მე არ ვარ მარტო ჩემთან არის პატარა ჩემი

უკვე გრძნობ მის გულისცემას შენში, უკვე ერთნი ხართ, ყველაფერს თანაბრად იზიარებთ: მას ტკივა, როცა შენ გტკივა, ის ტირის, როცა შენ ტირი, ის მოწყენილია -როცა შენ სევდიანი ხარ, იცინის, როცა იცინი, უხარია როცა გიხარია და სწორედ მაშინ ბედნიერად გრძნობს თავს, დაცულად და უსაფრთხოდ, შენ ის გიყვარს და ცდილობ მის დაცვას, განრიდებას ყოველივე ცუდისგან, უკვე გრძნობ, როგორ ენაცვლება მთელს სამყაროს მისი სიყვარული როგორ ძლიერდება მისდამი შენი ზრუნვა თუ მოფრხილება, როგორ ემზადები დათმო ყველაფერი მის გამო.
აღწერ?
– ვერა ვერ აღწერ ეს არ არის უბრალო სიყვარული. თითქოსდა ბედნიერებაა, ულევი და უსასრულო, ის შენია შენი ნეტარება, სიხარული, მოლოდინი- უსასრუილო მოლოდინი… ეფერები, ესაუბრები, ისიც თითქოს გრძნობს ყველაფერს რაც მის (შენს) გარშემო ხდება, გრძნობს როგორ ეხები, როგორი განწყობა გაქვს მის მიმართ, ღმერთო ეს ხომ საოცრებაა, მისი პაწაწინა გულის ცემით იმ სითბოს გიბრუნებს, რაც შენ მიეცი, შიგნიდან მისი ნაზი მოძრაობით თითქოს გეუბნება, როგორ მოუთმენლად ელოდება პირბელ შეხვედრას, მოძრაობითვე გიყვება და გამცნობს აწუხებს რაიმე თუ სიამოვნებს, ზოგჯერ გამალებით უცემს გული, უკვე შენს ყოველ მოძრაობაზე რეაგირებს ან დადებითად ან უარყოფითად. შენ უფრთხილდები ზოგჯერ ღამითაც კი დგები, მხოლოდ იმიტომ რომ მან ასე „მოისურვა“ შენგან მხოლოდ სითბოს და მოფერებას მოითხოვს , სხვის მიმართ გამოხატულ შენს აგრესიაზეც კი რეაგირებს – კრთის, შიშობს, ვაი თუ მასაც ეხება იგი, განიცდის, მერედა როგორ როცა რაიმე გაწუხებს, შენ ცდილობ დაიცვა თუმცა ზოგჯერ არ გამოგდის, რატომ? – იმიტომ რომ ზოგჯერ ისეც ხდება, მას მხოლოდ შენ ერთი ელოდები, დანარჩენები კი თითქოს ყველაფერს აკეთბენ შეგიწყვიტონ ეს ბედნიერება, ისიც უსუსური, შენზე დამოკიდებული განიცდის, ტკივა, ცივა შენი მარტოობა, ტირის შენს ტკივილზე, განიცდის შენს მოწყენილობას არადა შენსავით ხომ ვერავინ გრძნობს მის განცდებს, ზოგჯერ გინა მთელს სამყაროს შეევედრო არ გატკინონ რადგან ამით მასაც ეტკინება, ვერავინ მიხვდება როგორ იგრძენი მისი გულის ცემა როცა გატკინეს და ვერ აგებინებ მათ. არადა მხოლოდ ის არის შენი ერთადერთი მოზიარე გრძნობებისა, მესაიდუმლე ტკივილისა , მერე- როცა შენც დამშვიდდები და ორივეს ერთდ გიხარიათ ერთმნეთის არსებობა. ეფერები, შენს შესახებ უყვები, უმღერი, როცა ღიღინს იწყებ თითქოს ბანს მისი უსაყვარლესი მოძრაობით გაძლევს, ამ მოძრაობას, მისი პაწაწინა კიდურების ბაკუნს ყოველთვის მოუთმენლად ელი, მერე განაბული უსმენ და ქვეყნად არაფერი ისეთ სიამოვნებას არ განიჭებს, როგორც ეს. უფალს მის და შენი პატარა ოჯახის დალოცვასა და მფარველობას ევედრები. არადა გული უსასრულობამდე გტკივა, როცა ვინმესგან მისდამი უგულო დამოკიდებულებას გრძნობ. გარშემო ყველა პატარას სხა თვალით უყურებ და სხვაგვარად აღიქვამ, გგონია რომ ყველამ ვინც იცის რომ მუცლით პატარა ლამაზ სიცოცხლეს ატარებ სიხარული ეუფლება, არადა ყოველთვის ასე არ არის -ეს კი შენ პატარა ბავშვივით გწყინს.
მიყვარს ჩემი პატარა სიცოცხლე ჩემში, მომავალი და ახლანდელი იმედი შვილი-რომელსაც მუცლით ვატარებ 9 თვე, ჩემით სუნთქავს და უცემს გული -მე კი მისი მოლოდინით. რა საოცარია ბუნების ძალა: სიცოცხლეში კიდევ ერთი სიცოცხლე ვითრდება, სიხარულის და ამქვეყნიური ბედნიერების შემეცნების ერთადერთი შესაძლებლობა. მოუთმენლად გელი ჩემო პატარა, უზომოდ მიყვარხარ დე. ღმერთო დამილოცე შენი ბოძებული ჩემში შემოსული პატარა ანგელოზი. „მე არ ვარ მარტო ჩემთან არის პატარა ჩემი“

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: