ჭაჭა თაუერი

Image

 

საინტერესოა ქართული სიხარბე, ქ. ბათუმში პორტის მიდებარე ტერიტორიაზე აშენდა, გნებავთ აიგო გაურკვეველი დანიშნულების შენობა, შენობის ფასადი, იერსახე და აგებულება პირველივე შეხედვისთანავე იწვევს მეჩეთის ასოციაციას, კერძოდ სარკმელის ფორმა, ე.წ. “არაბესკები — ერთმანეთში გადახლართული ხაზების რთული ქარგები”(ვიკიპედია) ნაგებობის ფორმა და ა.შ. საინტერესოა ისიც, რომ ირგვლივ ამ შენობას აქვს ოთხი, ასე ვთქვათ ძელი, საიდანაც დღის გარკვეულ მონაკვეთში, გარკვეული, განსაზღვრული დროის, კერძოდ 10 წუთის განმავლობაში მოედინება ჭაჭა, დაწესებულებიდან გამოაქვთ პლასტმასის ჭიქები და შეკრებილ საზოგადოებას აქვს საშუალება აიღოს ჭიქა, შეივსოს სასმისით და მიირთვას, რა ხდება ამ დროს იქ? – საშინელება – ქალები, კაცები, ბიჭები და გოგონები, დგანან 2 ლიტრიანი, ერთ ლიტრიანი ბოთლებით და მოუთმენლად ელიან და უჭიტინებენ როდის წამოვა ჭაჭა.

საკითხი N1. სად არის კულტურა?– აავსე ერთი ჭიქა დალიე და იხალისე;

საკითხი N2. რატომ ვართ ქაჯები და რა გახდა ერთი ბოთლი ჭაჭა?

საკითხი N3 რატომ არ ცხვენიათ მათ, ვინც ამას აკეთებს, რომ უკვე სოც. ქსელებში განსახილად აქციეს თავიანთი საქციელი და საკითხი N ყველაზე მნიშვნელოვანი, შენობა რომელიც აშკარად მუსლიმანურია და ძალიან ბევრს გონია რომ ეს მეჩეთია და ყველამ ვიცით, რომ ისლამის მიმდევრებისთვის ალკოჰოლური სასმელი აკრძალულია, ის რაც ხდება გოგებაშვილის ქუჩაზე მუსლიმანური საზოგადოებისთვის არის თუ არა შეურაცხმყოფელი?
პ.ს.

ჭაჭა თაუერის სანახავად მისულებს ტელეკამერიანი ხალხი დაგვხვდა, რომელიც ვივარაუდეთ, რომ ამ უზნეობის გაშუქებას აპირებდნენ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ერთ-ერთი პიროვნება რომელიც ჭაჭით ბოთლს ავსებდა, იყო ჟურნალისტი. ოპერატორმა მისი მეგობრები და კოლეგები სხვა და სხვა პოზაში დააფიქსირა და მერე ყველა ერთად მეგობრულად პრეს კაფეში გაეშურა ჭაჭის დასაგემოვნებლად.

  1. თუ არ ვცდები სამსუნში უნდა იყოს ასლი…კიარადა ესაა ასლი ის ორიგინალია :დ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: