შორეული ნათესავი ტოგოდან

დაახლოვებით 2-3 თვის წინ მომივიდა შეტყობინება ფოსტაზე:
Dear Tretiakov
l am Mr. James Egobia the personal adviser to Late Mrs Tamara Tretiakova(a nationality of your country who has same last name with you)but she lost her life together with all her family members in a road accident while they were returning from a vacation.
I am contacting you to assist retrieve and receive the huge deposit of money of $8.5Million she left behind in the bank over here in Republic of Togo before the funds gets confiscated by the bank.
l wait to hear from you and l will give you more details about this matter and the payment of the funds to you.
l wait to hear from you,Thanks
James Egobia
მოკლე შინაარსი მათთვის ვინც ინგლისური არ იცის, დამიკავშირდა ჩემი მილიონერი მოგვარის წარმომადგენელი და მეუბნება, რომ ეს ქალბატონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა მთელ ოჯახთან ერთად, მას 8,5 მილიონი დოლარი “ჰაერში” დარჩა და შესაძლოა ბანკმა კონფისკაცია მოახდინოს, დამიკავშირდით მეტი ინფორმაციისათვისო.
ეგრევე მივხვდი, რომ რაღაცას მატყუებდნენ, მაგრამ მაინც მივწერე. (ინტერესისთვის)
პასუხი მეორე დღეს მომივიდა, იგი მწერდა, რომ მას ყველანაირი საბუთი მზად ჰქონდა რომელიც ჩემს ნათესავურ კავშირს დაამტკიცებდა, უბრალოდ უნდა ჩავსულიყავი ტოგოში და დავნახვებოდი იქაურებს რომ ნამდვილად რეალური ვარ, დანარჩენს კი ის თავის თავზე იღებდა. ბანკი შენს მოგვარეზე კითხვებს დაგისვამს, რადგან შენ მასზე არაფერი იცი, მე პასუხებით მოგამარაგებ, ფულს ავიღებთ და გავიყობთო. (“პრიკოლი” იმაში იყო რო 50/50-ზე არ მთხოვდა, ნაკლები უნდოდა)
ეს მომწერა და მე გავატარე, ძმაკაციდან მოსმენილი მქონდა მისი მეზობლის ამბავი, რომელიც ლონდონში ჩაიყვანეს მსოფლიო ლატარეაში მოგებული 5 მილიონი ფუნტის წამოსაღებად და მოცემულ მისამართზე მისულს შენობაც კი არ დახვდა.
ხოდა რატომ გიყვებით ამას, გუშინ ინტერნეტში სეირნობისას ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გადავაწყდი ადამიანს რომელსაც იგივე შინაარსის შეტყობინება მიუვიდა ფოსტაზე და რომელიც ჩემგან განსხვავებით წამოეგო. ეს პიროვნება შეყვა აფიორას და 850 $ გადაუგზავნა, მხოლოდ მაშინ მიხვდა ყველაფერს როდესაც 50 000 $ მოთხოვეს ადვოკატთა მომსახურებაში და დაამატეს რომ მისი მილიონიანი ანგარიშიდან ვერ მოხსნიდნენ, იმირომ რომ კანონი უკრძალავდათ. ეგ კიდევ არაფერი, ამ ადამიანმა მხოლოდ 850 $ დაკარგა, მასზე სულელმა კი 50 000-იც გადაურიცხა, ოღონდ მისი ისტორია ცოტა განსხვავებულია.
ეს პიროვნება ჩავიდა ტოგოში, მას დახვდნენ, ბანკეტი მოუწყვეს, ბანკში მიყვანილი VIP ლოჟაში მიიპატიჟეს, ორმა დიდმა შავკანიანმა ფულით სავსე ყუთი შეიტანა და ეს თქვენიაო უთხრეს, ოღონდ ერთი პრობლემააო, აქედან ვერ წაიღებთ, უნდა გადაირიცხოთ თქვენს ანგარიშზეო, გადარიცხვაზე კი ბანკი გარკვეულ პროცენტს ითხოვს (50 000$) რომელსაც, ტოგოში ვერ მოვხსნით თქვენი მილიონიანი ანგარიშიდან, კანონი არ გვაძლევს ამის უფლებასო. მოტყუვდა ეს უბედური, ისესხა 50 000, გადარიცხა ბანკში და დღესაც ელოდება თანხას.
რატო ვწერ ამას?
ერთ-ერთი ადამიანი წუწუნებდა, როცა ფლობთ ინფორმაციას რაღაცის შესახებ, რატო არ ავრცელებთ რომ სხვამ იცოდესო, ხოდა იცოდეთ თქვენც, ცოდნა ძალაა.😉

    • tarieli
    • December 6th, 2011

    😀😀😀😀 magari xar slon :8

  1. 😀 momageni xom?😀

    • mero
    • September 3rd, 2012

    საღოლ!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: