თანხმობაც მივიღე, რამოდენიმე წუთში საავადმყოფოში გაჩნდა, სისხლი გაიღო და ისე სწრაფად გაუჩინარდა რომ მადლობის თქმა ძლივს მოვასწარი.
სისხლი შესაბამისობის ტესტზე დავტოვე და სახლში წამოვედი, მეძინებოდა.
გვიან გამეღვიძა, ჩემს ძმას დავურეკე რა ხდებამეთქი. სისხლი მოუხდა, დროზე მოვუსწარითო.
მეორე დღეს საავადმყოფოში მისულს რეანიმაციის კართან არავინ არ დამხვდა, შიგნით შევიპარე, არც იქ იყი არავინ, ექთანი გამომენთო აქ არ შეიძლებაო. გასვლისას ჩემი ძმა შევნიშნე იქვე ექიმს ესაუბრებოდა. რა ხდებათქო ვიკითხე, გადაგვყავსო პალატაშიო, კარგად არისო.
რატომ მოვყევი ამდენი.
პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ტარიელ ცეცხლაძეს გულგრილად რომ არ დატოვა ჩემი თხოვნა, ყველა ჩემი ძმის მეგობარს (სამწუხაროდ ყველას არ ვიცნობ და ამიტომ არ ჩამოვთვლი) და ყველა იმ პიროვნებას ვინც სისხლს აბარებს მიმღებ პუნქტებში, რომ იცოდეთ, თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ.

P.S.

განსაკუთრებით მინდა “მოვიკითხო” ის პიროვნება ვინც იმ პირობით იყო დახმარებაზე თანახმა, თუ ფულს გადავუხდიდით. დიდი “მადლობა” არასოდეს არ დამავიწყდება თქვენი “კეთილი” საქმე.

  1. ჰო სისხლის ჩაბარება მართლაც ძალიან კეთილი საქმეა, მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან გავრცელებული (მეორე დადებითი ჯგუსფის) სისხლი მაქვს მაინც აღმოჩნდა ისე რომ ორჯერ საჭირო და აუცილებელიც კი გახდა ასეთი ჯგუფის სისხლი, მეც არ დავფიქრებულვარ ისე ”ჩამოვაჩხრიალე” 400 მლ სისხლი : ) ძალიან მაგარია როდესაც ასე ცოტაა საკმარისი სიცოცხლის გადასარჩენად ან ოდნავ გასახანგრძლივებლად მაინც.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: