ინტერვიუ


ინტერვიუ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-სექსოლოგთან, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ასოცირებულ პროფესორთან, მედიცინის აკადემიურ დოქტორთან ზურაბ მარშანიასთან

ა. ა. – ბატონო ზურაბ, შესაძლებელია თუ არა სრულწლოვანი და ფსიქიკურად ჯანმრთელი ქალის რეალურად გაუპატიურება გათიშვის (ცემისაგან) ანფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენების გარეშე?

ზ. მ. -ქალს ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია მამაკაცისათვის გაუპატიურებისას. ამიტომ გაუპატიურება შესაძლებელია, თუმცა დაკავშირებულია დიდ სიძნელეებთან მოძალადისათვის, განსაკუთრებით მაშინ თუ ის მარტოა (ჯგუფური გაუპატიურებისას ეს პრობლემა ნაკლებ სირთულეებს უქმნის მოძალადეებს).

ა. ა. – ქალის სასქესო ორგანოს აგებულება იძლევა თუ არა მისი ნების საწინააღმდეგოდ მასში შეღწევის საშუალებას და არსებობს თუ არა ე.წ. „ჩაკეტვის“ იგივე სპაზმის შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს მის გაუპატიურებას?

ზ. მ. – არა, არ არსებობს.საშოსა და ანუსის (ანალური სქესობრივი აქტისას) კუნთოვანი სისტემა მისი შეკუმშვის შემთხვევაშიც კი ვერ შეაფერხებს  გაუპატიურებას, თუ მოძალადეს ადექვატული ერექცია განუვითარდა. შეუძლებელია იგივეს თქმა მაშინ, როდესაც მოძალადე ორალურად ცდილობს მსხვერპლის გაუპატიურებას. ასეთ დროს ქალს ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია და გაუპატიურება ამ დროს ძნელი წარმოსადგენია.

ა. ა. –  რა თავისებურებები გვხვდება ქალწულის და არაქალწულის გაუპატიურებისას და რა შემდგომი გართულებები შეიძლება მოყვეს დასრულებულ გაუპატიურებას?

ზ. მ. – ქალწულის გაუპატიურებისას ხდება საქალწულე აპკის უხეში გაგლეჯა, რაც ფსიქოლოგიურ ტრავმირებასთან ერთად შეიძლება გახდეს მსხვერპლის დაინფიცირების დამატებითი საფრთხის მატარებელი(ისეთი სექსუალურად გადამდები ინფექციებით დაავადების  თვალსაზრისით როგორებიცაა: შიდსი, ჰეპატიტი და სხვადასხვა ვენერიული სნეულებანი). თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება მოხდეს არაქალწულის გაუპატიურების დროსაც. ინფიცირებისა და ფსიქიკური ტრავმის გარდა, როგორც ქალწულის ისე არაქალწულის გაუპატიურებას ხშირად თან ახლავს ხოლმე როგორც სასქესო ორგანოების ტრავმები (ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული და სახიფათო), ასევე სხეულის სხვა ნაწილის, მაგალითად ქალა-ტვინის ტრავმები (რაც განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს სიციცხლისათვის). უაღრესად მძიმე გართულებაა მსხვერპლის შესაძლო დაორსულება გაუპატიურების შემდეგ, რაც ხშირად ხელოვნური აბორტის საჭიროებას წარმოშობს (მისი ყველა არასასიამოვნო შედეგებიდან გამომდინარე, პირველ რიგში არანამშობიარევი ქალისათვის).

ა. ა. – შესაძლებელია თუ არა ანალური და ორალური გზებით გაუპატიურება და რა საფრთხეებთანაა ეს დაკავშირებული?

ზ. მ. – ანალური სექსის გზით გაუპატიურება ნაკლებად განსხვავდება ვაგინალურისაგან (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უხეში ანალური სექსის დროს მეტია მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ტრავმების მიყენების ალბათობა). ორალური გზით გაუპატიურებისას კი განსხვავება ასეთია. ვაგინალური და ანალური გაუპატიურებისასმოძალადეს (თუ მან დაძლია მსხვერპლის წინააღმდეგობა) ფაქტიურად არ ხვდება არანაირი დაბრკოლება, იმისიის (სასქესო ორგანოს შეყვანის) განხორციელების დროს.ორალური გაუპატიურების მცდელობა კი მოძლადისთვის, რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია, რადგან ქალს მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია (მაგალითად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მსხვერპლის მხრიდან მოძალადის სასქესო ორგანოს დაზიანებას კბენით). შესაბამისად, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ორალური სექსის გზით გაუპატიურების შესაძლებლობა ერთობ საეჭვოა.

ა. ა. -სექსოლოგიური თვალსაზრისით, რა იგულისხმება ნორმალურ  სქესობრივ  აქტში და აღნიშნულის შემთხვევაში სავალდებულოა თუ არა პარტნიორებმა განიცადონ ორგაზმი და მამაკაცის მხრიდან მოხდეს ეაკულაცია?

ზ. მ. – სქესობრივ აქტს სამედიცინო ენაზე კოიტუსი ეწოდება, დღევანდელი ანუ თანამედროვე სექსოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ყველა სახის სქესობრივი აქტი,  როდესაც ხორციელდება იმისია. შესაბამისად, ვაგინალური, ორალური და ანალური სექსიც  სქესობრივ აქტად (კოიტუსად) ითვლება. კოიტუსის დროს არ არის აუცილებელი ქალის მხრიდან ორგაზმისა და მამაკაცის მხრიდან ეაკულაციის არსებობა. კოიტუსი ჩატარებულად ითვლება იმისიის მომენტიდან.

ა. ა. – შეიძლება  თუ არა ქალმა განიცადოს  ორგაზმი  გაუპატიურებისას?

ზ. მ. – იმ  უმძიმესი ფსიქიკური, ფიზიკური ტრავმისა და საშინელი ფსიქოლოგიური შეგრძნებიდან გამომდინარე, რასაც გაუპატიურებისას განიცდის ქალი, ძნელი წარმოსადგენია მან ორგაზმი განიცადოს გაუპატიურებისას, თუმცა თეორიულად ამის გამორიცხვა შეუძლებელია.

ა. ა. – თუ პირი მოძალადეა ითვლება თუ არა ეს დევიაციად?

ზ. მ. -არსებითად ამას ადგენს სასამართლო  ფსიქიატრიული ექსპერტიზა, შესაძლოა გაუპატიურება ჩაიდინოს სექსუალური გადახრის მქონე პიროვნებამ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ძალადობის შემთხვევა არ არის დაკავშირებული დევიაციასთან. ეს ექსპერტიზის დასადგენი საკითხია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

ა. ა. – თუ მსხვერპლი  რეალურად უწევს წინააღმდეგობას მოძალადეს, აღნიშნულ დაბრკოლებას მამაკაცში ერექციის მოდუნების გამოიწვევა შეუძლია თუ პირიქით?

ზ. მ. -შესაძლოა ქალის წინააღმდეგობის გამო მოძალადეს შეუსუსტდეს კიდეც ერექცია თუმცა შეიძლება მოხდეს პირიქითაც (თუ მას სადო-მაზოხისტური ვნებებიდან გამომდინარე მსხვერპლის წინააღმდეგობა უფრო აღაგზნებს).

ა. ა. – თქვენი როგორც სექსოლოგის აზრით მიმართავენ თუ არა  რეალურად გაუპატიურებული ქალები  სამართალდამცავ ორგანოებს  და თუ გქონიათ პრაქტიკაში ამ მოვლენასთან შეხება?

ზ. მ. – სამწუხაროდ არა ერთხელ მქონია სამედიცინო პრაქტიკაში შემთხვევა, როცა შეიძლებოდა მაღალი ალბათობით მევარაუდა, რომ წარსულში ჩემი პაციენტი ქალის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. შესაძლოა ეს არც ყოფილიყო მაინცა და მაინც გაუპატიურება, მაგრამ რაიმე სახის სექუალურ ძალადობას ნამდვილად ჰქნდა ადგილი. რაც შეეხება მიმართვას სამართალდამცავ ორგანოებისთვის.სამწუხაროდ რეალურად  ძალადობის მსხვერპი არა თუ არ მიმართავს ხშირად პოლიციას, პირიქითმთელ რიგ შემთხვევებსი ყველანაირად ცდილობს დამალოს გაუპატიურების ფაქტი. ეს სხვა და სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:

1.ხშირად გაუპატიურებას სჩადის ისეთი პიროვნება, რომელიც ძალადობის მსხვერპლისათვის ძვირფასი ადამიანია. მაგალითად: ნათესავი, ქმარი, შეყვარებული, ახლო ნაცნობი. შესაბამისად გაუპატიურებულ ქალსარ ემეტება მოძალადე იმ მკაცრი სასჯელისათვის რომელიც მას ელის.

2. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სირცხვილის გრძნობა. ვინაიდან ქალები ხშირადთვლიან, რომ საზოგადოება მათ გაკიცხავს და ვერ გაუგებს. რატომღაც მიიჩნევა რომ პატიოსან ქალს არავინ შეეხება რაც არ არის მართალი.

3. კიდევ ერთ-ერთი მიზეზი არის ანგარიშსწორების შიში. ვინაიდან, ხშირად დაზარალებული თვლის, რომ თუ სამართლდამცავ ორგანოებს მიმართავს მოძალადე შურს იძიებს მასზე.

4. არის შემთხვევები, როდესაც გაუპატიურების შემდეგ, მოძალადის ოჯახი გარიგებაში შედის მსხვერპლის ოჯახთან და მოძალადე ჯვარსაც კი იწერს მის მიერვე გაუპატიურებულ ქალზე. ქალის ოჯახიც არასასურველი საზოგადოებრივი რეზონანსის გამო (განსაკუთრებით პროვინციაში) იძულებულია დათანხმდეს ამას და აღარ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს

აი ეს არის ის ძირითადი მიზეზები რის გამოც ხშირად დაუსჯელი რჩება რეალური დამნაშავე, არადა აუცილებელია, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება და აქ უფრო მეტი მნიშვნელობა  აქვს სასჯელის გარდაუვალობას ვიდრე მის ზომას .

ა. ა. – დროის მოკლე ინტერვალში მაგ: 2 საათის განმავლობაში  რამდენჯერ შეიძლება ორგაზმის შემდეგ მამაკაცს დაუბრუნდეს ერექცია და ისევ დაამყაროს სქესობრივი კონტაქტი?

ზ. მ. -ეს დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ მამკაცზე, მის სქესობრივ კონსტიტუციასა (რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი, საშუალო და სუსტი) და ასაკზე. ჩვეულებრივ, ეაკულაციის შემდეგ ხდება ერექციის საწინააღმდეგო პროცესი,მოდუნება (ანუროგორც ამას სექსოლოგიაში უწოდებენ – დეტუმენესცენცია). მოდუნების პერიოდი ანუ რეფრაქტერული პერიოდი  რამოდენიმე ხანს გრძელდება (საშუალოდ 2 საათამდე) თუმცა ძლიერი სქესობრივი კონსტიტუციის მქონე მამაკაცებს რეფრაქტერული პერიოდი უფრო მოკლე აქვთ. როდესაც რეფრაქტერული პერიოდის დასრულების შემდეგ მამაკაცი ხელმეორედ ამყარებს სქესობრივ კავშირს ქალთან, ამას ექსცესი ეწოდება. მაქსიმალური ექსცესი ერთ ღამეში (მამაკაცის სქესობრივი კონსტიტუციისა და ასაკიდან გამომდინარე) შეიძლება მერყეობდეს ორიდან ექვს-შვიდამდე და მეტამდეც კი.

ა. ა. – შესაძლებელია თუ არა მამაკაცის გაუპატიურება ქალის მიერ?

ზ. მ. – ჩემ პრაქტიკაში ასეთი არ შემხვედრია. თუმცა თეორიულად,სამედიცინო ლიტერატურზე დაყრდნობით ეს შესაძლებელია.პრობლემა აქ იმაშია, რომ ქალისაგან განსხვავებით მამაკაცს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ კოიტუსის ჩატარება ფიზიოლოგიურად არ შეუძლია. მას უბრალოდ ერექცია არ განუვითარდება. თუმცა, აღწერილია შემთხვევები, როცა მამაკაცის გაუპატიურება ქალის (ქალების) მიერ მომხდარა მექანიკური საშუალებებით ერექციის გამოწვევის გზით (რაც თეორიულად შესაძლებელია).მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს საკმაოდ  ძნელი წარმოსადგენია. საქართველოში ასეთი ფაქტების არსებობას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ამის ალბათობის გამორიცხვაც შეუძლებელია. რაც  შეეხება სამედიცინო პრეპარატების გამოყენებას. მაგალითად ერექციის ყველაზე ცნობილი მოდულატორის  ვიაგრას მიღებავერ გამოიწვევს ავტომატურად ერექციასმამაკაცში. ამ ჯგუფის პრეპარატები აუმჯობესებენ და აძლიერებენ ერექციას, მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობას ძლიერი სექსუალური სტიმულაცია და სქესობრივი აქტის ჩატარების მოტივაცია მამაკაცის მხრიდან. დამეთანხმებით, რომ ქალის მიერ მამაკაცის გაუპატიურების სავარაუდო მცდელობის შემთხვევაში მამაკაცს ასეთი მოტივაცია ნამდვილად ვერ ექნება. ასე რომ ვიაგრის გამოყენებით, ქალის მიერ მამაკაცის გაუპატიურების შანსები ვერაფრით ვერ გაიზრდება. რა თქმა უნდა არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ქალის მიერ მამაკაცაცის გაუპატიურება, ქალის მიერ მამაკაცის ცდუნებასთან მისი სქესობრივი კავშირისაკენ დაყოლიების მიზნით, რაც საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და ნამდვილად ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად.

ა. ა. – დიდი მადლობა ინტერვიუსათვის ბატონო ზურაბ.

 

ავტორი: ანა აკოფოვა

ფოტოს წყარო

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: