გაუპატიურება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და

სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

 

 

სამაგისტრო ნაშრომი:

გაუპატიურებასთან დაკავშირებული

სისხლისსამართლებრივიპრობლემები

( წარმოდგენილია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად)

ნაშრომის ავტორი:

მაგისტრანტი, II კურსის სტუდენტი

ანა აკოფოვა

მეცნიერ ხელმძღვანელი: სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი               ომარ ფარტენაძე

 

ბათუმი  2012

ა ნ ო ტ ა ც ი ა

„გაუპატიურებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი  პრობლემები“ – აღნიშნულ ნაშრომში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 და 138 მუხლები, მასთან დაკავშირებული პრაქტიკაში არსებული სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები.

ნაშრომში საკითხი დასმული და განხილულია ქალის გაუპატიურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტზე, რეალურ შესაძლებლობაზე და ასევე მოყვანილია პრაქტიკაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი ამ მიმართულებით. თემის ძირითად ნაწილში გაშლილია ის საკითხები, რაც უშუალოდ ქალის გაუპატიურებას უკავშირდება, ხოლო დასკვნით ნაწილში გაკეთბულია ჩატარებული კვლევის საფუძველზე ნაშრომის  საბოლოო ანალიზი. ასევე მკითხველს ვთავაზობთ სამ ძირითად და არსობრივ სიახლეს გაუპატიურებასთნ დაკავშირებით.

ნაშრომი შედგება შესავალი ნაწილის, ხუთი თავის, თორმეტი პარაგრაფისა და დასკვნითი ნაწილისაგან, ასევე თემას ახლავ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

Аннотация

„Уголовно-правовые проблемы изнасилования“ – В данной работе обсуждается статья 137 и 138 уголовного кодекса грузии, связанные с ним Практические трудностии пути их решения.

В работе обсуждаются вопросы связанные с различными аспектами изнасиловании женщины и про реальные возможности, а также приведены практические примеры и ихнии анализ. В основной части работы говориться про изнасилование женщины, а в заключительной  части, про анализ проведенной работы.  Читателю мы также предлагаем три основных и важных новостей про изнасилование.

Работа состоит из вводной части, пяти глав, двенадцать параграфов и заключительной части, также имеется список используемой литературы.

 

 

 

 

 

                                                                          გვ.

შესავალი ———————————————————————————————————–1

თავი I. გაუპატიურებისსისხლისსამართლებრივიეტიმოლოგია

$1. საკითხის დასმა  ———————————————————————————-3

$2. გაუპატიურების ეტიმოლოგია ————————————————————–5

თავი II. სამართლისმატერიალურნაწილთანდაკავშირებულისაკითხების           მოკლეანალიზი

$1. დანაშაულის ხასიათი ————————————————————————-10

$2. გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით    მოქმედების     მოქცევა კანინოს ერთ მუხლში —————————————–13

თავი III. გაუპატიურებისზოგადიკრიმინალისტიკურიმიმოხილვა

$1. გაუპატიურების გამოძიება  —————————————————————18

$2. ტიპიური საგამოძიებო ვერსიები და გამოძიების დაგეგმვა —————–22

$3. საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები— 25

თავი IV. გაუპატიურებასთანდაკავშირებულისისხლისსამართლებრივი         პრობლემები

$1. საკითხის დასმა—————————————————————–­­­­—27

$2. ნებაყოფლობის არსი————————————————————–29

$3. ქალის გაუპატიურება და მასთან დაკავშირებბული სირთულეები—–32

$4. გაუპატიურება მუქარით———————————————————42

თავი V. პრაქტიკაშიარსებულირეალობა

$1.ზოგიერთი სისხლის სამართლის საქმის მიმოხილვა და ანალიზი——-46

დასკვნა——————————————————————————————56

გამოყენებული ლიტერატურა—————————————————————62

                                           შესავალი

 

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება წარმოადგენს ადამიანის სქესობრივი თავისუფლების უფლების დარღვევას და იგი დასჯადია სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო, გლობალურ პრობლემას, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი აქტუალობა და სისხლის სამართლებრივი, სოციალური თუ სხვა პრობლემატიკა.

მიზანი:     ჩვენი მიზანია აღნიშნულ ნაშრომში წარმოვადგინოთ და სრულყოფილად ავსახოთ ყველა ის საკითხი თუ სირთულე, რომელიც გაუპატიურებას უკავშირდება, განვიხილოთ სხვა და სხვა პროფესიის წარმომადგენელთა მოსაზრებები და დასკვნები სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. თემაში ვისაუბრებთ აღნიშნულ დანაშაულზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, აგრეთვე კრიმინალისტიკურ და სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილის პრობლემატიკაზე, გამოძიების მიდგომებსა და დასჯადობაზე.

ვთვლით, რომ გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ნამდვილად წარმოადგენს დანაშაულის იმ სახეს, რომელიც არა მხოლოდ იურისტისაგან, არამედ საზოგადოებისაგან და სხვა და სხვა სფეროს სპეციალისტებისაგან დიდ ყურადღებას საჭიროებს, ამიტომაც უნდა მოხდეს მასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა და გაშუქება, ასევე მათი გადაწყვეტისთვის გზების დასახვა და შემუშავება. ეს საკითხი არ უნდა ითვლებოდეს ტაბუ დადებულად.

ნაშრომზე მუშაობისას შევხვდით და გავესაუბრეთ მოქმედ სამართალდამცავებს და მოვისმინეთ მათი პოზიციები, ექსპერტებს, რომლებიც ამოწმებენ დაზარალებულზე მიყენებული დაზიანებების ხარისხს, ლოკალიზაციასა თუ ხანდაზმულობას, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ საინტერესო იყო მათი სუბიექტური აზრი გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ერთმა მათგანმა ისიც კი განაცხადა, რომ მისი 12 წლიანი მუშაობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჩამოუყალიბდა დამოკიდებულება რომ ადგილი ჰქონდა რეალურ გაუპატიურებას და აღნიშნული საქმე ჩვენ განხილული გვაქვს თემაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებითა და დახმარებით გავეცანით სასამართლოს არქივში არსებულ ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმეს. გავესაუბრეთ მოქმედ და ყოფილ პროკურორს. არა ერთ გინეკოლოგს, უნდა ითქვას, რომ გაუპატიურების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ასევე ჩავწერეთ ინტერვიუ სექსოლოგ ასოცირებულ პროფესორ ზურაბ მარშანიასთან, ხოლო გავესაუბრეთ არა ერთ სექსოლოგს, გავეცანით არსებულ ლიტერატურას და ყოველივე ჩამოთვლილის შემდგომ ჩამოგვიყალიბდა გარკვეული მყარი პოზიცია გაუპატიურებასთან დაკავშირებით. კერძოდ იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელთაც ჩვენ ხაზს გავუსვამთ თემაში, ფაქტობრივად  შეუძლებელია ფსიქიკურად ჯანმრთელი, სრულწლოვანი ან 16 წელს მიღწეული ქალის (პირის) გაუპატიურება თუ იგი რეალურად წინააღმდეგია, პრეპარატული ან ძლიერეი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე, როდესაც ადამიანი კარგავს გონებას ან აბსოლუტურ კონტროლს საკუთარ თავზე. ჩვენ შევეცდებით აღნიშნულის სისწორეში დავარწმუნოთ მკითხველი და ამით სამართალდამცავებს მოვუწოდოთ, შევქმნათ ძლიერი მექანიზმი, რათა ადგილი არ ჰქონდეს არასწორი პრაქტიკის განვითარებას და არასწორ ჩანაცვლებას, კერძოდ რეალურ მსხვერპლად არ იქცნენ მამაკაცები. იმის გამო, რომ დაზარალებულის ჩვენებას რიგ შემთხვევებში უპირატესობა ენიჭება, ხოლო გამომძიებლები თავის მხრივ ვალდებულნი არინ დაიცვან დაზარალებულის ინტერესები.

რაც შეეხება ნაშრომის არქიტექტონიკას და სტრუქტურულ აგებულებას იგი შედგება შესავალი ნაწილის, ხუთი თავის, თორმეტი პარაგრაფისა და დასკვნითი ნაწილისაგან, ასევე თემას ახლავს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა,ამ უკანასკნელზე კი უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ თემაზე მონოგრაფიები, პრაქტიკულად არ მოიპოვება.

თავი I. გაუპატიურებისსისხლისსამართლებრივიეტიმოლოგია

 

                   $1. საკითხისდასმა

თემაზე მუშაობისას წარმოქმნილმა ზოგიერთმა სირთულემ გადაგვაწყვეტინა მათზე ყურადრების გამახვილება და თემაში ასახვა. ამით კი გვსურს საზოგადოების და შესაბამისი სპეციალობების წარმომადგენელთა ყურადღება მივაპყროთ საკითხს, რომელიც საკმაოდ აქტუალური და პრობლემატურია, გარდა ამისა არც თუ ისე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. დაბრკოლებები საკმაოდ ბევრია და უპირველეს ყოვლისა ეს არის ლიტერატურისა და მასალების სიმწირე, საკითხის ამ ჭრილში განხილვა როგორც ჩანს სიახლეა, ვინაიდან არ მოიპოვება სათანადო ლიტერატურა, ნაშრომები გაუპატიურებაზე რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ ჩვენ საუბარი ამ შემთხვევაში გვაქვს იმაზე, რომ ამ კითხვაზე – რეალურად შესაძლებელია თუ არა ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე, სრულწლოვანი ადამიანის გაუპატიურება, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლის, პრეპარატებისა და ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების (ცემის) გარეშე – აგებული ნაშრომი სამწუხაროდ ვერ მოვიძიეთ. ჩვენ მიმოვიხილავთ უკვე არსებულ კრიმინალისტიკურ მიდგომას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, აღნიშნულში კი განხილულია უკვე ჩადენილი გაუპატიურების დეტალები და ის, თუUრაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება გამომძიებელმა და რა მიმართულებით წაიყვანოს გამოძიება. რა თქმა უნდა ამის გარეშე ვერც ჩვენ ავაგებდით თემას და ყურადსაღებია კრიმინალისტიკური მიდგომებიც, თუმცა ჩვენს მიერ არჩეული თემის სირთულე ის გახლავთ, რომ ჩვენი აზრით თუ მსხვერპლი ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს მოძალადეს იგი შეძლებს თავის დაცვას და თავისი სქესობრივი თავისუფლების გადარჩენას შელახვისაგან. მეორე, და ჩვენ ვიტყოდით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, საკითხისადმი საზოგადოების აგრესიული დამოკიდებულება, ეს არის შაბლონური აზროვნება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩა და მიიჩნევა, რომ გაუპატიურებაზე და ზოგადად სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებით საუბარი სირცხვილია, რის გამოც ეს საკითხი ტაბუ დადებულად იქცა და დღეს როცა ჩვენ სხვა და სხვა პროფესიის ადამიანებს ვხვდებოდით და შეხედულებებს ვათანხმებდით, რათაA თემა სრულყოფილი და გამართული ყოფილიყო, აღმოვაჩინეთ, რომ ამ პრობლემაზე საუბარი გარკვეულ კომპლექსებთან არის დაკავშირებული. კომპლექსი, უპირველეს ყოვლისა არის საუბრისა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ვინაიდან თემა პირდაპირ მიბმულია სექსოლოგიასთან როგორც ერთ-ერთ მეცინიერებსთან, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ ბევრ უხერხულობას წარმოშობს. საუბარი ქალისა და მამაკაცის გენიტალიებზე, მათ აგებულებაზე, ორგაზმსა თუ სხვა მსგავს თემებზე. Gგარდა ამისა ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელს უბრალოდ არ უმსჯელია გაუპატიურებაზე.

ერთ-ერთ დილემას წარმოადგენს ასევე ის, რომ გაუპატიურება და ზოგადად სქესობრივი დანაშაულები არ არის მხოლოდ იურიდიული კატეგორია, იგი დაკავშირებულია სხვა და სხვა მეცნიერებასა თუ დისციპლინებთან. რა თქმა უნდა ყველაზე ახლოს სექსოლოგია დგას ამ შემთხვევაში სამართალთან, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ და თემიდანაც კარგად ჩანს, რომ აქ არის გარკვეული შეუთანხმებლობა და დაპირისპირება სექსოლოგიასა და სამართალს შორის.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში სექსოლოგების, როგორც მედიცინის ერთ-ერთი დარგის წარმომადგენელთა სერიოზული დეფიციტი არსებობს, ამ პროფესიის მატარებელნი ძალიან ცოტანი არიან საქართველოში და ისიც მხოლოდ დედაქალაქში. ჩვენ მოგვიხდა მათთან ინტერვიუს ჩაწერა, რომელიც რა თქმა უნდა დაგვეხმარა თემაზე მუშაობისას. დილემათაA რიცხვს მიეკუთვნება ასევე რეალურ მსხვერპლთა მიმართვიანობა, როგორც სამართალდამცავ ორგანოებისადმი, ასევე სექსოლოგებსა და ფსიქოლოგებისათვის, ანუ გაუპატიურება გარდა იმისა, რომ დანაშაულია და პატივის შელახვა, იგი სირცხვილსაც წარმოადგენს და რეალური მსხვერპლი მაქსიმალურად ცდილობს დამალოს მსგავსი ფაქტის არსებობა თავის ცხოვრებაში, რადგან თვლის, რომ საზოგადოება მათ გაკიცხავს, ეს ასეც არის და ხშირად ნამდვილი დამნაშავე დაუსჯელი რჩება, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. ამიტომ ვთვლით, რომ საზოგადოების ასეთი რადიკალური მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და აღნიშნული საკითხის ტაბუირება გაუმართლებელია.

               $2. გაუპატიურებისეტიმოლოგია

 

ეტიმოლოგია – ეს არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს სიტყვის წარმოშვებას, შედგენილობასა და თვდაპირველ მნიშვნელობას, ეს არის მოძღვრება სიტყვის შესახებ[1] გაუპატიურება წარმოადგენს სქესობრივი ხასიათის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დანაშაულს, ამ საკითხის  განხილვისას საინტერესოა მისი ეტიმოლოგია და ზოგიერთი ისტორიული ნიუანსი. ქართულ ენაში გაუპატიურება თავის თავში მოიცავს პატივის იდეას და იგი გაიგივებული და სინონიმია პატივის აყრის და ნამუსის ახდისა, ანუ საქართველოს სინამდვილეში ის არა უბრალოდ უფლების დარღვევაა, არამედ პატივის, ღირსების, ნამუსის შებღალვა, შეურაცყოფა და სირცხვილია. რუსულში გამოყენებადი სიტყვა”Изнасилованйе” – დაკავშირებულია ძალასთან. ინგლისურ ენაში კი გაუპატიურების აღმნიშვნელია სიტყვა “Rape,” რომელიც ასევე დაკავშირებულია ძალასთან, ძალისმიერ მოქმედებასთან. აღნიშნული დანაშაული ყველა ქვეყანაში თანაბარი საშიშროების შემცველია, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ყველა ქვეყანაში ძალადობის ეს სახე სხვა და სხვა იდეას ატარებს თავის სახელწოდებაში. ჩვენთვის ამ კონკრეტულ შემთხევავში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქართული სიტყვის ეტიმოლოგია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაუპატიურება ქართულ ენაში დაკავშირებულია პატივთან, საქართველოს ისტორიაში მრავლადაა ფაქტები, თუ რაოდენ დიდ შეურაცყოფად ითვლებოდა ნამუსის ახდა, იგივე გაუპატიურება, რის გამოც თავს წირავდნენ ქალები. მტრის შემოსევისას, მათზე დანებებას ერჩიათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ, ამ ფაქტებმა ასახვა ქართულ ლიტერატურაშიც ჰპოვა. აქ ასევე საგულისხმოა რელიგიური მიდგომებიც, ვგულისხმობთ იმას, რომ ქრისტიანულ სამყაროში თვითმკვლელობა ითვლება მიუტევებელ ცოდვად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქალი თავს მოიკლავს იმ მიზნით, რომ მამაკაცმა მასზე არ განახორციელოს სექსუალური ძალადობა, მაშინ ეკლესია ლმობიერია ამ საკითხში და ამართლებს სუიციდს. დასკვნის გაკეთება მარტივია, საქართველოში ქალის პატივი, ღირსება და სექსუალური ხელშეუხებლობა იმდენად მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხად  მიიჩნევა, რომ თვით რელიგიური სარჩულიც კი გააჩნია. ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილეთ იმიტომ, რომ საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ახლა კი საინტერესოა განვიხილოთ ერთი საკმაოდ რთული, უხერხული და ამავე დროს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გაუპატიურებას უკავშირდება. ჩვენ მიგვაჩნია და მკაფიოდ ვუსვამთ ხაზს იმ ფაქტს, რომ გაუპატიურება ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობი ქმედებაა, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი. საქართველოში ფრიად აქტუალური იყო და არის პატიოსნების და ქალწულობის ინსტიტუტის საკითხი, მეცნიერულ დონეზე ცოტა არ იყოს რთულია პატიოსნის დეფინიციის ჩამოყალიბება, ვინ არის პატიოსანი და ვინ არა, თუმცა უმჯობესი იქნება ამ შემთხვევაში იგი გამოვიყენოთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალის საპირისპიროდ, ანტონიმად, ყოველგვარი განმარტებების გარეშე, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის მიდგომა ერთგვაროვანია, მიიჩნევა რომ “პატიოსანი” ქალის გაუპატიურება გამორიცხული და წარმოუდგენელი მოვლენაა, რაც ვფიქრობთ რომ არასწორია და მივიჩნევთ, რომ ე.წ. პატიოსანი ქალის მიმართ განხორციელდება ძალადობა თუ მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალის მიმართ არა აქვს მნიშნველობა, სექსუალური თავისუფლება ნებისმიერ შემთხევავში ხელშეუხებელი და დაცული უნდა იყოს, დამნაშავე კი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც გაუპატიურებას სჩადის ისეთი ადამიანი, რომელსაც მსხვერპლი ვერ უჩივის, იმიტომ რომ მოძალადე მისი ნათესავი, მეუღლე ან ისეთი პიროვნებაა, რომელსაც ვერ იმეტებს სასჯელისთვის, ამდენად ასეთი დაზარალებულები თითქმის არასდროს მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის. ჩვენ კი ეს საკითხი იმიტომ წამოვჭერით, რომ განვიხილოთ პატივის და ღირსების გაგება და ის თუ რა ამოძრავებთ რეალურად იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ გაუპატიურების შესახებ.

პატივი და ღირსება ყველა ადამინას შესაძლოა ინდივიდუალურად ესმოდეს და თავად წყვეტდეს რაა მისთვის ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის შელახვა და შებღალვა, მაგრამ საინტერესოა საიდან ამოდის გაუპატიურების მსხვერლი, როცა საქმე ეხება მის სექსუალურ თავისუფლებას, ამ შემთხვევაშიც ალბათ ბევრი ისეთი ფაქტორი თამაშობს როლს, რომელთა ჩამოყალიბებაც რთულია, საინტერესოა როდის ელახება დაზარალებულს პატივი, როდის თვლის, რომ ის შეურაცყოფილია დამნაშავის საქციელით? მაშინ როცა მისი თავისუფლების დარღვევას სხვები გაიგებენ, თუ იმ წუთიდანვე როცა დარღვევა განხორციელდა. თუ ვივარაუდებთ იმას რომ რეალურად გაუპატიურებული ხშირად არც კი მიმართავს შესაბამის ორგანოებს იმის გამო, რომ დამნაშავე მისთვის ახლობელ ადამიანს წარმოადგენს, მაშინ გამოდის რომ ის ითმენს ამგვარ შეურაცყოფას, ან უფრო მეტიც ის არიდებს თავს ღირების რეალურ შელახვას და მსხვერპლის აზრით ასეთი შეიძლება მაშინ მოხდეს როცა საზოგადოება გაიგებს მის ტრაგედიას, ან აღიქვამს თუ არა ტრაგედიად ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ ქალი აგრძელებს მოძალადე მამაკაცთან თანაცხოვრებას ისე რომ არ აცხადებს ამის შესახებ, მაშინ მას მოსწონს მსხვერპლის როლში ყოფნა იმიტომ, რომ მაზოხისტური ბუნება აქვს ან უბრალოდ მიიჩნვეს რომ შესაძლოა უფრო შეელახება თავმოყვარეობა გამჟღავნების შემთხვეევაში. ამიტომ, ამგვარად დავსვამთ საკითხს, რას წარმოადგენს სექსუალური თავისუფლება, ერთის მხრივ ე.წ. პატიოსანი ქალისთვის და მეორეს მხრივ მსუბუქი ყოფაქცევის ქალისთვის და რომელ მათგანს რა განცდა ამოძრავებს რეალურად როცა აცხადებენ ფაქტის შესახებ?

ჩვენ ჩამოგვიყალიბდა გარკვეული მიდგომა ამ საკითხისადმი. როგორც სისხლის სამართლის პრაქტიკა აჩვენებს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის, დაზარალებულებად გვევლინებიან მართლაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ან ადამიანები რომელებიც სამწუხაროდ გაუპატიურებას ემსხვერპლნენ. ეს შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ მამაკაცების ნაწილისთვის წარმოუდგენელია ქალისგან უარი, მაშინ როცა მისი “სტატუსის” შესახებ იციან და მიიჩნევენ, რომ თუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე იხმარენ ძლას ეს სულაც არ არის ძალადობა, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ პრაქტიკა ერთის მხრივ ცხადყოფს, რომ ასეთი დაზარალებულები ხშირად იმიტომ აცხადებენ ფაქტის შესახებ, რომ მამაკაცმა სექსუალური კონტაქტის შემდეგ მომსახურების თანხა არ გადაუხადა, ან უხეშად მოექცა და ა.შ. ანუ ამოძრავებს შურისძიება ან უბრალოდ სურს რომ მამაკაცი, რაღაცით დააზიანოს და ასეთი შემთხვევები ძალაინ ხშირად არ არის გაუპატიურება, გამოძიება არ არის ვალდებული და არც  უნდა იყოს ამის საჭიროება დაინტერესდეს თუ რა ცხოვრების წესი აქვს დაზარალებულს, პირიქით ვალდებულია მოახდინოს რეაგირება დანაშულზე და დაიცვას დაზარალებულის უფლებები, ხოლო ეს ის შემთხვევაა როდესაც სისხლის სამართლის პროცესი პირდაპირ იძლევა მითითებას რომ მოხდეს დაზარალებულის მიერ დასახელებული დამნაშავის დასჯა, ამდენად ხშირად გამომძიებელი საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე ვალდებულია დაზარალებულის პოზიციის დასაცავად იმოქმედოს. ამ შემთხვევაში დასმულ კითხვაზე პასუხი მკაფიოა, ქალს ამოძრავებს არა შელახული ღირსების აღდგენა და დაცვა არამედ შურისძიება სხვა მიზეზების გამო.

რაც შეეხება ე.წ. პატიოსან ქალებს, ან უბრალოდ იმ ადამიანებს რომელთათვისაც მათი სექსუალური თავისუფლება მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება სექსუალური ძალადობის განხორციელებას განსაკუთრებით სხვა, მათთვის უცხო ადამიანების მხრიდან, ისინი ბოლო ძალების გამოყენებამდე ცდილობენ თავი დაიცვან და ასეთ შემთხვევაში ან უმძიმეს ჯანმრთელობის დაზიანებს ღებულობენ ან იღუპებიან.

ამდენად თუ რეალურად გაუპატიურებას და პატივის და ღირსების დაცვას ეხება სქმე რა თქმა უნდა ადგილი არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებას ან კიდევ დაბრალებას და გაუპატიურების იმიტაციის შექმნას. ხშირად დაზარალებული არ აცხადებს პირადად გაუპატიურების შესახებ იმიტომ, რომ თვლის, რომ ამით უფრო შეელახება ღირსება ან თვითონ გადაუხდის სამაგიეროს. წინა პლანზე ღირსების და პატივის წამოწევა ხშირად გადაფარავს ხოლმე სექსუალური თავისუფლების, როგორც ასეთის, გაგებას, ადამიანებისთვის ხშირად მიიჩნევა რომ მხოლოდ ქმარს აქვს უფლება მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყაროს, თუნდაც სურვისლის საწინააღმდეგოდ, ან კიდევ არა სასურველობის მიუხედავად, აქ კი ვაწყდებით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ასეთი ადამიანები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ რას წარმოადგენს სექსუალური თავისუფლება, აი გაუპატიურების შემთხვევაში პირველ რიგში დაზარალებულს ამ უფლების წვდომა უნდა შეეძლოს და უნდა განიხილავდეს არა მოწყვეტით პატივის და ნამუსისაგან არამედ მთლიანობაში. ამდენად როდესაც ქმარი ძალადობით, ცოლის სურვილის საწინააღმდეგოდ ამყარებს მასთან კონტაქტს, ეს უკანასკნელი კი ამ ქმედებას მორჩილად იტანს, იმიტომ რომ არ მიიჩნევს ღირსებას შელახულად, ხოლო თუ იგივეს სხვა გააკეთებს ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს დადგეს მოძალადის პასუხისმგებლობა, საქმე გვაქვს სექსუალური თავისუფლების არასწორ გაგებასთან. ჩვენ კი სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ ანუ თავისუფლების წვდომიდან, როდესაც განვიხილავთ გაუპატიურებას. მაშ ასე, ეტიმოლოგიური, ისტორიული თუ კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, გაუპატიურება და ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს და განიხილებოდეს სწორედ სექსუალური თავისუფლების ჭრილში, სწორად გაგებაში და კვალიფიკაციის პრობლემის დაყენებაც აქედან უნდა დავიწყოთ, თუ რა ამოძრავებს დაზარალებულს რეალურად და არის თუ არა იგი ნამდვილად ძალადობის მსხვერპლი.

    

 

 

 

 

 თავი II. სამართლისმატერიალურნაწილთანდაკავშირებული 

                                       საკითხებისმოკლეანალიზი

                               $1. დანაშაულისხასიათი

 

გაუპატიურებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს კვალიფიკაციის პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება დანაშაულის ფორმალურ და მატერიალურ მხარეებს, კითხვა თუ რომელი კატეგორიისაა 137-ე მუხლი, პასუხი ორაზროვანი და არაერთგვაროვანია. ვინაიდან მეცნიერთა ნაწილი დანაშაულს მატერიალურად მიიჩნევს ხოლო ნაწილი ფორმალურად, პრაქტიკაც ასევე არაერთგვაროვანია და უფრო მეტიც, დანაშაულის შემადგენლობის სხვა და სხვა ეტაპსაც კი ზოგჯერ არაერთგვაროვნად განიხილას. თუ აღნიშნული დანაშაული ფორმალურია მაშინ იგი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს დამნაშავის, მოძალადის მიერ თუნდაც მსხვერპლისათვის ტანსაცმლის შემოხევისთანავე, ხოლო თუ მატერიალური, მაშინ დანაშაული ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი, რომ დასრულებულად ჩაითვალოს, ანუ უნდა მოხდეს იმისია. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვექნება გაუპატიურების მცდელობა. სამართლებრივად გაუპატიურებად იწოდება სწორედ ქალისა და მამაკაცის გენიტალიური და არა სხვაგვარი (ანალური, ორალური და სხვა) კავშირი, ამიტომ გაუპატიურება ამ თვალსაზრისით დასრულებულ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მოხდა იმისია. სამედიცინო თვალსაზრისითაც სქესობრივი აქტი იმისიის მომენტიდან ითვლება დასრულებულად, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგით დასრულდება იგი პარტნიორებისათვის (ანუ განიცდიან თუ არა ორგაზმს).

ასოცირებული პროფესორის ნინო თოდუას აზრით, გაუპატიურების შემადგენლობას ვერ მოგვცემს მხოლოდ ძალადობა, ძალადობის მუქარა ან უმწეო მდგომარეობის გამოყენება, თუკი მას თან არ ახლავს სქესობრივი კავშირი. თავისთავად ეს ქმედებები, თუკი მიმართულია სქესობრივი კავშირის დაჭერისკენ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც გაუპატიურების მცდელობა ან მომზადება, ხოლო – აგრძელებს მეცნიერი – თუ დამნაშავემ განახორციელა ძალადობა, მაგრამ სქესობრივი კავშირის დაჭერა დაზარალებულთან ვერ მოახერხა სხვა და სხვა გარემოებების გამო, ქმედება კვალიფიცირდება როგორც გაუპატიურების მცდელობა[2]. ანუ მისი აზრით 137-ე მუხლი არის მატერიალური დანაშაული და იგი შედეგზეა ორიენტირებული. თუ დავაკონკრეტებთ შედეგის შინაარს აქ იგულისხმება გენიტალიების თუნდაც მომენტალური შეხება, მნიშვნელობა არა აქვს განხორციელდა თუ არა სტიმულაცია ან მაგალითად დეფლორაცია (ქალწულების შემთხვევაში). ზოგიერთი იურისტის აზრით გაკოჭვის, მუქარის განხორციელების ან ტანსაცმლის შემოხევის მომენტიდან დანაშაული ფორმალურ ხასიათს ატარებს. მაგალითად სქესობრივი ძალადობის განხორციელების მიზნით პიროვნება დაემუქრა დაზარალებულს ან სცემა იგი, მას რა თქმა უნდა შეელახა უფლებები. ასევე ქალს ტანსაცმლის შემოხევისას და ეროგენულ ზონებზე შეხების მომენტიდან ელახება პატივი, ღირსება გაუპატიურების როგორც სიტყვის ეტიმოლოგიაში ჩადებული ყველა მნიშვნელობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუპატიურებას, ამდენად დამნაშავე რა თქმა უნდა  უნდა დაისაჯოს, მაგრამ მცდელობისთვის.

იგივე აზრს ავითარებს მეცნიერი წულაია, რომელიც თვლის, რომ გაუპატიურება დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც დამნაშავე სხვა და სხვა ხერხის გამოყენებით დაიწყებს სქესობრივი კავშირის დამყარებას დაზარალებულთან, ამასთან მნიშვნელობა არა აქვს მიიყვანს თუ არა ბოლომდე სქესობრივ აქტს, ამდენად გაუპატიურება იურიდიული თვალსაზრისით დამთავრებულია სქესობრივი აქტის დაწყებიდან, ვინაიდან ამ დროიდან უკვე ხელყოფილია ადამიანის სქესობრივი თავისუფლება[3]გაუპატიურება ფორმალური ხასიათის ვერ იქნება, მისი საშიშროების მიუხედავად, იმდენად რამდენადაც იგი ვერ ამოვარდება სამედიცინო ანუ სექსოლოგიური გაგებიდან, ეს უკანასკნელი კი სქესობრივ აქტად იმისიას განიხილავს, ხოლო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე თუ ვმსჯელობთ მაშინ წინა პლანზე სწორედ სქესობრივი აქტი უნდა წამოიწიოს და მისი სწორი განმარტება, სხვაგვარად ვერ განვიხილავთ გაუპატიურებას. ამდენად მიუხედავად იმისა, რომ იურისტებს და ზოგიერთ სამართალდამცავს მიაჩნია, რომ გაუპატიურება ფორმალური ხასიათის დანაშაულია და არ გააჩნია მცდელობა, ანუ მისი ერთ-ერთი შემადგენლობა განხორციელების მომენტიდან დასრულებულად მიიჩნევა, ჩვენ მაინც არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას და ვთვლით, რომ სამართლებრივი, სამედიცინო და პრაქტიკული თვალსაზრისითაც გაუპატიურება უნდა იყოს მატერიალური ხასიათის და შედეგზე ორიენტირებული, იგი დასრულებულია იმისიის მომენტიდან. გაუპატიურება დამთავრებულად ითვლება სქესობრივი აქტის დაწყების მომენტიდან, ე.ი. ამ დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საჭირო არ არის, რომ სქესობრივი აქტი დასრულებული იყოს ბიოლოგიური თვალსაზრისით (ეაკულაციით) ან დაზარალებულმა ქალწულობა დაკარგოს (დეფლორაცია).

 

 

 

$2. გაუპატიურებისადასექსუალურიხასიათისძალმომრეობით

                 მოქმედებისმოქცევაკანონისერთმუხლში

ვიდრე უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მიგვაჩნია განვიხილოთ ერთი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსიდან, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გაუგებრობა თემის ირგვლივ. კერძოდ: ქართულ საკანონმდებლო სივრცეში სქესობრივი ხასიათის დანაშაულებებში სიხლის სამართლის კოდექი განასხვავებს და განაცალკავებს 137-ე და 138-ე  მუხლებს ანუ გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას. აღნიშნული მუხლები ძირითადად არა მხოლოდ სახელწოდებითა და ნუმერაციით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ კანონმდებელმა ისინი განაცალკევა იმ მიზნით, რომ გაუპატიურება ჩვეულებრივ სქესობრივ კონტაქტად აღქმულიყო, ხოლო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება გაუკუღმართებულ სქესობრივ კონტაქტად, ამ ორი მუხლის განსხვავებაში კანონმდებელმა მოიაზრა ის, რომ თუ მოძალადე მამაკაცია და იგი სექსუალური ხასიათის იძულებას ამყარებს მხოლოდ და მხოლოდ ქალთან და თანაც მხოლოდ გენიტალიების მეშვეობით ეს არის გაუპატიურება, ხოლო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში იგულისხმება “მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით.[4] (კოდექსი) სხვა მხრივ განსხვავება არც ჩადენის ხერხშია და არც მეთოდებში არც ამ ორი მუხლის პუნქტებსა და ქვეპუნქტებს შორისაა განსხვავება. ეხლა კი საინტერესოა რას გულისხმობს კანონმდებელი გაუკუღმართებულ კონტაქტში და რატომ განასხვავა ეს ორი მუხლი ერთმანეთისგან? საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში თუ დავეყრდნობით კანონის კომენტარს და მათ განმარტებებს, აქტიურად იყენებენ და იმოწმებენ მედიცინას როგორც არგუმენტს ამა თუ იმ გამნარტებების გაკეთებისას და სწავლების პროცესშიც რა თქმა უნდა ამ განმარტებებით ხდება კოდექსის შესწავლა. ისმის კითხვა, რა იგულისხმება ანუ მედიცინის რომელ დარგს იშველიებენ განმარტებებში? პასუხი ცალსახა უნდა იყოს – სექსოლოგია, ვინაიდან 137-ე და 138-ე მუხლები სქესობრივი ხასიათის დანაშაულებს მიეკუთვნება ხოლო სექსოლოგია სწორედ სქესობრივ კონტაქტს და მასთან დაკავშირებულ სხვა და სხვა პრობლემებს იკვლევს. კერძოდ: სექსოლოგია, არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ადამიანის სექსუალობას, მის როგორც ნორმალურ ასევე გვერდით მხარეებს.[5] თუ გავეცნობით სექსოლოგიის მიდგომას ამა თუ იმ საკითხისადმი და ასევე კანონის ამ ორ მუხლს მაშინ მკაფიოდ დავინახავთ, რომ ეს ორი დარგი ერთმანეთს ეწინააღმდეგება გარკვეული თვალსაზრისით, უფრო მეტიც კანონი გასცდა სექსოლოგიის გაგებას სქესობრივ კონტაქტთან მიმართებაში და იგი უფრო რელიგიურ და ზნეობრივ სფეროში გადავიდა, რაც პირდაპირ უპირისპირდება სექსოლოგიას და ზოგადად მედიცინის მიდგომებს. აღნიშული საკითხის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სექსოლოგია საერთოდ არ იცნობს ტერმინს გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი, ხოლო თუ კანონი ეყრდნობა მედიცინის ამ დარგს როგორც აუცილებელს და საჭიროს მაშინ არ უნდა უპირისპირდებოდეს მას, ნორმალურ სქესობრივ აქტს ერთ-ერთი სექსოლოგი, ასოცირებული პროფესორი ბატონი ზ. მარშანია განმარტავს: “სქესობრივ აქტს სამედიცინო ენაზე კოიტუსი ეწოდება, დღევანდელი ანუ თანამედროვე  სექსოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ყველა სახის სქოსობრივი აქტი, როდესაც ხორციელდება იმისია, შესაბამისად, ვაგინალური, ანალური და ორალური სექსიც სქესობრივ აქტად (კოიტუსად) ითვლება.“ რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, რომლის სახეებადაც მოიაზრება მამათმავლობა და ლესბოსელობა, აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ნორმალიზაცია და დეპათოლოგიზაცია რამდენადაც ცნობილია 1973 წელს მოხდა, როდესაც იგი ამოიღეს ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან. Aუნდა ითქვას რომ  ქალთა შორის ისევე როგორც მამაკაცთა შორის სქესობრივი კონტაქტიც ითვლება ნორმალურ სქესობრივ აქტად და მისი ნორმალურ ან არანორმალურ აქტებად განხილვა დაუშვებელია, შესაბამისად ქალთა შორის ძალადობაც შეგვიძლია მოვიაზროთ გაუპატიურებაში, უფრო მეტიც, კანონი იყენებს ტერმინს გაუკუღმართებულს, რაშიც მოიაზრებს ანალურ, ორალურ ან სხვაგვარ სქესობრივ კონტაქტებს, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუღებელია სექსოლოგიური თვალსაზრისით. გაუკუღმართებულის ნაცვლად რომ კანონმდებელს გამოეყენებინა ტერმინი დევიაცია, პარაფილია და ა.შ არავითარ უხერხულობას არ წარმოშობდა, თუმცა მაშინ საჭირო იქნებოდა უფრო განსვავაებული ქმედებების კრიმინალიზაცია, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანუ 137-ე და 138-ე მუხლებში არ გვხვდება. საინტერესოა რას გულისხმობს სექსოლოგია დევიაციასა და პარაფილიებში რაც კანონში ერთი შეხედვით ჩანაცვლებულია სიტყვა გაუკუღმართებულით და არასწორად არის ფორმირებული: „დევიაცია“ ლათინური სიტყვაა და გადახრას ნიშნავს. შესაბამისად, სექსუალური დევიაცია აღნიშნავს სექსუალურ გადახრას ნორმიდან. დღეს მისი ყველაზე მისაღები ტერმინი მედიცინაში არის პარაფილია. „პარაფილია“ ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „სიყვარულთან ახლოს”. სამედიცინო ტერმინოლოგიაში კი იხმარება როგორც აღმნიშვნელი მდგომარეობისა, როდესაც სექსუალური ლტოლვა და სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა არა საყოველთაოდ მიღებული, ეგრეთ წოდებული სექსუალური ქცევებისგან, არამედ ადამიანის ფანტაზიებში აღმოცენებული არასტანდარტული განცდებისა და მისწრაფებებისგან, რომლებიც შემდგომ დომინირებენ მის სექსუალურ ქცევაშიც. პარაფილიების დროს სექსუალური ლტოლვის ობიექტი შეიძლება გახდეს ტანსაცმელი, თეთრეული, მცირეწლოვანი არსება, ცხოველი და ასე შემდეგ. აგრეთვე, სადომაზოხისტური ქცევები, უხამსი სატელეფონო საუბრები. აღსანიშნავია, რომ პარაფილიები უფრო მეტად გამოხატულია მამაკაცებში. ეს ტერმინი იხმარება სექსუალური დევიაციის სინონიმად.

განასხვავებენ დევიაციების ორ ნაირსახეობას: სექსუალური ლტოლვა ობიექტისადმი მაგალითად, ზოოფილია და სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევის მცდელობა მაგ: სადომაზოხიზმი. განვიხილოთ დევიაციის ზოგიერთი სახე: ფეტიშიზმი – ანუ სექსუალური ლტოლვა ობიექტის სხეულის რომელიმე ნაწილისადმი, მისი ტანსაცმლისადმი ან ნებისმიერი ნივთისადმი, რომელიც აღძრავს ამ ობიექტის ასოციაციას (უცნაური სახესხვაობაა აივ ფეტიშიზმი – შიდსით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მანია). ექსკრემენტოფილია – ადამიანის ფეკალიებთან შეხების, დაყნოსვის, სხეულზე წასმის გზით სექსუალური სიამოვნების მიღება. უროლანგია (უროფილია) – ყნოსვითი ფეტიში ამ დროს შარდის სუნია. პოლუციონიზმი – სპერმის სხეულზე წასმისკენ სწრაფვა. ექსჰიბიციონიზმი – სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევა საკუთარი სხეულის და კერძოდ, გენიტალიების გაშიშვლება სხვა ადამიანების თვალწინ. ვუაიერიზმი – სხვა ადამიანების სექსუალური აქტის თვალთვალისადმი ლტოლვა, რომელსაც, შეიძლება, ახლდეს მასტურბაციაც. სადომაზოხიზმი – ანუ სხვისი და საკუთარი სხეულისადმი ტკივილის მიყენებისადმი, დამცირებისადმი ლტოლვა, რომლის დროსაც პიროვნება იღებს სექსუალურ კმაყოფილებას. ფროტაჟი – სექსუალური სიამოვნების მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, სასურველი ობიექტის სხეულზე სასქესო ორგანოებით შეხება, ხახუნი, მჭიდრო კონტაქტი. აქ უნდა ითქვას ისიც, რომ სექსუალურ გადახრად ანუ პარაფილიად მიიჩნევა პედოფილია _ ლტოლვა მცირეწლოვნებისაკენ. მოყვანილი მაგალითებიდან საკმაოდ მკვეთრად ჩანს, რომ კანონი გაუკუღმართებულს არა სწორად იყენებს და მხოლოდ ერთ ნაწილში მცირეწლოვანთან სქესობრივ კონტაქტს განიხილავს 137-ე და 138-ე მუხლებში დასჯადად, ამიტომ დანარჩენ შემთხვევებში გადახრა არ გვაქვს სახეზე, განასაკუთრებით კი უნდა გამოვყოთ ანალური და ორალური სექსუალური კონტაქტი და უნდა ითქვას, რომ ეს ორი სექსუალური ქცევა არ წარმოადგენს დევიაციას ანუ სამართლის ენაზე “გაუკუღმართებულს” ეს ტერმინი შესაძლოა გამოვიყენოთ რელიგიურ და ზნეობრივ ჩარჩოებში და არა სამედიცინო და იურიდიულ. ყოველივე ამ თავში განხილული საკითხით იმის თქმა გვსურს, რომ არ არის აუცილებელი კანონში ორი თითქმის იდენტური მუხლის გამოყოფა, ანუ მიგვაჩნია რომ 137-ე და 138-ე მუხლების მოქცევა ერთ დასახელებაში _ გაუპატიურება არ იქნება შეცდომა, რადგან ეტიმოლოგიურად გაუპატიურება ეს პატივისა და ღირსების შელახვა ამა თუ იმ ადამიანში, შესაბამისად თუ იძულებით ამყარებს მოძალადე სქესობრიბვ კონტაქტს ამა თუ იმ პიროვნებასთან იგი ლახავს ინდივიდის პატივს, არღვევს სქესობრივ თავისუფლებას და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს მამაკაცია იგი თუ ქალი, ანალურია ძალადობა, ვაგინალური თუ ორალური, რადგან თუAთანამედროვე მიდგომებით  ყოველი სახის სექსუალური ქცევა მიიჩნევა ნორმალურ აქტად ე.ი შეგვიძლია  კანონში მოყვანილ ყოველ მოქმედებებს ვუწოდოთ გაუპატიურება. უფრო მეტიც სექსოლოგები მიიჩნევენ და თანხმდებიან, რომ გაუპატიურება ანუ ძალმომრეობითი სექსუალური იძულება შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ  უშუალო გენიტალიურ კავშირში. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ვიტყვით, რომ კოდექსი ამ ნაწილში აუცილებლად საჭიროებს გადახედვას და ცვლილებას, ანუ უნდა მოხდეს 137-ე და 138-ე მუხლების ერთ მუხლად ჩამოყალიბება. ჩვენ კი ნაშრომში გამოვიყენებთ გაუპატიურებას როგორც ანალურ ისე ორალურ და სხვა სახის ძალადობების აღნიშვნისას.

თავი III. გაუპატიურებისზოგადიკრიმინალისტიკურიმიმოხილვა

 

$1. გაუპატიურებისგამოძიება

 

            კრიმინალისტიკური თვალსაზრისით გაუპატიურების გამოძიება  მეტად თავისებურია, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მოძალადესაც და მსხვერპლსაც ღრმა ანალიზი და საფუძვლიანი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ, ასევე მათი ურთიერთობის ხასიათს, გაუპატიურების საშუალებას, ვითარებას და თავისებურებას, ჩამოთვლილი გარემოებები ქმნიან გაუპატიურების კრიმინალისტიკურ ხასიათს.

დამნაშავის მიერ გაუპატიურების ხერხის არჩევა ხშირად დამოკიდებულია მის თვისებებზე, ასევე იმაზე დანაშაულს მარტო ჩადის თუ ჯგუფურად, იცნობს თუ არა დაზარალებულს, დანაშაულის ხერხი შეიძლება განისაზღვროს სხვა და სხვა პირობებით მაგალითად ადგილით და დროით. ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ქუჩაში გაუპატიურების პირობებში დროის დეფიციტის და დაკავების დიდი რისკის გამო მოძალადე ხშირად იყენებს განსაკუთრებით უხეშ და სასტიკ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმებს განსხვავებით იმ შემთხვევებისა, როდესაც გაუპატიურება ხდება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში ან ბინაში.

კრიმინალისტიკაში გაუპატიურების ხერხის მიხედვით განასხვავებენ ორ ჯგუფს: პირველ შემთხვევაში იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენა არსებული სიტუაცია მოძალადემ, გამოყოფენ სამ ჯგუფს: 1. მოულოდნელად, 2. წინასწარ გაცნობის და სქესობრივ აქტზე თანხმობის მიღების წარუმატებელი და უშედეგო მცდელობის მიუხედავად. 3. მოტყუებით, როცა დაზარალებულს შეიტყუებენ განმარტოებულ ადგილებში ან მოძალადე შეიპარება დაზარალებულთან.

მეორე შემთხვევაში კი მსხვერპლზე ზეწოლა და წინააღმდეგობის გაწევის დაძლევა იყოფა სამ ნაწილად: 1. გაუპატიურება მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. 2. დაზარალებულის მიყვანა უმწეო მდგომარეობამდე, და 3. სხვა და სხვა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით.

გაუპატიურების ხერხის შესახებ მასალები საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოძალადის ზოგიერთი მახასიათებელი (ასაკი, დანაშაულის გამოცდილება, პროფესია,ფსიქიკური თუ ფიზიკური დეფექტი და სხვა). მაგალითად, ინტიმური ნივთების მოპარვა, ასევე ითვლება რომ, კბენის კვალი მოძალადის ფსიქიკურ ანომალიაზე მიუთითებს, თუმცა ჩვენ მაინც ვთვლით რომ ეს უკანასკნელი არ არის დევიაციის უეჭველობის დამადასტურებელი, შესაძლოა კბენა გაუპატიურების ხერხადაც განვიხილოთ კონკრეტულ შემთხვევებში.

მოძალადე, როგორც წესი, ირჩევს დანაშაულის ჩადენისთვის შედარებით ხელსაყრელ გარემოს (ბნელ, ყრუ ადგილებს, ღამეს ან გვიან საღამოს) დაზარალებულზე თავდასხმა ქუჩაში, ან ისეთ ადგილებში ან დროს სადაც და როცა ადვილი შესაძლებელია, რომ გამოჩნდეს გამვლელი მიუთითებს დამნაშავის საზოგადოებისთვის  საშიშროებაზე და გარკვეულ შემთხვევებში პათოლოგიებზე და მის ფსიქიკურ გადახრებზე, ამ შემთხევევაში ალბათ ავტორს მხედველობაში ჰქონდა ექსჰიბიციონიზმი, თუმცა ეს, უნდა ითქვას, რომ სხვა კუთხის გადახრაა, სექსუალურ დევიაციების ჩამონათვალში თითქმის  არ არის ისეთი პარაფილია, რომელიც მიმართულია სექსუალური აქტის ქუჩაში განხორციელებისკენ ძალადობით ან მის გარეშე. შესაძლოა მოძალადეს სხვაგვარი ფსიქიკური დაავადება გააჩნდეს, რომელიც ხელს უშლის აღიქვას და შეაფასოს გარკვეული ვითარება, აქ უბრალოდ საქმე შეიძლება გვქონდეს ისეთ შემთხვევებთან როცა მოძლადე იმყოფება ალკოჰოლური თრობის ან ფსიქოტროპული (ნარკოტიკული) ზემოქმედების ქვეშ, ან კიდევ გაშმაგებულია სექსუალური ჟინის დაკმაყოფილების სურვილით.

სამართლებრივი მიდგომით მოძალადეები იყოფიან ორ ჯგუფად: პირველში შედიან სხვა და სხვა ფსიქიკური ანომალიების, ასევე სექსუალური გადახრების მატარებელი პირები, მათი დეფექტები ვლინდება არა მხოლოდ ალოგიკურობაში და მათ თვალშისაცემ, უცნაურ მოქმედებებში, არამედ საუბარშიც, რაც შესაძლოა აღნიშნული და დაფიქსირებული იყოს დაზარალებულის ჩვენებებში. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ იმ ხალსაც რომელთაც აქვთ გვიანდელი ასაკის ფსიქოზი.

მეორე ჯგუფში შედიან პირები, რომელთაც არ გააჩნიათ პათოლოგიური ცვლილებები ფსიქიკური და სექსუალური თვალსაზრისით. მათი დაყოფა შეიძლება სამ კატეგორიად: 1. ქრონიკული ლოთები, ნარკომანები და ასევე ნასამართლევი პირები (არა მხოლოდ სექსუალური ძალადობისთვის)  2. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პირები, რომელთაც არ გააჩნიათ პირველი ჯგუფისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ნიშნები, ასეთ პირებს ხშირად ახასიათებთ ცინიკური დამოკიდებულება ქალის მიმართ. მათ ასევე მიეკუთვენებათ ისეთი პირები, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული დაზარალებულთან  რთული, სპეციფიკური ურთიერთობის გამო, როდესაც ქალის მოქმედება დანაშაული მაპროვოცირებელი და გამომწვევი იყო. 3. მესამე ჯგუფს კი მიეკუთვნებიან არასრულწლოვნები, ისინი ყველაზე ხშირად ეტანებიან არასრულწლოვნებს და მცირეწლოვნებს. ხოლო თუ ჯგუფურად სჩადიან დანაშაულს მაშინ მათი მსხვერპლი შეიძლება იყოს ხანდაზმულებიც. გარდა ამისა ამ ჯგუფში შემავალი პირები გამოირჩევიან განსაკუთრებული ცინიკური და სასტიკი დამოკიდებულებით მსხვერპლის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ჯგუფი დანაშაულს სჩადის იმ ადგილთან ახლოს სადაც ისინი მეტ დროს ატარებენ. (საცხოვრებელი, სასწავლებელი და ა.შ)

რეალურად იმის გასარკვევად, მოხდა თუ არა გაუპატიურება გასათვალისწინებელია როგორც დამნაშავის ხასიათის ცოდნა, ასევე მოვლენების  განვითარების დინამიკა და ხასიათი, ასევე დაზარალებულულის ფსიქოლოგიური სახე და სხვა პიროვნული თვისებები, ასევე თავისებური ქცევა და უკუქცევა სქესობრივ ზეწოლაზე. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება რომ დაზარალებულების უმეტესი ნაწილი მეტ-ნაკლებად იცნობს ხოლმე მოძალადეებს.

უცილებელია, რომ მიღებული ჩვენებებისა და მომხდარის შეფასებისას გავითვალისწინოთ ისეთი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სწორი ჩვენების ჩამოყალიბებას. მაგ: დაზარალებულის ჩვენება, რომელიც იყო ნასვამ, არაფხიზელ მდგომარეობაში საჭიროებს განსაკუთრებულს შემოწმებას და სხვა დამამტკიცებელ საბუთებთან შედარებას. ნარკოტიკული ზემოქმედების გამო შესაძლოა მოხდეს მოვლენების, ფაქტების და პიროვნებების არასწორი ან ფრაგმენტული აღქმა და დაზარალებულს აერიოს და დაადანაშაულოს სხვა პირები.

$2. ტიპიურისაგამოძიებოვერსიებიდაგამოძიებისდაგეგმვა

      როგორც წესი საგამოძიებო ვითარება გაუპატიურებასთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც არსებობს  გამოძიების დაწყებისას იმ პირზე ვინც ჩაიდინა დანაშაული, ასევე ჩვენების თავისებურებაზე და იმ პოზიციაზე, რომელიც უჭირავს ან შეიძლება დაიკავოს დაზარალებულამა გამოძიების პროცესში. შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ძირითადი ვითარებები:  1. მოძალადე იცნობს დაზარალებულს. 2. გაუპატიურება ჩადენიალია უცნობი პირის მიერ. 3. მოქალაქე დაკავებულია აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ.

პირველ შემთხვევაში ყურადღება ექცევა მოძალადის და დაზარალებულის ურთიერთობას და გამოსაძიებელი საქმის ხასიათს და შინაარს. მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოხდეს დამნაშავის დადგენა, მოძებნა და დაკავება. ხოლო მესამე შემთხვევაში გამოირკვას მომხდარის მდგომარეობა და შეცდომის გამორიცხვა პირის დაკავებისასა.

როდესაც სამართალდამცავ ორგანოებში არსებობს ინფორმაცია გაუპატიურების შემთხვევაზე,  გასათვალისწინებელია ტიპიური ვერსიები:

1. ჰქონდა თუ არა ადგილი გაუპატიურებას: ა) იმ გარემოებაში და პირზე რომელზეც მიუთითებს დაზარალებული. ბ) სხვა გარემოებაში რომელზეც განაცხადა დაზარალებულმა.

2. არ იყო გაუპატიურება: ა) ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს, მაგრამ დაზარალებული ცდება მომხდარში. ბ) დაზარალებულის აზრით სქესობრივი კონტაქტი არ იყო ნებაყოფლობითი, მაგრამ მისი მოქმედება აძლევდა კონკრეტულ პირს იმის საფუძველს რომ დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი. გ) ჰქონდა ადგილი ნებაყოფლობით სქესობრივ აქტს, მაგრამ დაზარალებული მიუთითებს გაუპატიურებაზე. დ) არ იყო სქესობრივი კონტაქტი და ადგილი აქვს ცრუ ჩვენებას და გაუპატიურების ინსცენირებას.

თუ ადგილი აქვს გაუპატიურების მიზნით თავდასხმას დამატებით განიხილავენ სხვა და სხვა ვერსიებს: 1. ადგილი ჰქონდა ნებაყოფლობით დანაშაულზე ხელის აღებას. 2. დაზარალებულის მიმართ განხორციელებული იქნა სხეულის დაზიანება, ძარცვა და სხვა სახის დანაშაულები.

ჩვენ მაინც მგვაჩნია რომ შეტყობინებისთნავე გამომძიებელმა უნდა გამოკვეთოს დაზარალებულის მიერ განცხადების გაკეთების რეალური მოტივი რათა შეცდომაში არ შევიდეს და გამორიცხოს გაუპატიურების ინსცენირების მომენტი, რასაც საქმის მსვლელობისას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. იდეალურ შემთხვევებში გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი შეიძლება დარჩნენ პირები, რომელბიც ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენების სისწორეს, თუმცა რა თქმა უნდა მოწმე უნდა იყოს რეალური და მიუკერძოვებელი.

კრიმინალისტიკური მიდგომით, გაუპატიურებასთან დაკავშირებით განცხადების შემოწმება უნდა მოხდეს ოპერატიულად, მინიმალურ დროში იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაკარგვა-განადგურება, ამისათვის პირველ რიგში უნდა მოხდეს დაზარალებულის ტანისამოსისა და საცვლების მოპოვება და შენახვა, მათზე არსებული კვალით. თუ დამნაშავე ცნობილია, უნდა მოხდეს როგროც მოძალადის, ისევე დაზარალებულისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გადაუდებლად ჩატარება, იმისთვის, რომ დაფიქსირდეს სქესობრივი აქტის კვალი და დაზიანებები სხეულზე, რომლებიც მიუთითებს  თავდასხმა-თავდაცვაზე. დაზარალებული უნდა იქნას გაფრთხილებული, რომ არ ჩამოირეცხოს სხეულიდან ძალადობის კვალი, არ გაწმინდოს ან გარეცხოს ტანსაცმელი, თეთრეული, ფეხსაცმელი და ა.შ. გარდა ამისა გადაუდებლად უნდა მოხდეს შემთხვევის ადგილის დათავლიერება.

გამოძიების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მოხდეს იმის გათვალისწინება თუ რას აფიქსირებს ჩვენებაში ბრალდებული, იცნობდა თუ არა იგი დაზარალებულს, თუ აღიარებს ნაცნობობის ფაქტს დაზარალებულთან, მაშინ როგორც წესი იმის მტკიცებას იწყებს, რომ აქტი შედგა შეთანხმებით, ხოლო თუ არ იცნობს მაშინ ალიბად სწორედ ამ ფაქტს ასახელებს.

აუცილებელია ყურადღების გამახვილება შემდეგ გარემოებებზე: 1. მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება, რომლებიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ განსაზღვრულ დროს დამნაშავე და დაზარალებული ერთად იყვნენ. 2. მოხდეს ფაქტობრივი მასალის მიღება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას. 3. მოხდეს კვალის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს მცდელობას ან დასრულებულ სქესობრივ აქტს დაზარალებულთან.

დაზარალებულის პოზიცია და ჩვენება ხშირად არ არის ჩამოყალიბებული და ექცევა დაინტერესებული პირების გავლენის ქვეშ. ამის თავიდან აცილების მიზნითMსასურველია მოხდეს დაზარალებულის საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის გასაიდუმლოვება. ამას გარდა გამოძიების დაწყებისთანავე საჭიროა საგულდაგულოდ შემოწმდეს და სხვა მტკიცებულებებით გამყარდეს ინფორმაცია, რომელსაც ვღებულობთ დაზარალებულისაგან, ბრალდებულისაგან, ან სხვა მოწმისაგან.

გამოძიების პირველ ეტაპზე საჭიროა გავითვალისწინოთ 3 ძირითადი კომპლექსი, საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო მუშაობისას. 1) უნდა მოხდეს ძირითადი ინფორმაციის მიღება დაზარალებულისა და სხვა პირებისაგან მომხდართან დაკავშირებით, მოხდეს ამოღება და გაუკეთდეს ფიქსაცია დანაშაულის კვალს. 2) უნდა მოხდეს დადგენა და დაკავება პირის ან პირების, რომელთაც ჩაიდინეს გაუპატიურება და 3) შემოწმდეს კონკრეტული პირები ან პირი იმაზე, თუ რამდენად ააქვთ კავშირი დანაშაულთან.

$3. საგამოძიებომოქმედებებიდა

ოპერატიულსამძებროღონისძიებები

      სამძებრო ღონისძიებების უმეტესობა საწყის ეტაპზე გადაუდებელ ხასიათს ატარებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სიმართლის დადგენის ეფექტურ ხერხს წარმოადგენენ:

1) დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამტკიცება. ამგვარი ინფორმაციის მიღება მომხდართან დაკავშირებით ხდება დაზარალებულიდან. სავალდებულოა მისი გულდასმით დაკითხვა და ყველა იმ გარემოების გამოკითხვა, რამაც ხელი შეუწყო გაუპატიურებას, მოძალადეს და მის მოქმედებას. დაკითხვასთან ერთად სავალდებულოა: ა) შემთხვევის ადგილის დათვალიერება; ბ) პიროვნების ძებნასთან დაკავშირებით ზომების მიღება; გ) დაზარალებულის სხეულის გამოკვლევა ექსპერტიზაზე: I) უნდა მოხდეს ვაგინალური მასალის ამოღება და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან და პირის ღრუდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მასალების ამოღება. ასევე მიკრო სხეულები, რომელიც შეიძლება მოხვედრილიყო სქესობრივი აქტის დროს მოძალადის სხეულიდან; II) იჭრება ფრჩხილები და იღებენ ფრჩხილქვეშა შემადგენლობას. რაც გამიზნულია, სისხლის, ნერწყვის, თმის და ასევე მიკროსხეულების აღმოსაჩენად დამნაშავის სხეულიდან და დანაშაულის ადგილიდან; III) ფიქსირდება და ამოღება ხდება დაზარალებულის სხეულზე სპერმის, სისხლის, ნერწყვის და თმის კვალის. აღიწერება სხეულის დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია. ფოტოს უღებენ კვალს, ხოლო კბილის კვალის შემთხვევაში კეთდება ანაბეჭდი; IV) ინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სქესობრივი აქტის და მისი ხანდაზმულობის დასადგენად. დეფლორაციის ხასიათის, ლოკალიზაციის, დაზიანებების სიმძიმის დადგენა, ხანდაზმულობა და მისი გაჩენის მექანიზმები. იარაღი რომლითაც იქნა მიყენებული ჭრილობა და ასევე შედეგი.

დ) უნდა მოხდეს დაზარალებულის ტანსაცმლის, თეთრეულის, ფეხსაცმლის ამოღება, ასევე ნივთების რომლითაც მან გაიწმინდა სხეული აქტის შემდეგ, ან გაწმინდა ტანსაცმელი. მათზე შეიძლება აღმოჩენილ იქნეს სხვა და სხვა კვალი.

ზემოთ მოყვანილი საგამოძიებო მოქმედებები გადაუდებელია, მათი დაგვიანებით გატარება გამოიწვევს საქმესთან დაკავშირებულ მამხილებელ საბუთთა დაკარგვას.

პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ დაზარალებულს ძლიერი ემოციური ფონის გადალახვაში, რადგან ადგილი არ ჰქონდეს საქმის დეტალების დამალვას, დარცხვენას და გაზვიადებას, რომელიბიც ძალიან ხშირად რეალურ ფაქტებს ამახინჯებენ, რაც გამოძიებას უშლის ხელს. დაკითხვის დროს გამომძიებლის მხრიდან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულისადმი კეთილგანწყობას, განსაკუთრებულ ტაქტს და მოთმინებას. უნდა მოხდეს დაზარალებულის დარწმუნება იმაში, რომ მისი ჩვენების სიზუსტეზე და სისრულეზეა დამოკიდებული დამნაშავის დაკავება. დანაშაულის ადგილის დათვალიერება არის სავალდებულო მოქმედება, ამ დროს მიღებული მასალები გამომძიებელს ეხმარება მის წინაშე დასმული ამოცანების ამოხსნაში.

აუცილებელია შემოწმდეს ვერსია გადათქმაზე და გაუპატიურების ინსცენირებაზე. ძირითადად დაზარალებულის მიერ დაკითხვისას დაფიქსიებული ფაქტები და დეტალები უნდა გადამოწმდეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. უნდა შეფასდეს იმის შესაძლებლობა, შეიძლებოდა თუ არა მომხდარიყო მოცემულ ადგილზე და ვითარებაში სქესობრივი აქტი და შეეძლო თუ არა დაზარალებულს მოეხმო საშველად ვინმესათვის.

უნდა მოხდეს ხელის, ფეხის, კბილის, სპერმის, სისხლის, ვაგინალური შემადგენლობის, შარდის, თმის, მიკრონაწილაკების კვალის ამოღება, ასევე ფეხსაცმელის და ნივთების, რომელიც ეკუთვნოდა როგორც დამნაშავეს ასევე დაზარალებულსაც. ამდენად, უნდა მოხდეს ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება, მათ შორის დამტვრეულ ან წაქცეულ ავეჯზე, თმის გროვაზე, მოწყვეტილ ღილზე და სხვაზე. უნდა მოვძებნოთ და ამოვიღოთ კვალი, რომელიც ადასტურებს სქესობრივ აქტს ან მის მცდელობას: სპერმა, სისხლი, საცვალი.

თავი IV. გაუპატიურებასთანდაკავშირებულისისხლისსამართლებრივიპრობლემები

$1. საკითხისდასმა

            ნაშრომის მოცემულ თავში უშუალოდ განვიხილავთ გაუპატიურებას, როგორც თემის ერთ-ერთ რთულ და ამავე დროს საკვანძო საკითხს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება – გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება გახლავთ გლობალური პრობლემა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამედიცინო (სექსოლოგიური, ფსიქიკური) და ზნეობრივი თვალსაზრისითაც. მასზე უამრავი ნაშრომი შექმნილა, თუმცა ჩვენი მიზანი არის თემის განხილვა შემდეგი რაკურსით, კვლევისას ამოსავალ საკითხად დავსვით კითხვა, შესაძლებელია თუ არა ფსიქიკურად ჯანსაღი, სრულწლოვანი ინდივიდის გაუპატიურება, 1. პრეპარატების – ვგულისხმობთ როგორც საძილე და ფსიქოტროპულ, ასევე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და 2. ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების იძულების გარეშე. ამ უკანასკნელში მოიაზრება როგორც ცემისაგან გონების დაკარგვა, ან ძალის გამოცლა, ასევე ხელ-ფეხის შეკვრა, დაბმა და ა.შ. ასევე საინტერესო მომენტს წარმოადგენს გაუპატიურება  ძალადობის მუქარით, რომელსაც ცალკე განვიხილავთ მისი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე.  მაშ ასე, ვიდრე ჩვენს მიერ დასმული საკითხის ღრმა განხილვაზე გადავიდოდით გვინდა ცალსახად გავცეთ კითხვას პასუხი, რომ გაუპატიურება რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ჩვენი ინტერესის სფეროს ამ შემთხვევაში წარმოადგენს მისი რეალურობა, სქესობრივი იძულების შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები, აღნიშნული მიმართულებით მუშაობისაკენ, არსებულმა არასწორმა პრაქტიკამMგვიბიძგა. ამიტომ, შევეცდებით ამომწურავად განვიხილოთ წინამდებარე საკითხი. მანამდე კი მოკლე განმარტებას გავაკეთებთ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ავირჩიეთ და განვსაზღვრეთ თემაზე მუშაობისას ასაკი ანუ სრულწლოვანება – 16 წელს მიღწეულობა და ფსიქიკური სიჯანსაღე, ამ ორ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ პიროვნებებთან,Aრომელთაც უკვე კარგად აქვთ შეგნებული და გაცნობიერებული სქესობრივი კონტაქტის არსი, შესაბამისად ძალუძთ თავისუფალი ნების დაფიქსირება და რაც მთავარია თავიანთი მოქმედებების კონტროლი და შეფასება. ამიტომ ჩვენ სირთულე სწორედ ჯანსაღ ადამიანებში დავინახეთ და მათზე ვამახვილებთ ყურადღებას, როგორც თავდაცვის უნარის მქონე “დაზარალებულებზე”.

$2. ნებაყოფლობა

            როდესაც საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, საინტერესოა მისი სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, რას გულისხმობს სექსუალური თავისუფლება? – როგორც ყველა სხვა უფლება და თავისუფლება, სექსუალურიც არის ადამიანის, ამა თუ იმ მოქალაქის უფლება თავად აირჩიოს სექსუალური ორიენტაცია, სქესობრივი პარტნიორი, სექსუალური ურთიერთობის  ფორმა და ჩარჩოები. ეს, ჩვენ ვიტყოდით, მეტად ფაქიზი და ფრთხილი საკითხია, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაცნობიერებული თუ შესწავლილი სექსუალური თავისუფლების არსი, რაც თავის მხრივ კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს. ვინაიდან კანონი იცავს და ერევა სექსუალური ცხოვრების გარკვეულ ეტაპებში, მაგ: ასაკის განსაზღვრაში, რაც ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან სექსუალური თავისუფლება დამოკიდებულია ადამიანის სქესობრივ სიმწიფეზე, რომელიც 14-16 წლიდან იწყება და შეასაბამისად აღნიშნულ ასაკამადე სამედიცინო თვალსაზრისით სქესობრივი კონტაქტი ხელს უშლის მოზარდის ნორმალურ განვითარებას. საინტერესოა საიდან იწყება სექსუალრური თავისუფლება. აქ უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს ნების, როგორც მთავარი და აუცილებელი ელემენტის განხილვა აღნიშნული დანაშაულისა, რადგან ძალადობა სახეზე გვაქვს მაშინ თუ სქესობრივი კონტაქტი ხდება პირის, ანუ ერთ-ერთი სქესობრივი პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ. 16 წელს მიღწეულმა და ფსიქიკურად ჯანმრთელმა ადამიანმა მდედრობითი სქესის იქნება ის თუ მამრობითის, იცის თუ რა სურს და როგორ მიიღოს ესა თუ ის ვითარება. ამრიგად თუ მისი სურვილის სფეროს წარმოადგენს სქესობრივი კონტაქტი ამა თუ იმ ფორმით და კონკრეტულ პიროვნებასთან, მას შესწევს უნარი მკაფიოდ დააფიქსიროს, ანუ გამოხატოს თავისი ნება-სურვილი და თანხმობა სქესობრივ კონტაქტზე. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქედან, რომ ადამიანმა ნათლად დააფიქსიროს მისი თანხმობა სქესობრივ კონტაქტზე და არა უარყოფა. კერძოდ, სიმთვრალის დროს ადამიანმა შესაძლოა ვერ დააფიქსიროს ან არ დააფიქსიროს მისი დამოკიდებულება რომ არ სურს სქესობრივი კონტაქტი, რა თქმა უნდა ეს არ უნდა ჩაითვალოს თანხმობად, აქ ბევრი სადავო მომენტი შეიძლება წარმოიშვას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში ადამიანს უჭირს მოვლენათა ადეკვატური აღქმა, ხოლო მეორეს მხრივ ხშირად ადგილი აქვს სექსუალურ აღგზნებას, აუცილებელია მოხდეს ნების გამოხატვა სქესობრივ კონტაქტზე თანხმობით. იმ შემთხვევაში თუ პიროვნება უგონო მდგომარეობაშია და მისგან თანხმობის მიღებაც და უარყოფაც შეუძლებელია, მაშინ რჩება ერთადერთი ალტერნატივა, რომ მთავარია პიროვნების მხრიდან ნების გამოხატვა ანუ თანხმობა იყოს გასაგები,  რომ ვიმსჯელოთ იძულებაზე. ამ შემთხვევაში ჩვენი აზრით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნების გამოხატვას თანხმობაზე, ხოლო თუ ადამიანი ყვირის, ეწინააღმდეგება ან უბრალოდ თუნდაც ერთხელ და მკაფიოდ გამოხატა უარი სქესობრივ კონტაქტზე, მაგრამ მაინც განახორციელა მოძალადემ სქესობრივი აქტი, აქ უკვე ძალადობის ანუ დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება აშკარაა. მაშასადამე სექსუალური თავისუფლების შელახვა იწყება პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებით, უპირველეს ყოვლისა კი იგი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში რომ სათანადოდ აღიქვამდეს მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, რომ ნებელობის ობიექტური შეფასების საშუალება ჰქონდეს, თუ უზნაძეს მოვიშველიებთ რომელიც განწყობის ფსიქოლოგიის ფუძემდებელია, შეიძლება ითქვას, რომ პიროვებისთვის უნდა არსებობდეს გამღიზიანებელი რომ მას შეექმნას გიანწყობა ამ გამღიზიანებლის მიმართ და გამოხატოს ნება, შესაბამისად მისი განწყობისა, ანუ ამა თუ იმ სიტუაციაში პიროვნების გამღიზიანებლად შესაძლოა მოგვევლინოს და მოვიაზროთ სქესობრივი პარტნიორი, განწყობა, შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი პასუხი ამ გამღიზიანებელზე, ხოლო ნებად უკვე  გადაწყვეტა აქტზე თანხმდება თუ არა. ამრიგად, როგორც ზემოთ აღნიშნულიდან იკვეთება, გაუპატიურების და ზოგადად სქესობრივი ძალადობის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა დასადგენი და გასარკვევია ნებაყოფლობითი იყო სქესობრივი აქტი თუ არა. თუმცა ამ საკითხის სირთულე აქ არ მთავრდება, საინტერესოა ასევე კითხვა, აქვს თუ არა მნიშვნელობა კვალიფიკაციისთვის იმას, თუ სქესობრივი აქტის რა ეტაპზე აფიქსირებს დაზარალებული თავის ნებას. კერძოდ, არის მთელი რიგი სირთულეებისა, მაგ: უხერხულობის, როდესაც პარტნიორი უკვე დაწყებული სქესობრივი აქტის პროცესში გადაიფიქრებს, ან დაკარგავს სექსუალური ჟინის დაკმაყოფილების სურვილს, თუმცა პარტნიორმა ამ შემთხვევაში შესაძლოა მაინც ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული აქტი, ამიტომ საინტერესოა ამ შემთხვევაში ჩაითვლება თუ არა მოქმედება გაუპატიურებად და სქესობრივ ძალადობად. სექსოლოგიური თვალსაზრისით სქესობრივი აქტად იწოდება იმისია, რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს პარტნიორების მხრიდან ორგაზმის განცდა და ეაკულაცია (მამაკაცის მხრიდან), მაგალითად ქალის (ან მამაკაცების შემთხევაშიც შეიძლება იგივეს თქმა) გენიტალიებში, ვთქვათ საშოში მისი თანხმობის შემდეგ მამაკაცმა მოათავსა თავისი გენიტალია, ანუ ასო აქტი დასრულებულად შეიძლება მოვიაზროთ, იგივე პოზიციას იზიარებს სამართალიც, ამდენად მივიჩნევთ, რომ თუ აქტი დაიწყო პარტნიორის თანხმობით, ხოლო დასრულებულად შეხებისთანავე ითვლება, მაშინ ლოგიკურია რომ ძალადობა სახეზე არ გვაქვს და ასეთ შემთხვევაში აქტი ნებაყოფლობითად უნდა ჩაითვალოს და თუ დაზარალებული აფიქსირებს, რომ გარკვეული მიზეზების გამო უარი უთხრა პარტნიორს მაგრამ მან არ შეწყვიტა აქტი და განიცადა ეაკულაცია, არ უნდა ჩაითვალოს გაუპატიურებად. რადგან აქტის დაწყების და დამთავრების (სექსოლგიური და სამართლებრივი თვალსაზრისით) მომენტი თანხმობით შედგა.

$3. ქალისგაუპატიურებადამასთანდაკავშირებულისირთულეები

            გაბატონებული მოსაზრებით, მიიჩნევა, რომ გაუპატიურებისას დაზარალებული შეიძლება იყოს მხოლოდ ქალი, თუმცა ამის ცალსახად თქმა ალბათ არ იქნება გამართლებული, ამ კონკრეტულ შემთხვევაი კი ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ ქალის გაუპატიურების პრობლემატიკას. ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია და მიიჩნევა, რომ იგი მამაკაცის ძალასთან მიმართებაში დაუცველი და ადვილად დასამორჩილებელია. თუმცა რეალურად ქალს შესწევს უნარი რიგ შემთხვევებში არა თუ მოიგერიოს მამაკაცი, არამედ დააზიანოს კიდეც იგი, ამრიგად, იმის მტკიცება, რომ ქალი ნებიემიერ შემთხვევაში მსხვერპლად გვევლინება ცოტა არ იყოს დაუჯერებელია. უფრო მეტიც, ხშირად გაუპატიურების ბრალდებით მამაკცები უფრო გვევლინებიან ხოლმე ქალების მსხვერპლად, როცა ისინი სასჯელს იმ დანაშაულისთვის იხდიან, რომელიც ქალმა ან არასწორად გაიგო ან შეუთხზა. როდესაც განვხილავდით გაუპატიურების ეტიმოლოგიას აღვნიშნეთ, რომ ქალისთვის მისი სექსუალური თავისუფლება პირდაპირ კავშირშია მის ღირსებას, პატივსა და  თავმოყვარეობასთან, საქართველოში უხვად არის მაგალითები, როდესაც ამ თავისუფლების და ღირსების დასაცავად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ. საინტერესოა სწორედ ეს მომენტი, ანუ რეალური გაუპატიურებისა ან ამ საფრთხის მოლოდინისას ქალი საკუთარ სიცოცხლეზე ამბობს უარს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დიდ მნიშვნელობას სექსუალური თავისუფლების, რომელიც საზოგადოებამ, რელიგიურმა თუ სამართლებრივმა მიდგომებმა ჩამოაყალიბეს, უპირველეს ყოვლისა ეს არის სირცხვილი თითქმის ყველა საზოგადოებაში და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, რა თქმა უნდა ამას სხვა სარჩულიც ჰქონდა თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ფაქტია, რომ მიდგომამ რომლის თანახმადაც გაუპატიურებული ქალი ღირსება შელახულად, პატივ აყრილად და  შერცხვენილად ითვლება და არა უბრალოდ დაზარალებულად კიდევ ერთხელ გაამძაფრა და გააძლიერა ამ შემთხვევაში ქალის მიერ თავისივე სქეოსბრივი ხელშეუხებლობის გაგება. ჩვენ ამოვდივართ რა სამედიცინო, კერძოდ გინეკოლოგიური, სექსოლოგიური და ფსიქიატრიული გაგებიდან ვთვლით, რომ ქალი თუ ის რეალურად არის წინააღმდეგი თავიდან აიცილოს არასასურველი სქესობრივი აქტი, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუნდაც საკუთარივე სიცოცხლის საფასურად. მართალია ამ შემთხვევაში სიცოხლე უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთეა ვიდრე სექსუალური თავისუფლება, მაგრამ ეს მაინც კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული.

როდესაც ვსაუბრობთ გაუპატიურებაზე და მის რეალურ შესაძლებლობებზე გასათვალისწინებელია არა მხოლოდ უშუალო სექსუალური თანაცხოვრება, არამედ ისეთი ფსიქოლოგიური და სამედიცინო კატეგორიები როგორებიცაა, ინსტინქტი, შიში, ვაგინიზმი და სხვა.

დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოში გაუპატიურების შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება, ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად დაზარალებული არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ანუ უფრო ზუსტად თუ გაუპატიურება განხორციელდა მისი კლასიკური გაგებით, ანუ რეალურად მოხდა ასეთ შემთხვევებში დაზარალებული იმდენად დათრგუნულია, და განიცდის თავის მდგომარეობას რომ თუ ჯანმრთელი და მეტნაკლებად უვნებელი გადარჩა არ მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

როგორც ვხედავთ, ჩვენ არაერთხელ გამოვიყენეთ ნაშრომში კომბინაცია “რეალური გაუპატიურება,” ალბათ ინეტერესს იწვევს ამგვარი დაყოფა და საერთოდ რას ნიშნავს რეალური და არარეალური გაუპატიურება? _ აქ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თუ გაუპატიურება თავის თავში გულისხმობს ძალმომრეობით მოქმედებას, ანუ კანონმა სქესობრივი დანაშაულების თავში გამოყო ორი სახის ძალმომრეობითი და არაძალმომრეობითი ხასიათის სქესობრივი დანაშაულები. სწორედ პირველს მიეკუთვნება ჩვენ მიერ განსახილველი დანაშაულები 137-ე და 138-ე მუხლები, რომელთაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ მოვიხსენიებთ გაუპატიურებით. გაუპატიურებაზე ზოგად მონაცემებს, გნებავთ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შეუიარაღებელი თვალით და ყოველგვარი სხვა და სხვა დისციპლინების ცოდნის გარეშეც დავინახავთ რომ რეალური გაუპატიურების შემთხვევები როგრც წესი მძიმე და ზოგჯერ ფატალური შედეგებით მთავრდება. ბოლო, დაახლოვებით შვიდი წლის მანძილზე აჭარაში იყო ერთი, ჩვენ ვიტყოდით რეალური გაუპატიურება და ის ფატალურად დასრულდა ანუ დაზარალებული გარდაიცვალა, ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ დაზარალებულის გვარს, თუმცა მომდევნო თავებში უფრო დეტალურად განვიხილავთ სისხლის სამართლის ზოგიერთ საქმეს.

ჩვენ არა ერთი პროფესიის წარმომადგენელს დავუსვით შეკითხვა შეიძლება თუ არა ქალის გაუპატიურება თუ ის რეალურად წინააღმდეგობას უწევს მამაკაცს და პასუხები არაერთგვაროვანი იყო, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი აზრთაAსხვაობაა, თუმცა  ჩამოგვიყალიბდა საკმაოდ მყარი პოზიცია. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ ქალს მოძალადისთვის შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, თანაც იმდენად რომ ხელი ააღებინოს დანაშაულზე, ან ცუდ შემთხვევაში შეეწიროს მას. რას ვგულისხმობთ ამ უკანასკნელში? _ ეს გახლავთ ადამიანისაგან გაუცნობიერებელი მოქმედება, როცა მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევს მოძალადეს ის ფაქტიურად ინსტინქტის დონეზე მოქმედებს, ამ შემთხვევაში თავდაცვის ინსტინქტზეა საუბარი, ეს უკანასკნელი კი მოგეხსენებათ ადამიანის ყველაზე ძნელად სამართავი მოქმედება, იგი განიმარტება როგორც არაცნობიერი, შეუგნებელი, და ანგარიშმიუცემელი მოქმედება, ალღო, რომელიც ფსიქოლოგიური თავლსაზრისით ყველა სხვა რეფლექსზე მაღლა დგას და ადამიანს უზღუდავს უნარს მართოს თავისი მოქმედება, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ნათლად გამოვხატოთ თუ რამდენად ძლიერია ინსტინქტი. როდესაც ადამიანის ისეთ უფლებას ემუქრება საფრთხე როგორიც არის სექსუალური თავისუფლება, უფრო მეტიც აქ ამაზრზენი არის არასასურველი სექსუალური კონტაქტი, რომელიც ზიზღს, სიძულვილს, შეურაცხყოფას იწვევს ადამიანში, მსხვერპლში მისდა უნებურად ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე იღვიძებს თავდაცვის ინსტინქტი, რომელზე ძლიერიც არ შეიძლება იყოს შიშის, ცემისა ან მომავალში განსახორციელებელი რაიმე მოქმედებისა. მოდით ამას ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური კუთხით შევხედოთ, ქალში, შიში იმისა, რომ მოძალადემ შესაძლოა ახადოს ნამუსი, შეულახოს ღირსება და დაამყაროს არასასურველი სექსუალური კონტაქტი, ინსტინქტით უპირისპირდება მეორე შიშს, ეს არის ფიზიკური ტკივილი, მაგალითად ცემის შიში, მოძალადის მიერ მოსალოდნელი სიცოცხლის მოსპობა. ამაზე ინსტინქტით მოქმედებისას ვერ ფიქრობს მსხვერპლი, მისი ქმედებები ანგარიშმიუცემლად უწევს ძლიერ წინააღმდეგობას მამაკაცს. აქ მოყვანილი მსჯელობით ჩვენ ვუპირისპირდებით აზრს, რომ შესაძლოა გაუპატიურებას დანებდეს ქალი იმიტომ, რომ მას შეეშინდა არ ეცემათ ან მოძალადეს ქონდა იარაღი, იყო ძლიერი და ა.შ. ამ მეორად ფაქტორებზე, არ ფიქრობს რეალური ძალადობის მსხვერპლი, ამის მაგალითად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ გაუპატიურების ის ფაქტები, როდესაც დაზარალებულებს უამრავი ჯანმრთელობის და ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აქვთ მიყენებული.

საინტერესოა, მსხვერპლის ძლიერ წინააღმდეგობას შეუძლია თუ არა მამაკაცში ერექციის მოდუნება. სექსოლოგ ზ. მარშანიას განმარტებით შესაძლებელია ქალის წინააღმდეგობის გამო მოძალადეს შეუსუსტდეს ერექცია თუმცა შეიძლება მოხდეს პირიქით, თუ მას სადო-მაზოხისტური ვნებებიდან გამომდინარე მსხვერპლის წინააღმდეგობა აღაგზნებს-აღნიშნული მოსაზრება გვაფიქრებინებს, რომ მსხვერპლით ან სხვა მძიმე შედეგით დასრულებული გაუპატიურებათა უმრავლესობა შესაძლოა ავხსნათ მოძალადის სადო- მაზოხისტური ბუნებით, ანუ მსხვერპლი თავდაცვის ინსტინქტით მოქმედებისას აძლიერებს წინააღმდეგობას, რითაც ვერ ადუნებს მოძალადის აქტიურ მოქმედებასა და ერექციას, (რის შემდეგაც ის თავისთავად ვერ შეძლებს სექსუალური კონტაქტის დამყარებას და შეწყვეტს დანაშაულებრივ ქმედებას) პირიქით აღვიძებს მასში სექსუალურ ჟინსა და სადო-მაზოხისტურ ელემენტებს, ხოლო ამ ორი გაუცნობიერებელი, ჩვენ ვიტყოდით, რეფლექსების და ადამიანების შერკინება, შესაძლოა დასრულდეს რთული და მძიმე შედეგებით, რისი მაგალითებიც უხვად არის. მოცემულ შემთხევაში საინტერესოა ადგილი აქვს თუ არა მოძალადეში სექსუალურ დევიაციას, რა თქმა უნდა ყველა გაუპატიურება არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სექსუალურ პარაფათიებთან,Aთუმცა შესაძლოა იგი ჩაიდინოს სექსუალური გადახრის მატარებელმაც, მაგალითად სადო-მაზოხიზმი ერთ-ერთ პარაფილიად გვევლინება, ამიტომ  სასამართლო ფსიქიატრიის პრეროგატივაა დაადგინოს მოძალადეს აქვს თუ არა სექსუალური გადახრა.

წინააღმდეგობა ქალის მხრიდან, მხოლოდ ფიზიკურ ძალაში როდი გამოიხატება, თუ მსხვერპლი ნამდვილად არასასურველად მიიჩნევს მოძალადესთან სქესობრივ კონტაქტს, ამ უკანასკნელს გარდა ფიზიკური წინააღმდეგობისა კიდევ ელის ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დაბრკოლება, ვგულისხმობთ უშუალოდ ქალის გენიიტალიის აგებულებას, რომელიც იძლევა ე.წ. სპაზმის საშუალებას, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ ქალის თავდაცვის ერთ-ერთ ხერხად, ანუ ძლიერი სტრესისა და შიშის დროს ქალის საშო შესაძლოა ისე შეიკუმშოს, რომ მამაკაცმა ვერ დაამყაროს სქესობრივი კონტაქტი. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წამოჭრილ აზრთაA სხვა და სხვაობას, მაგალითად სექსოლოგი ზ. მარშანია მიიჩნევს რომ საშოსა და ანუსის კუნთოვანი სისტემა  მისი შეკუმშვის შემთხვევაშიც კი ვერ შეაფერხებს გაუპატიურებას, თუ მოძალადეს ადეკვატური ერექცია განუვითარდა, გინეკოლოგების დიდი ნაწილი კი თვლის, რომ აღნიშნულ სპაზმას, ანუ საშოს კუნთების შეკუმშვას შეუძლია შეაფერხოს გაუპატიურება და არა მხოლოდ გაუპატიურება, ხშირად სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობის დროსაც კი სირცხვილის გამო შესაძლებელია განვითარდეს სპაზმა და გამოიწვიოს აქტის განუხორციელებლობა. არსებობს მთელი რიგი მაგალითებისა, როდესაც ქალს ერთ შემთხვევაში თავდაცვაში დაეხმარა, ხოლო მეორე შემთხვევაში სასურველი სქესობრივი აქტის დამყარებაში უშლის ხელს. აღნიშულ პროცესს ვაგინიზმი ეწოდება.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობის განსამტკიცებლად მოვიხმობთ სასამართლო მედიცინის არგუმენტს, ცნობილი მეცნიერის ვ. შანიძის მტკიცებით და ზოგადად მედიცინის მიდგომით ქალთა შეუღლების უუნარობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დაბრკლოლება ე.წ. ვაგინიზმია, რომლის დროსაც სასქესო ასოს ან სხვა რაიმე საგნის საშოსთან შეხება იწვევს აუტანელ ტკივილს, საშოს შესავლის სპაზმური შევიწროვების, კუნთის კრუჩხვითი შეკუმშვის გამო. ეს მეტწილად გამოწვეულია ფსიქიკური ფაქტორით.[6] განსაკუთრებულ სირთულეს გაუპატიურებისას წარმოადგენს ქალწულობა, თუ საქალწულე აპკის მთლიანობა ჯერ კიდევ არ არის დარღვეული გაუპატიურებისას მაშინ მოძალადეს უფრო მეტი დაბრკოლება ხვდება. ვაგინიზმი ხშირად ქალწულებს ემართებათ, მოსალოდნელ სქესობრივ შეუღლებასთან და პირველ კონტაქტთან დაკავშირებული შიშიდან გამომდინარე. ამიტომ ქალწულის გაუპატიურება ორმაგ სირთულესთან და ამავე დროს რისკთან არის დაკავშირებული.

საქალწულე აპკი წარმოადგენს საშოს ლორწოვანი გარსის დუბლიკატს და მოთავსებულია საშოს შესავალ ხვრელთან, მას აქვს ორი ზედაპირი, ერთი მიმართულია საშოს ღრუსკენ მეორე გარეთ, საქალწულე აპკი ძირითადად შედგება შემაერთებელი ქსოვილებისაგან, რომელშიც განვითარებულია ელასტიკური ბოჭკოები და სისხლძარღვები, ხოლო გარედან დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, საქალწულე აპკის მრავალი სახე არსებობს თუმცა სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მისი ორი ფორმა ბეჭდისებრი და ნახევარმთვარისებრი. რაც შეეხება დეფლორაციას  იგი ნიშნავს სქესობრივი შეუღლების შედეგად საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას, ჩვეულებრივი სქესობრივი კონტაქტის დროს ჩახევა იწყება აპკის თავისუფალი ნაპირიდან და სწრაფად ვრცელდება ფუძის მიმართულებით, დეფლორაციას თან სდევს ტკივილი, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში, ამით იმის თქმა გვსურს რომ გაუპატიურებას თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაშინ ხდება საქალწულე აპკის უხეში გაგლეჯა, რაც მომეტებულ ტრამვებთან და ტკივილებთან არის დაკავშირებული, უფრო მეტიც ინფექციის მეტ წყაროს წარმოშობს.  ჩვეულებრივ, ქალწულთან სქესობრივი შეუღლება დაკავშირებულია გარკვეულ სირთულესთან სწორედ მისი მთლიანობის გამო, ანუ სასქესო ასოს მოთავსება საშოშიOდეფლორაციამდე რთულია არა მხოლოდ ქალისთვის არამედ მამაკაცისთვისაც, ამდენად თუ მსხვერპლი ქალწულია და მას სურს წინააღმდეგობის გაწევა მოძალადისთვის, ამის მეტი შანსი აქვს, თან უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა ასეთი ძალადობის დროს მოძალადემ შეაღწიოს საშოში, მაგრამ დეფლორაცია ვერ მოახერხოს, ეს საქალწულე აპკის თავისებურებებზე და მსხვერპლის წინააღმდეგობაზეა დამოკიდებული. აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ქალს ექნება გაცილებით მეტი დაზიანებები არა მხოლოდ სხეულზე არამედ საშოზე.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები რათქმაუნდა ეხება მსხვერპლის მიერ წინააღმდეგობის გაწევას, ამდენად აღნიშნულიდან ვღებულობთ პასუხს ჩვენს მიერ დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე _ ძლიერი ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებით, რომ ამის გარეშე გაუპატიურება ურთულეს პრობლემას წარმოადგენს. ქალს ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია  მამაკაცისათვის გაუპატიურებისას, ამიტომ გაუპატიურება შესაძლებელია, თუმცა დაკავშირებულია დიდ სიძნელეებთან მოძალადისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მარტოა.

საინტერესოა, ძლიერი წინააღმდეგობის დროს ანალური და ორალური გზებით გაუპატირების შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ვაგინალურისგან განსხვავებით აქ საქმე გვაქვს გაცილებით მეტ სირთულესთან, უფრო მეტიც, თუ ამოვალთ იქედან რომ ანალური და ორალური სექსი არ ითვლება დევიაციად ე.ი მოძალადეს თუ ამგვარი კონტაქტი სურს მსხვერპლთან ძნელი წარმოსადგენია, რომ მოძალადეს ისე დაებინდოს გონება და ისე აღაგზნოს სექსუალურმა (ორალურმა ან ანალურმა) ჟინმა, რომ არ გაითვალისწინოს საფრთხეები, ან უფრო მეტიც საკუთარი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაივიწყოს, ამიტომ თუ დაზარალებული ამტკიცებს, რომ მასზე ძალა იხმარეს მისი ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად და მოძალადემ გააუპატიურა ანალური ან ორალური გზებით, ეჭვს ბადებს, გავრცელებული აზრით ანალურ და ვაგინალურ კონტაქტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ვიტყვით, რომ თუ მაგ: ვაგინალური გზით გაუპატიურებისას ქალი შესაძლოა დააბან (გონზე ყოფნის შემთხვევაში) ანალური აქტი თუნდაც სექსუალური პოზის თვალსაზრისით წარმოადგენს დიდ სირთულეს, ანუსში ასოს შეყვანა (მით უფრო ძალადობის დროს) გაცილებით მეტ რისკფაქტორებს მოიცავს, ტკივილი, ინფექციები, დაზიანებიბის თვალსაზრისით, რაც შეხება ორალურ მეთოდს, დამნაშავემ ფაქტიურად უარი უნდა თქვას საკუთარ სიცოცხლეზე და სასქესო ორგანოზეც კი იმდენად დიდ რისკზე მიდის  სქესობრივი ჟინის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ფაქტიურად წარმოუდგენელია, ვინაიან მსხვერპლმა თუნდაც ზიზღისგან ან დავდაცვის რეფლექსიდან გამომდინარე შესაძლოა უკბინოს ასოზე და არა თუ მოიგერიოს დამნაშავე არამედ სერიოზული დაზიანება და ტრამვა მიაყენოს მას. ამდენად მიგვაჩნია, რომ ასეთი მეთოდებით გაუპატიურება გაცილებით უფრო ძნელად წარმოსადგენია.

ხშირია შემთხვევები როდესაც დაზარალებული ამტკიცებს, რომ იგი ძილში გააუპატიურეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ ბუნებრივ ფიზიოლოგიურ ძილს და არა პრეპარატებით გამოწვეულს. ასეთი შესაძლებლობის დაშვება ცოტა არ იყოს რეალობას მოკლებულია, სექსუალური კონტაქტი არ არის წამიერი და რაც მთავარია შეხების გარეშე არ ხდება, ამიტომ რთულია იმის წარმოდგენა რომ ადამიანი ჯერ მოამზადო სექსუალური კონტაქტისთვის, მერე კი მასთან მოახდინო იმისია, ისე, რომ ვერაფერი გაიგოს, ამიტომ ჯერ საინტერესოა თავად ის თუ რა არის ძილი.

ძილი ეს არის, მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს. ძილი ელექტროფიზიოლოგიურად ჰეტეროგენულია, რაც განისაზღვრება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის სხვა და სხვაობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ემოციული დაძაბულობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი – მაღალი. ღვიძილისას ემოციურ დაძაბულობას განსაზღვრავს გარემოს გამღიძიანებელთა ზემოქმედება, პარადოქსული ძილის დროს კი იგი დაკავშირებულია სიზმართან. შესაბამისად განსხვავდება ტვინის ელექტრული აქტივობაც.[7]

მოდით ასე ვთქვათ, მართალია ძილი გარე სინამდვილესთან კავშირის, მასთან აქტიური ურთიერთობის აღკვეთას წარმოადგენს, ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც ღრმა ძილი ახასიათებთ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩაძინებულზე რა ზემოქმედებაც არ უნდა განვახორციელოთ ვერ გაიგებს. ქალი შესაძლოა ძილის დროს იყოს „გარემოს გამოთიშული, მაგრამ იგი უგრძნობ მდგომარეობაში არ არის, რადგან მასთან სათანადო კონტაქტი გამოღვიძებას გამოიწვევს, ბუნებრივი ძილის დროს, ქალთან მით უმეტეს ქალწულთან სქესობრივი შეუღლება ისე, რომ მან ეს ვერ გაიგოს შეუძლებელია.“[8] ამდენად ძილთან მიმართებაშიც ვთვლით, რომ თუ იგი ბუნებრივი და ჩვეულებრივი, ანუ ფიზიოლოგიურია ადამიანი ძალადობას ნამდვილად უნდა აღიქვამდეს. აქვე უნდა განვიხილოთ, ძილი ან სხვა გვარი უგონო მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა იყოს პრეპარატების ან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ეს უკანესკნელი შემთხვევა ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი ძილისგან, კერძოდ არსებობს უამრავი პრეპარატი რომელიც, აფერხებს გარკვეული დროის მონაკვეთში მთელ რიგ კორდინაციულ მოქმედებებს, ადუნებს ელექტრულ აქტივობებს და შესაბამისად, ვიდრე პრეპარატს მოქმედების ხანა არ გაუვა ტვინის ის უბნები რომელიც სიფხიზლეს და ნორმალურ აზროვნებას თუ მოქმედებას უზრუნველყოფენ, ანუ ვითარების სათანადო აღქმას და აღქმის შესაბამისად ადამიანის მოქმედება შეუძლებელია. ამდენად ასეთი პრეპარატის გამოყენებისას ჩვენ ვთვლით, რომ ქალთან სქესობრივი აქტის დამყარება მოძალადეს არ გაუჭირდება. მტკიცება კი დაზარალებულში პრეპარატის აღმოჩენითა და სპერმის კვალით უნდა მოხდეს, რასაც სხვა თავებში განვიხილავთ.

სხვაგვარ უგონო მდგომარეობაში შესაძლოა მოვიაზროთ როგორც გადაჭარბებული ალკოჰოლური ისე ნარკოტიკული თრობა, ასეთ დროს შესაძლოა ქალი აღიქვამდეს კიდეც მის ირგვლივ არსებულ ვითარებას თუმცა მას შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, რომ სათანადოდ იმოქმედოს. ასევე შიძლება გონება დარტყმის შედეგად დაკარგოს და დამნაშავემ ამ ხერხით გაიმარტივოს დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა ამ შემთხვევებში კვალი სხეულზე მიყენებული დაზიანებით და მათი ხარისხით უნდა ვიპოვოთ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ორი უმთავრესი საკითხი, რომელიც გამოძიებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული და დადგენილი მიუხედავად საკითხის უხერხულობისა. კერძოდ ეს გახლავთ გაუპატიურებისას სექსუალური პოზა და ორგაზმის საკითხი. რაც შეეხება პირველს ლოგიკურია და ადვილად მისახვედრი რომ სექსუალური ძალადობის დროს ქალი არ შეიძლება იყო მამაკაცის ზემოდან, ამ პოზიციაში ძალადობა ვერ განხორციელდება და თუ მამაკაც-მოძალადეს იმის უნარი არ შეწევს, რომ თავისი მსხვერპლი ზემოდან მოაქციოს და ვერ გაითვალისწინოს რომ იგი თავს მარტივად გაითავისუფლებს მაშინ ვერც რეალურ ძალადობასთან გვექნება საქმე, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მოძალადე გაუპატიურებისას არის მსხვერპლის ზემოდან, მისთვის მომგებიან პოზიციაში. ხოლო მეორე შემთხვევაში გამომძიებელმა აუცილებლად უნდა დასვავს შეკითხვა, განიცადა თუ არა ორგაზმი დაზარალებულმა, ჩვენ მიგვაჩნია რომ გაუპატიურებისას ქალმა შეუძლებელია განიცადოს ორგაზმი, ამ საკითხზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, გინეკოლოგების ნაწილი ორგაზმის განცდას ასეთ შემთხვევაში შეუძლებლად მიიჩნევს, ზოგი მათგანი კი პირიქით და იშველიებს იმ აზრს, რომ ორგაზმის განცდის სხვა და სხვა საშუალებები არსებობს, იგი შეილება მოხდეს გარეთA სასქესო ორგაბოებზე ზემოქმედებითK(კლიტორული) ან უშუალოდ ვაგინალური მეთოდით. ამდენად მიიჩნევენ, რომ გარეთაA სასქექო ორგანოებზე ზემოქმედებით ქალმა მისდა უნებურად შეიძლება განიცადოს ორგაზმი. სექსოლოგ მარშანიას აზრით კი ასეთ დროს ორგაზმის განცდა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა თეორიულ დონეზე მისი გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენი პოზიციის განსამტკიცებლად კი მოვიშველიებთ ახალგაზრდა სექსოლოგების კოტე და ლიკა თოდუების სტატიას, რომლის თანახმადაც ქალისთვის ორგაზმის განცდა მთლიანად დამოკიდებულია ფსიქიკურ პროცესზე, კერძოდ ქალი ჯერ შინაგანად უდა განეწყოს სექსუალური კონტაქტისთვის, მოდუნდეს და აჰყვეს ვნებებს, რომ შემდგომ ამისა განიცადოს ორგაზმი, ამდენან მივიჩნევთ რომ თუ ქალი დაკითხვებში აფიქსირებს რომ მან მიიღო სექსუალური სიამოვნება, მაშინ ეს არ არის გაუპატიურება და მიუთითებს იმაზე, რომ სქესობრივი აქტი განხორციელდა მისივე თანხმობით.

$5. გაუპატიურებამუქარით

      წინამდებარე თავში განვიხილავთ გაუპატიურების შესაძლებლობას მუქარით, ვინაიდან ვთვლით, რომ მუქარის მომენტი ცოტა უფრო მეტ სირთულეს შეიცავს და ამიტომაც საჭიროებს გამოყოფას.

დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენს მიერ განსახილველი სისხლის სამართლის კოდექსის  137-ე და 138-ე მუხლების დისპოზიცია პირდაპირ მიუთითებს ძალადობის მუქარით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე, საინტერესო სწორედ ის არის, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ძალადობის მუქარაში და შესაძლებელია თუ არა ამგვარი გაუპატიურება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მუქარაში უნდა მოვიაზროთ სწორედ ისეთი ფორმა, რომელსაც ითვალისწინებს თავად სისხლის სამართლის კოდექსი ანუ მისი 151-ე მუხლი, ლოგიკურია, რომ ჩვენ ვერ გავცდებით მუქარის გაგებას და სხვა რამეს ვერ მოვიაზრებთ თუ არა ისევ მუქარის კანონისეულ ახსნას.

მუქარის ქვეშ კანონი, რამდენადაც ცნობილია, მოიაზრებს კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენას და მისი საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მუქარის ადრესატს საფუძვლიანი შიში უჩნდება მუქარის განხორციელებისა და მას ერღვევა სიმშვიდე და მყუდროება. რაც მთავარია 151-ე მუხლის _ მუქარის შინაარსი მკაფიოა, იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, თუ მუქარა სხვა სახისაა, სხვა შინაარს შეიცავს მაშინ სახეზე მუქარის შემადგენლობა არ გვაქვს, გარდა ამისა მუქარა უნდა იყოს იმ წუთიერი და დაზარალებულში უნდა იწვევდეს საფუძვლიან შიშს. რაც შეეხება 137-138-ე მუხლებს კანონმდებელმა ჩათვალა, რომ  შესაძლებელია მუქარით, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი ხერხით მოძალადემ ჩაიდინოს და განახორციელოს სქესობრივი ხასიათის ძალადობა. უნდა ითქვას, რომ ზოგადად სქესობრივი ხასიათის დანაშაული ისედაც გულისხმობს თავის თავში ფიზიკურ თუU ფსიქიკურ ძალადობას, ამიტომ საინტერესოა რამდენად შეიძლება იქონიოს გავლენა დაზარალებულზე მოძალადის მუქარამ, თან ისე, რომ მოგვცეს მუქარის სრული შემადგენლობა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ცოტა არ იყოს რთულია, ერთი შეხედვით მუქარით გაუპატიურება უფრო მარტივი წარმოსადგენია ვიდრე ძალადობითი. რადგან ძალადობის შემთხვევაში ადამიანში, როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, თავდაცვითი ინსტინქტები პიროვნებისგან დამოუკუდებლად და გაუცნობიერებლად იღვიძებს, ხოლო მუქარა გარკვეული წინა პირობაა სქესობრივ ძალადობამდე, შესაბამისად მუქარით გაუპატიურება თუ იგი გარკვეული, თუნდაც მცირედი პერიოდით წინ უსწრებს სქესობრივი აქტის დაწყებას შესაძლოა ჩაითვალოს სქესობრივ დანაშაულად. რადგან ადამიანს, ამ შემთხვევაში დაზარალებულს ეძლევა არჩევანის გაკეთების საშუალება და იგი არა მხოლოდ აცნობიერებს საფრთხეებს, არამედ კარგად ახარისხებს რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება თუ სქესობრივი თავისუფლება, თუ მასში აღმოცენდა რეალური შიში მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთის არსებობისა და ამის შემდეგ იძულებით თანხმდება დამნაშავეს სქესობრივ კავშირზე, ეს სწორედაც, რომ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად რადგან აქ ვლინდება და ფიქსირდება არა ნებაყოფლობა სქესობრივ კონტაქტზე, არამედ იძულება, თუმცა აქვე უნდა მოხდეს მუქარის რეალურობის და გარდაუვალობის არსებობის საფუძვლიანი გადამოწმება გამოძიებისასს, რადგან ადგილი არ ქონდეს თუნდაც მსხვერპლში მაზოხისტური ელემენტების, გადახრების არსებობას, როდესაც პიროვნება იხიბლება სქესობრივი აქტის დაწყებამდე გარკვეული მუქარით ან სხვა სახის ძალადობით ხოლო აქტის დასრულების შემდეგ სხვა სარჩულითა და მოტივით მაგ: პიროვნებაზე განაწყენებულობის გამო ჩივის.

საქართველოს პრაქტიკა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან არც თუ ისე მდიდარია გაუპატიურების ფაქტების არსებობით მუქარის შემთხვევებში, თუმცა ასეთი შემთხვევები არა მხოლოდ იშვიათ, არამედ რთულ ერთეულებს წარმოადგენენ. ამდენად მათი საფუძვლიანი შესწავლა უნდა მოხდეს, თუნდაც იმ მცირე მიზეზის გამო, რომ ასეთ დროს ადამიანის სხეულზე და სხეულში შესაძლოა იძულების კვალი არ დარჩეს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გამოვყავით მუქარის შემთხევებში ჩადენილი სქესობრივი ხასიათის ძალადობები ცალკე თავად, ეს უკანასკნელი ამოვარდნილია ჩვენს მიერ შერჩეული კონტექსტიდან და ცალკე რთულ შემთხვევას წარმოადგენს.  თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიტყოდით, ხარვეზი კანონისა, მუქარის – როგორც კანონით დასაცავ ობიექტს – წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრება, გაუპატიურების შემთხვევაში ეს უკანასკნელები ისედაც ერღვევა მსხვერპლს სქესობრივ თავისუფლებასთან ერთად, ჩვენ მაინც მივიჩნევთ, რომ მუქარა ამ შემთხვევაში სრულად არ მოიცავს იმ მომენტებს რომელიც შესაძლოა მოძალადემ გამოიყენოს ძალადობის შემთხევვაში და მოაქციოს მუქარაში მაგალითად გატაცება, პირადი ცნობების გავრცელება, სამსახურიდან დათხოვნა და სხვა, ამიტომ ვინაიდან მუქარა არ მოიცავს ყველა იმ შესაძლო შემთხვევას რომელიც შეიძლება გამოიყენოს დამნაშავემ, მაგრამ ადგილი მაინც ქონდეს სქესობრივი კონტაქტის იძულებას, თან ვინაიდან მუქარის შემთხევვაში ისევე როგორც ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლს, უხეშად რომ ვთქვათ, სიტუაციის გაანალიზების და დაფიქრების შესაძლებლობა ასეა თუ ისე მაინც აქვს,  იძულებით გაუპატიურებისა და უმწეო მდგომარეობაში ყოფნისგან განსხვავებით, შესაძლოა, რომ მოიაზრებოდეს და ჩვენ ვიტყოდით, უმჯობესიც იქნებოდა იძულება და მუქარა ერთ მუხლში გაერთიანებულიყო, მსგავსების და სწორედ დროის ინტერვალის გამო, რომელიც რადიკალურად ცვლის ადამიანის არა მხოლოდ აღქმას და განწყობას სირთულისადმი, არამედ დამოკიდებულებასაც.  ამდენად ვინაიდან სქესობრივი ხასიათის დანაშაულები  დაყოფილია 2 ჯგუფად: ა) ძალმომრეობითი დანაშაულები პიროვნების სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (137-138-ე მუხლები) და ბ) არა ძალმოიმრეობით სქესობრივი დანაშაულები (140-141-ე მუხლები), ხოლო მუქარით ისევე როგორც იძულებით ჩადენილი დანაშაულებში მარტივი შესაძლებელია რომ ძალადობა, ძალმომრეობა, ანუ ფიზიკური ზემოქმედება არ გვქონდეს სახეზე, ამიტომ ისინი მსგავსი ტიპის დანაშაულებს წარმოადგენენ და არ იქნება ურიგო თუ არაძალმომრეობით დანაშაულთა რიცხვს მივაკუთვნებთ.  უფრო უპრიანი იქნება  თუ მუქარის შემთხვევებში განხორციელებული სექსუალური ძალადობა არაძალმომრეობითი სქესობრივი ხასიათის დანაშაულში გადაინაცვლებს. თუმცა ეს საკმაოდ დიდი დისკუსის საგანს წარმოადგენს და არსობრივად დიდ სირთულეს.

აქვე უნდა განვიხილოთ რიგი შემთხვევებისა როდესაც შესაძლოა სახეზე გვქონდეს მუქარით განხორციელებული სქესობრივი ხასიათის დანაშაული, ერთ შემთხვევაში როდესაც ყაჩაღური თავდასხმის დროს მოძალადე იარაღს უშენს გაუაპატიურების მსხვერპლის შვილს ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრს და ეუბნება თუ არ დაამყარებს სქესობრივ კონტაქტს აუცილებლად მოკლავს მას, ასეთ შემთხვევაში მუქარა აშკარაა, რეალური და რაც მთავარია იმწუთიერი. აქვე დავამატებთ, რომ ჩვენს მიერ პოზებზე ჩამოყალიბებული ვერსიიდან არსებობს  გამონაკლისი, შესაბამისად დაზარალებულს შესაძლოა არც დაზიანება ჰქონდეს და მოძალადის მიერ შერჩეულ სექსუალურ პოზასაც დანებდეს. მეორე შემთხვევად კი შესაძლოა განვიხილოთ ისეთი ტიპის მაგალითი, როდესაც დამნაშავე თავისუფლებას აღუკვეთავს დაზარალებულს, იგი ჩაკეტილი ყავს და მუქარით ახერხებს მასთან სქესობრივ შეუღლებას. აქ დიდ როლს ისევ დროის და სიტუაციის გაანალიზების ფაქტორი თამაშობს, სწორედ ამიტომაც შესაძლოა მსგავსი ფაქტების განხილვა მოხდეს როგორც ძალმომრეობით ისე არაძალმომრეობითი ხასიათის სქესობრივი დანაშაულების კონტექსტებში.

თავი V. პრაქტიკაშიარსებულირეალობა

 

$1. ზოგიერთისისხლისსამართლისსაქმისმიმოხილვადაანალიზი.

      თემის ამ ნაწილში განვიხილავთ ზოგიერთ სისხლის სმართლის საქმეს, როგორც არქივში გადასულს, ისე ჯერ კიდევ წარმოებაში არსებულს.  ჩვენ მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს რათა გვქონოდა სწორი ინფორმაცია მათ არქივში არსებულ საქმეებზე, ამდენად გავეცანით 2006 წლის და მის შემდეგ მომხდარ გაუპატიურების საქმეებს. ჩვენ მოკლედ მოვიყვანთ მათ ფაბულებს. იმისთვის, რომ დავიცვათ გამოძიებისა და სასამართლოს ინტერესები და ამავე დროს არ დავარღვიოთ საქმის მონაწილეების უფლებები საქმეში დაშიფრულად გამოვიყენებთ საქმის ნომრებსა და საქმის მონაწილე პირების ვინაობას.

სისხლის სამართლის #171071324 საქმე, რომელსაც იძიებდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება, ეხება 143-ე და 137-ე მუხლებს, დანაშაული ჩადენილია 2007 წელს, დაზარალებული, რომელიც 30 წელს გადაცილებული იყო, აცხადებდა, რომ იგი მუშაობდა დისკო-კლუბში, სადაც გაიცნო თურქეთის მოქალაქე ვინმე X-ი, რომელთანაც ჰქონდა დაახლოვებით 7 თვიანი ინტიმური ურთიერთობა, მასთან 10 დღეც კი ცხოვრობდა რა დროსაც აღნიშნული თურქეთის მოქალაქე მისგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ თავი დაენებებინა კლუბში მუშაობისთვის და დარჩენილიყო მასთან. თუმცა დაზარალებული ამის წინააღმდეგი იყო და მათ მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც მამაკაცმა მასზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა, კერძოდ სცემა ქალს. რის შემდეგაც მათი ინტიმური კავშირი შეწყდა და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. დაზარალებულის განცხადებით ბრალდებულმა მოინდომა მასთან შეხვედრა და კავშირის აღდგენა, რასაც დათანხმდა დაზარალებული და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, კერძოდ საქმის მონაწილე ქალბატონი  აცხადებდა, რომ იგი თავისი ნებით და თავადვე მივიდა ტაქსით მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რომელიც დაქირავებული ჰქონდა თურქეთის მოქალაქეს, აღნიშნულ მისამართზე მისვლის შემდეგ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დასხდნენ და რამოდენიმე საათის განმავლობაში მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც მამაკაცმა სთხოვა ქალს მასთან დაბრუნება და ცხოვრება, რაზეც მიიღო უარი, სწორედ ამის გამოც დაიწყო მათ შორის უთანხმოება, კეძოდ ბრალდებული სცემდა დაზარალებულს და მისგან დაჟინებით მოითხოვდა დარჩენილიყო მასთან საცხოვრებლად, შემდეგ კი საწოლზე დააგდო და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. დაზარალებული აცხადებს დაკითხვაში, რომ მას არ სურდა დანებებოდა მოძალადეს თუმცა იყო დაღლილი და ვერ გაუწია წინააღმდეგობა. კითხვაზე თუ რატომ არავის მოუხმო დასახმარებლად დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულმა მას ჩხუბისას ტელეფონი გაუტეხა, ხოლო კარი იყო ჩაკეტილი და ვერ გავიდა გარეთ.

შეფასება ამ საკითხისა ვფიქრობთ მარტივია, ქალს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და აღმოჩნდა რომ მას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება აქვს ხანგრძლივი მოშლის გარეშე, ჩვენ ვნახეთ საქმეში არსებული ფოტოსურათები, სადაც რეალურად ფიქსირდება სისხლჩაქცევები და სხეულზე მექანიკური ზეწოლის შედეგად გაჩენილი სილურჯეები. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას. დავიწყოთ იქედან რომ სხეულზე სილურჯე ან სისხლჩაქცევა ყოველთვის არ მიუთითებს გაუპატიურებაზე, აშკარაა რომ ქლბატონზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ ზეწოლას წინ არ უსწრებდა სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობა. თუ დავაკვირდებით ბრალდებულმა იგი სხვა მოტივით, კერძოდ კი მასთან დარჩენისა და სამუშაოს მიტოვების მიზეზით სცემა. ანუ შეიქმნა ჩვეულებრივი, ტიპიური კონფლიქტური სიტუაცია რაღაც საკითხზე ვერ შეთანხმების გამო, რასაც მოჰყვა ქალის ცემა, (ამას რა თქმა უნდა არა ვამართლებთ) ამდენად თუ მეგობარ ქალსა და მამაკაცს, ან ცოლქმარს შორის კონფლიქტია ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცი გაუპატიურებისთვის უნდა დავსაჯოთ, საბედნიეროდ სსკ-ში არის ამა თუ იმ ქმედების შესაბამისი მუხლები. მეორე გარემოება რაც ასევე საინტერესოა აღნიშნულ საქმეში გახლავთ ის, რომ ჩვენ ვნახეთ დაქირავებული ბინის ფოტოსურათები, იგი როგორც უკვე აღვნიშნეთ მდებარეობდა პირველ სართულზე და გასასვლელი კარი მდებარეობდა ქუჩის მხარეს, ფანჯრებს ჰქონდა გისოსები. მაგრამ აღნიშნული ოთახის მდებარეობა ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას რომ სურვისლის შემთხვევაში ქალს დაეტოვებინა ბინა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრალდებულმა იგი შინ დატოვა ხოლო თავად რამოდენიმე ხნით გასული იყო. დაზარალებულის თქმით ამ დროს იგი დატოვეს ჩაკეტილი, თუმცა ვთვლით რომ თუ საშველად ვინმეს მოუხმობდა, აუცილებლად მიიღებდა დახმარებას. კითხვაზე თუ რატომ არ ითხოვდა შველას გაუპატიურებისას, მანამდე თუ მის შემდგომ პერიოდში როგორც წესი სახელდება სირცვილი და შიში, მაგარმ აქ ბუნდოვანებას ერთი გარემოება იწვევს, დაზარალებული მოითხოვდა ბრალდებულისგან ტელეფონის გატეხვით გამოწვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, ხოლო ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული მორალური ზიანი და შელახული ღირსება შეაფასა 3000 ლარად, რაც მთელს ამ ისტორიას აყენებს ეჭვ ქვეშ. უფრო მეტიც თურქეთის მოქალაქე დაკითხვაში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქალს შეეძლო დააეტოვებინა საცხოვრებელი ოთახი თუ ამის რეალური სურვილი ექნებოდა, რაც არ იწვევს ეჭვს, გარდა ამისა მოძალადე თავად უკავშირდება მსხვერპლის მეგობარს და ეუბნება მისამრთს სადაც ისინი იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მეგობარს მოჰყავს დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან. უნდა ითქვას, რომ ბრალდებული ადასტურებს კონფლიქტისა და ცემის ფაქტს, ხოლო უარყოფს გაუპატიურების მომენტს.

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ ქალმა იდეალურად იცოდა სად და რისთვის მივიდა თურქეთის მოქალაქესთან, ისინი სვამდნენ ერთად, ხოლო მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა გაუპატიურების მიზნით ცემას, არამედ მასთან დარჩენის მოტივით, ხოლო ვინაიდან ადრე ისინი მეგობრები იყვნენ, სრულებით შესაძლებელია სქესობრივი აქტის დამყარებას საფუძვლად სიტუაციის განმუხტვა ჰქონოდა.

ერთ-ერთ 2010 წლის სისხლის სამართლის №171100709 საქმეზე, სადაც დაზარალებული არის 1991 წელს დაბადებული, ხოლო ბრალდებული – 1977, ყვებოდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მასთან მივიდა ვინმე X და უთხრა, რომ იყო გარდაცვლილი მამის უახლოესი მეგობარი და დღეიდან ის გაუწევდა ყოველგვარ დახმარებას, აღნიშნული ფაქტი მოხდა ზამთარში, მამის  გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ აღნიშნულმა პიროვნებამ მართლაც მოუგვარა გარკვეული ფინანასური პრობლემები, რის შემდეგაც გვიან ღამით შესთავაზა წასულიყვნენ და მამის გარდაცვალებასთან დაკავშირების ხსოვნის პატივსაცემად ალკოჰოლური სასმელი მიეღოთ. გოგონა დათანხმდა, რის შემდეგაც X-ის ორ მეგობართან ერთად წავიდნენ სასტუმრო “აჭარაში,” დალიეს ალკოჰოლი, რის შემდეგაც გოგონა გავიდა სასტუმროს სხვა ოთახში მოსაპირფარეშებლად, ვინაიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ, როცა სააბაზანოდან გამოვიდა დაინახა, რომ X-ი იდგა საწოლთან წელს ზემოთ შიშველი, გოგონა საწოლზე წამოწვა და ჩაეძინა, როცა გაეღვიძა მოძალადემ დაუწყო სხეულის ეროგენულ ადგილებში შეხება, რაზეც გოგონამ სთხოვა, რომ თავი დაენებებინა, და გაეშვა, მაგრამ ბრალდებული ამტკიცებდა რომ ისინი სასტუმროში იყვნენ და აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ვინაიდან ხალხი მაინც არ დაუჯერებდა რადგან სასტუმროში იგი თავისი ნებით წამოყვა. ამდენად მამაკაცი გავიდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად ხოლო დაახლოებით 40 წუთი გოგონას განმარტებით, იგი საწოლზე იჯდა და ფიქრობდა, ოთახის კარი იყო ღია მდგომარეობაში და მხოლოდ 40 წუთიანი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა შესულიყო მეგობრების ნომერში, თუმცა  ბრალდებულმა არ დაანება იქ შესვლა და საწოლზე დაამხო, სახით ქვემოთ და გააუპატიურა, ჩვენებაში დაზარალებული აფიქსირებდა, რომ ის იყო ქალწული აღნიშნულ დღემდე და სწორედ X-ის ძალადობის შემდეგ დაკარგა ქალწულობა, გარდა ამისა არ მოიხმო დასახმარებლად არავინ იმიტომ, რომ შერცხვა, ხოლო აქტის შემდეგ ჩაეძინა და როდესაც დილით შეხვდა X-ის მეგობრებს მათთვის არაფერი უთქვამს. სახლში მისვლის შემდეგ არაფერი მოუყოლია დედისთვის და რაც მთავარია არ მიუმართავს სამართალდამცავ ორგანოებისთვის, რაც ყველაზე საინტერესოა ამ საქმეში, გაუპატიურების პირველი შემთხევიდან გავიდა დაახლოებით შვიდი თვე, ამ დროის მანძილზე მოძალადე რეგულარულად ამყარებდა გოგონასთან სქესობრივ კავშირს, უფრო მეტიც იგი გოგონასთან სახლში დადიოდა და ავადმყოფი ბებიის თვალწინ აუპატიურებდა გოგონას, ეს უკანასკნელი კი ხმას ვერ იღებდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გამო.

შესაჯამებლად ვიტყვით, რომ ეს არ იყო გაუპატიურება, გოგონა ნებაყოფლობით ამყარებდა აღნიშნულ მამაკაცთან სქესობრივ კავშირს, ხოლო მაშინ, როცა ამ ვითარებას შეუქმნა გაუპატიურების ელფერი, ეს იყო ურთიერთობის გაწყვეტის საშუალება და ვითარებიდან თავის გამოყვანის სურვილი. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც უფრთხილდება თავის პატივს და სექსუალურ თავისუფლებას, სასტუმროში სადაც საკმარისი იყო შველა ეთხოვა, ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ ცხვენია და სამაგიეროდ არ ცხვენია იყოს გაუპატიურების მსხვერპლი, ან კიდევ დაამყაროს სქესობრივი კავშირი პირთან რომელთანაც არ სურს.  აქვე დავამატებთ, რომ  სისხლის სამართლის ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია დაზარალებულზე ფიზიკურ ზეწოლას.

სასამართლოს არქივიდან ჩვენ გამოვყავით სამი საქმე 5-დან, რომლებზეც ჩავთვალეთ, რომ ღირდა მსჯელობა, ხოლო ამათგან რეალური გაუპატიურებად მიგვაჩნია 2007 წლის სისხლის სამართლის საქმე ნომრით 171100923, კერძოდ ელენე მინასიანის გაუპატიურებისა და მკველელობის ფაქტი. ეს არის ის ერთადერთი შემთვევა 2006 წლის შემდგომ აჭარაში დარეგისტრირებული სისხლის სამართლის საქმეებიდან, რომელიც ეჭვსაც კი არ იწვევს, რომ რეალურად გაუპატიურებაა. აღნიშნული დანაშაული ეხება 18 წლის გოგონას, რომელიც ზრვის პირას გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. ჩვენ გავეცანით როგორც საქმის ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს როგორიცაა ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ვნახეთ გარდაცვლილი გოგონას როგორც სიცოცხლეში ისე გვამზე გადაღებული ფოტოსურათები, გვამი აბსოლუტურ დამახინჯებას განიცდიდა, მასზე მიყენებული დაზიანებები ცხადყოფდა რომ დაზარალებული, ანუ გარდაცვლილი გოგონა სიცოცხლის ბოლომდე ანუ სიკვდილის დადგომამდე იცავდა თავის უფლებას და უწევდა წინააღმდეგობას მოძალადეს. კერძოდ დაზიანებები მიყენებული ჰქონდა თავის არეში, ნიკაპის არეში, მარცხნივ  არასწორკიდეებიანი ბლაგვკუთხეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა 3 X 0,3 სმ ზომის, ცხვირის ფუძეზე სიგრძივად  მდებარე 2,8 X 0,2 სმ ზომის დაჟეჟილი ჭრილობა, მარჯვენა წარბზედა მიდამოში განივად მდებარე 2 X 0,2 სმ ზომის დაჟეჟილი ჭრილობა თხემ-კეფის არეში, მარცხნივ მრავლობითი დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი ჭრილობები. ასეთივე ხასიათის სამი ჭრილობა კეფის არეში შესაბამისად ზომებით 1 X 4 სმ;  3,5 X 0,5 სმ და 7 X  1,5 სმ ზომებში.

თავის ქალის ღრუს რაც შეეხება, აღენიშნება მოტეხილობა, რომლის ხაზი იწყება საფეთქლის მარცხენა ნახევრიდან თხემისა და კეფის ძვალზე, მარცხენა პერიმეტრულ ძვალზე მთავრდება თურქულ კეხთან, მეორე მოტეხილობის ხაზი შუბლის ძვლიდან მიემართება უკან და მთავრდება საფეთქელ კეფის ძვლის საზღვარზე.

საქალწულე აპკის მთლიანობა დადრღვეულია და არ აღემატება 12 სთ-ს ხოლო სიკვდილი გაკვეთის მომენტისთვის არ აღემატება 8 სთ-ს.

ანალიზი ამ სს საქმეზე საკმაოდ მკაფიო და მარტივია, მნიშვნელობა არა აქვს როგორ აღმოჩნდა გოგონა ზღვის სანაპიროზე, მოტყუებით, სურვილით თუ სხვა მიზეზით, ფაქტი ერთია და ამას ბრალდებულიც აღიარებდა ჩვენებაში, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია მოძალადეს და არ დანებდა, მოძალადეს ნაკბენიც ჰქონდა ხელზე, თუმცა მან თავში ქვა ჩაარტყა და გონება დააკარგინა, გაუპატიურებულ გოგონას მანამდე ურტყამდა მოძალადე სანამ საბოლოოდ არ გააჩერა და შეაწყვეტინა წინააღმდეგობის გაწევა, სავარაუდოა, რომ სქესობრივი აქტი მან ქვის პირველად ჩარტყმის შემდეგ დაიწყო როცა გოგონამ ძალა დაკარგა. საბოლოო შედეგი გოგონას წინაარმდეგობა და თავის დაცვის გამო მისივე სიკვდილია. ამ მაგალითზე მარტივია იმის ჩვენება რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, არ არსებობს უფრო დიდი შიში, უფრო დიდი ტკივილი ვიდრე გაუპატიურებით მიყენებულია, ამდენად მსხვერპლი რომელსაც არ სუსრს აქტი ბოლო მომენტამდე, თუნდაც სიცოცხლის დაკარგვის საფასურად უწევს წინააღმდეგობას მოძალადეს.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ჯერ კიდევ არის წაროებაში სისხლის სამართლის ფრიად საინტერესო საქმე, დაზარალებული ამტკიცებს, რომ მოძალადემ იგი შეიყვნა სადარბაზოში გაუპატიურების მიზნით, ჯერ სცადა დაემყარებინა ვაგინალური გზით სქესობრივი კონტაქტი, რაც ვერ მოახერხა იმ მიზეზით რომ სათანადო ერექცია არ განუვითარდა, შემდგომ აიძულა მობრუნებულიყო ქალი და აქტი განეხორხიელებინა ანუსში, აქაც ვერაფერს გახდა მოძალადე და ბოლოს აიძულა დაზარალებული ორალური მეთოდით ეცადა სექსუალური აქტის განხორციელება. დაზარალებულს თითქმის არ აღენიშნებოდა შემთხვევის შედეგად მიყენებული რაიმე სახის დაზიანება. ქალი ამტკიცებდა, რომ მან უკბინა მოძალადეს სასქესო ასოზე, რისი გადამოწმებაც ვერ მოხერხდა ვინაიდან ქალის მიერ მითითებული მოძალადე მიიმალა. შემთხვევა მოხდა ქ. ბათუმში, კერძოდ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში. აღნიშნული ფაქტი იმთავითვე ეჭვს ბადებს საქმის სისწორეში. ქალი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სქესობრივი თავისუფლება არ შეიძლება ნებდებოდეს მოძალადეს ყოველმხრივ სქესობრივ კონტაქტზე და არ უწევდეს შესაბამის წინააღმდეგობას ან არ ითხოვდეს შველას იმ მოტივით, რომ მერე აგებინებდა პასუხს, უფრო მეტიც იგი ამტკიცებდა, რომ მოძალადე იყო ნასვამ მდგმარეობაში და მას ემუქრებოდა, რის გამოც შეეშინდა და ამიტომაც არავის მოუხმო დასახმარებლად. შიშის ფაქტორი ამ შემთხვევაში  ვერ გაიმარჯვებს თავდაცვის ინსტინქტზე, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ფაქტი ხდება დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში მარტივია გაკეთდეს დასკვნა, ქალი როგორც ჩანს ნებაყოფლობით გაყვა მამაკაცს, ხოლო ვინაიდან მამაკაცის მხრიდან ადგილი ქონდა თანხის გადაუხდელობას, ქალმა მასზე შური იძია. რადგან როგორც აღვნიშნეთ მოძალადე, რომელიც აქტს ახორციელებს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ქალს შეგნებულად არ ჩააყენებს მომგებიან პოზიცვიაში, ეს უკანასკნელი კი ორალური მეთოდებით კონტაქტის დამყარებში განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

ასევე საინტერესოა კიდევ ერთი 2010 წლის სისხლის სამართლის #171101111 საქმე, საქმეში დაზარალებულად გვევლინება 20 წლამდე ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, უფრო კონკრეტულად კი სქესობრივი პარტნიორი X, რომელთანაც მოუვიდა უთანხმოება, პარტნიორის მეგობარმა კი მას შესთავაზა გვიან ღამით გაყოლოდა თავისთან სახლში, რაზეც დათანხმდა დაზარალებული და როგორც თვითონ ამტკიცებდა იგი გაჰყვა მოძალადეს სახლში იმ მოტივით და მიზნით, რომ შეარიგებდა  X-თან, თუმცა ამის ნაცვლად მოძალადემ დაუპირა სქესობრივი კავშირის დამყარება იძულებით. ბრალდებული მიიმალა, აღნიშნული გოგონა იმყოფებოდა ძლიერი ალკოფოლური ზემოქმედების ქვეშ. დაკითხვიდან ის ჩანს, რომ ვიდრე მოძალადეს დაუსხლტებოდა ხელიდან  მანამდე ყვიროდა და შველას ითხოვდა, ბოლოს კი რაღაც ხმაური შემოესმა, რაზეც ორივეს გაეფანტა ყურადღება და სწორედ ამ დროს მოახერხა გარეთ გამოქცევა. უნდა ითქვას რომ დაზარალებულს არ აღენიშნებოდა ძალადობის აშკარა კვალი, მხოლოდ უმნიშვნელო და თითქმის შეუმჩნეველი სილურჯე აღენიშნებოდა ბარძაყის მიდამოში.

ჩვენი ღრმა რწმენით ეს არ არის რეალური გაუპატიურება, ვინაიდან მოწმეები, კერძოდ სახლსი მეპატრონე რომელსაც გაქირავებული ჰქობდა ბინა, ანუ შემთხვევის ადგილი, ამტკიცებდა რომ მას არავითარი ხმაური არ გაუგონია, მით უმეტეს რომ სახლში იყო, იმ ღამით და აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ რომ ღამით, განსხვავებით დღის საათებისა უფრო მარტივია გაიგონო ხმაური, შესაბამისად თუ ნამდვილად დახმარების სათხოვნელად ყვიროდა დაზარალებული აუცილებლად გაიგონებდა იმავე ეზოსა და სახლში მცხოვრები მეზობლები და სახლის მეპატრონეები. აქ სავარაუდოა ის ფაქტი, რომ გოგონა თავისის ნებით დათანხმდა სქესობრივ აქტს თუმცა დასაშვებია რომ ნამდვილად გაეგონა რაიმე ხმაური, რომელიც შესაძლოა აღიქვა თავისი მეგობრის – X-ის მოსვლად, ხოლო თავის მართლების მიზნით ანუ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში გამოექცა მოძალადეს და შემდგომ იძულებლი გახდა ბოლომდე დაეცვა პირვანდელი ვერსია. იმისთვის რომ საბოლოოდ არ დაეკარგა პარტნიორი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითი რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე დაყრდნობითაა მოყვანილი, ეს ის შემთხვევაა როდესაც პირადად გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით დაზარალებულებისა და ბრალდებულების დაკითხვის ოქმებს, ექსპერტის დასკვნებსა თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებსა და ფოტოსურათებს. რის შედეგადაც განგვიმტკიცდა და გაგვიმყარდა მოსაზრება, რომ რეალური გაუპატიურება მსხვერპლისა, ყოველთვის სრულდება ურთულესი შედეგებით, იქნება ეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ხანგრძლივი მოშლით თუ დაზარალებულის გარდაცვალება. ალტერნატივა და შუალედი თითქმის არ არსებობს.  ამის დასადასტურებლად მოვიყვანთ ერთ შემთხვევას, რომელიც გაშუქდა მედიის საშუალებით, ეს გახლავთ უკრაინაში გაუპატიურებული გოგონას საქმე, გოგონა გააუპატიურეს ჯგუფურად, რომელიც სასტიკად იქნა ნაცემი ხოლო კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს და ქუჩაში დააგდეს. ეს არის მინიმალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე, უნდა ვთქვათ, რომ თუ გაპატიურება რეალურია და არ ატარებს რაიმე სხვა შურისძიების, შანტაჟის ან თავის დაცვის ქვეტექსტს, მაშინ ხმაურდება როდესაც დგება ძალიან მძმე ან ფატალური შედეგი. ამით ხაზს იმას ვუსვამთ რომ გაუპატიურება რათქმა უნდა ხდება, თუმცა არა ისეთ ფორმებში რომელზეც სასჯელს იხდის ასობით მამაკაცი.

აქვე დავსძენთ, რომ გაუპატიურების საქმეებში გამომძიებლები თითქმის არ უსვამენ კითხვას დაზარალებულს განიცადა თუ არა მან აქტის დროს ორგაზმი. ხოლო იშვიათად სვამენ კითხვას სექსუალური პოზის შესახებ. ორივე მათგანს საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოძალადე ყოველთვის გაითვალისწინებს, რომ აუცილებელია თვითონ იყოს მომგებიან პოზაში რათაA განახორციელოს ძალადობა. კერძოდ იგი არ და რაც მთავარია ვერ  დაიწყებს აქტს თუ ქალი მისი სხეულის ზემოდანაა, გაუპატიურების შემთხვევაში ქალი ყოველთვის ექცევა მამაკაცის ქვემოთ იშვიათი გამონაკლისების გარდა რომელსაც განვიხილავთ მუქარის შემთხვევებში. რაც შეეხება ქალის მხრიდან ძალადობის შემთვევაში ორგაზმის განცდის საკითხს ეს მეტისმეტად ძნელად წარმოსადგენი და დასაშვებია. მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალი აქტის პროცესში დანებდა  მოძალადეს. ასეთის არსებობის შემთხვევაში ალბათ დაზარალებულში უნდა მოვიაზროთ ქალის ისეთი კატეგორია, რომელიც სადომაზოხისტური დევიაციის მატარებელია, მაგრამ თუ ის დანებდა მამაკაცს ალბათ ასეთი ქალი არც არასდროს არ განაცხადებს სამართალდამცავ ორგანოში გაუპატიურების შესახებ. თუმცა აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ქალი არ აღიარებს მამაკაცთან კონტაქტის ქონის სურვილს და თავს ისე იჭერს თითქოს მას აიძულებენ სექსუალური აქტის ჩატარებას. ჩვენ არ განვიხილავთ ამ შემთხვევას რადგან ვთვლით რომ ეს სცდება და გადის სამართლის სფეროდან.

დამატებით ვიტყოდით, რომ გამომძიებელი უნდა იყოს მეტისმეტად კორექტული აღნიშნული ნიუანსების დაკონკრეტებისას, იგი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ეთიკის ნორმები და არ შეულახოს დაზარალებულს ღირსება, უნდა ეცადოს, რაც შეიძლება გახსნილად და დამორცხვების გარეშე ალაპარაკოს დაზარალებული მომხდარზე.

დასკვნა

თემაზე მუშაობისას ჩვენ საკითხი შემდეგნაირად  დავსვით: შესაძლებელია თუ არა სრულწლოვანი ან 16 წელს მიღწეული, ფსიქიკურად ჯანმრთელი ქალის გაუპატიურება თუ ის რეალურად წინააღმდეგია, ალკოჰოლური თუნდაც პრეპარატული (იგულისხმება ფსიქოტროპული, ნარკოტიკული და სხვა გამაბრუებელი საშუალებები) და ძლიერი ფიზიკური ზეწოლის, ზემოქმედების გარეშე. უპირველეს ყოვლისა უნდა განვმარტოთ რას ვგულისხმობთ წინააღმდეგობის  რეალურად არსებობაში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს არსებობს რიგი შემთვევებისა, როდესაც ქალს მოსწონს ე.წ თამაში მამაკაცთან სქესობრივ შეუღლებამდე, ამას შესაძლოა ვუწოდოთ  ცდუნება, ამ ხერხს ქალი  მეტი  აღგზნებისთვის იყენებს, ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ ისეთი შემთხვევები, როცა ქალს სურს სქესობრივი კონტაქტის დამყარება, თუმცა ამას არ აღიარებს მამაკაცთან, ამიტომ სექსუალური აქტის დროს ნებდება კიდეც და არ უწევს სათანადო წინააღმდეგობას. თუმცა ისეთ  ვითარებას ქმნის თითქოს მოვლენები მისი სურვილის წინააღმდეგ განვითარდა.

საკითხზე მუშობისას შევისწავლეთ ზოგიერთი ცხოვრებისეული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ სამართლებრივი მიდგომა, მეთოდი და კატეგორია და ჩამოგვიყალიბდა საკმაოდ მკვეთრი და არგუმენტირებული დამოკიდებულება აღნიშულ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ქალი რეალურად, მთელის ძალისხმევითა და მონდომებით გაუწევს მოძალადეს  წინააღმდეგობას და შეეცდება თავისი პატივის, ღირსების და სექსუალური თავისუფლების დაცვას ის მოახერხებს კიდეც ამას, ხოლო ძალიან ცუდ შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვექნება რეალური გაუპატიურების ის შემთხვევა, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ხანგრძლივი მოშლით ან უკიდურესად მძიმე ფიზიკურ მდგომარეობას – დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის სახით.

მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად და განვიხილოთ ზემოთ მოყვანილი სხვადასხვა  ვითარება, რომელიც გაუპატიურებასთანაა დაკავშირებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ გაუპატიურების გამოძიებასთან, პირდაპირ არის კავშირში ნებაყოფლობის საკითხი, შესაბამისად უნდა მოხდეს იმის დადგენა, ქალის ნებით შედგა სქესობრივვი კავშირი თუ მისი ნების წინააღმდეგ. აგრეთვე უნდა დადგინდეს რაში გამოიხატა ნებაყოფლობის დაფიქსირება, იქნება ეს თანხმობის შემთხვევა თუ არა. შესაბამისად ვთვლით, რომ გამოძიების მომენტში უნდა იქნას დასმული ისეთი კითხვები სადაც მკაფიოდ გამოიკვეთება აღნიშნული მომენტი.

აუცილებელია კარგად გვესმოდეს ერთი რამ, დაზარალებულის ჩვენება არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ ის სიმართლეს  ამბობს დაკითხვისას. ჩვენს მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეებიდან ნათლად გამოიკვეთა, რომ ძალიან ხშირად ქალბატონებს ამოძრავებთ შურისძიების და ანგარიშსწორების მოტივი. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქალები მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ შანტაჟით აიძულებენ მათ დაქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუპატიურებისთვის ჩივილით ემუქრებოდნენ. იშვიათია შემთხვევები, როცა რეალური ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, შესაბამისად ძნელია და თითქმის შეუძლებელი ზუსტი სტატისტიკის მოყვანა ამ დანაშაულთან მიმართებაში. ხშირ შემთხვევებში სწორედ, რომ ისეთი ქალბატონები ჩივიან გაუპატიურების ფაქტებზე, ვინც მართლია თავისი ნებით დათანხმდა სქესობრივ კონტაქტს, მაგრამ იცის, რომ არასასურველი შედეგი მოჰყვება მის საქციელს, არ გადაუხადეს შესაბამისი ფულადი ანაზღაურება ან კიდევ ხანგრძლივი ინტიმური ურთიერთობის შემდეგ სურს მამაკაცი ჩამოიცილოს, რისთვისაც მიმართავს ამ ხერხს. რაც შეეხება რეალური გაუპატიურების შემთხვევებს ზოგჯერ მათი გაცხადება იმიტომ არ ხდება, რომ ძალადობას ახორციელებენ ქმრები ან ისეთი ნათესავები თუ ახლობელი პირები, ვისაც ვერ იმეტებს დაზარალებული სასჯელისათვის, ან რეალურად ეშინია მისი, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ადგილი აქვს საზოგადოების მხრიდან გარიყვისა და გაკიცხვის შიშს, ასევე შელახული და ახდილი პატივის საზოგადოებისგან დაცვას, დაზარალებული თვლის, რომ მას ვერ გაუგებს საზოგადოება და ალბათ ეს არ არის საფუძველს მოკლებული შიში, რომელიც რეალურ დამნაშავეებს ხშირად დაუსჯელად ტოვებს. ამდენად ვთვლით, რომ ამ პრობლემაზე მუშაობა აუცილებელი იყო და საჭიროა მოხდეს რეალური დამნაშავეების გამოვლენა. აქვე კი დავამატებთ, რომ გაუპატიურების შემთხვევების უდიდესი ნაწილი სწორედ ნაცნობის ჩადენილია, იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა დაზარალებულისთვის უცობია ვინ იყო მოძალადე.

რას უნდა მიექცეს ყურადღბა როცა ქალი ამტკიცებს, რომ იგი ძალადობის მსხვერპლია? – გაბატონებული აზრით ეს არის უპირველეს ყოვლისა სილურჯეები და სისხლჩაქცევები სხეულზე. ითვლება, რომ  თუ ქალს ფეხებსა და ბარძაყების მიდამოში აღენიშნება სისხლნაჟღენთები ე.ი. ის ძალადობის მსხვერპლია, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ რეალური გაუპატიურება თუ ადგილი აქვს არა პრეპარატულ ან ალკოჰოლურ, არამედ ფიზიკურ ზემოქმედებას ყოველთვის  ვლინდება ძლიერ სისხლნაჟღენთებსა და დაჟეჟილობებში, მაგრამ ყველა სილურჯე და სისხლჩაქცევა არ არის გაუპატიურება, იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა ქალმა თავისივე ხელითაც გამოიწვიოს სხეულზე. აქ მთავარია ერთი რამ, ყურადღება მიექცეს სხეულზე ზემოქმედების, ხანდაზმულობას, ხარისხს და რაც მთვარია ლოკალიზაციას. სასამართლო – სამედიცინო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ სასქესო ორგანოებისა და ბარძაყების არეში სავალდებულო არ არის ფიზიკური ძალადობის ნიშნების ნახვა, რადგან ხშირად ეს ნიშნები ვლინდება ცხვირის, ყელის, გულ-მკერდის, მხრებისა და წინამხრების, სახის მიდამოებში, პირველად მოძალადე ცდილობს გააჩუმოს დაზარალებული, როდესაც ის შველიას ითხოვს. შემდეგ მთელი დატვირთვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოდის ზედა კიდურებზე, როცა ქალი ცდილობს მოიგერიოს მოძალადე, როცა ქალი ძალას კარგავს მოძალადეს აღარ სჭირდება ზეწოლა ბარძაყებზე, შესაბამისად მეტი წილი დაზიანებებისა მოდის სწორედ სხეულის ზედა ნაწილზე. გამომძიებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კანის შეფერილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სადომაზოხისტური სქესობრივი შეუღლებისას ამოწუწნის, კბენის შედეგად, რაც სრულებით გამორიცხავს გაუპატიურებას. ამდენად ამგავრი ნებაყოფლობითი სქესობრივი კონტაქტი არაკეთილსინდისიერმა პარტნიორმა შესაძლოა გამოიყენოს იმისთვის, რომ გაუპატიურებაში დაადანაშაულოს მამაკაცი. იმ დროს როცა სახეზეა რეალური გაუპატიურებისას მიღებული სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანება, აქ დაზიანების  ხასიათი, მიყენების საშუალება და ხარისხიც კი შეუაიარაღბელი თვალითაც თვალსაჩინოა. მაგრამ რაც მთავარია, უნდა მოხდეს იმის გათავლისწინებაც, რომ ხშირად მხოლოდ ცემის ფაქტი, რასაც არც  გაუპატიურება და არც მისი მცდელობა არ ახლავს, დაზარალებული ცდილობს იძიოს შური და ამიტომ აზვიადებს მომხდარს და მამაკაცს ადანაშაულებს, თითქოს მხოლოდ ჯანმრთლობა კი არ დაუზიანა არამედ გააუპატიურა იგი.

შემდეგი და მნიშვნელოვანი წინაპირობა გაუპატიურებისა არის სქესობრივი შეუღლების ფაქტის  დადგენა, რასაც აკეთბს ექსპერტიზა. კერძოდ შედგა  თუ  არა სქესობრივი კონტაქტი ამისთვის საჭიროა მოხდეს იმის დადგენა არის თუ არა დაზარალებულის საშოში სპერმის კვალი, რომელიც ეკუთვნის მოძალადეს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ სპერმატოზოიდების არ არსებობა არ გამორიცხავს სქესობრივი შეუღლების არსებობას სხვადასხვა მიზეზთა გამო,  პირი ანუ ბრალდებული შესაძლოა თავს იცავდა შესაბამისი საშუალებით აქტის დაწყებისას, და მეორეც, არსებობს რიგი სამედიცინო დაავადებებისა თუ პათოლოგიებისა, როცა მამაკაცი განაყოფიერების უუნაროა, ასეთი შემთხვევებია მაგ: ზოგჯერ ასაკი, სათესლე ჯირკვლების შეჩერება მუცელში, სპერმის გამოყოფის უნარის ნაწილობრივი ან სრული მოშლა და სხვა. ამდენად სპერმის ვერ აღმოჩენა მსხვერპლის ორგანიზმში ზოგ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია გაუპატიურებას ან მის მცდელობას. რაც შეეხება საშოში სპერმის აღმოჩენას ეს ყოველთვის ადასტურებს სქესობრივი შეუღლების ფაქტს თუმცა არ ადასტურებს გაუპატიურების უტყუარობას. გარდა ამისა არის შემთხვევები, როცა მამაკაცი სქესობრივი შეუღლებისას უუნაროა ხოლო ქალი მიუთითებს, რომ იგი გაუპატიურებული იქნა ასეთი პირის მიერ, ასეთ დროს მარტივია იმის მტკიცება, რომ ქალი ტყუის.

გაუპატიურება შესაძლოა მოხდეს გახრწნით და გაუხრწნელად, მაგრამ ყოველი დეფლორაცია არ ნიშნავს სქესობრივი შეუღლების არსებობას, ვინაიდან ეს უკანასკნელი შესაძლოა დაიზიანოს ქალმა მექანიკური ზემოქმედებით. ამდენად აქ ექსპერტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე. დავამატებთ იმას, რომ გახრწნით გაუპატიურება ხშირად სწორედ, რომ სავალალო და ფატალური შედეგებით მთავრდება, გაუპატიურება რთულია და თითქმის შეუძლებელი როცა გაუხრწნელად ხორციელდება და მით უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს მაშინ, როცა ადგილი აქვს ქალწულის გაუპატიურებას. როცა საუბარია გაუპატიურებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, არ შეიძლება არ მოვიაზროთ ერთ-ერთი, ქალისთვის საკმაოდ მყარი თავდაცვის მექანიზმი, ვგულისხმობთ საშოს სპაზმას, რომელიც ე.წ. ჩაკეტვის შესაძლებლობას უქმნის ქალს, რა დროსაც კოიტუსი ფაქტობრივად ვერ შედგება, აღნიშნული საკითხი უფრო დეტალურად წინა თავებში იქნა განხილული, ახლა კი მხოლოდ შეჯამების სახით ვიტყვით, რომ ქალს ნამდილად აქვს თავდაცვის მექანიზმები, როგორც ბიოლოგიური  ისე ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და ხაზი არ გავუსვათ ერთ ფრიად მნშვნელოვან საკითხს, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელს ვისაც ჩვენ გავესაუბრეთ აღნიშნულ საკითხზე, იქნება ეს იურისტი, მედიკოსი, ფსიქოლოგი თუ რიგითი მოქალაქე (ჩავატარეთ ერთგვარი გამოკითხვა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში), მათი დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქალის გაუპატიურება მამაკაცის მიერ წარმოუდგენელია, ვინაიდან ქალს ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. უფრო მეტიც რეალობა ცხადყოფს, რომ სსკ-ის 137 მუხლისთვის სასჯელს იხდის არა რეალური მოძალადე, არამედ ქალების მსხვერპლი მამაკაცები, ანუ მსხვერპლად გვევლინება არა ქალი არამედ მამაკაცი. ამდენად იბადება ლოგიკური კითხვა, თუ რა განაპირობებს ასეთი ვითარების შექმნას და რაში მდგომარებს ერთის მხრივ პრობლემა, მეორეს მხრივ, ამ პრობლემისგან გამოსავალი? – აქ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დაზარალებულის ჩვენებას სქესობრივი დანაშაულების სფეროში აქვს დიდი უპირატესობა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, არამედ თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში გაცილებით მაღლა დგას ძალადობის მსხვერპლის ინტერესების დაცვა.

დაზარალებული არ არის ვალდებული ამტკიცოს ძალადობის არსებობა, იგი მხოლოდ განცხადებას აკეთებს ფაქტზე და ეს მიდგომა ჩადებული და მოაზრებულია თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში, საქმეს ართულებს ის, რომ ასეთ დანაშაულებს იშვიათად გააჩნია მოწმეები, მეორეს მხრივ, მოქმედი საპროცესო კოდექსი პირდაპირ ადგენს, რომ დაზარალებულის მითითებას დამნაშავეზე აქვს დიდი მნიშვნელობა და თან ავალებს ბრალდების მხარეს დაიცვას დაზარალებულის ინტერესები. პრობლემა არ მდგომარეობს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში, მაგრამ უმჯობესია ვიფიქროთ ისეთი ბერკეტის შექმნაზე, რომელიც არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ დაზარალებულის, ანუ ქალის პოზიციის დაცვისკენ, არამედ ჭეშმარიტების დადგენისკენ. საჭიროა ყურადღება მიექცეს დაზარალებულის თითოეულ სიტყვას, დაზიანების არსებობას და მის ხარისხს, აუცილებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის და ჩვენების შედარება. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ დანაშაულის გამოძიებას და გაუპატიურების ფაქტის არსებობას არ ადგენს ექსპერტი, არამედ გამომძიებელი, ექსპერტის დასკვნაზე და სხვა მტკიცებულებესა თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით გამომძიებელი  აკეთბს ანალიზს, ადგილი ჰქონდა თუ არ რეალურ გაუპატიურებას და სწორედ ეს უკანასკნელია ვალდებული საქმის ყველა დეტალზე გაამახვილოს ყურადღება, რათა არ მოხდეს ინსცენირებული გაუპატიურების გამო პიროვნებების დასჯა.

ვიდრე მსჯელობას დავასრულებთ გვსურს, რომ მოვიყვანოთ  ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, კვალიფიკაციის პრობლემის გადაწყვეტისას ჩვენს მიერ შემოთვზებული მეთოდის  აუცილებლობასა და მეორეს მხრის, მამაკაცის ხელშემშლელ ფაქტორს გაუპატიურებისას. იმისთვის, რომ დაიწყოს გაუპატიურება ჯერ მამაკაცში უნდა გაიღვიძოს სქესობრივმა მოთხოვნილებამ, ჟინმა, შემდგომ უნდა განუვითარდეს ერექცია, რის ხარჯზეც მამაკაცი იწყებს მზადებას აქტისთვის, კერძოდ ღებულობს მზადყოფნის პოზიციას, რაც უმრავლეს, მაგარმ, არა  აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ვლინდება მამაკაცის მიერ თავისივე გენიტალიის ხელით შეხებაში-დაჭერაში ხოლო თუ კი ქალისგან უარს ღებულობს  მეორე ხელით იწყებს მის მოგერიებას, რა დროსაც დიდია ალბათობა ავტომატურად, მის გაუცნობიერებლად, ასოზე ხელით სტიმულაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ეაკულაცია, რაც ავტომატურად იწვევს ერექციის  საწინააღმდეგო პროცესს დეტუმენესცენციას, ეს პერიოდი კი  ქალს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაუსხლტეს მამაკაცს ხელიდან.

აღნიშნულის მაგალითად მოვიყვანთ ერთ-ერთ განყოფილებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მიხედვითც დაზარალებულად გვევლინება ახალგაზრდა გოგონა, მისი გაუპატიურება გადაწყვიტა ტაქსის მძღოლმა, რომლითაც იგი ღამის საათებში მგზავრობდა. გოგონა აცხადებს, რომ მძღოლმა გადაუხვია მის მიერ მითითბული გზიდან და მანქანა შეიყვანა ბნელ ადგილას, სადაც იძულებით გადმოიყვანა მანქანიდან დაზარალებული და სცადა დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი, გოგონას წინააღმდეგობის გამო მამაკაცმა ეაკულაცია მოახდინა გარეთ, უფრო მეტიც, არ ჰქონია ადგილი გენიტალიების არავითარ შეხებას. ამ ფაქტმა გარკვეული დილემაც შექმნა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ამდენად ამ მაგალითით გვსურს, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასზედ რომ, აუციულებელია სსკ-ის 137–ე მუხლი იყოს მატერიალური დანაშაული და მას ჰქონდეს მცდელობა, და მეორეც, მოხდეს გამოძიებისას მამაკაცის პოზის, გნებავთ მდგომარეობის გათვლისწინება, რადგან შესაძლოა იყოს გაუპატიურების მცდელობა და არა გაუპატიურება. უფრო ხშირად ეს ხდება მაშინ, როცა მამაკაცს დაგეგმილი არა აქვს გაუპატიურება და იგი ვარაუდობს ქალისგან აქტზე თანხმობას, მაგრამ მისდა მოულოდნელად ქალისგან აწყდება წინააღმდეგობას ასეთ შემთხვევებში ფაქტიურად აგდილი აქვს მასტურბაციას მამაკაცის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა ხდება მისგან დამოუკიდებლად, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები პრაქტიკას არ აკლია, ამდენად გასათვალისწინებელია და ყურადსაღები.

ჩატარებული კვლევის შედეგად ნაშრომში ჩამოვაყალიბეთ და მკითხველს ვთავაზობთ სამ ძირითად სიახლეს, კერძოდ:

 1. საბოლოოდ მოხდეს სსკ-ის 137 მუხლის მატერიალური ხასიათის დანაშაულად აღიარება.

2. მოხდეს სსკ-ის 137 და 138 მუხლების გაერთიანება ერთი სახელწოდებით -„გაუპატიურება.“

 3. მოხდეს გაუპატიურების მუხლიდან „ძალადობის მუქარით“ ამოღება და გადახედვა, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალმომრეიობითი სექსუალური ხასიათის დანაშაული ნაკლებად იკვეთება, ადგილი აქვს არაძალმომრეობით დანაშაულს მაგ: იძულებას.

ამასთან ჩვენ განვიხილეთ, როგორც სისხლის სამართელბრივი ისე კრიმინალისტიკური პრობლემები, თუმცა როგორც ირკვევა მეტი დატვირთვა ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს კრიმინალისტიკურ მხარეს, რათა ავიცილოთ თავიდან უდანაშაულო პირების დასჯა, სწორედ კრიმინალისტიკური მექანიზმი უნდა შეიქმნას – იქნება ეს გამოძიების თავისებურება თუ ექსპერტიზისა და გამოკვლევის დახვეწა – რათა გადაწყდეს ჩვენს მიერ წამოჭრილ რეალობაში არსებული პრობლემები.

მიგვაჩნია, ნაშრომში საკმაოდ მყარი არგუმენტებია იმისათვის, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება ერთის მხრივ, იმაში, რომ  უნდა ვუზრუნველყოთ სქესობრივ დანაშაულებთან ბრძოლის მექანიზმების შექმნა, და ამისათვის ტაბუირების უარყოფა. მეორეს მხრივ, გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ქალს შესწევს უნარი დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, ხოლო მცდელობის შემთხვევაში პასუხი აგებინოს დამნაშავეს კანონის წინაშე.

გამოყენებული  ლიტერატურის ნუსხა

 

1.“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი,“გამომცელმობა „რაიზი,“ თბ., 2008            წელი.

2.“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,“ გამომცელმობა „ბონა   კაუზა“ თბ.,2011 წელი.

3. ზ.წულაია: „სისხლის სამართალი“ კერძო ნაწილი, პირველი ტომი. თბ.2000,            გამომცემლობა „ინტელექტი“

4.“სისხლის სამარათლის კერძო ნაწილი“- წიგნი I. გამომცელმობა „მერიდიანი“          ავტორთ კოლექტივი თბ.2006 წელი

5.  მ.ტურავა „სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“თბილისი 2006 წ.

6.  ავტორთა კოლექტივი:“ კრიმინალისტიკა“ ტომი I, გამომცემლობა „მერიდიანი,“  თბ.,2000 წელი

7.  ვ.შანიძე:“სასამართლო მედიცინა“ გამომც „განათლბა თბ.1970 წ.მეორე         შემოწმებული და გადამუშავებული გამოცემა.

8.  ვ.შანიძნე: „ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა“              გამომცემლობა“განათლება“ თბილისი 1975 წ.

9. დ.უზნაძე „ზოგადი ფსიქოლოგია“ გამომცემლობა „აღმაშენებელი“ თბ.1998 წ.

10. რ.ნათაძე „ზოგადი ფსიქოლოგია“ თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა      თბ.1986 წ.

11. ავტორთა კოლექტივი,“უცხო სიტყვათა ლექსიკონი,“თბ., 1989 წ.

12 .  ი.ი. ამინოვი-„იურიდიული ფსიქოლოგია“-გამ:სამართლიანი საქართველო         თბ.2008 წ.

13. „Криминалистика“ –авторского  колектива– издательства бек Москва-1996 г

14. ინტერვიუ -ასოცირებულ პროფესორთან მედიცინის აკადემიურ დოქტორთან, ექიმ-     სექსოლოგთან :  ზურაბ მარშანიასთან

15. http://geosexmd.com

16. http://www.ucss.ge

17. http://www.feministcritics.org

18.http://referat.ru/

19.http://www.rambler.ru

20. http://www.mail.ru

21. http://www.sudmed-nsmu.narod.ru

22. http://www.wikipedia.org.


[1] ავტორთა კოლექტივი,“უცხო სიტყვათა ლექსიკონი,“თბ., 1989 წ. გვ. 161

[2] ავტორთა კოლექტივი, ”სისხლის სამარათლის კერძო ნაწილი“- წიგნი I. თბ., 2006,  გვ.147.

[3] ზ.წულაია, „სისხლის სამართალი“ კერძო ნაწილი, პირველი ტომი. თბ., 2000, გვ 145

[4] „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი,“ 138 მუხლი.

[6]  ვ.შანიძნე, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, თბ.,1975,  გვ. 223.

[8]  ვ.შანიძე, სასამართლო მედიცინა, თბ.,1970, გვ. 218.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: