ასრულებული ოცნება

ყველას აქვს ოცნება, ზოგი ოცნებობს მანქანაზე, ზოგი ბინაზე, ზოგი საზღვარგარეთ მოგზაურობაზე და რავი ათას რამეზე, მაგრამ ჩემი ოცნება არ იყო ძვირი, ჩემ ოცნებას არ ჭირდებოდა ფულის დაგროვება და თვეებით ფიქრი გადაწყვეტილების მისაღებად, ჩემს ოცნებას უბრალოდ მიგნება ჭირდებოდა.
მთელი ბათუმი მოვიარე, ყველა მაღაზიაში ვიკითხე, მაგრამ არსად და არავის ენახა ის რასაც მე ვეძებდი, ზოგმა გაიკვირვა, ზოგი დაფიქრდა, ზოგმა კი ისიც მითხრა აქ ვერ იშოვიო. 2 წლის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი, სადაცაა გადამეწყვიტა ამერიკიდან ჩამოტანა რომ არა უკანასკნელი იმედის ნაპერწკალი, გუდვილში ექნებათ, გავიფიქრე და დაუფიქრებლად გავეშურე მაღაზიისაკენ.
კარი ავტომატურად რომ არ გაღებულიყო ალბათ ვერც გავაღებდი ისე ვღელავდი, თვალებგაფართოვებული შევვარდი შიგნით და პირველივე გამყიდველს მივვარდი, გვაქვსო დამიმოწმა, აი იქ, ბოლოში იკითხეო. სუნთქვაშეკრული მივედი ბოლო დახლთან, პირველივე ცდაზე მივაგენი, იდო ისე თითქოს მისი ბრალი არ იყო ჩემი მოსვენების დაკარგვა, თითქოს არაფერს შუაში არ იყო, თითქოს მე დამეგვიანებიოს მისვლა.
ხელი დავავლე, გამოვვარდი, სახლისკენ გავეშურე და უცებ…
– ისეთი რომ არ აღმოჩნდეს როგორიც მე მგონია?
– რომ არ მომეწონოს?
– რომ …
ათასი აზრი და არც ერთი დადებითი
გავაღე კარი, მივუჯექი სასადილო მაგიდას, მოვხსენი თავი და იქედან სასიამოვნო სურნელი ამოიფრქვა, კოვზი ავიღე, ნაზად გადავუსვი პურს და ჩავკბიჩე.
სიამოვნებამ თავიდან ფეხებამდე დამიარა, ტკბილი იყო, თან მარილიანი, ყოველი მომდევნო ლუკმა სულ უფრო მეტ სიამოვნებას მგვრიდა.
აი ასე ავიხდინე ოცნება
აი ასე ვიყიდე ჩემი პირველი არაქისის კარაქი.

    • ლევანი
    • January 8th, 2013

    მეც მასე ვოცნებობდი, ჰოლივუდის ბრალია მგონი :)))
    ერთხელ მეგობართან ვჭამე და ძალიან მომეწონა :)))

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: