ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და

სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

 

სამაგისტრო ნაშრომი:

„ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა“

( წარმოდგენილია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად)

 

ნაშრომის ავტორი:

მაგისტრანტი II კურსის სტუდენტი,

ნინო ლიკუჩოვა

მეცნიერ  –  ხელმძღვანელი:

სამართლის დოქტორი,

ასოცირებული პროფესორი

ომარ ფარტენაძე

 

 

 

 

2012  წელი

ა ნ ო ტ ა ც ი ა

მოცემული თემა, ეხება ხელნაწერის კრიმინალისტიკურ ექსპერიზას და ასახავს ინფორმაციის პირველწყაროს დადგენის მეთოდებს.

ამ  საკითხის მიმართ, ჩემი დაინტერესება განპირობებულია იმით, რომ  არის   მრავალმხრივ გამოყენებადი სიახლე და ჯერ საქართველოს მასშტაბით, არ მოგვეპოვება  სერიოზული კვლევები ამ განხრით.

ნაშრომში განხილულია ისტორიული წყაროები, თანამედროვე ტენდენციები, გამოყენების სფეროები, ავტორის ფსიქოლოგიური პორტრეტის და ვინაობის დადგენის მეთოდები, ელქტრონული წერილით, გამომგზავნის იდენტიფიცირებადი რეკვიზიტების დადგენა და მსგავსი სხვა.

ეს ნაშრომი არის საწყისი, ჩემი შემდეგი კვლევებისათვის და იმედია დაინტერესებას გამოიწვევს მკითხველში.

А н о т а ц и я

       Данная тема касается криминалистической экспертизы рукописи и отражает методи, установки  первоисточников информации.

Заинтерессованость по данному вопросу, вызвано тем, что пока по масштабу Грузии, нет серёзных исследований по этому уклону и это  является,  многосторонно пригоднойю.

В работе рассмотрены исторические  источники, современние тенденции, сферы применения, методы установления психологического портрета и личности автора, установку идентифицирования реквизитов отправителя, по электронному письму и многое другое.

Эта работа, есть начало моего следующего исследования и надеюсь заинтересовать  читателя.

შინაარსი

შესავალი ——————————————————————————-         გვ: 4

თავი  Ι . ხელნაწერის გამოკვლევის ცნება და მისი მნიშვნელობა კრიმინალისტიკაში   ——————————————————————————————-     გვ: 6

§1. საკითხის დასმა ——————————————————————–      გვ: 14

§2. ხელნაწერის გამოკვლევის ისტორიული საფუძვლები და ძირითადი მეთოდები    ——————————————————————————————-       გვ: 15

თავიII. ხელნაწერის კრიმინალისტიკური  გამოკვლევის ზოგადი ტექნიკა                     ——————————————————————————————         გვ: 24

§1. ხელნაწერის იდენტიფიცირებადი მახასიათებლები —————————    გვ: 26

§2. ხელნაწერის არაიდენტიფიცირებადი მახასიათებლები————————-  გვ: 29

თავიIII. შეცვლილი კალიგრაფიის გამოკვლევის თავისებურებანი და ავტორის დადგენის ზოგადი სპეციფიკა—————————————- —————      გვ: 32

§1. შეგნებულად შეცვლილი კალიგრაფიის თავისებურებანი ——————–     გვ: 35

თავიIV.  გრაფოლოგიური მეთოდის ცნება და მნიშვნელობა ხელნაწერის გამოკვლევის პროცესში—————————————————————-     გვ: 38

§1. კალიგრაფიის მიხედვით ადამიანის ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენა ———————————————————————————–   გვ:40

§2. ადამიანის ჯანმრთელობისა და კალიგრაფიის ურთიერთდამოკიდებულება            ——————————————————————————————-       გვ: 47

თავი V.  ელექტრონული წერილის , ანონიმური ავტორის, მაიდენტიფიცირებადი რეკვიზიტების დადგენის საშუალებები——————————————–      გვ:49

დასკვნა———————————————————————————–      გვ:52

გამოყენებულილიტერატურა ——————————————————-    გვ: 54

ფოტოილუსტრაცია —————————————————————          გვ: 55

შესავალი

            დანაშაული, ერთგვარი ნოვაციაა, ყოველთვის გამოჩნდება ნოვატორი, რომელიც შეძლებს, გაარღვიოს უკვე ნაცნობი ჩარჩოები და ჩაიდინოს ისეთი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც არ იქნება გაწერილი კანონით, ან რომლის ანალოგი პრაქტიკაში არ  შეგვხვედრია. თუმცა ხშირად, დანაშაულებივი ქმედების ერთი პრეცედენტი, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განხორციელდეს საფუძვლიანი ცვლილებები და შეტანილ იქნას სიახლეები, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

არსებულ რეალობაში, დანაშაულებრივი მეთოდები იმდენად განვითარდა, რომ თითქმის ყველა, დანაშაულებრივი ნაბიჯი, გააზრებულად და დაგეგმილად არის გადადგმული. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დღეს პოტენციურ დამნაშავეებს, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის, ცივილური ფორმები ურჩევნიათ, რაც ინტელექტუალურად გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ეს ადრე იყო.  ბუნებრივიცაა, ყველაფერი, კარგი თუ ცუდი, ევოლუციის პროცესს განიცდის.

დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი, კრიმინალისტიკის სფეროს საერთო განვითარება და ვიწრო პროფილით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ყოლაა, მაქსიმალური კომპეტენციის და ადეკვატურობის მოთხოვნების დაცვით.

ხოლო, რაც შეეხება ხელნაწერს, როგორც კრიმინალისტიკური კვლევის ობიექტს, გაცილებით გამოყენებადი შეგვიძლია გავხადოთ, როგორც ეს აპრობირებულია სხვადასხვა სახელმწიფოში. ამ სფეროს განვითარება, გარდა იმისა რომ გამოგვადგება დამნაშავე პირის იდენტიფიკაციაში, მისი ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში და ა.შ. , ის ასევე დაგვეხმარება დანაშაულის პრევენციაში.

ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე შევხებოდი ისეთ კვლევის ობიექტს, როგორიცაა, „ხელნაწერის კრიმინალისტიკური ექსპერტიზა“ და რომელიც საქართველოში დღესდღეისობით თითქმის ხელუხლებელია.

ხელნაწერი – ეს ფენომენია!

იქნებ, ერთი შეხედვით გადაჭარბებულ მოსაზრებად ჩათვალოს მკითხველმა, მაგრამ ეს, სრული ჭეშმარიტებაა.

ხელნაწერი უსაზღვრო ინფორმაციის წყაროა და საერთოდ, გენიალური ობიექტია კვლევისათვის. სხვა, რომ არაფერი ვთქვათ, ის ადამიანის სულის ანარეკლია გარე სამყაროში და მისი გამოკვლევა, ყველა იმ ინფორმაციის გასაღებია, რომლის შენიღბვასაც, ყველა, ასე თუ ისე ვცდილობთ.

მოცემული თემის მნიშვნელობა, მის სიახლეში, პოტენციალში და პრობელმატურობაში მდგომარეობს.

მე ვეცდები მხოლოდ, თეორიული ცოდნის საფუძველზე შეგიქმნათ ზოგადი წარმოდგენა, რაც გამოიწვევს მკითხველის დაინტერესებას. ამ ნაშრომის ძირითადი მიზანი ხომ, ეს არის.

ამ სფეროს თეორიული შესწავლა და პრაკტიკის შექმნა, უდიდესი შედეგის მომცემი იქნება საქართველოსათვის. მისი მრავალმხრივი პოტენციალი, რეალურად გამოყენებადი შეგვიძლია გავხადოთ.

ყველა ტიპის დოკუმენტის გამოკვლევის საკითხს თემაში არ შევეხები, რადგან ეს არის კოლოსალური და მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც ერთბაშად რთული აღსაქმელი იქნება.

მოცემულ ნაშრომში, შევეცდები დაგანახოთ ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევის მნიშვნელობა, ტექსტის ავტორის დამდგენი გამოკვლევის და კალიგრაფიის გამოკვლევის მეთოდებით, ასევე  განსაკუთრებით  მინდა შევეხო გრაფოლოგიურ ექსპერტიზას, რადგან მიმაჩნია, რომ, ზუსტად ეს უკანასკნელი იძლევა პასუხს, თითქმის ყველა კითხვაზე. ასევე შევეხები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა _ ელექტრონული წერილის, ანონიმური ავტორის, მაიდენტიფიცირებადი ნიშნების დადგენის საშუალებები.

მინდა დაგანახოთ მარტივი გზები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოვიძოთ სასურველი ინფორმაცია, სასურველი პირის შესახებ.

ნაშრომი შედგება 5 თავის,  7 პარაგრაფისა და 62 გვერდისაგან. მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა, რომლის  რაოდენობის უმეტესი ნაწილი, ინტერნეტ რესურსია, ხოლო მეტი თვალსაჩინოებისათვის თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.

თავი I . ხელნაწერისგამოკვლევისცნებადა

მისიმნიშვნელობაკრიმინალისტიკაში

          განვმეორდები და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხელნაწერი – ეს ფენომენია, ხოლო წერილი, უნიკალური კვლევის ობიექტი, რომელიც ზღვა ინფორმაციას მოიცავს.

კალიგრაფია დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული წერის სტილია, რომლის ფორმირება, დიდი მეცადინეობის შედეგად ხდება და ტვინის ფუნქციონირების შესაბამისად კონტროლდება. დოქტრინაში ხშირად აღნიშნავენ, რომ წერის სტილი, ისეთივე  ინდივიდუალურია, როგორც მოძრაობის მანერა, სახის მიმიკა და მსგავსი სხვა. თუმცა ვერ დავეთანხმები ასეთ შედარებას. ამ საკითხზე მუშაობამ დამარწმუნა, რომ  ხელნაწერი, გაცილებით მეტი ინფორმაციის შემცველია, ვიდრე რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, რადგან მისი მეშვეობით ხდება, შეგრძნების კრისტალირება ფურცელზე. იმ შეგრძნებისაც კი, რომელიც არა მხოლოდ წერის პროცესში გვეუფლება, არამედ ჩვენს ქვეცნობიერში არის ჩაბეჭდილი. ერთი ადამიანის წერის სტილი, არასდროს არ მეორდება სხვა ადამიანის ხელნაწერში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველანაირად შელამაზებული კალიგრაფია, ვერ შეალამაზებს არსებულ რეალობას. პირიქით ხშირად კალიგრაფია, რომელიც ძალით არის კორექტირებული და გალამაზებული, მეტყველებს ნიღაბის მატარებელ ადამიანზე.

ხელნაწერის გამოკვლევა უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია, იგი საჭირო ინფორმაციის გასაღებია. ხელნაწერის შესწავლა-გამოკვლევისათვის საჭიროა  მისი გრაფიკული და აზრობრივი გაანალიზება, შესაბამისად ხელნაწერის გამოკვლევის ძირითად მიმართულებებად გამოყოფენ:

–         კალიგრაფიის გამოკვლევას;

–         ხელნაწერის ტექნიკურ – კრიმინალისტიკურ გამოკვლევას;

–         ხელნაწერის ავტორის დამდგენ გამოკვლევას.[1]

თუმცა მივიჩნევ, რომ ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან ხელნაწერის კვლევისას,  გრაფოლოგიური მეთოდის გამოუყენებლობა ვერ მოგვცემს სრულფასოვან შედეგს.

ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ექსპერტიზის სახეობაა, რომელის ჩატარების პროცესშიც,  კომპიუტერული პროგრამები ვერ გაგვიწევს არსებით დახმარებას. რომელიმე, შესაბამისი პროგრამის არსებობის შემთხვევაშიც კი,  სახეზე, არ გვექნება  სასურველი დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეცნიერია მომხრე, მოცემული ექსპერტიზის კომპიუტერიზაციისა, მე მაიც ჩემს აზრზე ვრჩები და ვთვლი, რომ ხელნაწერის ფენომენს და უშუალოდ გრაფოლოგიურ დასკვნას, ვერანაირი პროგრამა ვერ გაგვიკეთებს. ხელნაწერის გამოკვლევაზე დასკვნის გაკეთება, იგივეა რაც ავადმყოფისათვის დიაგნოზის დადგენა. იმისათვის, რომ დიაგნოზი წარმატებულად დაისვას, არსებობს ანალიზები, თერმომეტრი და მრავალი სხვა საშუალება, მათ შორის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება, მაინც ექიმისთვის არის მინდობილი. ხელნაწერის გამოკვლევისათვის, ექსპერტი გამოიყენებს ტრანსპორტირს, სახაზავს, გამადიდებელ შუშას, წინასწარ გაწერილ პროგრამას თუ რაიმე სხვა მეთოდს , საბოლოოდ მაინც, მან უნდა გააკეთოს შეფასება და არა კომპიუტერმა.  კომპიუტერულ პროგრამას,  არ შესწევს უნარი, ჩასწვდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციონალურ შრეს. ასევე მოცემულ საკითხზე კონსულტაცია გავიარე, ფსიქოლოგთან, ქალბატონ შორენა ვაშაძესთან, რომელმაც უშუალოდ მიმითითა შემდეგი სახის ტესტზე:[2]

წერისმანერადახასიათი

: ხელწერა და ადამიანის ხასიათი განუყოფელი ცნებებია. დააკვირდით თქვენს ხელნაწერს, გაეცით პასუხი ქვემოთ მოყვანილ კითხვებს, დაითვალეთ ქულები და შესაბამისი პასუხი ყურადღებით წაიკითხეთ:
1.ასოების   ზომა:
3მმ – მდე – 3ქ.
4 – 5მმ – 7ქ.
6 – 7მმ – 17ქ.
7მმ – ზე    მეტი – 20ქ.
2. ასოების    დახრა:
ძლიერად მარცხნივ დახრილი – 2ქ.
მარცხნივ მსუბუქად დახრილი – 5ქ.
დახრის გარეშე – 10ქ.
მსუბუქად დახრილი მარჯვნივ – 6ქ.
ძლიერ მარჯვნივ დახრილი – 14ქ.
3. ასოების მოხაზულობა:
მრგვალი – 9ქ.
რთული განსასაზღვრი – 10ქ.
კუთხოვანი – 19ქ.
4. სტრიქონის მდებარეობა ფურცლის ზედა ნაწილთან მიმართებაში:
ფურცლის ზედა კიდის პარალელურად განლაგებული – 12ქ.
ზემოთ გადაადგილებული – 16ქ.
ქვემოთ გადაადგილებული – 1ქ.
5. ფანქრის დაწოლის ძალა:
მსუბუქი – 8ქ.
საშუალო – 15ქ.
ძლიერი – 21ქ.
6. ასოების სიმჭიდროვე:
მჭიდროდ – 11ქ.
დაშორიშორებული – 18ქ.
7. ნაწერის საერთო შეფასება:
აკურატული ხელწერა, ყველა სიტყვა ადვილად იკითხება – 13ქ.
საერთო ჯამში აკურატული, მაგრამ ზოგი სიტყვა ძნელად იკითხება – 9ქ.
გაურკვეველი ხელწერა – 4ქ.
შედეგები:
38-51 ქ. – ასეთი ხელწერის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ცხოვრებას მოწყვეტილნი არიან, ხშირ შემთხვევაში ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება უჭირთ. იკეტებიან საკუთარ თავში. ხშირად სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან. მიდრეკილნი არიან სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკებისაკენ. ამ ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან კომპიუტერული თამაშებისა და ფეხბურთის ფანები.
52-63 ქ. – სუსტი ნებისყოფა აქვთ,მორცხვები არიან და რთულ სიტუაციებში იბნევიან. საკუთარი თავი, როგორც პიროვნება, ჯერ არ დაუფიქსირებიათ. ამ ჯგუფში არიან მაწანწალები, ნარკომანები და სექსუალური უმცირესობის 32%.
64-75 ქ. – მორიდებული, მსუბუქი ხასიათის არიან, სხვათა აზრს დიდ პატივს სცემენ. ადვილია მათი შთაგონება. დაბალი თვითშეფასების გამო, ხშირად სხვა ადამიანების ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. კრიტიკულ სიტუაციებში ცდილობენ , იბრძოლონ, მაგრამ უხეშობის წინაშე უკან იხევენ.
76-87 ქ. – ასეთი ხელწერის მქონე ადამიანები ღია, პირდაპირი და გულახდილები არიან. ყოველთის ძალუძთ საკუთარი აზრის დაცვა, მაგრამ სხვის აზრს მოთმინებით ისმენენ. ყველაზე ცუდ თვისებად ღალატს მიიჩნევენ და არასოდეს პატიობენ. მეგობრების მიმართ მეტად პედანტები არიან, მათი გულისთვის ცეცხლშიც კი გაივლიან.
88-98 ქ. – ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა. საკმაოდ მოწესრიგებული ადამიანები არიან. არ შეუძლიათ ტყუილის თქმა. გაწონასწორებული ხასიათი და მოთმინების უნარი აქვთ. კრიტიკულ სიტუაციებში მიზანმიმართულნი არიან და გამარჯვებასაც აღწევენ. ყოველთვის მრავლად აქვთ გეგმები: გონებამახვილნი არიან და ყველაფერს იუმორით უყურებენ. ეს ჯანსაღ ოჯახში გაზრდილი ხალხია.
99-109 ქ. – ერთობ დამოუკიდებელი ადამიანები არიან. ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ. არაჩვეულებრივი მეხსიერებითა და გონებით გამოირჩევიან. უყვართ ყველაფერი ლამაზი და მომხიბვლელი. ასეთი ხელწერა ძირითადად ჟურნალისტებს, მუსიკოსებს, ხელმძღვანელ პირებსა და მენეჯერებს აქვთ.
110-121 ქ. – მომთხოვნი ადამიანები არიან. უყვართ, როცა ყველა მათ ემორჩილება და მათ ჭირვეულობებს ასრულებს. ნებისმიერ კრიტიკას ისე აღიქვამენ, როგორც პირად შეურაცხყოფას. რაც შეეხება დისციპლინას, აქაც იმავეს  თქმა შეიძლება. ყველანაირად გაგრძნობინებენ რომ თუ თქვენთან ურთიერთობენ, მადლობელი უნდა იყოთ.

მას შემდეგ, რაც დეტალურად გავეცანი ტესტს, დავრწმუნდი, რომ ის ვერ უზრუნველყოფს, თუნდაც იმ სახის დასკვნების გაკეთებას, როგორიც მისსავე პასუხებშია ასახული.  ხელნაწერის ტესტირება გაცილებით რთული პროცესია და ის არ ექვემდებარება მსგავს, უსუსურ ტრაფარეტულობას.

მანუელ კასტელსი  ამბობდა: ,, მე მწამს რაციონალიზმისა და გონისადმი მიმართვის შესაძლებლობის. მე მწამს გააზრებული სოციალური ქმედებისა. მიუხედავად ადრინდელი ტრაგიკული ინტელექტუალური შეცდომებისა, მე მჯერა, რომ დაკვირვება, ანალიზი და თეორიის აგება ხელს შეუწყობს სხვა, უკეთესი სამყაროს შექმნას.”[3] ჩემთვის საკმაოდ მისაღები მოსაზრებაა, მიუხედავად, ჩემი  მჭიდრო კონტაკტისა კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან. უბრალოდ მიმაჩნია, რომ კომპიუტერი ვერასდროს ვერ იქნება „ადამიანზე ჭკვიანი“, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანის ქმნილებაა.

გამოკვლევისას გამოიყენება მონაცემები ფსიქოლოგიიდან და ფიზიოლოგიიდან, იმის დასადგენად თუ რამდენად არის შენარჩუნებული წერის სტილის სიმყარე. გრაფიკული გამოსახულიების ინდივიდუალური მახასიათებლების საშუალებით, შესაძლებელია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება. ექსპერიმენტალური გამოკვლევისას გამოიყენება ელექტრომიოგრაფიული საშუალება, რათა დადგინდეს წერის ტემპი. იმისათვის რომ შესწავლილ იქნას წერის პროცესის ფორმირების თავისებურებანი, გამოიყენება მამოძრავებელი აპარატის ელექტროფიზიოლოგიური საშუალება  და მსგავსი სხვა.

ნათელია, რომ გამოკვლევის შედეგი დამოკიდებულია, მხოლოდ ექსპერტის მახვილ თვალზე და მიდგომაზე.  ამ ასპეკტმა, შესაძლებელია კრიმინალისტიკური გამოკვლევის ეს კონკრეტული სახეობა, მკითხველისათვის მეტისმეტად სუბიექტური გახადოს , თუმცა რომელ სუბიექტურობაზე ვსაუბრობთ, თუ კი საქმე გვაქვს ნამდვილ, სტაჟიან ექსპერტთან და არა მოყვარულთან. კალიგრაფიული ექსპერტიზის ფუძემდებელი  რუსეთში,     ე. ფ. ბურინსკი თვლიდა, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზა, მხოლოდ მაშინ დაკარგავს სუბიექტურობას, როდესაც გამოკვლევის პროცესში, დაიწყება გაზომვის წარმოება სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენებით.[4] მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი მსჯელობაა ორი მიზეზიდან გამომდინარე, პირველი –  ექსპერტი მიიჩნევა ობიექტურ, კომპეტენტურ და პროფესიონალ ადამიანად, მას სუბიექტურობა შეიძლება აღენიშნოს, მხოლოდ მეთოდების შერჩევის და დასკვნის ფორმირებისას, მიდგომისა და ტერმინოლოგიის შერჩევის ნაწილში. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ მოცემული მსჯელობა, მხოლოდ მეთოდების ჩამონათვალია, რომელსაც ისედაც  იყენებენ  ექსპერტები და არა რაიმე პრაქტიკული მითითება, ან გასაუმჯობესებელი გზების ჩვენება.

არის მრავალი მეთოდი, რაც ჩამოყალიბდა პრაქტიკაში, სპეციალისტის  მუშაობის გასაუჯობესებლად, თუმცა ყოველ მათგანს აქვს როგორც პლიუსი, ასევე მინუსი და დღემდე განიცდის ცვლილებებს. მაგალითად: გრაფომეტრიული მეთოდისას, (რომლის ფუძემდებელიც იყო ე. ლორაკი.) გამოკვლევაში გამოიყენა მათემატიკური და გეომეტრიული მეთოდები.  ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე ხდება,  იმ კალიგრაფიის სპეციფიკის შესწავლა, რომლითაც იყო შესრულებული გამოსაკვლევი ობიექტი და სხვა შესადარებელი ხელნაწერები . ამის შემდეგ მათ ალაგებენ ისე, რომ დაემთხვას საკოორდინატო წერტილები და ერთგვაროვანი, გრაფიკული ხასიათის, გამოსაკვლევი ნიშნების  წერტილებში ატარებენ დასხივებას. თუ კი სხივის გატარების დროს მოხდება გადაკვეთა, მაშინ გამოსაკვლევი და შესადარებელი ობიექტები არის ერთი და იგივე პირის  მიერ შესრულებული.[5] მაგრამ ეს არ არის გამართლებული მეთოდი, ვინაიდან ძალიან შრომატევადი და დამღლელია. ის არ იძლევა გარანტიას, რომ დაიდოს უტყუარი დასკვნა,  ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. რაც მთავარია, არ შეიძლება გამოკვლევის დროს, იყოს გამოყენებული ისეთი რთული საშუალებები, რომლებიც გამოიწვევენ ცდომილებას.

პრაქტიკა იცნობს სხვა საინტერესო მეთოდებსაც, როგორიცაა გრაფიკული შუალედურის გამოყვანა, შედარებითი ანალიზი და ა.შ. ყველა მათგანს აქვს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მთავარია კვლევისას ექსპერტმა შეარჩიოს, მისთვის კარგად ნაცნობი მეთოდი , ან მოახდინოს რამდენიმე მათგანის თანხვედრა.

ასევე საჭიროა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობა და მონაწილეობა მოცემული სახის ექსპერტიზაში არსებული და ახალი მეთოდების შეთავსება – გამოყენებით.

საქართველოში ამ მხრივ ნელი განვითარებადი ეტაპი გვიდგას, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ეს საკითხი არ ყოფილა შესწავლის ობიექტი. ქალბატონმა მაია ნინიძემ, რომელიც უშაულოდ ატარებს ექსპერტიზებს სხვადასხვა სახის საბუთზე, (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი – თბილისში) გამიკეთა სრული ჩამონათვალი იმ გამოკვლევის სახეობებისა, რომლებიც ტარდება, ესენია: ხელმოწერის, ან ხელნაწერის ავტორის ვინაობის დადასტურება, შესადარებელი კვლევის ობიექტის არსებობისას. მისი სქესის და მიახლოებითი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ზოგიერთი გარე ფაქტორის ზემოქმედების (როგორიცაა ალკოჰოლური თრობა) დადგენა. ასევე მეტი სიზუსტისათვის მოვიყვან ამონარიდს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ოფიციალური ვებ-გვერდიდან. (იხ. ნახ:2) [6], თუმცა,  გამოკვლევის რომელ საშუალებებს ანიჭებდა უპირატესობას არ დამისახელა. ასევე მითხრა, რომ შეუძლებელი იყო ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა. ანუ, გრაფოლოგიურ კვლევის მეთოდს ექსპერტიზის ჩატარებისას, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა მოიცავს, მხოლოდ ხელნაწერი ასოების ტექნიკური გამოკვლევის შედეგს.  სასურველი იქნებოდა, ხელნაწერის ექსპერტიზის სრული პოტენციალის გამოყენება, ის უფრო მეტი ინფორმაციის მომცველი იქნება.

რაც შეეხება მის მნიშვნელობას, ჩვენს რეალობაში – უდიდესია, მიუხედავად ყველაფრის კომპიუტერიზაციისა. მანამ სანამ ხდება თუნდაც, რაღაც ჩანაწერის გაკეთება ხელით, ხელნაწერზე გამოკვლევის ჩატარება, აუცილებლად იქნება აქტუალური.

მაგალითისთვის, რიგ ევროპულ ქვეყნებში და ამერიკის ზოგიერთ შტატში, პირის სამსახურში მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ყოველმხრივ გამოკვლეული იქნება მისი ხელნაწერი. ამ კვლევის შედეგად, იქმნება ადმიანის ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც ქმნის სრულ წარმოდგენას – ადამიანის ადეკვატურობაზე, კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნილებებთან მიმართებაში. სავსებით ლოგიკურია, რადგან ხელნაწერი გაცილებით მეტის მეტყველია, ვიდრე ე.წ. CV– ი,  ელექტრონული სახის სამოტივაციო წერილი, ან რეკომენდაცია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ,  საქართველოში ამ მეთოდის აპრობირება, სასარგებლო ნოვაცია იქნებოდა. უფრო მეტიც, ეს ჩემი, ერთგვარი ინიციატივაა, კარგად იქნას შესწავლილი ეს საკითხი და დანერგილი. შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს. გარდა იმისა, რომ თითქმის უშეცდომოდ იქნება შესაძლებელი შესაბამისი კადრის შერჩება, შეიქმნება უდიდესი მონაცემთა ბაზა, რაც გაგვიადვილებს პიროვნების იდენტიფიკაციას. გამომდინარე იქედან, რომ გვექნება, უდიდესი რაოდენობა, შესადარებელი ობიექტებისა და მივიღებთ უტყუარ შედეგს, როგორც თითის ანაბეჭდის ექსპერტიზის შემთხვევაში.

ამასთანავე, წერილი, ფაქტიურად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ობიექტია, რაც დამეთანხმებით ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, როგორც იურისტებისათვის, ხელნაწერის გამოკვლევის იურიდიული და კრიმინალისტიკური ასპექტების გამოკვეთაა. წარმოვიდგინოთ, ამ სფეროს განვითარებასთან ერთად, რამდენად გაიზრდება შანსი, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა, დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციისა. ეს ყველაფერი რეალურია, რადგან ხელნაწერი არასდროს არ ფარავს სიმართლეს, უბრალოდ ის შეიძლება იყოს არასწორად გამოკვლეული.

მრავალმხრივ ნაყოფიერი იქნება, ხელნაწერის ექსპერტიზის გამოყენება,  მსაჯულების შერჩევისას, საშუალება მოგვეცემა პირი შევარჩიოთ, კანონის მოთხოვნილებების დაცვით და მისი გონებრივი, თუ ემოციური დიაპაზონის გათვალისწინებით. გამარტივდება თვითმკვლელობის, ან იმიტირებული თვითმკვლელობის გამოძიება, თუ კი კონკრეტულ შემთხვევაში დატოვებული იქნება წერილი. როგორც პრაქტიკიდან ცნობილია, თვითმკვლელების 80 %, ტოვებს წერილს ან წარწერას. განსაკუთრებით თუ კი თვითმკვლელობა იმიტირებულია,  წერილი თითქმის ყოველთვის ფიგურირებს, კვალის ახვევის მიზნით. ეს ერთის მხრივ, გამოსავალია იმ ჩიხიდან, რომელიც ყოველთვის გვხვდება ამ კონკრეტული სიტუციების გამოძიებისას.

ასე, რომ სასურველი იქნებოდა ამ სფეროს გაუმჯობესება, და უფრო მეტიც, მისი მრავალმხრივ გამოყენებადობის დანერგვა.

§1. საკითხისდასმა

 

ვინაიდან, დღევანდელი რეალობა ამ სფეროში არც თუ ისე სახარბიელოა, კარგი იქნებოდა ამ მხრივ სიახლეების დანერგვა, კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ მომზადება , ვინაიდან  საქართველოში ეს ვერ განხორციელდება და რაც ყველაზე მთავარია, ამ თემაზე მუშაობამ დამარწმუნა რომ აუცილებელია კერძო ექსპერტიზის ბიუროების არსებობა.  ალტერნატივა, შექმნის ჯანსაღ კონკურენციას. იქნება მეტი საშუალება,  ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლისა,  გაჩნდება სურვილი საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობების მიღებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისა. მუშაობის შედეგად შეიქმნება პრაქტიკა, მასშტაბები გაიზრდება და რაც მთავარია არა მხოლოდ ეს კონკრეტული ექსპერტიზის სახეობა, არამედ მთლიანად სფერო განვითარდება.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სფერო თითქმის აუთვისებელი და დაუმუშავებელია საქართველოში. ლოგიკურია, რომ ვერ იქნება უზრუნველყოფილი მისი, როგორც ჭეშმარიტების დადგენის მექანიზმის,  გამართული მუშაობა.  ეს უკვე უდიდესი პრობლემაა, რომელიც აღმოფხვრას საჭიროებს. თუ უფრო შორს წასვლას მოვინდომებთ, აუცილებლად დავინახავთ, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით, სპეციალისტების დეფიციტს განვიცდით და როდესაც არჩევანი არც თუ ისე დიდია, თავისთავად რთულია იმსჯელო ხარისხზე, თანამედროვე ტენდენციებზე და ასე შემდეგ.

როგორც აინშტაინი ამბობდა – “ინფორმაცია წმინდა სახით , ეს არ არის ცოდნა. მონაცემთა ნამდვილი წყარო მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებაა”. მოცემულ შემთხვევაში, ეს აბსოლიტური ჭეშმარიტებაა. ვინაიდან გრაფოლოგიური ექსპერტიზა, არის ერთერთი ექსპერტიზა, რომელშიც კომპიუტერი და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიები თითქმის ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან არ არსებობს პროგრამა, რომელიც წერილის სკანირების შედეგად ავტორის ვინაობას გვაცნობებს, ან მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს შეგვიქმნის. ეს ის სფეროა სადაც საჭიროა პრაქტიკის და მახვილი თვალით დაკვირვების საფუძველზე, სპეციალისტმა განსაზღვროს შედეგები და დადოს შესაბამისი დასკვნა.

ფაქტიურად ამ სფეროს მრავალმხრივი განვითარება, მთლიანად კრიმინალისტიკის დარგის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება.

§2. ხელნაწერისგამოკვლევისისტორიული

საფუძვლები და ძირითადი მეთოდები

      კალიგრაფიის გამოკვლევა, წერის განვითარებასთან ერთად, თავისთავად იძენდა დიდ მნიშვნელობას.

ჯერ კიდევ ძველ რომში, იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროს, სასამართლო დავები დოკუმენტების ნამდვილობის შესახებ, წყდებოდა დოკუმენტის ექსპერტიზის მეშვეობით. საბუთის კრიმინალისტიკური გამოკვლევის ყველაზე ძველი მიმართულება, არის გრაფოლოგია. ის ჩვენი წელთ აღრიცხვით, ΙΙ საუკუნიდან მომდინარეობს. გრაფოლოგია, კარგად იყო განვითარებული ძველ ჩინეთშიც. ჩინელმა ფილოსოფოსმა და მხატვარმა ხიუ დჯე-ხსუმ,  თქვა: ” კალიგრაფია უშეცდომოდ გვაჩვენებს, თუ ვის ეკუთვნის ის, კეთილშობილი წარმომავლობის მქონე ადამიანს, თუ მდაბიოს “.[7]

ასევე საინტერესო ფაქტია, რომ პირველი ნაშრომი გრაფოლოგიაში ეკუთვნის იტალიელ ექიმს, კალიმო ბალდის 1622 წ.  სახელწოდებით: – “ ადამიანის ცხოვრების წესის, ხასიათის და პირადი თვისებების დადგენა კალიგრაფიის მეშვეობით” .  ხოლო ტერმინი “გრაფოლოგია” ეკუთვნის აბატს, იპოლიტ მიშონს, მან ეს ტერმინი გამოიყენა მის ნაშრომში “წერილის საიდუმლოებანი” 1872წ.  ის დარწმუნებული იყო, რომ კალიგრაფიის მეშვეობით ზუსტად შეიძლებოდა ადამიანის ხასიათის და ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენა, ასევე არ უარყოფდა იმას რომ კალიგრაფია, არის ხელის მოძრაობის შედეგი, რომელიც დამოკიდებულია ტვინის ფუნქციონირებაზე და გამოყო, რამდენიმე კონკრეტული მეთოდი, ადამიანის პიროვნების დადგენისა:

1-      სტრიქონების განლაგება – აღმავალი სტრიქონი, მეტყველებს,  ენერგიული ხასიათის მქონე და ძალაუფლების მოყვარულ ადამიანზე; დაღმავალი სტრიქონი მეტყველებს, ფიზიკურად და მორალურად დაცემულ ადამიანზე, ასეთი სტრიქონი ჩვეულებრივ ავადმყოფი ადამიანების ნაწერშიც აღინიშნება;

2-      ასოების დახრილობა – მარჯვნივ გადახრილი ასოები, მეტყველებენ ადამიანის მგრძნობიარობაზე და რაც უფრო მეტია გადახრა, მით უფრო მგრძნობიარეა ადამიანი; კალიგრაფია ყოველგვარი გადახრის გარეშე, ახასიათებთ ცივსისხლიან ადამიანებს, ხოლო ასოების გადახრა მარცხნივ ახასიათებთ, ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანებს, რომელთა ბუნებაში მოჩვენებითობა ჭარბობს;

3-      ასოების გადაბმა – გადაბმული ასოებით წერა დამახასიათებელია, ლოგიკურად მოაზროვნე და გონიერი ადამიანებისათვის. ხოლო, ასოების გადაბმის გარეშე წერა ახასიათებთ, თავისუფალი ბუნების მქონე ადამიანებს, რომელთაც აქვთ მხატვრული, ან პოეტური ნიჭი.

4-      სწორი ასოებით ხელნაწერი – მეტყველებს, მშვიდ და გაწონასწორებული ხასიათის ადამიანზე. მჭიდრო ნაწერი – მეტყველებს, ფრთხილ და ეკონომიურ ადამიანებზე. რაც უფრო შემჭიდროვებულია ხელნაწერი, მით უფრო ჭარბობს ადამიანში ეს თვისებები. ფართო და გაშლილი ხელნაწერი, მეტყველებს ადამიანის გამმეტ და მფლანგველ ხასიათზე.[8]

ფსიქოლოგიის    ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი , იყო გრაფოლოგიის აქტიური მიმდევარი. ის თვლიდა, რომ ხელნაწერში გაცილებით კარგად აისახებოდა ქვეცნობიერი, ვიდრე სიზმარში.  ლიუდვიგ ბინსვანგერისათვის ( ეგზისტენციალურ – ანალიტიკური მიდგომის დამფუძნებელი ფსიქოლოგიაში) გაგზავნილ წერილებში, იგი პირადად მიუთითებდა კალიგრაფიის კონკრეტულ მახასიათებლებზე, რომლებიც მეტყველებდნენ, მის ხასიათში არსებულ,  შიზოფრენულ ტენდენციებზე.[9]

საინტერესო რეკომენდაციები ჰქონდა, ბოროტმოქმედების კალიგრაფიის სპეციფიკასთან დაკავშირებით, ლამბროზოს, თავის ნაშრომში “გრაფოლოგიის სახელმძღვანელო”. მან პირველმა დაჰყო, ბოროტმოქმედების კალიგრაფიის სტილი ორ ნაწილად:

1. მკვლელების და ყაჩაღების ;

2.ქურდების .[10]

თუმცა დიდი ხნის მანძილზე, მისი მითითებები, კრიტიკის საგნად იქცა.

განსაკუთრებით საინტერესოა, ებრაელი გრაფოლოგის, ისრაელ ოდემის სწავლებები, რომელსაც საფუძვლად, 30 წლიანი სამეცნიერო კვლევები უდევს.  მანვე ჩამოაყალიბა, ე.წ. ოდემის სისტემა, რომელიც მოიცავს ეგზისტენციალური ადაპტაციის ტიპოლოგიის 9 სახეობას  აქ იგულისხმება ადამიანის პოტენციალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ბოლომდე გამოვლენილი და მისი გამოვლენა პროპორციულია, პოტენციალის ნიშნების გამოვლენისა ხელნაწერში. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს, მხოლოდ ერთი სახის პოტენციალის მატარებელი,  სავსებით შესაძლებელია, გააჩნდეს რამდენიმე სახის  პოტენციალი ერთად და თან, სხვადასხვა ურთიერთშეხამებით. ესენია:

  1. უნებისყოფობა;
  2. ინტეგრირებულობა;
  3. იმპულსიურობა;
  4. რაციონალურობა;
  5. აუტისტურობა;
  6. ნარცისულობა;
  7. რეფორმატორულობა;
  8. ნერვიულ – გაბოროტებულობა;
  9. მოუმწიფებელ – აღგზნებადობა.

საინტერესოა ამ ტიპების, ცალცალკე განხილვა:

  1. უნებისყოფო

ეკზისტენციალური (სასიცოცხლო) ადაპტაცია , მიმდინარეობს პასიურ ფორმებში. ყველაზე მარტივი გზების გავლით და არ ხვდება არანაირ დაბრკოლებას, როგორიცაა:

.  სულიერი დაცემულობა;

.  აპათია;

. გაუფრთხილებლობა;

. სიზარმაცე;

. იმპულსების შესუსტება; (მოტივაციის და მამოძრავებელი ძალის სიღრმე.)

.  ნებისყოფის კონტროლის შესუსტება. (თავშეკავებულობის ძალა და შინაგანი დისციპლინა.)

ამ შემთხვევაში აღინიშნება, წერის სტილის შემდეგი სპეციფიკა: გადახრა არის მარჯვენა და არამდგრადი, მოძრაობის ტემპი – შენელებულია, კალიგრაფიას არ აღენიშნება ორგანიზებულობა, ხელნაწერი ასოების ფორმები, არის არაკითხვადი, ხოლო დაწოლის ძალა, ძალიან სუსტია, მკრთალი და ხშირად ნაწერი უსუფთაოდ გამოიყურება.

2.  ინტეგრატიული

. კარგად ადაპტირებული და საკუთარ თავში დარწმუნებული;

. აქტიურად იბრძვის თვითრეალიზაციისათვის;

. ცდილობს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები დამოუკიდებლად;

. ფლობს ჯანსაღ ენთუზიაზმს და ახასიათებს ჩართულობა სოციუმში.

. შინაგანი თავისუფლება.

ასეთ შემთხვევაში, გამოიკვეთება წერის სტილის შემდეგი თავისებურებანი: გადახრა – მარჯვნივ. მოძრაობა-სწრაფი, დრეკადი და დინამიური, რაც შეეხება ნაწერის ორგანიზებას, ის ჰარმონიულად არის დაბალანსირებული, ხოლო ხელნაწერი ასოების ფორმა, გამოირჩევა სისრულით და კითხვადობით.

3. იმპულსიური (უკიდურესობების ადამიანი):

. გამოირჩევა, მჩქეფარე ტემპერამენტით;

. სუსტი თვითდისციპლინით;

. მოუთოკავი, ჩქარი და ფეთქებადი, ისტერიულობამდე;

. ხშირად რისკავს და მიდრეკილია ავანტიურიზმისაკენ (ჰიპომანიამდე და დეპრესიამდე);

. შესუსტებული აქვს, საკუთარ ნებისყოფაზე კონტროლის უნარი;

. აღენიშნება იმპულსიური, მჩქეფარე დინამიკა.

ასეთი პიროვნების კალიგრაფია შეიცავს შემდეგ თავისებურებებს: მაქსიმალური გადახრა მარჯვნივ, მოძრაობის თავისებურება არის შეუკავებელი, თითქმის ბობოქარი. ხელი გაურბის ყველა მხარეს და საერთოდ არ არის ორგანიზებული. ხელნაწერი ასოების მოყვანილობა, მაქსიმალურად გამარტივებული, გაორმაგებული  და არაკითხვადია. ასოებზე დაწოლა ძლიერია, როგორც ბუნებრივად ასევე ხელოვნურადაც.

4. რაციონალური

. აქვს კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა და სამართალშეგნების მაღალი დონე;

. ყოველი ნაბიჯი, გადადგმამდე ექვემდებარება დაგეგვმას და დროის რაციონალურ გადანაწილებას;

. სტაბილურობა;

. ჯანსაღი თვითკონტროლის უნარი;

ახასიათებს შემდეგი წერის მანერა: ხელნაწერი ასოები ყოველთვის გადახრის გარეშე წერია, მოძრაობა მდგრადი და ფიქრებულია. ფორმა ასქემატური, ან გამარტივებული, თუმცა კითხვადი; საშუალო შტრიხებით, სითხელით და სიზუსტით.

5. აუტისტური

. სოციუმისგან გარიყული და იზოლირებული;

. რეალობისაგან მოწყვეტილი;

. დოგმატური აზროვნების, (თავზე მომხვევადაც კი) , იტანჯავს საკუთარ თავს.

. მისტიური, ის ჰერმეტულად არის დახშული, თავის სამყაროში;

. დოგმატიური აზროვნება, ხშირად შეიძლება ექცეს იდეა-ფიქსად, რასაც, მიჰყავს, ფანატიზმამდე (შიზოიდურობამდე და შიზოფრენიამდე);

.  გამოირჩევა შესუსტებული იმპულსიურობით, პიროვნებას არ აღენიშნება მტრობის განზრახვა და მოტივაცია;

.  ახასიათებს გონები  მაღალი, ე.წ. „გდამუხრუჭების“ ფაქტორი.

ასეთი კალიგრაფიის მახასიათებელია: სწორი ასოები, მერყევი გადახრით, ხან ერთ და ხან მეორე მხარეს, მოძრაობის მანერა აქვს უხეში, სპაზმატიური და ვერტიკალური. ორგანიზება არ აღენიშნება, არის მიმოფანტული ნაწერი, ნაკლებად, ან სრულიად არაკითხვადი.

6. ნარცისული:

. ეგოცენტრული, სულ უკმაყოფილო და სხვისი დიდების მიმთვისებელი;

. ემოციურად განუვითარებელნი;

. აქვს მიდრეკილება ფუფუნებისაკენ და  დიდებისაკენ;

. ძუნწი, პარაზიტული თვისებებით დამახასიათებელი, ყოველთვის პრეტენდირებს  პრივილეგიებზე.

წერის მანერა გამოირჩევა, მუდმივად გამართული  ასოებით,  ის შესრულებულია კომფრტულად და ნელა.  მოწესრიგებული მაკრო დონეზე. მსხვილი, მომრგვალებული, გაბერილი ნაწერი და ადვილად აღსაქმელია კითხვისათვის. ნაწერს, ასევე აღენიშნება, მონოტონური ზეწოლა და სქელი შტრიხები.

7.  რეფორმატორი:

. მართალი ადამიანი, რომლის ერთადერთი კრიტერიუმია საზოგადოებრივი შეხედულებების შეცვლა, გამოსწორება და იმის დანახვება, თუ რა სჯობს და რა არის კარგი.

. ამის მიზეზი, კი ერთგვარი იძულებაა, მოახდინოს საკუთარი, ინტიმური პრობლემების კომპენსაცია.

. მორალური მხარის კომპენსაციის პროცესში, იგი უარყოფს საკუთარ ბუნებას და პირად გრძნობებს.

. მასში, „წარმატებულად“ მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა, საკუთარ ნებისყოფაზე,  ძლიერი კონტროლის შენარჩუნებასა და ძლიერი იმპულსების თავნებობას  შორის.

ასეთი კალიგრაფია, გამოიხატება წერის მანერის შემდეგ თავისებურებებში: ხელნაწერ ასოებს, გადახრა აქვთ მიმართული მარცხნივ და ის უხეში და საკმაოდ ძლიერია. მოძრაობაც არის, სტილირიზირებული და უხეში. აღენიშნება, თითქოს და იძულებითი ორგანიზება და ხშირად პედანტურობა. აქვს მახვილი დაბოლოებები და ასოები გამოირჩევა მოყვანილობის სიზუსტით.

8. ნერვიული („მსხვერპლს“ + „მარტოხელა მგელი“ )

. ნერვიულად გაღიზიანებული, ფრუტრირებული და  დაძაბული ადამიანი;

. თავს გრძნობს დაჩაგრულ და ადამიანებისაგან დისკრიმინირებულად;

. გაბოროტებული და  დამთრგუნველი. საკუთარ თავსაც კი, ხშირად სასტიკად ეპყრობა;

. გამუდმებით ეჭვის თვალით უყურებს სხვებს და ადანაშაულებს.

. მტრულად განწყობილი, გამუდმებით უხარია სხვისი უბედურება, შურისმაძიებელი, მიზანტროპი და ცინიკური.

. ყოველთვის გამანადგურებელი და უარყოფითი პოზიცია აქვს, ყველაფრის მიმართ.

.  დარღვეული აქვს შინაგანი რეგულაციის უნარი;

. სპაზმატოიდური კონტროლი საკუთარ ხასიათზე, არარეპროდუქტიულ ზეგავლენას ახდენს და არის ხელის შემშლელი ფაქტორი საკუთარი ბუნების გამოვლენაში;

. ტენდენციურია ნერვიულ საქციელებზე, ან ახასიათებს ნევროსტენია.

ასეთი კალიგრაფიის მახასიათებლებია: გადახრა – მარცხნივ და ამავდროულად ის არამდგრადია. მოძრაობის მანერა  დარღვეულია და  სპაზმატოიდური.  დასრულებული ნაწერი ხშირად გავს ომის ველს.

9. მოუმწიფებელ – აღგზნებული (14 წლის, მოზარდი გოგოსათვის დამახასიათებელი სინდრომი, ანარქიული და მუდმივი გარდატეხის ასაკი)

.  დამახასიათებელის მოზარდის არამდგრადობა, ცვალებადობა და აღგზნებადობა, ეს გამოიხატება სურვილებით, ხასიათებით და შიშის გრძნობით.

.  მოუმწიფებელი,  მიზეზიანი და ჯერ კიდევ არაფორმირებული შინაგანი თვისებები;

. დამოკიდებული, ან კიდევ პირიქით, გამუდმებული პროტესტის გრძნობით განმსჭვალული ავტორიტეტების მიმართ. ყოველთვის  თავს არიდებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას;

. არის მფარველისა და საკუთარის თავის გამართლების ძიებაში, საჭიროებს მუდმივ მოძრაობაში ყოფნას (გამოსავალი არის  სექტა, ან კლუბი და ასე შემდეგ).

. უფროს ასაკში ეს გამოიხატება, პიროვნების შინაგან , ზღვრულ დარღვევებში.

. ბიო-ფსიქოლოგიური არამდგრადობა -„ გარდატეხის ასაკი“

. არასისტემური და ხშირად, წარუმატებელი შინაგანი ბრძოლა არსებული იმპულსების თავნებობასა და შინაგან კონტროლს შორის.

. მათში ძლიერად მუშაობს „აკრძალული ვაშლის“ მექანიზმი, რომელიც ხშირად განპირობებულია ჰორმონალური არამდგრადობის ფაქტორით.

აღენიშნება, შემდეგი წერის მანერა: მარცხენა გადახრა, რომელიც არის არამდგრადი და ხშირად ეს გაძლიერებულად გამოიხატება.  დაულაგებელი და მჩქეფარე.  აბსოლიტურად არაორგანიზებული და არამდგრადი. ნაწერის ფორმა არის ცვალებადი და რთულად წასაკითხი, გაბერილი და არარაციონალურად გადანაწილებული ასოებით. აშკარად გამოხატული, ვიბრირებული შტრიხები, რაც განპირობებულია სპაზამატოიდური დაჭერის ძალით და ხშირი ცვლილებებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ პოტენციების თავსებადობებისას, სავსებით შესაძლებელია ერთი პოტენცია იქცეს მეორე პოტენციის გაგრძელებად, როგორიცაა

–         ინტეგრატიული და იმპულსიური;

–         რაციონალური და აუტისტური;

–         უნებისყოფო, ნარცისული და მოუმწიფებელი;

–         რეფორმატორული და ნერვიული.

პრაქტიკაში ყველაზე ხშირად, შემდეგი პოტენციების თანხვედრა ხდება:

–         ნარცისული და რეფორმატორული;

–         ინტეგრატიული და იმპულსიური;

–         ნერვიული და იმპულსიური;

–         მოუმწიფებელი და ნარცისული;

–         რაციონალური და აუტისტური;

არის პოტენციები, რომლებიც თავისი ბუნებით არის პირობითი. ესენია „ქალური“, ან  „მამაკაცური“:

ქალისათვის დამახასიათებელი პოტენციებია:

–         ინტეგრატიულობა;

–         ნარცისულობა;

–         რეფორმატორობა;

–         მოუმწიფებელობა.

მამაკაცისათვის დამახასიათებელი პოტენციებია:

–         უნებისყოფლობა;

–         იმპულსიურობა;

–         რაციონალურობა;

–         აუტისტურობა;

–         ნერვიულობა.[11]

მიუხედავად, ამ ჩამონათვალისა მაინც არ არსებობს მეთოდი, რომელიც ზუსტად დაგვიდგენს ავტორის სქესს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, დოქტრინაში მდგრადად მუსირებს მსგავსი შეხედულება. ამ კრიტერიუმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ავტორის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ანუ მხოლოდ შეფასების დონემდე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ავტორში ჭარბობს ან ქალური საწყისი, ან პირიქით მამაკაცური. ჩვეულებრივ, ნორმალურ სიტუაციაში, ეს კრიტერიუმები შეიძლება დაემთხვას კიდეც რეალობას. თუმცა, როდესაც გვაქვს საქმე სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანთან, ან კიდევ რომელიმე ერთ სქესის ადამიანში, საპირისპირო სქესის მახასიათებლების არსებობასთან, მაშინ ფაქტიურად შეუძლებელია სქესის ზუსტი დადგენა, თუკი ამ საკითხზე ექსპერტი, წინასწარ არ არის ინფორმირებული.

ეს საკითხი, იქცა, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოხსენებად, გრაფოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 2010 წელს, ბუდაპეშტში. მომხსენებელი იყო ცნობილი ებრაელი გრაფოლოგი, ინესა გოლდბერგი, რომელსაც  უდიდესი წვლილი შეაქვს თანამედროვე გრაფოლოგიის, თუ სასამართლო ექსპერტიზის, ამ კონკრეტული სფეროს განვითარებაში.

საქართველოში, ამ მხრივ განვითარების ტენდენციებით და სერიოზული კვლევებით ვერ დავიკვეხნით. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ალბათ ამისთვის აღარავის ეცალა.

თავიΙΙ. ხელნაწერის კრიმინალისტიკური

გამოკვლევის ზოგადი ტექნიკა

კრიმინალისტიკის ლიტერატურაში, ხელნაწერის სასამართლო ექსპერტიზაში გამოკვლევის, შემდეგ ძირითად სტადიებს გამოყოფენ,  ვეცდები ზედმიწევნით დეტალურად ჩამოვაყალიბო:

– ხელნაწერის მომზადება გამოკვლევისათვის, რაშიც იგულისხმება გამოკვლევის ზოგადი სტადია;

– ექსპერტიზისათვის არსებული ობიექტების დეტალური გამოკვლევა, რაც თავის მხრივ გულისხმობს უჩვეულო გარემოში დაწერილი წერილის მახასიათებლების გამოვლინებას;

– წერილის და შესადარებელი ობიექტის გამოკვლევა, ცალ-ცალკე და ერთად.

– გამოკვლევის შედეგის შეფასება და ექსპერტის დასკვნის ფორმირება;

– საბოლოო ჯამში, ფორმირებული დასკვნის წერილობით ჩამოყალიბება და გამოკვლევის შედეგების გაფორმება;

გამოკვლევის დაწყებამდე, ექსპერტი უნდა გაეცნოს საკვლევი მასალების მდგომარეობას. უნდა დარწმუნდეს, წარდგენილი მასალის სისრულეში და გაფორმების სისწორეში. მას უნდა ჰქონდეს, ან შესადარებელი ობიექტი, ან ყველა იმ პირების მონაცემები, ვისზეც არის ეჭვი მოცემული ხელნაწერის შესრულებისა.

ასევე კვლევისას, უნდა დადგინდეს შემდეგი საკითხები:

1. იყო თუ არა არსებული  ხელნაწერი შესრულებული კონკრეტული პირის მიერ, რომელიც მოიხსენიება ავტორად.  თუ    ხელნაწერის ავტორი სულ სხვაა უბრალოდ სარგებლობს კონკრეტული პირის სახელით.

2.  ხომ არ არის მოცემული ხელნაწერი, სხვაზე  მიბაძვით შესრულებული. იმ შემთხვევაში, თუკი პასუხი დადებითია, უნდა გამოირიცხოს შემდეგი: მიბაძვა იყო ზოგადი ხასიათის, თუ რომელიმე კონკრეტული ადამიანის,  კალიგრაფიის კოპირებას ჰქონდა ადგილი.

აუცილებელია დადგინდეს რა პირობებში და რა პოზაშია შედგენილი წერილი და, ხომ არ ახდენდა გავლენას ავტორზე, რაიმე სხვა გარე ფაქტორები.

–         რომელი ხელით არის შესრულებული ხელნაწერი;

–         არის ის შედგენილი ერთ ენაზე, თუ ტექსტში ფიგურირებს სხვა უცხო ენაც;

–         არის თუ არა მთლიანად შედგენილი ერთი და იგივე დროს, თუ ნაწილი დაწერილია დროის ერთ მონაკვეთში, ხოლო სხვა ნაწილი დროის მეორე მონაკვეთში.

ხელნაწერზე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭიროა, არსებობდეს შესადარებელი მასალა, რომელიც აღებული იქნება პირისგან, ვინც იგულისხმება შემსრულებლად. სადაოა შესადარებელი ობიექტის საკმარისობის კრიტერიუმები. ერთი ნაწილისთვის საკმარისობა, რაოდენობრივად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდე მეორე ნაწილისათვის. თუმცა თანამედროვე მოთხოვნილებები ჩერდება შემდეგ რაოდენობაზე:

გამოყოფენ სამი ტიპის შესადარებელ მასალას:

–         თავისუფალი სტილით ნაწერი

–         პირობით – თავისუფალი სტილით ნაწერი;

–         და ექსპერიმენტალური.

მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალ სტილში შესრულებული ხელნაწერი (ხელმოწერა), უნდა მიეწოდოს ექსპერტს საკმარისი რაოდენობით. იგულისხმება, ხელნაწერის შემთხვევაში 5 გვერდი, ხელმოწერის მაგალითები 10,  მსგავსი კალიგრაფიის შედარებითი ანალიზისათვის საჭიროა 20 გვერდი, ხოლო  შეგნებულად შეცვლილი კალიგრაფიის გამოკვლევის შემთხვევაში  საჭიროა 30 და მეტი გვერდი.[12]

როგორც კი ექსპერტი გაეცნობა კვლევის ობიექტებს, მან უნდა აღნიშნოს რეალურად რისი დადგენა შეიძლება და რისი დადგენისთვის არ არის საკმარისი, არსებული მასალები. თუ კი უპირატეს მდგომარეობაში, ეგ უკანასკნელია მაშინ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა უარით მთავრდება.

ექსპერტიზის ჩატარებამდე, სპეციალისტმა  უნდა შეადგინოს სამოქმედო გეგმა, რომ არ გამორჩეს არანაირი გარემოება, რაც კი მოხვდა მხედველობის არეში.

ჯერ ხდება კალიგრაფიის ზოგადი მახასიათებლების დადგენა და შემდეგ კონკრეტულის. ყოველ დაწერილ ასოში,  სიმბოლოში თუ ნახატში ექსპერტმა უნდა ეძებოს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლის ფიქსირებაც, ხდება მომნიშვნელი ისრებით.[13] ფიქსირება ძალიან ამარტივებს შესადარებელ ობიექტთან შედარების პროცესს.  ამ ეტაპზე ხდება,  ნიშნების იდენტურობის, თუ  განსხვავებების  დადგენა, რათა დადგინდეს ხელნაწერის ზუსტი ავტორი და მისი  მახასიათებლების გამოვლინება.

ექსპერიმენტალური შესადარებელი ობიექტი, ნიშნავს ხელნაწერის ჩამორთმევას იმ კონკრეტული ადამიანისაგან, ვინც არის უშუალო ავტორი. ამ შემთხვევაში საჭიროა განმეორდეს, ის გარემო ფაქტორები, რაც ახდენდა უშუალო გავლენას პირზე, რომელიც ასრულებს ხელნაწერს.

ხოლო, პირობით-თავისუფალი შესადარებელი ობიექტი ნიშნავს , არა სპეციალურად ჩამორთმეულ მაგალითს, არამედ უკვე არსებულ, რაიმე სახის ხელნაწერ ობიექტს (ახსნა-განმარტება, განცხადება, ან რაიმე სხვა) ეს გამოიყენება შედარებისას ექსპერტიზის კვლევის ობიექტთან.

თუკი არსებობს მოთხოვნა სავსებით ლოგიკურია გაკეთდეს ხელნაწერის ფსიქოლოგიური ანალიზიც. ჩემი აზრით ეს მოთხოვნის გარეშეც უნდა ხდებოდეს, რადგან დასკვნა მეტად ინფორმაციული გახდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები, სრულდება ექსპერტის დასკვნით, რომლის უმთავრესი კრიტერიუმიც უნდა იყოს უტყუარობა და, თუ კი გამოკვლევის პროცესს წარუძღვება პროფესიონალი, იგი აუცილებლად იქნება უტყუარი.

§1. ხელნაწერისიდენტიფიცირებადიმახასიათებლები

მოცემულ შემთხვევაში, იგულისხმება ტვინის ფუნქციონირების შედეგად, კალიგრაფიაში ასახული თავისებურებები, რომელშიც კარგად იკვეთება ავტორის შინაგანი მდგომარეობის ანაბეჭდი. ის თავის მხრივ იყოფა,  ზოგად და კონკრეტულ მახასიათებლებად.

კალიგრაფიის მახასიათებელი ასახვას ჰპოვებს არ მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთში, არამედ მთელს ტექსტში. საერთო მახასიათებლებს მიეკუთვნება:

– კალიგრაფიის ტექნიკური მხარე;

– ხელნაწერის შედგენის ტემპი;

-წერის პროცესში ავტორის კოორდინაცია;

– კალიგრაფიის მდგრადობა;

– ხელნაწერი ასოების აგებულება და დახრილობა;

– სტრიქონის სისწორე;

– ველის დაცვა;

– წერის პროცესში, გამოყენებული საწერი საშუალებების დაწოლის ძალა, ნაწერის შესასრულებელ მასალაზე და სხვა.

გასათვალისწინებელია, ჩვეულებრივი წერის მანერა, რომელიც გამომუშავებულია და  თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს მდგრადობას. შესაძლებელია მისი გამარტივება, ან გართულება.

ხელნაწერის სტრუქტურა (ორგანიზება) –  გამოიხატება კონკრეტული ასოების წერის მანერაში.

გადაბმის რაოდენობის ქვეშ იგულისხმება,  თუ რამდენი ხელნაწერი ასოს გადაბმაა  გაკეთებული ტექსტში, ანუ  ტექსტის რა ნაწილია დაწერილი ხელაუღებლად. განასხვავებენ შემდეგ სამ ტიპს: Ι – კეთდება 3 გადაბმა, ΙΙ – 6 გადაბმა და ΙΙΙ – 6 გადაბმაზე მეტი.

ხენაწერი ასოები, ზომის მიხედვით განსხვავდება შემდეგნაირად: პატარა ასოები არის 2 მმ; საშუალო ზომის ასოები არის 4მმ; ხოლო დიდი ზომის ასოები 4 მმ-ზე მეტი, შეიძლება ეს იყოს 6 მმ-იც.

ხელნაწერი ასოების დაქანებაში, იგულისხმება, ასოების წერის სიჩქარის მიხედვით მიღებული გამოსახულება. როდესაც ის მცირეა, ტექსტი შემჭიდროვებულია, სიჩქარის მომატების შესაბამისად, იზრდება ტექსტის მოცულობა სიგანეში.[14]

კალიგრაფიის ერთ-ერთი მახასიათებელია, წერის ტოპოგრაფიული მანერა. იგულისხმება, ველების დაცვა, ტექსტის ფურცელზე განთავსების მანერა, ხელმოწერის შესრულების ადგილის შერჩევა და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის წერის უნარების განვითარების მიმოხილვა. ცნობილია, რომ წერის უნარები ყალიბდება რეგულარული მეცადინეობის პროცესში. ხელნაწერის სტილი, ადამიანს უყალიბდება დაახლოებით მე-8 კლასის ჩათვლით. მქონდა კონსულტაცია ქართული ენისა და ლიტერატურის სტაჟიან პედაგოგთან,   ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მარიზა აბაშიძესთან. მან დამიდასტურა, რომ პირველიდან  დაახლოებით მე-8 კლასამდე, არის ზუსტად, ის ოპტიმალური პერიოდი, როდესაც ბავშვებს უყალიბდებათ ინდივიდუალური წერის მანერა, ჩამოყალიბების ბოლო ეტაპზე ის იძენს მდგრადობას, შემდეგ უკვე ხდება წერის მანერის გამარტივება გამომდინარე: ასაკობრივი, პროფესიული, თუ სხვა მიზეზებიდან. მან აგრეთვე გამიზიარა ის შესაძლებლობები, რომლებიც პედაგოგისთვის ძალიან მარტივი  აღსაქმელია. ხელნაწერის არსებობის შემთხვევაში, პროფესიონალ პედაგოგს, თავისუფლად შეუძლია ამოიცნოს , მოსწავლის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა:

– გაფანტულობა;

– უყურადღებობა;

– სისწრაფე;

– წერის კულტურა;

– აზროვნების დიაპაზონი.

კრიმინალისტიკურ ლიტერატურაში, წერის გამომუშავებულ მანერას, 3 ძირითად დონედ ყოფენ:

დაბალი  – როდესაც, ადმიანის წერის უნარების განვითარება, ჩერდება 1 – 4 კლასის დონეზე;

საშუალო  – როდესაც წერის უნარების განვითარება უდრის სკოლის პერიოდის დონეს, ანუ პირს არ შესწევს უნარის წეროს ჩქარა;

მაღალი  – ამ შემთხვევაში წერითი უნარები მაქსიმალურად განვითარებულია, პირს შეუძლია ჩქარა წერა, რადგან ამ შემთხვევაში პირს, ახასიათებს კოორდინაციის მაღალი დონე და წერის პროცესი მიმდნარეობს, ავტომატურ რეჟიმში.[15]თუმცა მე ვერ დავეთანხმები ამ კონკრეტულ დაყოფას დონეებად, რადგან ის არ შეესაბამება რეალობას. ბავშვის, გონებრივი განვითარების პროცესში, კონკრეტული მანერების ჩამოყალიბება სრულდება დაახლოებით 12 წლის ასაკში. ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება ბავშვის ფსიქოლოგიაში ლავირება, ამის შემდეგ, ის რადიკალური სიახლეებისათვის ჩაკეტილ სივრცედ იქცევა და ხდება უკვე არსებული საფუძველის განმტკიცება და განვითარება. წერის შემთხვევაშიც, იდენტური სიტუაციაა. ძირითადი უნარები ყალიბდება, დაახლოებით მოცემულ ასაკში, ხოლო შემდეგ ხდება მისი ან გართულება, ან გამარტივება. ახალი მანერების შეძენა ამ პერიოდში თითქმის შეუძლებელია. ქალბატონმა მარიზამ, მომიყვანა თავისი პირადი მაგალითი, რაშიც ვიზუალურადაც დავრწმუნდი. მე-8 კლასში, მის მიერ  შესრულებული ჩანაწერები რვეულში, იყო აბსოლიტურად იდენტური, ახალ, შესრულებულ ჩანაწერებთან. კალიგრაფიას არ განეცადა, რაიმე ტიპის ცვილილება გარდა  ხელნაწერი ასოების მოყვანილობის, მცირე გამარტივებისა.

კრიმინალისტიკურ ლიტერატურაში, ხშირად მითითებულია „წერის მანერის ზოგადი და კონკრეტული მახასიათებლები”; მაგრამ ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა ამის ფორმირება შემდეგი სახით. უნდა იყოს,  კალიგრაფიის  შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც შესაძლებელია ავტორის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ზოგადი და კონკრეტული მახასიათებლების აღქმა და არა წერის მანერის, ზოგადი და კონკრეტული მახასიათებლების დადგენა. რადგან წერის მანერა ვერ იქნება, ზოგადი ან კონკრეტული, ის ყოველთვის კონკრეტულია, შესაბამისად გამოკვლევის მეთოდებიც კონკრეტული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ პიროვნების ზოგადი ხასიათი და ჩავწვდეთ კონკრეტულ მახასიათებლებს.

§2. ხელნაწერისარაიდენტიფიცირებადიმახასიათებლები

 ზიგმუნდ ფროიდი წერდა, – “ ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი კალიგრაფიის საშუალებით გამოხატავს თავის ინდივიდუალურობას.”[16]  სავსებით ვეთანხმები, მოცემულ მოსაზრებას, რადგან ის,  კიდევ ერთხელ აღნიშნავს კალიგრაფიის უნიკალურობას. ზემოთ, უკვე ვისაუბრე, კალიგრაფიის მაიდენტიფიცირებად მახასიათებლებზე. ეს საკითხი, გავრცობილი მაქვს კალიგრაფიის მიხედვით ადამიანის ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენის საშუალებებზე მსჯელობისას.

მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია. შესაძლებელია, მხოლოდ მსჯელობა და მიახლოებითი შეფასების გაკეთება:

1. ხელნაწერის მიხედვით, შეუძლებელია ავტორის სქესის ზუსტი დადგენა. გრაფოლოგიაში არ მოიპოვება მეთოდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ ავტორის სქესი, თუკი უცნობია მისი ვინაობა. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი კაცი ფლობს,  ელეგანტური წერის მანერას, ხოლო ქალების ნაწილი მოუწესრიგებელ წერის მანერას, ან კიდევ პირიქით. შეიძლება, რომელიმე სქესის ადამიანს გააჩნდეს საპირისპირო სქესის საწყისი, ან იყოს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე. მაგალითად მეტროსექსუალი მამაკაცები თითქმის ყოველთვის ფლობენ, ქალისათვის დამახასიათებელ ორგანიზებულობას ხელნაწერში.

2. ხელნაწერის მიხედვით შეუძლებელია, ავტორის ზუსტი ასაკის დადგენა. თუნდაც, ბავშვების იმ ნაწილს, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი ΙQ მაჩვენებელი, აქვთ, კარგად ჩამოყალიბებული წერითი უნარები და ჩანს ინტელექტის მაღალი დონე. ასევე პირიქით, შესაძლოა ბავშვური კალიგრაფია აღინიშნებოდეს, ზრდასრული ადამიანის ხელნაწერში. ნორმალური განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ზოგადი საუბარი ასაკობრივ დიაპაზონზე, მაგალითან ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური განვითარებისას, მხცოვან ადამიანს აღენიშნება ხელნაწერი ასოების მოყვანილობის გამარტივება და მდგრადობის შესუსტება, დროთა განმავლობაში ეს მერყეობა იზრდება, რასაც ასაკისათვის დამახასიათებელი ავადმყოფობებიც უწყობს ხელს.

3. კალიგრაფიის მიხედვით შეუძლებელია ადამიანის პროფესიის ზუსტი დადგენა. ხელნაწერის მიხედვით შეგვიძლია გამოვარკვიოთ, პიროვნების უნარები, მიდრეკილებები და ნიჭი, მაგრამ რომელ კონკრეტულ დარგში იყენებს ის ამ ყველაფერს, გრაფოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად ვერ დადგინდება;

4. ხელნაწერით შეუძლებელია ივარაუდო მომავალი და გააკეთო გათვლები. კალიგრაფია არის ჩვენი ემოციური მდგომარეობის გამოხატვის საშუალება, რეალურ დროში და არა მომავალში.

თავიΙΙΙ.  შეცვლილიკალიგრაფიისგამოკვლევის

თავისებურებანი და ავტორის დადგენის ზოგადი სპეციფიკა

        აუცილებელია, იმის შესწავლა, მოხდა თუ არა კალიგრაფიის შეცვლა და რა გარემო ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა. იყო ეს შეგნებული ცვლილება, თუ ბუნებრივ პროცესს დაექვემდებარა.  ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც დამნაშავე, ცდილობს მიამსგავსოს თავისი წერის უნარები, იმ პირის წერით უნარებს, რომლის გაყალბებასაც აპირებს, ამის გამო მისი კალიგრაფიას, მრავალმხრივ გადამუშავებას უქვემდებარებს, მაგრამ ეს ფაქტიურად შეუძლებელია.

კალიგრაფიის ცვლილებისას, აღინიშნება, სხვა მრავალი თავისებურებებიც:

– იყო ეს წერის პროცესში, ავტორის უჩვეულო პოზიციაში ყოფნა, პოზის შეცვლა, უჩვეულო წერის საშუალებების გამოყენება, არასაკმარისი განათება თუ სხვა;

– შეიცვალა ავტორის შინაგანი მდგომარეობა, თუ ცვლილებები განპირობებულია ასაკობრივი ფაქტორით, აქვს თუ არა დარღვევები ფუნქციონალური მდგომარეობში, როგორი ემოციური ფონი ჰქონდა, აღენიშნება თუ არა მხედველობის დაკარგვა (ნაწილობრივ, თუ მთლიანად) და საერთოდ, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ერთობლიობაში.

– რა საშუალებები იყო გამოყენებული წერის პროცესში: ფანქარი, კალამი, ბურთულიანი კალამი, ფურცელის სახეობა და ა.შ.

– ასევე საჭიროა გაიმიჯნოს, წერილი – სახეობისა და მიზნის მიხედვით;

მაგალითად წერის პროცესში პოზიციის შეცვა იწვევს, ავტომატური მოქმედების დაქვეითებას და შეგნებული მხედველობითი კონტროლი მოძრაობების მიმართ იზრდება. ამ შემთხვევაში, მოძრაობის კოორდინაცია ირღვევა და ხდება არაშეთანხმებული. თუმცა ცვლილებას, ნაკლებად განიცდის იმ პირების კალიგრაფია, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული წერის უნარები და შესაბამისად მათი კალიგრაფია მყარია. რადიკულ ცვლილებას ექვემდებარება, იმ პირთა კალიგრაფია, რომელთა წერითი უნარები, დაბალ დონეზეა და ვერ განვითარდა.

ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ცვალებადობასთან ერთად, შესაბამისად იცვლება კალიგრაფიის თავისებურებანი, თუმცა ინდივიდუალურობა არ იკარგება. მდგრადი წერითი უნარები, ხდება მერყევი.

მაგალითად,  სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ:

1. ატაქსიის სიმპტომი – მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, არასტაბილური გადახრის მქონე, მერყევი კალიგრაფია. ეს ხშირად ვლინდება, თავის ტვინის დაზიანების, შიზოფრენიის, პროგრესული პარალიჩის მქონე ავადმყოფებში და ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებში;

2. აგრაფიის სინდრომი – წერის უნარის, მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ არ აღინიშნება რაიმე სახის დაზიანება წერით აპარატზე. რომელიმე კონკრეტული ასოს ან სიტყვის დაწერის უუნარობა. აგრაფია შეიძლება გამოვლინდეს, სიტყვების სარკისებრი ეფექტის წერის მანერით. ის  აღენიშნებათ, იმ პირებს, რომელთაც გადაიტანეს, თავის ტვინის სერიოზული ტრავმები.

3. ცალკეული ასოების, ან ხელნაწერი ასოს ელემენტების დაწერის უუნარობა –ახასიათებთ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს;

4. გამოსახულების დონის ცვლილება – ახასიათებთ ასაკოვან ადამიანებს, ნორმალური ფიზიოლოგიური განვითარებისა და დაბერების პროცესში.

ტექსტის ავტორის დადგენის კრიმინალისტიკური გამოკვლება, მეტად სპეციფიური საკითხია და ის უშუალოდ ეხება, ტექსტის ავტორის დამდგენ ექსპერტს.  ის ფორმირებულია, სხვა, ყველა დანარჩენი გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, რადგან მხოლოდ მათი ჩატარების შემდეგ ხდება, ამ სახის ექსპერტიზის არსებითი გამოყენება.

ეს შესაძლებელია თვით ტექსტის შინაარსიდან გამონდინარე, რადგან, ზუსტად მასში აღინიშნება ინტელექტუალური დიაპაზონი, წერის კულტურა, უნარების თავისებურებები და მრავალი სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანს აქვს განუმეორებელი წერის მანერა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს წერით მეტყველებას, რომელიც უშუალოდ აღინიშნება ტექსტში და არის ავტორის, განზრახვის, ემოციური მდგომარეობის და ქვეცნობიერის ამსახველი. ტექსტის ავტორის დადგენის გამოკვლევის სპეციფიკა

ქართველი ფსიქოლოგი, რევაზ ნათაძე, თვლიდა, რომ წერითი მეტყველება მოკლებული იყო, ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელ ცოცხალ კონტაქტს მოსაუბრესთან და თანმხლებ გამოსახულებით საშუალებებს – ჟესტი, მიმიკა, პაუზები, ტონის მოდულაცია და, რაც მთავარია , იმ “სიტუაციურ დაახლოებას”, რომელიც შესაძლებელს ხდის ერთი-ორი სიტყვით ურთიერთგაგებას. იმიტომ, რომ წერითი მეტყველება, მოითხოვს მეტ სიზუსტესა და სისრულეს – აზრის უფრო დასრულებას, სისტემატურ და ლაკონურ ფორმაში დალაგებას.[17]

ის რომ წერით მეტყველებას არ გააჩნია თანმხლები გამოსახულება, ჩემი აზრით არ შეესაბამება რეალობას, და ნაშრომში ეს ძალიან ხშირად გამოჩნდა.  ცალკეული მახასიათებლები და წერის თავისებურებანი, ჩემი აზრით არის წერითი მეტყველების, თანმხლები, გამოსახულებითი საშუალებები. წერილი ეს ემოციის დაკრისტალების საშუალებით გადმოცემული ადამიანის შინაგანი განწყობაა. ემოციის გამძაფრება ხდება, წერის უნარების ინდივიდუალური მახასიათებლების და სასვენი ნიშნების გამოყენების საშუალებებით, რაც ხშირ შემთხვევაში ფართო მასებისთვის გასაგებია.

უნარებიდან და ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ინდივიდუალური ხასიათი და სტილი ყველაფერში, მათ შორის წერაშიც. ზუსტად წერითი მეტყველება, აძლევს ექსპერტებს, იმის საშუალებას, რომ დაადგინონ კონკრეტული ხელნაწერის ავტორი.

ამ სახის ექსპერტიზის ძირითადი მიზანია, ტექსტის, ანონიმური ავტორის იდენტიფიკაცია. ექსპერტის წინ, პირველ რიგში დგას ამოცანა, აღმოაჩინოს ტექსტში, ის წერითი, თუ შინაარსობრივი ელემენტები, რომლებიც მეტყველებენ ავტორის გონებრივ და ფსიქოლოგიურ დიაპაზონზე.

აქაც, ისევე როგორც კალიგრაფიული ექსპერტიზის შემთხვევაში, ექსპერტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ობიექტთან შესადარებელი გარკვეული მასალა იმ პირთა წრიდან, ვისზეც არის მიახლოებითი ეჭვი. შესადარებელი მასალა, აუცილებლად უნდა იყოს, თავისუფალ სტილში შესრულებული ნაწერის ფრაგმენტი. თუმცა იმ შემთხვევაში , როდესაც  ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვის ხელნაწერთანაც ხდება გამოსაკვლევი ობიექტის  შედარება, მისგან უნდა იქნას აღებული, ისეთი ნაწერის მაგალითი, რომ განმეორდეს, წინა წერილის დროს მოქმედი ყველა სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედება.( რამდენადაც არის შესაძლებელი).

ავტორის დამდგენი ექსპერტი, უნდა აკმაყოფილებდეს უმთავრეს მოთხოვნას, კონკრეტულად კი, მას უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ამ ასპექტზე, ა.ვ. ვინბერგი. ის წერდა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტი, აუცილებლად უნდა ფლობდეს, ლოგიკურ აზროვნებას, როგორც მეცნიერული მსჯელობის და პროფესიული უნარების განვითარების  პირველწყაროს, ეს ყველაფერი იმისათვის არის საჭირო, რომ ექსპერტმა შეძლოს  სამეცნიერო პრინციპების სწორი მისადაგება და გამოყენება კრიმინალისტიკური იდენტიფიკაციის პროცესში.[18]

§1. შეგნებულადშეცვლილი

კალიგრაფიისთავისებურებანი

 

ხშირად დანაშაულის გადაფარვის მიზნით დგება კალიგრაფიის შენიღბვის საჭიროება. თუმცა იდეალური შედეგის მიღება შეუძლებელია. კალიგრაფია, ყველა შემთხვევაში ინარჩუნებს თავის ძირითად მახასიათებლებს.

კრიმინალისტიკურ ლიტერატურაში განიხილება მხოლოდ, სამი სახის კალიგრაფიის შეცვლის მეთოდი:

1. სწრაფი წერის მეთოდი;

2. ნაბეჭდი ასოებით წერის მეთოდი;

3.  მარცხენა ხელით წერის მეთოდი.[19]

თუმცა ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რადგან კალიგრაფიის შესაცვლელად ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს, როგორიცაა პირით წერა, ფეხით წერა, მოხრილი იდაყვით წერა. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ამბიდექსტერების და ამბისინისტრების არსებობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, უფრო დაწვრილებით:

სწრაფი წერის დროს, ქვეითდება წერითი უნარები, რაც იწვევს სხვა ასპექტების შეცვლასაც, მაგალითად როგორიცაა მოძრაობის კოორდინაცია. შეგნებულად შეცვლილი კალიგრაფიის შემთხვევაში, ქვეითდება ავტომატური უნარები და ხდება კონცეტრაციის ამაღლება, რაც მალევე იწვევს ავტორის გადაღლას, შესაბამისად ეს ის

ჩავარდნაა, რომელიც იწვევს ინდივიდუალური თვისებების, წერილობით ასახვას. ამიტომ ექსპერტის მახვილ თვალს ვერ გაეპარება მსგავსი სახის ლაფსუსები.

კალიგრაფიის შეცვლა მარცხენა ხელით – ამ შემთხვევაში, პირისათვის უცხოა მარცხენა ხელით წერა . იგი ყოველთვის შეეცდება აღადგინოს მარჯვენა ხელით წერის თავისებურებანი. ეს გამოიწვევს წერის  “სარკისებურ” ეფექტს, ასეთი თავისებურება ასახვას პოვებს მთელს ტექსტში. რაც აადვილებს ჭეშმარიტების დადგენას.

სხვაზე მიბაძვით, შეცლილი კალიგრაფია – ასეთი შემთხვევა გამოიწვევს, მხოლოდ გამოკვლევის შეფერხებას. იმიტომ, რომ ეს კალიგრაფიის შეცვლის ის მეთოდია, რომელიც საჭიროებს სხვისი კალიგრაფიის შესწავლას, რაც ვიზუალურად ამაღლებს წერით უნარებს. მაგრამ, წერის უნარები, ისევე როგორც თითის ანაბეჭდები, არის ინდივიდუალური და არ მეორდება. შეუძლებელია ორ, სხვადასხვა ადამიანს, ჰქონდეს იდენტური კალიგრაფია. (თუნდაც ტყუპების შემთხვევაში). უცვლელი რჩება ის რომ, მაღალი წერითი უნარების მქონე ადამიანი ვერასოდეს ვერ გააკეთებს დაბალი უნარების, მქონე ადამიანის კალიგრაფიის იმიტირებას და პირიქით. აქედან გამომდინარე, უნარებში სხვაობა, ყოველთვის ჰპოვებს ასახვას ხელნაწერში, ეს არის დეტალი, რომელსაც აუცილებლად გამოიცნობს ექსპერტი, თუკი ის უცილობოდ თავისი საქმის პროფესიონალია. შეგნებულად შეცვლილი წერილის გამოკვლევის პროცესში, იგი ყველაზე დიდი ყურადღებით იმიტატორის კალიგრაფიას უნდა დააკვირდეს, რადგან გამყალბებელი უუნაროა, სრულყოფილად აღიქვას და დაიმახსოვროს, სხვა პირის მოძრაობების თავისებურებები იდეალურ დონეზე. უმთავრესი გასაღები, მის წინ დასმული ამოცანებისა არის კონკრეტულად, გამყალბებელის ხელნაწერში.

კალიგრაფიის, შეგნებულად შეცვლა, არის დიდი და რთული ბარიერი. თუმცა  ეს არ ხდის ექსპერტიზის პროცესს  შეუძლებელს. საერთოდ ყველაფერი შესაძლებელია, მანამ სანამ არსებობს მოტივაცია!!!

თავიIV.  გრაფოლოგიური მეთოდის ცნება და მნიშვნელობა

 ხელნაწერის გამოკვლევის პროცესში

 

გრაფოლოგია (Gk. graphō და logos )  “ვწერ” და “მოძღვრება”
1)თეორია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანის ხელით (ნაწერით) მისი ხასიათის გაგება;

2)ხელის შესწავლა ადამიანის ხასიათის გასარკვევად.[20]

ეს რათქმაუნდა მეტისმეტად პრიმიტიული მიდგომაა. გრაფოლოგია  ეს უსაზღვრო  სამეცნიერო სფეროა, რომელიც თავის მხრივ, ნათელს ჰფენს ადამიანის ხელნაწერში, კრისტალიზირებულ ქვეცნობიერს და გვეხმარება მის სრულყოფილ გაანალიზებაში. ვფიქრობ გრაფოლოგიური ექსპერტიზა, თავის მხრივ მოიცავს როგორც კალიგრაფიულ, ასევე ავტორის დამდგენ ექსპერტიზასაც და სასურველი შედეგის მიღებას, ამ ორი უკანასკნელისგან მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც მათი გამოყენება მოხდება კომპლექსურად გრაფოლოგიურ ექსპერტიზასთან ერთად.

მაქს პულვერი წერდა: „ გაცნობიერებულად წერა, ნიშნავს გაუცნობიერებლად განლაგებულ ტექსტს, ასე რომ წერის პროცესში, შენ ქმნი ავტო-პორტრეტს“ . [21]

ფაქტიურად ადამიანისათვის , რომელიც წერის პროცესში იმყოფება, თეთრი ფურცელი სარკეა, რომელიც აირეკლავს ადამიანის შინაგან სამყაროს. ის რაც ჩვენ დაფარული გვგონია, ხელნაწერი ასო თითოეულ მოყვანილობაში აირეკლავს და თვალსაჩინოს ხდის.

წერის პროცესი მიმდინარეობს, ან არსებულ, ან წარმოდგენილ ხაზებზე. შესაბამისად გრაფოლოგიაში ხელნაწერი ასოს გამოკვლევისას გამოყოფენ, მისი მდებარეობის სამ ზონას. ესენია, ზედა, ქვედა და შუალედური ზონა. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, 1931 წელს, ფსიქოლოგმა მაქს პულვერმა, გამოყო არა სამი, არამედ 4 ზონა და მათი მითითება გააკეთა ვერტიკალური ისრებით და ისინი განათავსა საკუთარი „მე“-ს ირგვლივ. ეს ზონებია: ზედა, ქვედა, მარცხენა და მარჯვენა.

მათი გამოვლინება, ადამიანის წერის მანერაში, ნიშნავს შემდეგს:

–         ცენტრალური ზონა – „მე“. ნამდვილი. უშუალოდ პრაქტიკული რეალიზაცია, თვითკონტროლი;

–         ზედა ზონა – გაცნობიერებული, იდეალიზაციის ზონა, ფსიქიკური და გონებრივი აქტივობა, დამსახურებები, შექებები, ინტელექტი, მისტიურობა, რელიგია, ამბიციები.

–         ქვედა ზონა – გაუცნობიერებლობა, ინსტინქტები, ბიოლოგიური, პრაქტიკული, სექსუალური, ლიბიდო, აღგზნებადობა, ფიზიკური მოთხოვნილებები, მატერიალური მოთხოვნილებები, რეალურობა.

–         მარცხენა ზონა – ინტროვერსია, წარსული, დედა, თავშეკავებულობა, შიშები, პასიურობა, ეგოცენტრიზმი, ნარცისიზმი, უკანსვლა, უნდობლობა, ეჭვიანობა.

–         მარჯვენა ზონა – ექსტრავერსიული, ექსპანსიური, მომავალი, გარე სამყარო, მამა, მოძრაობა, სოციალურობა, ალტრუისტულობა, გამბედაობა, დინამიურობა, ამბიციურობა, სადიზმი.

ასევე  ამ ზონების მეშვეობით შესაძლებელია, დადგინდეს თუ რა უმნიშვნელოვანესი საწყისი ჭარბობს ადამიანის მოტივაციაში.

–         ზედა ზონა – გაცნობიერებულობა, გადაჭარბებული – ეგო, აზროვნების ფუნქციები.

–         ქვედა ზონა – გაუცნობიერებულობა, ჭარბობს მგრძნობიარობის ფუნქციები.

–         მარცხენა ზონა – ინტროვერსიულობა.

–         მარჯვენა ზონა- ექსტრავერსია.

–         ცენტრალური ზონა – „მე“ სამყაროს დასაწყისი.[22]

გრაფოლოგია, ეს ღირებული საშუალებაა, რომ მოახდინო საკუთარი თავის და სხვა ადამიანების შეცნობა. ამ საკითხზე მუშაობის დაწყებისთანავე, გამომიმუშავდა ჩვევა, სხვების კალიგრაფიაზე დაკვირვებისა. თითქმის ყოველთვის, ნაწერით მიღებული შთაბეჭდილება , ზუსტად აისახება ადამიანის პიროვნებაში.

თითქმის ყველა თავში, მაქვს მოყვანილი ის თავისებურებები, რომელიც გრაფოლოგიური კვლევის მეთოდებს წარმოადგენს, ან მისი შედეგია. შედეგი კი უდაოდ ძალიან დიდია.

მე ჩემს თავზე, ვერ ავიღე პასუხისმგებლობა, რომ გამეკეთებინა პირადი ექსპერიმენტი, ანუ ამეღო სამაგალითო, ხელნაწერი ტექსტები და შემეფასებინა, რომელიმე გამოკვლევის მეთოდით. ვარჩიე მომეყვანა მაგალითი, და ეს ყოფილიყო, ყველასათვის ცნობილი ადამიანის, რომ დავრწმუნებულიყავით მეთოდის შესაბამისობაში. მაგალითისთვის  მოვიყვან, ექსპერტების დასკვნას ადოლფ ჰიტლერის წერილის მიხედვით:( იხ. ნახ:3.)

კალიგრაფია აჩვენებს, რომ ავტორი ფსიქოლოგიურად, აბსოლიტურად გამიჯნულია საზოგადოებისაგან. ის მარტოხელაა და ყველასაგან გამიჯნული. ასეთი ნათურა, ახდენს შინაგან იზოლირებას და გარე სამყაროსაგან თავის განრიდებას. ამასთანავე, ფსიქო-მოტორული ქცევა, წერის პროცესში, იძლევა საფუძველს, რომ აღინიშნოს  მისი თვითდისციპლინა. მარტოობას, ის არ გამოჰყავდა წყობიდან, პირიქით, მარტოობა ესაჭიროებოდა საკუთარი „შესაძლებლობების“ გამოსავლენად[23].

პირველი რაც, ხელნაწერის ანალიზის დროს, თვალში საცემია, ეს არის მთლიანი დისჰარმონიულობა, მის კალიგრაფიას აღენიშნება დესტრუქტიული ფორმები. ის იყო ანტისოციალური. ადოლფ ჰიტლერის (უარყოფითი) ინდივიდუალურობა ყველა შემთხვევაში იჩენდა თავს. ექსპერტიზის ავტორები, აღნიშნავდნენ, რომ გამოკვლევის ჩატარება და მოცემული დასკვნის დადება, ძალიან გაუჭირდათ, რადგან ავტორი იყო ჰიტლერი. მაგრამ აქვე აღნიშნეს, რომ მის კალიგრაფიაში, ზუსტად აისახებოდა ის მიზეზები, რის გამოც ის იქცა ბოროტების მექანზმად.

 

§1. კალიგრაფიისმიხედვითადამიანისზოგადი

ფსიქოლოგიურიპორტრეტისდადგენა

მნიშვნელოვანია ამ ასპექტის დაწვრილებით განხილვა, რათა მკითხველისთვის, უფრო თვალსაჩინო გახდეს ხელნაწერის ექსპერტიზის სრული პოტენციალი და გამოყენებადობა პრაქტიკაში.

გამოსახულებითი მეთოდი გაცილებით ამარტივებს, ამ ყველაფრის აღქმას. ადამიანის სულიერი ცხოვრების მიმდინარეობა, ისე მჭიდროდაა მისი ფიზიკური ორგანიზმის სხვადასხვა პროცესთან დაკავშირებული, რომ ეს უკანასკნელნი, ხშირად სიმპტომატური მნიშვნელობის მატარებელნი ხდებიან. იგი უეჭველი ემპირიული ფაქტია, რომელიც შესაძლებელია მეთოდური მიზნით იქნას გამოყენებული.

ფიზიოლოგიაში და ფსიქოლოგიაში უკვე დიდი ხანია დადასტურებულია, რომ განსაკუთრებით ზოგიერთ სხეულებრივ პროცესს უეჭველი სიმპტომატური კავშირი აქვს ჩვენს განცდებთან.[24]

აქვე აღსანიშნავია რუსი მეცნიერის, ი.პავლოვის ნაშრომები თანამედროვე ფიზიოლოგიის და მამოძრავებელი უნარების შესახებ, კონკრეტულად გამოვყოფ “დინამიკური სტერეოტიპის” ცნებას – ეს არის, რეფლექსური კავშირებით უზრუნველყოფილი, მოძრაობის ოპტიმალური რეჟიმი და მისი შესაბამისობა დასახულ მიზანთან. სისტემატური მუშაობა კალიგრაფიაზე, შედეგად გვაძლევს წერითი მოძრაობების სტერეოტიპის და ავტომატურობის უნარებს. ცნება “დინამიკური სტერეოტიპის” შესახებ, შედეგად გვაძლევს კალიგრაფიის მაიდენტირიფიცებადი კრიტერიუმის დადგენის საშუალებას და ეს არის – ხელნაწერის სიმყარე.

შესაძლებელია პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობის, როგორც ზოგადი მიმოხილვა და ასევე კონკრეტული მახასიათებლების გამოკვეთა და ამით ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა.

შევეხოთწერისზოგადმანერებს, როგორიცაამინდორისდაცვა:

–         მცირე მინდორი მარცხენა მხრიდან, ფრთხილ და პედანტ ადამიანებს ახასიათებთ, ისინი კარგი მეოჯახეები არიან .

–         ფართო მინდორი მარცხნივ – შემოქმედ ადამიანებს, მათ არ ახასიათებთ მეწვრილმანეობა.

–         ძალიან ფართო მინდორის დაცვა მარცხენა მხრიდან – გულუხვ, თავისი თავით ძალიან კმაყოფილ ადამიანებს ახასიათებთ. მათ  ეამაყებათ საგვარეულო ფასეულობები, ახასიათებთ ფუფუნებისაკენ ლტოლვა და ძალიან უბრალო ქცევის მანერები;

–         მარცხენა საზღვრის გაზრდა, წერის პროცესში – გულუხვ, დამგროვებელ და ფრთხილ ადამიანებს ახასიათებთ.

–         მარცხენა საზღვრის შევიწროება წერის პროცესში – ეგოისტურ, ძუნწ და ფრთხილ ადამიანებს ახასიათებთ.

–         მინდვრების დაცვის გარეშე წერა ახასიათებთ –  მაქსიმალისტ ადამიანებს, ისინი ცდილობენ საკუთარ თავი უკეთ წარმოანჩინონ, არ მოსწონთ და არ ახასიათებთ სიბოროტისაკენ მიდრეკილება.

სტრიქონისდაცვა

–         სწორი სტრიქონი, მეტყველებს მშვიდ, თავდაჯერებულ, ნებისყოფიან, ზომიერ, მიმნდობ ადამიანზე. მათში კარგად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი გეგმავენ მომავალს , არიან მიზანდასახულნი, ემოციურნი და ყველაფერი, ცხოვრებაში აქვთ დაგეგმილი;

–         აღმავალი სტრიქონი – მამაცი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მიმნდობი, გადაჭარბებული თვითშეფასების მქონე, კომუნიკაბელური, გულწრფელი, ოპტიმისტი, ინიციატორი, ხელოვანი, მომთხოვნი სხვების მიმართ, ამაყი, ჯიუტი და თავის თავზე შეყვარებულ პიროვნებას ახასიათებს;

–         დაღმავალი სტრიქონი – მამაც, ინიციატორ, აპათიურ, პესიმისტ, სენტიმენტალურ ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც, აქვთ უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ და ხშირად ბრაზდებიან;

–         ჯერ აღმავალი, შემდეგ დაღმავალი სტრიქონი – ტაქტიან, ცბიერ, მატყუარა, არაპირდაპირ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც განიცდიან სინდისის დეფიციტს.

–         ჯერ დაღმავალი, შემდეგ აღმავალი სტრიქონი – მეტყველებს, თვის თავში დარწმუნებულ ადამიანებზე. ისინი ახალ წამოწყებებს უინტერესოდ ეკიდებიან, თუმცა დაწყებულ საქმეს ყოველთვის ამთავრებენ;

–         სიტყვის პირველი ასოები იწყება მაღლიდან და დაბოლოება ეშვება – საკუთარ თავში დაურწმუნებელი, ლოგიკური აზროვნების მქონე,  ძლიერი პიროვნება;

–         მარცვლებში გადაბმული სიტყვები, მიუთითებს  სიჩქარეზე, ნებისყოფაზე, ლოგიკური მსჯელობის უნარის  და დიდი შინაგანი პოტენციალის მქონე ადამიანზე;

–         სტრიქონის შევსება ველის დატოვების გარეშე, ასოების შევიწროების ხარჯზე – ახასიათებს ადამიანს, რომელსაც აწუხებს, საკუთარი აზრის გამოთქმის გამწვავებული მოთხოვნილება;

ასოებისდახრილობისანალიზი:

–          თითქმის დაწვენილი ასოები, მეტყველებს ავტორის უნებისყოფობაზე;

–         ოდნავ მარჯვნივ გადახრილი ასოები-  მეტყველებს ავტორის კეთილშობილებაზე, მის მაღალ ინტელექტზე და განსაკუთრებით კარგად განვითარებულ ლოგიკური მსჯელობის უნარზე;

–          მარცხენა გადახრა, მეტყველებს ადამიანის დესპოტურ ხასიათზე. იგი გულჩათხრობილია და ეშინია საკუთარი გრძნობების;

–          სხვადასხვა მხარეს გადახრა, მიუთითებს ადამიანის ჭირვეულ ხასიათზე და არასტაბილურობაზე;

–          სიტყვის წაგრძელებული დაბოლოებები, მიუთითებს ფრთხილი ბუნების ადამიანზე, რომელიც არის თავშეკავებული და შეუძლია იყოს თვითკრიტიკული;

–           თუ კი სიტყვის დაბოლოებები შემოკლებულია, ასეთი ადამიანები საქმის კარგი შემსრულებლები არიან, სამართლიანები  და გაწონასწორებულნი;

–          ასოები, გამუდმებით არასტაბილური ზომისაა და გადახრაც არასტაბილური აქვს, ასეთი კალიგრაფია ნერვოზულ და ფეთქებად ადამიანებს ახასიათებთ;

–          მარჯვნივ გადახრა, ახასიათებთ ხელოვან ადამიანებს, მათ მოზღვავებული აქვთ ყველა სახის ემოცია;

ხელნაწერი ასოების გარშემოწერილობა:

–          პატარა ასოებით, ძირითადად წერენ ადამიანები, რომლებიც არიან პრინციპულები, დავალებების კარგი შემსრულებლები, რომელებიც ყველაფერს დეტალების დონეზე აკვირდებიან;

–          მრგვალი ასოებით წერენ, ძალაუფლების მოყვარული ადამიანები, რომლებიც ძირითადად ამაყები და საკუთარ თავზე შეყვარებულნი არიან;

–          ასოები, რომლებიც სცდება ხაზს, მიმართულებით ზემოთ – ასეთი წერის მანერა ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც იდეალებისაკენ მიისწრაფვიან;

–          ასოები არათანაბრად, ხან ზემოთ იწევა, ხან ქვემოთ – ასეთი წერის თავისებურება ახასიათებთ ფანტაზიის უნარით აღსავსე ადამიანებს;

–          ვიწრო ასოებს, იყენებენ ადამიანები, რომლებიც არიან ხელმომჭირენი და გულჩათხრობილნი;

–          ასოები, რომლებიც სტრიქონის დაბლა ჩადის – ახასიათებთ, კარგი ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანებს;

–         ფართო ასოებით წერენ ენერგიული და უდარდელი ადამიანები;

დაწოლისდადახრილობისანალიზი:

–          მაგარი დაწოლა, წერის პროცესში ახასიათებთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ, მკაცრი შეხედულებები, ცხოვრების მიმართ;

–          საშუალო დაწოლა, ახასიათებთ ადამიანებს, რომელთაც ფაქტიურად არ გააჩნიათ ხასიათი; ისინი გაუმაძღრები და მეტისმეტად პრაგმატულები არიან;

უმეტეს შემთხვევაში,  უუფლებონი  და უუნარონი  არიან, რომ დაიცვან საკუთარი თავი;

–          ერთი სტილის, სტაბილური, გამოკვეთილი გამოსახულება, ახასიათებთ  – სტაბილური ბუნების რაციონალურ ადამიანებს;

–          გაკვრითი ნაწერი, ახასიათებთ მოხერხებელ ადამიანებს;

–         კალიგრაფიულად გამართული ნაწერი ახასიათებთ მშვიდ და ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანებს;

–          თუ ხელნაწერში იგრძნობა, რომ ის კანკალით არის შესრულებული, შესაბამისად ავტორი, ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანია;

–          კუთხოვანი ასოებით წერა, ახასიათებს ეგოისტ ადამიანებს;

–          გარკვევით დაწერილი ტექსტით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ჭკვიან და გაწონასწორებულ ადამიანთან;

–          გაურკვეველი კალიგრაფია, მეტყველებს ნერვოზულ ადამიანებზე;

–          ხშირად ცვალებადი კალიგრაფია ახასიათებთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ კარგი შედარების უნარი;

–          უცნაური ტიპის კალიგრაფია ახასიათებთ, ჭირვეულ, მაგრამ ამასთანავე საინტერესო და იუმორით სავსე ადამიანებს;

–          დიდი და არასწორი ასოები წერა, ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ამწუთიერით კმაყოფილდებიან;[25]

ზემოთ შევეხეთ, პრაქტიკის და მრავალი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებულ მითითების. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რისი დადგენაც  შესაძლებელია ადამიანის ხელნაწერის მიხედვით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩანახატების გრაფოლოგიური ტესტი, იგი ძალიან ბევრის მომცემია. მოცემული ტესტის (იხ. ნახ:2) განხილვას ახდენს, გრაფოლოგი და ფსიქოლოგი ლ. დრიგვალი. ამ ტესტში წინასწარვეა ცნობილი, რომ ჩანახატები ეკუთვნის 32 წლის ქალს. საინტერესოა,  თუ რა მახასიათებლები იკვეთება,  თითოეულ მათგანში:

–         პირველი კვადრატი (თვითშეგრძნება და თვითშეფასება): „კურდღელი“

სტიმულირების წრტილია – კურდღლის თვალი.  პირი, რომელმაც დახატა ეს, დაამატა ცენტრალური წერტილი, ისეთივე, ნაკლებმნიშვნელოვანი ორი წერტილის თანხლებით – „ეგო“.  ის ახდენს , საკუთარი „მე“-ს ნივილირებას. აქვეითებს საკუთარ მნიშვნელობას და თავს ექცევა, როგორც ნაკლებ მნიშვნელოვან ადამიანს. ასეთი ნახატი აღნიშნავს, არა მხოლოდ თავმდაბლობას და გარშემომყოფთა აღიარებას, არამედ საკუთარი პიროვნების გაუფასურებას. საკუთარ სამყაროზე უარის თქმას. – ადამიანს გააჩნია დაბალი თვითშეფასების დონე.

–         მეორე კვადრატი ( სოციუმთან დამოკიდებულება) : „დედა და შვილი“

ნახატი  უპირობოდ მიუთითებს, კონკრეტული პირის არათასნაწორობას, სოციუმთან მიმართებაში. ეს ურთიერთობა აგებულია შემდეგ ტიპზე: მშობელი – შვილი. გამომდინარე იქიდან, რომ სტიმულური ნიშანი გრძელდება დედის გამოსახულებაში, საგულისხმოა, რომ ის მხოლოდ ამ პოზიციაზეა არსებულ სოციუმში.

–         მესამე კვადრატი : (გეგმები, ამბიციები) „ზაფხულის დღე“

მას აქვს დაქვეითებული სურვილების დონე, თუმცა მიუხედავად ამისა ცდილობს, არსებული სიტუაციის რაციონალიზაციას. არის ოპტიმისტურად განწყობილი.( ზაფხულის დღე და მზე)

–         მეოთხე კვადრატი : (შიში, სტრესი) „გვირაბი“

იგი ხატავს ორ გრძელ ხაზს, ანუ პიროვნება ცდილობს იყოს ობიექტური საკუთარი თავის მიმართ. არ ხუჭავს თვალებს, სკუთარ პრობლემებზე, პირიქით ცდილობს მათ სააშკარაოზე გამოტანას და გამოსწორებას.

–         მეხუთე კვადრატი : (რეალიზაცია, აქტიურობა): „მძღოლი“

სტიმულირების ხაზები, ისე არის ჩახატული, რომ ისინი თითქმის არ ეხებიან ერთმანეთს, არ აღინიშნება აქტიური გადაკვეთა ერთმანეთში. პიროვნებას უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და არ შეუძლია გამბედავად, გადალახოს ცხოვრებისეული ნაბიჯები. სტიმულირების ხაზი ხდება, მანიპულაციის ობიექტი (საჭე), მისი მძღოლისათვის (სუბიექტი). მას ურჩევნია მანევრირება და  მანიპულირება, შესაბამისად ის ატრიალებს სიტუაციას, უკეთესი მხარისაკენ, ამით კი  ძალიან მარტივად აღწევს საკუთარ მიზანს.

–         მეექვსე კვადრატი: (ახლო ურთიერთობები, მოთხოვნილებები და ინტეგრირებულობა): ფანჯრის რაფა

სტიმულირების ხაზები, უერთდება ერთმანეთს, რაც უჩვენებს მის მოთხოვნილებებზე, ემოციური სიახლოვისა და ინტეგრირებულობისა. ნახატი გამოსახავს სახლის ნაწილს, რომელიც გულდასმით არის დახატული, რაც მიუთითებს, რომ პირადი ურთიერთობები ამ პიროვნებისათვის არის კულტივირებული და მათ ეთმობათ სათანადო ყურადღება და მოვლა.

–         მეშვიდე კვადრატი: (მგრძნობელობა , აღქმადობა) : „ველოსიპედი“

სტიმულირების წერტილები არ გრძელდება ნახატში. ქალი, ხატვის პროცესში რამდენჯერმე აკეთებს სტიმულირების წერტილების  გარშემოწირულობას. ასეთი დამოკიდებულება სტიმულის მიმართ ნიშნავს მოთხოვნილებას, რომ დაფაროს საკუთარი სისუსტე, აღქმადობა, უარყოფს გრძნობების დაწყებას.

–         მერვე კვადრატი: (უსაფრთხოების კვადრატი): „საყვარელი მამაკაცი, საზაფხულო ვარცხნილობით“

ქალისათვის უმნიშვნელოვანესია, მისი საყვარელი მამაკაცი, რადგან სწორედ მასში პოულობს საყრდენს,  სტაბილურობის  და საიმედოობის   გარანტიას.

გრაფოლოგიური ინდიკატორი:

სუსტი დაწოლა, გაურკვეველი ხაზები, ბევრი ჩაკეტილი ელემენტების ფიგურირება მეტყველებს პასიურ-დაცულ პოზიციაზე, სუსტი შეწინააღმდეგების უნარით, დიდი რაოდენობით გარშემოწირულობები, შტრიხები გამახვილებულია, ცხოვრებისეულ სირთულეებზე. კარგად ფლობს ტიპიურ – ემოციონალურ გადაწყვეტილებებს, მეტყველებს შთაბეჭდილებებზე, ემოციურობაზე, პიროვნების  ესთეტიკურ  საწყისებზე.[26]

ეს მხოლოდ ერთი  პატარა ნაწილია, გრაფიკული ტესტისა. თუმცა ვფიქრობ ნახატებსა და კალიგრაფიას შორის შედარებისას, ეს უკანასკნელი მეტ ინფორმაციას შეიცავს.

§2. ადამიანისჯანმრთელობისადაკალიგრაფიის

 ურთიერთდამოკიდებულება

ზემოთ უკვე აღვნიშნენე, რომ ხელნაწერში დეტალურად ჩანს ადამიანის ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა ავადმყოფობა, აისახება კონკრეტული პირის წერითი უნარების ცვლილებით თუ დაქვეითებით.

1935 წელს, კალიგრაფიის დამდგენი ექსპერტი, ალფრედ კაფნერი, რომელიც მუშაობდა ავსტრიის იუსტიციის სამინისტროში და შეისწავლა 357000-ზე მეტი ადამიანის კალიგრაფია, ამტკიცებდა, რომ ნაწერის შტრიხების, მიკრობიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, მას შეეძლო 97%-იანი სიზუსტით დაედასტურებინა, რომ ადამიანი იყო კიბოთი დაავადებული.[27]

ასევე ბრიტანელი გრაფოლოგი, ქრისტინა სტრენგი, მრავალმხრივი დაკვირვების შედეგაგ ამტკიცებს, რომ ხელნაწერში, კარგად ჩანს, აწუხებს თუ არა ადამიანს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები. მისი მტკიცებით, წერის დროს, როდესაც ადამიანი აკეთებს პაუზებს ის ძალაუნებურად ფურცელზე სვამს წერტილებს, რომელსაც პირობითად “შესვენების წერტილი” უწოდა. ასეთი წერტილების რაოდენობა გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებულ პაციენტებს შორის გაცილებით მეტია ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების ხელწერილში. [28]  ამ მეთოდზე, მრავალმხრივი კვლევა ჩაატარა და ყოველ ჯერზე, მიიღო შესაბამის პასუხი. ის ვერ შეცვლის კარდიოგრამის მნიშვნელობას, თუმცა შეძლებს ადრევე აღმოაჩინოს არსებული ავადმყოფობა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის ექვემდებარება მკურნალობას.

ავადმყოფობის გამო, ადამიანის მდგრადი, წერის უნარები გარდაიქმნება მერყევად და მიდრეკილია გაუბრალოებისაკენ. როდესაც ადამიანს აქვს გადატანილი თავის ტვინის ტრავმა, მის ნაწერში აუცილებლად აღინიშნება შემდეგი სპეციფიკა, როგორიცაა სიტყვების, ან რომელიმე ასოების გამოტოვება.

თუ კი ადამიანს აქვს შიზოფრენია ან სხვა ნერვიული აშლილობა, ის იქნება უუნარო წეროს რომელიმე ასო, ან ასოს რომელიმე ელემენტი.

შესაბამისი მიდგომა და  სიახლე, გააუმჯობესებს გამოკვლევის ხარისხს და კიდევ უფრო წინ წაწევს არსებული სფეროს განვითარების საკითხს.

გარდა ამისა, გრაფოლოგიური ანალიზის საფუძველზე გვეცოდინება, როგორი ჯანმრთელობის მდგომარების პიროვნებასთან გვაქვს საქმე.

ეს უდიდესი დამხმარე იქნება HR-ის შერჩევისას, რადგან IQ-ს და EQ-ს გადამოწმების გარდა, გვექნება პასუხი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობისა, კონკრეტულ კადრთან.

ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართლებრივ  და სხვა მსგავს ურთიერთობებში. რადგან დროულად იქნება შესაძლებელი, ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებისა, თუ სულიერი აშლილობის მდგომარეობის გამოვლინება, რაც თავის მხრივ გაამარტივებს მათთან სწორი კონტაქტის დამყარებას.

თავი V.  ელექტრონული წერილის, ანონიმური ავტორის, მაიდენტიფიცირებადი რეკვიზიტების დადგენის საშუალებები

 

     თანამედროვე ტენდენციები, მიმართულია ყველაფრის კომპიუტერიზაციისაკენ. შესაბამისად მისი, როგორც მექანიზმის გამოყენება, შესაძლებელია, დადებითადაც და  უარყოფითადაც.  განვითარების პროპორციულად იზრდება, კიბერ დანაშაულების რაოდენობა, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს და მისი კრიმინალისტიკური კვლევა, ურთულეს მეთოდებთანაა დაკავშირებული. ამ ნაშრომში,  საკითხი სულ სხვა განხრით მექნება განხილული. აქ ვიმსჯელებ, პრაქტიკულ და შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი, ელექტრონული წერილის, ანონიმური ავტორის, მაიდენტიფიცირებადი ნიშნების დადგენა.

განსაკუთრებით მძაფრდება წერილის ავტორის პოვნის ინტერესი, თუ კი წერილის შინაარსი ატარებს, შანტაჟის, მუქარის ან სხვა მსგავს ხასიათს. ის არის ელექტრონული ხასიათის და პირველადი დათვალიერებით, არ ატარებს რაიმე კონკრეტულ, მაიდინტიფიცირებელ ნიშნებს. ასეთის არსებობის შემთხვევაში,  წერილი შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, როგორც შინაარსის მატარებელი და ვიმსჯელოთ ადამიანის გონებრივ დიაპაზონზე, ასევე თავისუფლად შეგვიძლია დავადგინოთ, თუ საიდან იქნა კონკრეტული წერილი გამოგზავნილი. ამ თავში ძირითადად მოვიყვან პრაქტიკულ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია.

ყველა ელექტრონული წერილი არის რეკვიზიტების მატარებელი,    უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს სიტუაციას განვიხილავ, მაგალითად www.yahoo.com-ის  მაილზე მიღებული წერილის მაგალითით:

პირველი მიზანია ვიპოვოთ IP მისამართი, ეს ხდება შემდეგი სახით:

ვხსნით ელექტრონულ ფოსტას, სასურველი წერილის გახსნის შემდეგ, შევდივართ დანაყოფში,  More actions for  selected emails (იხ.ნახ :4)  და ვაჭერთ შემდეგ ბრძანებას, View full header, რის შემდეგაც ვღებულობთ  ინფორმაციას (იხ. ნახ: 5) სურათზე მონიშნული ციფრების კომბინაცია, არის გამომგზავნის IP მისამართი.  ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გადავდივართ, შემდეგ ინტერნეტ მისამართზე  http://www.ripe.net/, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავადგინოთ მისამართი, თუ  საიდან იქნა გადმოგზავნილი მოცემული წერილი. ვახდენთ, უკვე მოპოვებული ციფრების კომბინაციის შეყვანას, სპეციალურ გრაფაში (იხ. ნახ:4) და ვაძლევთ ბრძანებას – Search,  საბოოლოოდ მივიღებთ იმ პასუხს, რომელიც გვაინტერესებს, (იხ.ნახ:5)

ფაქტიურად გვეძლევა საშუალება მივიღოთ, მისამართი ადგილისა, საიდანაც იქნა გამოგზავნილი E-mail შეტყობინება.

მაგრამ, თუ კი წერილი გამოგზავნილია, რომელიმე ორგანიზაციიდან, მასში ვერ აისახება რეკვიზიტები და გვექნება მსგავსი პასუხი, ჩვენს მოთხოვნაზე . (იხ. ნახ: 6)  აბსოლიტურად მსგავს  სიტუაციას შევხვდებით, სოციალური საიტების შემთხვევაშიც. უფრო მეტიც, სოციალურ საიტებზე, არ ფიქსირდება IP მისამართი. ანუ სახეზე გვაქვს Proxi IP მისამართი.

მიუხედავად ამისა, მაინც შეგვიძლია , უშუალო კონტაქტის დამყარებით, მოვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია.  არსებობს კონკრეტული საიტები, რომლის ლინკის გაგზავნის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, შეგვიძლია გავუგზავნოთ, ერთგვარი ხაფანგი და თუკი გამომგზავნი, გადმოვა ამ ლინკზე, იმ წუთასვე დაიწყება მისი საიდენტიფიკაციო ნიშნების დაფიქსირება ჩვენს კომპიუტერში, ისე რომ ამის შესახებ თვითონ ვერაფერს ვერ მიხვდება. ერთერთი ფართოდ გავრცელებული ლინკია: http://speed-tester.info/check_another_ip.php. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ კი პროგრამისტს, დავაწერინებთ ამ ფუნქციით დატვირთულ, სპეციალურ პროგრამას, რომელზეც წვდომა არავის ექნება, გარდა იმ პირისა, რომელსაც ვუგზავნით. ჩემი აზრით შედეგი გაცილიებით სანდო იქნება.

ასევე, შესაძლებელია გავაგზავნოთ სპეციალური პროგრამა-შპიონი, უფრო სწორად კი   ვირუსი,  ( მაგ: Trojan) თუ კი მიმღები დათანხმდება მის მიღებას და გახსნას, მივიღებთ შედეგად იმას, რომ გვექნება აბსოლიტური წვდომა მის კომპიუტერში, ისე რომ თვითონ ვერაფერს გაიგებს და სრულიად შევძლებთ იმ ინფორმაციის მიღებას, რაც ჩვენ გვესაჭიროება. ასეთ პროგრამებს, ხშირად ანტივირუსი ვერ აფიქსირებს, თუ კი მიმღების კომპიუტერის ანტივირუსში არ არის ჩაწერილი ეს ფუნქცია.

ბოლო ორი მეთოდის შემთხვევაში, გვაქვს ერთადერთი უკუშედეგი, ჩვენ ვართ, დამოკიდებული ლინკის, ან პროგრამის მიმღები პირის სურვილზე. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ უმეტესობა მათგანი, აუცილებლად გადადგამს  მსგავს ნაბიჯს, იმიტომ, რომ მათი მხრიდან არის პირდაპირი  დაინტერესება, კონკრეტული ადამიანის  მიმართ და სავსებით რეალურია, რომ გამომგზავნი დაინტერესდნენ, კონკრეტული ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვუგზავნით.

იმ შემთხვევაში, თუ კი შევაღწევთ, ჩვენთვის საინტერესო კომპიუტერის სისტემაში და სასურველი ინფორმაცია წაშლილი დაგვხვდა, იგი ექვემდებარება აღსდგენას.  პირველ რიგში, მარტივად  მინდა განვმარტო, თუ რა ხდება პროგრამის, ან თუნდაც სხვა ინფორმაციის ამოშლის დროს. კომპიუტერიდან იშლება, მოცემული ინფორმაციის სახელი და არა თვით ინფორმაცია. ინფორმაცია, ყოველთვის რჩება მყარ დისკზე. იგი ექვემდებარება სრულ, ან ნაწილობრივ აღდგენას.  ეს შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი პროგრამით, მაგალითად: file recovery, რომელიც ინტერნეტ რესურსითაც,  არის ხელმისაწვდომი.  მაგრამ თუ მყარ დისკზე, ინფორმაციის წაშლის შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდელდება მუშაობა.  ამით მოხდება, არსებული „ქვეცნობიერი“ ინფორმაციის გადაწერა. შეუძლებელი იქნება ინფორმაციის აღდგენა. ხოლო მყარი დისკის, გატეხვის, ან დაზიანების შედეგად დაკარგული ინფორმაცია, ( მთავარია, ის არ იყოს დაქუცმაცებული) მაინც შესაძლებელია აღვადგინოთ, თუნდაც  ნაწილობრივ,  dd-rhelp-ის სკრიპტის მეშვეობით..

მოცემულ საკითხში კონსულტაცია გავიარე, კომპეტენტურ  IT სპეციალისტებთან. მათივე თხოვნით, მათ ვინაობას არ გავამხელ.  კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა გულისხმიერებისათვის და გაწეული დახმარებისათვის. მოვახდინეთ მოცემული მაგალითების შემოწმება, ჩვენივე და ჩვენი მეგობრების კომპიუტერებზე და მისამართებზე. (მათივე ნებართვით)  და დავინახეთ, რომ ეს მეთოდები,  საკმაოდ ინფორმატიული და ეფექტურია. ასე რომ მეთოდი, ექვემდებარება აპრობირებას.

დასკვნა

აღნიშნული ნაშრომის წარმოდგენით, ვთვლი რომ დაგარწმუნეთ მოცემული თემის გამოკვლევის მნიშვნელობაში და  ნოვაციაში.

ვეცადე, იმ თეორიული მასალის გამოყენებით, რომელზეც მე ხელი მიმიწვდა, თქვენთვის  შემექმნა წარმოდგენა ამ სფეროს შესახებ.

ამ თემის მთავარი იდეა,  მდგომარეობდა შემდეგში, რომ ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა, არ უნდა ხდებოდეს, მხოლოდ ავტორის ვინაობის დამდგენი და კალიგრაფიული ექსპერტიზის საფუძველზე. აუცილებელია ხელნაწერზე ჩატარდეს გრაფოლოგიური ექსპერტიზა. იმიტომ, რომ ის ყოვლის მომცველია და გაცილებით მეტი შედეგის მომცემი, ვიდრე ორივე ერთად, ან ცალცალკე. უნდა მოხდეს სამივე სახის ექსპერტიზის ჩატარება და აუცილებლად უნდა იქნას კომპეტენტური სპეციალისტების მომზადება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ კერძო ექსპერტიზის ბიუროების არსებობის საჭიროებას, რის შედეგადაც შეიქმნება ჯანსაღი კონკურენცია და ეს სფერო, სულ სხვა ეტაპზე – განვითარების ეტაპზე გადაინაცვლებს.

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გრაფოლოგიური ექსპერტიზის დანერგვა HR შერჩევის სისტემაში აუცილებელია. გარდა იმისა რომ სრულიად იქნება შესაძლებელი IQ და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების დიაპაზონის შეფასება, ეს იქნება უმარტივესი გზა, შეიქმნას ხელნაწერთა მონაცემის ბაზა, რაც შემდგომში გაამარტივებს ექსპერტიზის ჩატარების პროცესს, იმიტომ, რომ გვექნება შესადარებელი ობიექტები, დიდი რაოდენობით.

როგორც უკვე დავინახეთ, ამ სახის ექსპერტიზა, უდიდეს შესაძლებლობების სპექტრს გვიშლის, რაც მრავალმხრივ გამოყენებადი შეიძლება გავხადოთ.

კომპეტენტური გრაფოლოგიური ექსპერტიზა და ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი არის, ის ინფორმაცია, რომელიც ზუსტად გვჭირდება. რადგან ის ყველაზე უკეთ გვაძლევს,  საშუალებას გავიცნოთ ჩვენი ინტერესის ქვეშ მყოფი პიროვნება.

ხელნაწერის ექსპერტიზის განვითარებისთანავე, ის უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს როგორც მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში, ასევე კრიმინალისტიკაში.

მხოლოდ, ის რად ღირს, რომ გვეძლევა რეალური შანსი, თვითმკვლელობათა საქმეების უმეტესობა გავხადოთ რეალურად გახსნადი. სუიციდის შემთხვევების 80%-ში, ფიგურირებს წერილი. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ პირის, სიკვდილის წინარე მდგომარეობა. ამ მეთოდის დანერგვის შემთხვევაში მუხლი აღარ იარსებებს , მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლისათვის, არამედ ის რეალურად მოქმედი შეიძლება გახდეს.

კოლოსალური შესაძლებლობების არეალი გაგვეხსნება წინ, თუ კი შევძლებთ არსებული ბარიერის გადალახვას. ეს სფერო, არ უნდა მუშაობდეს, მხოლოდ ინფორმაციის საფუძველზე, არამედ კომპეტენტური სპეციალისტების მომზადების შემდეგ, დაეყრდნობა რა საერთაშორისო პრაქტიკას და უკვე თვითონვე გახდება საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი შემქმნელი.

ჩვენ გვაქვს რეალური პოტენციალი, რათა განვავითაროთ ეს სფერო. რადგან, ეს სფერო,  ჯერ კიდევ ხელუხლებელია და არ მოგვიწევს დამახინჯებული პრაქტიკის, უკუშედეგების მომკა, არამედ ყველაფერი შეგვიძლია სწორად შევქმნათ და ასეთივე სწოირი მიმართულებით წავიყვანოთ.

ჩემი მიზანი იყო აღმეძრა ინტერესი მოცემული თემის მიმართ და იმედია გამომივიდა. საზოგადობერივი ინტერესის არსებობა, არის რეფორმების მამოძრავებელი ძალა.

სასურველია რომ ჩვენც ვიყოთ, მსოფლიო ტენდენციების ერთ-ერთი შემქმნელები, რაც ზუსტად ამ სფეროს განვითარების შემდეგ, მისსავე საფუძველით მესახება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნათაძე რევაზ, ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისის უნივერსიტეტეი გამომცემლობა, თბილის 1986
  2. უზნაძე დ. – შრომები, ტომი ΙΙΙ-ΙV, გამომცემლობა „აღმაშენებელი“, თბილისი 1998.
  3. В. А. Образцов – Криминалистика,  Юрист, Москва 1997
  4. Винберг А. И. Криминалистическая экспертиза письмаю – М. 1940.
  5. Винберг А. И. Логика в криминалистической экспертизе . проблемы криминалистики. М. ,1947.
    1. Журнал графологического агентства Инессы Гольдберг. «Научная Графология», 2010 წ.
    2. Журнал графологического агентства Инессы Гольдберг. «Научная Графология», 2010-2011წ წ.
    3. Журнал графологического агентства Инессы Гольдберг. «Научная Графология», 2010-2012წ წ.
    4. Яблоков Н. П. – Криминалистика, москва, юристъ 2007 с. 310
    5. http://www.intermedia.ge
    6. www.forensics.ge
      1. http://bibliofond.ru/view.aspx?id=439997
      2. http://www.pocherkoved.ru/
        1. http://thestarryeye.typepad.com/newage/2009/08/graphology-news-hendwriting-clue-toheart-disease.html
        2. http://vsetesti.ru/391/
        3. http://inessa-goldberg.ru
        4. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=9394
        5. www.google.com
        6. www.yahoo.com
        7. www.ripe.net
        8. http://speed-tester.info/check_another_ip.php

[1] В. А. Образцов – Криминалистика,  Юрист, Москва 1997

[7] Винберг А. И. Криминалистическая экспертиза письмаю – М. 1940. – გვ:12

[9] Журнал графологического агентства Инессы Гольдберг. «Научная Графология», 2010 წ. გვ : 7

[10] Винберг А. И. Криминалистическая экспертиза письма – М. 1940. – გვ:23

[14] Яблоков Н. П. – Криминалистика, москва, юристъ 2007 с. 310

[17] ნათაძე რევაზ, ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისის უნივერსიტეტეი გამომცემლობა, თბილის 1986, გვ:438

[18] Винберг А. И. Логика в криминалистической экспертизе . проблемы криминалистики. М. ,1947. გვ:13

[19] Яблоков Н. П. – Криминалистика, москва,юристъ 2007, გვ:275

[22]    Журнал Института Графоанализа Инессы Гольдберг. «Научная Графология»  2010 – 2012 გვ: 14

[23] Журнал Института Графоанализа Инессы Гольдберг. «Научная Графология»  2010, გვ :27

[24] უზნაძე დ. – შრომები, ტომი ΙΙΙ-ΙV, გამომცემლობა „აღმაშენებელი“, თბილისი 1998.

[26] Журнал Института Графоанализа Инессы Гольдберг. «Научная Графология»  2010 – 2011. გვ:  28

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: